"დედოფლის" სასწაულები
"დედოფლის" სასწაულები
როგორც ჩვენი პუბლიკაციებიდან იცით, ხატი "დედოფალი" 27 აპრილამდე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ხატის მცველთა ფეისბუქ-გვერდზე შემოდის უამრავი შეტყობინება იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ადამიანთა ცხოვრება ხატის მოლოცვის შემდეგ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

"ქრისტე აღსდგა! მრავალს დაგასწროთ უფალმა და დედა ღვთისმშობელმა! მინდა როგორი გახარებულიც ახლა მე ვარ, ისეთი გახარებული გამყოფოთ ღმერთმა! თქვენ იმიტომ გწერთ, რომ ჩემი სურვილია ამ სასწაულის შესახებ ყველას აცნობოთ თქვენი ლამაზი პოსტით. ზუსტად ერთი კვირაა ან ცოტა მეტი, რაც ამ სასწაულებრივი ხატის შესახებ შევიტყვე, მოვიწონე და მუდმივად ვკითხულობ თქვენს პოსტებს. ჯერჯერობით პირადად ვერ მოვახერხე "დედოფლის" მოლოცვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე სულ ვემზადები მასთნ შესახვედრად და საოცრად მითბება გული. ახლა - უშუალოდ სასწაულზე... ნათლული მყავს, 12 წლის ნინო, უსაყვარლესი და საოცრად მორწმუნე გოგონა, დედაც და მამაც ღვთის მოსავები არიან. ნინიკოს მოულოდნელად იანვრის თვეში სიმსიმვნე აღმოაჩნდა თავში, ერთი თვის წინ გაუკეთდა უმძიმესი ოპერაცია, თავის ქალა ახადეს, მაგრამ სიმსივნე ვერ ამოკვეთეს - მხოლოდ დასათესად აიღეს სინჯი, პასუხი მოვიდა ავთვისებიანი სიმსიმვნის 2 სტადია. ოპერაციის მერე ნინიკო საკმაოდ ცუდად იყო, 1 კვირა ვერ იღვიძებდა, რეანიმაციაში მოუხმეს მამა პეტრეს და მისი ლოცვების შემდეგ ნინომ გაიღვიძა... საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ ძალიან სუსტად იყო ისევ. ბოლო ერთი კვირაა, სულ ვევედრებოდი დედოფალს შემწეობას და ნინიკოს გამოჯანმრთელებას, გუშინ კი ლოცვა ცრემლით და ამ სიტყვებით დავამთავრე: დედა ღვთისმშობელო, შენ გაბარებ ნინიკოს, შენ მიხედე-მეთქი! რამოდენიმე დღის წინ სინჯი საზღვარგარეთაც იქნა გაგზავნილი... პასუხს ჯერ არ ველოდით ასე უცებ, მაგრამ მოხდა სასწაული: პასუხიც ძალიან მალე ჩამოვიდა და...არანაირი ავთვისებიანი, კეთილთვისებიანი, 1 კატეგორია, წარმოგიდგენიათ?  პასუხი რადიკალურად შეიცვალა, ეს არის უდიდესი სასწაული! გახარებულები ვართ ყველა, დიდება "დედოფალს"! დიდება უფალს! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!"

მინდა ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი გაუწყოთ, ბევრი ვიფიქრე და მაინც გადავწყვიტე დაწერა: ოთხშაბათს ღამით ერთი ადამიანისგან მივიღეთ შეტყობინება. ამ ქალბატონს მამა ჰყავდა ძალიან მძიმედ, რეანიმაციაში. ის გვთხოვდა მისი მამის მოხსენიებას. ხუთშაბათს დილით ასეთი შეტყობინება მივიღეთ, რომ ღამით შეევედრა "დედოფალს". ვინაიდან ღამე ტაძარში მოლოცვას ვერ მოახერხებდა, თან ჰქონდა ჩვენი პროფილიდან გადმოწერილი "დედოფლის" სურათი და მას ევედრებოდა და შეწევნას სთხოვდა მამისთვის. ოთხშაბათს ღამით რეანიმაციაში პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, ეუბნებოდნენ რომ სისხლის გადასხმა აღარ იძლეოდა უკვე შედეგს, რადგან ჰემოგლობინიც იყო დაბალი  - 24, რეზერვი აღარ იყო. ღამით "დედოფლის" წინაშე ლოცვის შემდგომ ვითარება შეიცვალა. მეორე დილით მოხდა სასწაული და ჰემოგლობინი უკვე 66 გახდა. მას მერე აღარაფერი ვიცოდით ამ ადამიანზე. დღეს მივიღეთ კვლავ შეტყობინება, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ, "დღეს გამოწერეს მამა კარგი ანალიზებით, სასწაულია აბა რა არის! აუცილებლად მოვილოცავთ დედოფალს" ეს ოჯახი აღდგომას ბედნიერად შეხვდება. დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. უზომოდ დიდი სიხარული გვაქვს ხატის მცველებსაც.

არც ვიცით რომელი ერთი საკვირველების შესახებ დავწეროთ - ამ წუთებში კიდევ ორი შეტყობინება მივიღეთ, რომლებშიც უმძიმესი, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების განკურნებაზეა საუბარი. ასევე გვწერენ ცხოვრების შეცვლაზეც, ანუ ხატის მოლოცვის შემდგომ, როგორ იცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ და აგრეთვე -  სხვა შეწევნებზეც, ლეიკემიისა თუ სიმსივნის განკურნებაზე. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!


"უღრმესი მადლობა თქვენ ყველაფრისათვის! უფალმა გაგაძლიეროთ! ნინიკოს ფიზიკურად არ შეუძლია რომ დედოფალს მიეახლოს ჯერ, მაგრამ აი დედოფალი კი მიბრძანდა ნინიკოს სახლში და ოჯახი სინათლითა და სიხარულით აავსო. ძალიან უყვარს ნინიკოს ეს ხატი და სულ ლოცულობს. რაც დედოფალი ესტუმრა უკვე ლაპარაკიც დაიწყო (ვეღარ საუბრობდა) ოთახებში დადის და სულ საჭმელი უნდა (საკვებსაც არ ღებულობდა და ოთახში კი არა საწოლზე წამოჯდომაც არ შეეძლო). გაიხარეთ ჩემო კარგებო, დიდება და მადლობა უფალს "დედოფალი" რომ მოგვიბრძანდა საქართველოში თქვენი წყალობით!"

შემწეობა დიდია ყოველ მომლოცველზე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყოველი სურვილისა თუ სათხოვარის აღსრულების შემდგომ, მიხვიდეთ ხატთან და ეს ლოცვა წაიკითხოთ. ჩვენ მადლობელნი უნდა ვიყოთ უფლისა და ღვთისმშობლისა.
ღვთისადმი სამადლობელი ლოცვა თხოვნის აღსრულების შემდეგ

ტროპარი, ხმა 4
მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი (მხევალნი) შენნი, უფალო, დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა და მონებრ სიყუარულით გიღაღადებთ შენ, კეთილისმყოფელო ჩუენო, მაცხოვარ, დიდება შენდა.

კონდაკი, ხმა 3
ქუელისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირსქმნილნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულსმოდგინედ შენდა მომართ მოვილტვით და მადლობასა ძალისაებრ შევწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა, დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა, ღმერთო, ყოვლადმოწყალე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმრთისმშობელო, ქრისტეანეთა შემწეო, მომპოვებელნი შენისა შუამდგომელობისანი მადლიერებით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლ შუამდგომელო.

14 აპრილს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. გეწეოდეთ მისი მადლი ყველას!
ბეჭდვაელფოსტა
15.04. 2015
gtxovt
dzalian gtxovt iqneb kide 1kvira iyos dabrdzanebuli samebashi.
14.04. 2015
mkvdari guli
Dideba ufalo
14.04. 2015
mkvdari guli
Me var dabadebidan invalidi ver mivdivar eklesiashi 28 clis var da 20 kiloc ar viqnebi yovel dge ukan mivdivar uflis uzomod mcams gtxovt ilocot iqneb chemtvisac muaxdinot sastauli dideba ufals
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat