პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის მაკურნებელი ძალა
პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის მაკურნებელი ძალა
"კარიბჭის" ვებ გვერდის საშუალებით მკითხველმა შეიტყო პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მისი საქართველოში ჩამობრძანება უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და საბერძნეთში, ათენის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დროებით მოღვაწე არქიმანდრიტ მამა აბიბოსის (ტარიადისი) ძალისხმევით, მისი მრევლის შემოწირულობებით, ასევე ბერძენი მოსახლეობის შემწეობით მოხდა. ათონის მთაზე წმინდა ქსენოფონტეს მონასტერში მამა ლუკას მიერ დაიწერა კუნძულ სიმის პანორმიტის მონასტრის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც შემოსილია მოოქროვილი ვერცხლის პერანგით. ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში და მსურველებს საშუალება აქვთ მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედ მსწრაფლშემსმენელი ხატისგან მადლი და წყალობა მიიღონ. პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედ ხატს მრავალი სასწაული მოუხდენია, მრავალი სნეული განუკურნავს. ამის შესახებ გვიამბობს მამა აბიბოსის მრევლი, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ეკა ღონიაშვილი

ექიმებმა დაგვარწმუნეს, რომ სიმსივნე დაძლეულ იქნა და საშიშროებამ ჩაიარა

2007 წელს დედას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე მკერდში. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებობდა. ათენში გავუკეთეთ ოპერაცია, რასაც მოჰყვა ქიმიოთერაპია და სხვა პროცესები, რაც რვა თვე გაგრძელდა. ექიმებმა დაგვარწმუნეს, რომ სიმსივნე დაძლეულ იქნა და საშიშროებამ ჩაიარა. სახლში დავბრუნდით, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ დედას მდგომარეობა ისევ გაუარესდა და კვლავ საავადმყოფოში დავაწვინეთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო გასული. მას სიცოცხლის მხოლოდ ორი თვე მისცეს.
ჩემი უმცროსი და წავიდა პანორმიტის მონასტერში და მთავარანგელოზს დედის გადარჩენას შეევედრა. იმედიანი გამოვიდა მონასტრიდან და თან წამოიღო ფიტილი და ზეთი მისი კანდელიდან. დედა დიდი იმედით ყოველდღე ისვამდა ფიტილით კანდელის ზეთს. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს, რომელმაც აჩვენა რომ ყველაფერი ცუდი ორგანიზმიდან გამქრალიყო და დედა ღმერთისა და მთავარანგელოზის დახმარებით გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, როდესაც დედას ქიმიოთერაპიას უკეთებდნენ, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა: ჩვენს აგარაკზე ჩვენი არყოფნის დროს გაჩნდა ხანძარი. გაიგეს თუ არა ამის შესახებ, მაშინვე გაემართნენ - იქნებ რამე გადავარჩინოთო. მისულებს სახლთან მეხანძრეები დახვდათ, საბედნიეროდ დროზე მისულიყვნენ და ხანძარი ჩაექროთ ვიდრე ცეცხლი იმ ოთახამდე მივიდოდა, სადაც გაზის ბალონი და კიდევ სხვა ადვილად წვადი და საჭირო ნივთები ელაგა. ასე გადაარჩინა მთავარანგელოზმა ჩვენი სახლი ბოლომდე განადგურებას და სხვა სახლებიც დაიცვა, რომ ცეცხლი მათზეც არ გადასულიყო. მთავარანგელოზის ხანძარში მონაწილეობაში დაგვარწმუნა სახლში ნაპოვნმა წიგნის ორმა ფურცელმა, რომელიც სასწაულად გადარჩენოდა ხანძარს. მათზე იყო პანორმიტის მთავარანგელოზის სასწაულები სათაურებით: "მთავარანგელოზი მიქაელი დასახმარებლად გაემართა", და "შენ თუ გესმის ჩემი მომეცი ნიშანი". ამ სათაურებმა იმასაც მიგვახვედრა, რომ მას ესმოდა ჩვენი ლოცვა და დედას გადაგვირჩენდა.
მომხდარის შემდეგ და მანამდე, სანამ ამის ძალა მექნება ყოველთვის მოვალ მონასტერში, რათა ვემსახურო ჩემ დიდებულ მფარველს და გადამრჩენს.

მოხდა სასწაულების სასწაული და რამდენიმე დღეში დავფეხმძიმდი

ძვირფასო იეროფეი, მოგიყვებით ჩემს ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი პანორმიტის სასწაულთან. 4 წელია გათხოვილი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ჩემს მეუღლე კოსტასომთან ერთად ვცდილობთ ვიყოლიოთ შვილები, მაგრამ უშედეგოდ. გავიდა დრო და დავიწყეთ ანალიზების და ჩემთვის ძალიან მტკივნეული ოპერაციების კეთება.
ბოლოს და ბოლოს ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური განაყოფიერება იყო. მეოთხე ცდაზე დავფეხმძიმდი, მაგრამ სამწუხაროდ მომეშალა ნაყოფი და ისე ცუდად ვიყავი, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო. მაშინ მივმართე დახმარებისთვის ჩვენი პანორმიტის სასწაულმოქმედ ხატს და აღვუთქვი, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მოვილოცავდი პანორმიტის მონასტერს.
მისი წყალობით და დახმარებით სირთულეების გადალახვის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში მოვედი მონასტერში. მაშინ თქვენ აღსარებაზე მიმიღეთ და მომეცით მთავარანგელოზი მიქაელის ხატის კანდელის ზეთი, რომელსაც მუცელზე ვისვამდი. მოხდა სასწაულების სასწაული და რამდენიმე დღეში დავფეხმძიმდი.
ჩემი ექიმიც ლაპარაკობს ამ სასწაულზე, რადგან ჩემი ფეხმძიმობის მეცნიერული ახსნა არ არსებობს. გარშემომყოფები ამბობენ, რომ აღსარების შემდეგ ჩემი სიხარული გამოუთქმელი, აუღწერელი იყო და მე დიდ მადლობას გიხდით ცოდვების მიტევების ღვთიური საჩუქრისთვის, რომელიც მე მომეცით.
ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ღმრთის შეწევნით ჩვენი ბავშვი დაიბადება, მთავარანგელოზის სახელს დავარქმევთ და პანორმიტის მონასტერში მოვნათლავთ. გთხოვთ, ილოცოთ ჩემი ფეხმძიმობის მშვიდობიანად დასრულებისთვის და მინდა დარწმუნებით განვაცხადო, რომ ეს პანორმიტის ხატის მორიგი სასწაულია.

ბეჭდვაელფოსტა
21.11. 2016
ანი
დიდება უფალს
09.05. 2016
591662247
DIDEBA SEHDA
25.03. 2016
ირმა
თუ არ ვცდები პანორმიტის მთავარ ანგელოზი სამებაშია დაბრძანებული ისევ
21.11. 2015
ketevani
მეგობრებო, სტატია 16 თებერვლით თარიღდება, ეხლაც არის ხატი სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული?
20.11. 2015
მარიტა
სასიამოვნო და საინტერესოა მისი ძალავთხოვოთ უფალს წმინდა ანგელოზი გვფარავდეს და გვიცავდეს ! მადლობა და თქვენის ნებართვით გავაზიარებ.
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat