აწყურის ღვთისმშობელი კვლავ წმინდა ანდრია მოციქულის ნაქადაგებ გზას გამოივლის
აწყურის ღვთისმშობელი კვლავ წმინდა ანდრია მოციქულის ნაქადაგებ გზას გამოივლის
აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, ისევე როგორც ხელთუქმნელი პირი ღვთისა, ანჩისხატად წოდებული და ღვთივგამოჩინებული ხატი ივერიის ყოვალდწმიდა ღვთისმშობლისა ზენა მადლისგან ცხადებული ხატმეტყველებითი გამოვლენაა ხილულ სოფელში , კერძოდ "უკერველი კვართის" სამკვიდროში,  კვართშემოსილ ქართლში.
სასიხარულოა, რომ ახლახან უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი შეიქმნა. აწყურის ღვთისმშობლის ხატს ამგვარი წარწერა ამშვენებს:

"მობრძანებამან შენისა ხატისამან, აწყურისად წოდებულმან, წილხვდომილი ერი შენი, ბნელით ნათელსა შინა აღმოგვიყვანადა ანგელიზთა თანა ერთ სამწყსოდ შეგვრაცხა შენს მეოხებას ნუ მოგვაკლებ, დედოფალო ცათა და ქვეყანისაო, დიდება შენდა".
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, ერთი წლის წინ დაიწერა აწყურის ღვთისმშობლის ხატის პარაკლისი და ტროპარი, რომელიც ასე იკითხება:

"ხელთუქმნელად ფიცარსა ზედა აღმტვფრელო უბიწოისა პირისა შენისაო, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლადწმიდისა აწყურისა ღვთისმშობელისაი, ისმინე ვედრებაი ჩუენი შენ, ხატად ზეცისად წოდებულო, და გვიხსენ ჩუენ ყოველთაგან განსაცდელთა, მრავალმოწყალე!".

აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძემ), მრევლთან და შემომწირველებთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იერუსალიმში ჩააბრძანეს. დედა ღვთისმშობლის საფლავზე აღევლინა პარაკლისი და მაცხოვრის საფლავთან ქრისტეს აღდგომის საგალობლებით შეეგებნენ უფლის აღდგომას.

მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავების მოლოცვის შემდეგ, მომლოცველები აწყურის ხატს იტალიის ქალაქა მალფიში წააბრძებენ, სადაც ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილებია დავანებული. საქართველოში ხატის შემობრძანება ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ კვირაში (12-17 მაისსს) მოხდება.

ოცი საუკუნის შემდეგ ანდრია მოციქულის ნაქადაგები გზით, ღვთისმშობლის ხატმა კვლავაც შემოიკრიბა ლოცვით გაერთიანებული მორწმუნე მრევლი.
აწყურის ხატს დიდაჭარიდან თავდაპირევლად აწყურში ჩააბრძანებენ. ბორჯომისა და ბაკურიანის, ურბნისისა და რუისის, გორისა და ატენის ეპარქიების შემდეგ მომლოცველნი მცხეთაში, სვეტიცხოველის ტაძრებში მიეგებებიან. საბოლოოდ კი ხატი თბილისის სამების საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.

KARIBCHEარქიმანდრიტიილია (ნასიძე):
" აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი საქართველოში 10 მაისს ჩამობრძანდება. სამების ტაძარში, წირვის შემდეგ, უწმინდესი დალოცავს იმ ადამიანებს, რომლებიც გაემგზავრებიან ბათუმში მოციქულ მატათას საფლავზე. შემდეგ, ხატს მიაბრძანებენ დიდ აჭარაში, ხულოში, სადაც 12 მაისს წირვა-ლოცვა აღევლინება. ღვთისმშობლის ხატი ხულოდან ახალციხეში გადაბრძანდება აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში და ღია ცის ქვეშ მეუფე თეოდორე (ჭუაძე) წირვა-ლოცვას აღავლენს. აწყურის ღთისმშობლის ხატი, ასევე გამოივლის ხაშურისა და სურამის ეპარქიას, სადაც მრავალი ადამიანი დახვდება და პარაკლისები აღევლინება. წირვა-ლოცვა აღევლინება გორის ეპარქიაშიც. გორიდან ხატი სვეტიცხოველში გადაბრძანდება, სადაც 16 მაისს წირვა-ლოცვა აღევლინება.

17 მაისს, დილით აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი სვეტიცხოვლიდან თბილისისკენ წამობრძანდება.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებთან ერთად ღვთისმშობელმაც იყარა წილი, თუ რომელ ქვეყანაში განეჩინებოდა მას ღვთისგან სახარების ქადაგება. საუფლო განგებით ღვთისმშობელს წილად ხვდა მახარებლობა იბერიის ქვეყანაში, იქ, სადაც მისი სანატრელი ძის კვართი იყო დავანებული. წმიდა ქალწულმა სიხარულით შეიწყნარა თავისი წილხვედრი ქვეყანა და მზად იყო გამოსამგზავრებლად, მაგრამ რადგან მისი მიძინება მოახლოებული იყო, გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა:

"ჰოი, დედაო ჩემო, არაუგულებელს-ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის, ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა და თანა-წარატანა ხატი შენი ვითარცა პირისა შენისა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა". ღვთისმშობელმა უფლის ნება ამცნო ანდრია პირველწოდებულს: "შვილო ანდრია... წაასვენე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისაი ქუეყანასა ჩემდა წილხვდომილსა, რაითა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ". ღვთისმშობელმა სახეზე მიიფარა ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გამოისახა სახე და ხატი დედა-ქალწულისა. ეს ხატი გადასცა მან ანდრია მოციქულს. დალოცა და აღუთქვა შეწევნა და დახმარება.

ანდრია მოციქული ხელთუქმნელი ხატით თავდაპირველად ტრაპზონს, შემდეგ კი ქართლის იმ ნაწილს მოადგა, რომელსაც დიდ-აჭარა ეწოდება. აქედან დაიწყო ქრისტეს სიტყვის გავრცელება იბერიაში. ღვთისმშობლის ღვთაებრივი ხატის მადლით მრავალი მოინათლა და განიკურნა. როდესაც ანდრია მოციქულმა სამცხისკენ გადასვლა დააპირა, დიდ აჭარის მკვიდრთა გულმხურვალე თხოვნით, რომელთაც ხატის დატოვება სურდათ მათ და მფარველად, მოციქულმა ზეციური დედოფლის ნაბოძებ ხატს მისივე ტოლი ფიცარი დაადო, რომელზეც ღვთისმშობლის სახე გამოისახა. ხელთუქმნელი ხატის ასლი დიდი პატივით დააბრძანეს ეკვდერში, თავად ანდრია კი პირველ სახით სამცხეში, დაბა სოსანგეთში-აწყურიში გადავიდა. გულმხურვალე ლოცვით და ღვთისმშობლის შემწეობით მკვდრეთით აღადგინა მან ქვრივი სამძივარის ვაჟი და კერპები შემუსრა. ამ სასწაულთა შედეგად მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს რჯულზე. ღვთისმშობლის ხატი აწყურის ტაძარში დააბრძანეს. სწორედ აქედან ეწოდა მას "აწყურის ღვთისმშობელი". საუკუნეთა განმავლობაში მრავალი სასწაული აღასრულა აწყურის ღვთისმშობელმა.

1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, მძლავრმა მიწისძვრამ დაანგრია სამცხის ეკელსია-მონასტრები. დაინგრა აწყურიც, მაგრამ ჩამონგრეული გუმბათი "ვითარცა ქუდი კაცისაი, ესრეთ თავსა და ერქვუა" შუა ტაძარში დაბრძანებულ აწყურის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითა". 1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, რომელმაც დაარბია სამცხე. აწყურის ღვთისმშობელი კი ტყვედ წაიყვანა. ამის გამო ირანს დიდი რისხვა დაატყდა თავს. შვიდი წელი ყავდათ დატყვევებული აწყურის ხატი და ამ ხნის განმავლობაში "არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა". შეშინებულმა ირანელებმა ხატი ცხენს დააკრეს და გაუშვეს. ცხენმა გეზი საქართველოსკენ აიღო და აწყურს მოადგა. ღვთისმშობლის ხატის დაბრუნებისთანავე, ხატის გატაცებით დამწუხრებული და ქართლში გადახვეწილი მესხები კვლავ მამა-პაპის მიწას დაუბრუნდნენ. მეორედ, 1486 წელს იაყუბ ყაენმა გაიტაცა აწყურის ხატი. გაძარცვა იგი და აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ მომხდარი სასწაულით თვით ურჯულონიც გაკვირვებულნი დარჩნენ: "ცეცხლი იგი დაშრიტა და ხატს არა შეეხო". მიტაცებული ხატი უკან დააბრუნეს და დაასვენეს "საყდარსა თვისსა". შემდგომშიც რამდენჯერმე შეუცვალეს ხატს ადგილსამყოფელი, თუმცა ღვთის ნებით აწყურის ღვთისმშობელი ყოველთვის უბრუნდებოდა თავის ადგილს. სხვადასხვა დროს მეფეთა დადიდებულთა მიერ შემკული აწყურის ღვთისმშობლის ხატი დღეისათვის მუზეუმშია დაცული. ამ უწმინდესი ხატის სახით საქართველო თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სტუმრობს უკუნისამდე ჟამთა. ვინაიდან სრულიად ნათელია, რომ მარადქალწულის მიერ საკუთარი ხელთუქმნელი ხატის წარმოგზავნა ტოლფასი იყო საკუთრივ მისი მობრძანებისა. ვინც ყოველ ჟამს განსაკუთრებით სიყვარულსა და მეოხებას ავლენს იმქვეყნისადმი, რომელმაც იწილხვედრა და ღვთისგანგებით ივალდებულა ღვთის დედისთვის ყველაზე ძვირფასისა და სანუკვარის, საუფლო კვართის მცველობა, ვინაიდან სწორედ კვართწილხვდომილი საქართველოა წილხვედრი ყოვლადწმიდა მარიამისა.



ბეჭდვაელფოსტა
23.04. 2015
qartveli
Rusebs paraklisebi da daujomeli kvelasatvis xelmisawvdomad udevt, qartvelebmac dadon internetshi, rom erma ilocos
15.04. 2015
ნინია
იმედია ტაძრამდე მისასვლელ გზას მაინც გააკეთებენ სოფელში... ტაძრის რესტავრაციის გაკეთებაზე "ოცნებამ" დიდი ხნის წინ ჩაგვიარა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat