სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზე — სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა
 სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზე — სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლია, სასწაულებით განდიდებული. დაბრძანებულია ბოდბის დედათა სავანეში, იქ, სადაც წმინდა ნინოს საფლავია. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს.



საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.

მონასტრის მახლობლად დღესაც ცხოვრობს კეთილმორწმუნე ქალი რაისა, რომელიც თავად მოგვითხრობს ამ ამბებს: მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტარად მსახურობდა. რამდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმინდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდათ იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვეტარი და აქაურობას გავაცილოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

KARIBCHE

ღვთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით გულისტკივილით ყვებიან კიდევ ერთ ამბავს:

იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი უკეთური კაცი ცხოვრობდა. იგი "ჩეკისტი" იყო და რელიგიურ სიწმინდეებს განსაკუთრებული სიძულვილით შეურაცხყოფდა. სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზე — სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა და საგანგებოდაც დაისაჯა: ჯანმრთელი და საღსალამათი ყველასათვის მოულედნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

 

ბეჭდვაელფოსტა
21.07. 2015
ვოლდემარი
საინტერესოა შაჰ აბასი და თემურ ლენგი რომ წვავდნენ ეკლესია მონასტრებს იმათ რატომ არ დაეცათ თავზე მეხი??? ეს გამოგონილი ჩეკისტის ისტორია (რატომღაც სიამაყით რომ არის ღმერთის გადამეტებული სისასტიკე აღწერილი) უფრო მზარდი ათეისტების დასაშინებლადაა 21 საუკუნეში
03.04. 2015
დაილოცოს დედა ღვთისმშობლის მადლი და ძალა,ამინ!
02.04. 2015
jariskaci
Dideba da madloba ufals da chvens Deda gvtismshobels.
18.03. 2015
yovladzmindao gvticmwobelo daifare hemi ojaxi da yvela qrictiani. gaasliere rzmenawi gvizyale rzmena ciyvaruli da catnoeba.
27.02. 2015
dideba upals
didia uplis dzala .
სხვა სიახლეები
22.11.2018
გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი მათგანი კლდოვან გზას ფეხშიშველა მიუყვება.
11.12.2017
წმინდა ლუკა მას სიცოცხლის ბოლომდე გულმკერდზე დაკიდულს ატარებდა
პანაგია სუმელა"-ს სასწაულმოქმედი ხატი ერთ-ერთი იმ სამოცდათორმეტ ხატთაგანია წმინდა ლუკა მახარებელმა რომ დაწერა.
23.09.2017
კიკოსის ღვთისმშობლის ხატი ჯერ კიდევ დედა ღვთისმშობლის სიცოცხლეშივე მოციქულმა ეგვიპტელი ქრისტიანებისთვის შეასრულა.
16.08.2017
ეს ხატი ბრძანდება ათონზე, კარაიას კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც მონასტერს ეკუთვნის.
18.04.2017
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.
- ივერონის მონასტერს იმდენი მომლოცველი სტუმრობდა, მსგავსი არასად მინახავს
28.02.2017
სასწაულმოქმედი ხატი, ზესტაფონში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილება იყო
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი - მირონმდინარე ხატი.
15.01.2017
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს "მოალერსეს" ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარულს" წმინდა სერაფიმე საროველი სიცოცხლის ბოლომდე ევედრებოდა.
10.06.2016
ჩუკულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ეკუთვნოდა ქვემო სვანეთში მდებარე ლაშხეთის თემში შემავალ სოფელ ჩუკულს
12.05.2016
საქართველოში ანდრია მოციქულის მოღვაწობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მის მიერ შემობრძანებული ხელთუქმნელი ხატის ისტორია, რომელიც აწყურის ღვთიმშობლის ხატის სახელითაა ცნობილი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ანჩისხატი ძველ თბილისში, საპატრიარქოს ახლოს მდებარობს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ VI საუკუნის ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.