პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი - კურთხეული იყოს სახელი ღმრთისა და ჩვენი მთავარანგელოზი მიქაელისა
პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი  - კურთხეული იყოს სახელი ღმრთისა და ჩვენი მთავარანგელოზი მიქაელისა
ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში და მსურველებს საშუალება აქვთ მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი მსწრაფლშემსმენელი ხატისგან მადლი და წყალობა მიიღონ.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით საბერძნეთში, ათენის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დროებით მოღვაწე არქიმანდრიტ მამა აბიბოსის (ტარიადისი) ძალისხმევით, მისი მრევლის შემოწირულობებით, ასევე ბერძენი მოსახლეობის შემწეობით, ათონის მთაზე წმინდა ქსენოფონტეს მონასტერში მამა ლუკას მიერ დაიწერა კუნძულ სიმის პანორმიტის მონასტრის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც შემოსილია მოოქროვილი ვერცხლის პერანგით.

შემომწირველებისაგან დიდი სიყვარულით ხატი მამა აბიბოსმა რამდენიმე წლის წინ, ბარბარობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს მიართვა მისი აღსაყდრებიდან 33 წლისთავის აღსანიშნავად. პანორმიტის მთავარანგლოზ მიქაელის ხატის ასლი თავად უწმინდესმა აკურთხა.

KARIBCHE

ამჟამად ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში და მსურველებს საშუალება აქვთ მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი მსწრაფლშემსმენელი ხატისგან მადლი და წყალობა მიიღონ. ხატის დედანის ისტორიას გვიამბობს მამა აბიბოსის მრევლი, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ეკა ღონიაშვილი.

***
ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე აზიის მრავალტანჯული მიწით გარემოცულ ფრიგის და როდოსის კუნძულებს შორის მდებარეობს კუნძული სიმი. კუნძული, რომელიც თავისი უძველესი ისტორიით ტრადიციების და ლეგენდების ბურუსში იკარგება. პანორმიტის მონასტერი ითვლება კუნძულის უძვირფასეს მარგალიტად. ის მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა სულიერების ანდამატს  არა მარტო დოდეკანისის კუნძულების მცხოვრებთათვის, არამედ მთელი საბერძნეთისთვის. ალბათ, როდესაც შემოქმედმა თავისი უზენაესი ნებით შექმნა სამყარო, ეს შესანიშნავი ადგილი შექმნა, რათა პატივით მიერთმია თავისი ყველაზე ერთგული ცის მხედართმთავრისთვის, მთავარანგელოზ მიქაელისთვის.

ისტორიული გამოკვლევებით დღემდე ვერ დადგინდა პანორმიტის მონასტრის დაფუძნების თარიღი. ზოგიერთი ძველი მკვლევარი თვლის, რომ ადგილზე სადაც დღეს პანორმიტის მონასტერია, ადრე იყო ძველი ბერძნული ტაძარი, მაგრამ მათი აზრით არ შეიძლება სერიოზულად მივიღოთ ეს მოსაზრება, რადგან არქეოლოგიურმა გათხრებმა ეს ვერსია არ დაადასურა. პირიქით, ამ საოცარი ზღვისპირა მონასტერის შორიახლოს, უფრო კონკრეტულად კი დაფნის მთიან პლატოზე, არის ძველი ციხის და შენობების ნანგრევები, რომლებიც მიუთითებენ ამ რეგიონში ძველი დასახლების არსებობაზე. როგორც ჩანს, ხალხის არჩევანი დასახლებულიყო არა სანაპიროზე, არამედ მაღალ მთიან ადგილებში განპირობებული იყო ყაჩაღებისგან ხშირი შემოსევების არსებობის საშიშროებით.

ერთ-ერთ ძვირფას არქეოლოგიურ მონაპოვარს წარმოადგენს მარმარილოს და ქვის სვეტები, რომლებიც გამოყენებულია ტაძრის მშენებლობაში. ორ მათგანს, რომლებიც მონასტრის ძირითად ეკლესიაშია, აქვს წარწერებიც. ამ სვეტების და ფილების წარმოშობის შესახებ ყველაზე გავრცელებული ვერსიაა მათი უცნობი, ზებუნებრივი გზით გადმოტანა მცირე აზიის მეზობელი სანაპიროდან, რადგანაც კუნძულ სიმზე არასოდეს არ ყოფილა არც მარმარილოს ნალექები და არც ქვის კარიერი. ღვთისმოსავი ხალხი სვეტების გადმოტანას მიაწერს თვით მთავარანგელოზ მიქაელს, რომლის დადასტურებაც ეკლესიაში არსებული ფრესკაა. ფრესკაზე გამოსახულია მთავარანგელოზ მიქაელს როგორ მოაქვს სვეტები და გადასცემს მონასტრის წინამძღვარს. გამოსახულების ქვემოთ წარწერა გარკვევით ამბობს: " მთავარანგელოზი, რომელსაც მოაქვს სვეტები".
მონასტრის შექმნის შესახებ მწირი ისტორიული ცნობებისგან განსხვავებით, ხალხური გადმოცემები საკმაოდ მდიდარია. ერთ-ერთი სარწმუნო ვერსიის თანახმად, ერთმა ღმრთისმოსავმა ქალმა - მარიო პროტენიუმ, როდესაც პანორმიტში თავის ნაკვეთში თოხნიდა, ხის ძირში მთავარანგელოზ მიქაელის პატარა ხატი იპოვა და ჩუმად, მალვით წააბრძანა სახლში თავის ხატების კუთხეში.

მეორე დღეს ქალმა აღმოაჩინა, რომ ხატი გამქრალიყო. დამწუხრებული გაემართა თავის ნაკვეთში სამუშაოდ და ხატი ისევ იქ იხილა. მარიომ კვლავ წააბრძანა ხატი თავისთან სახლში, რომელიც მეორე დღეს ისევ გაუჩინარდა და ისევ თავის ძველ ადგილას პანორმიტში დაბრუნდა. ასე განმეორდა სამჯერ. ქალს მწუხარებამ გაუარა, როდესაც სიზმარში კაშკაშა ნათელით შემოსილი, გაბრწყინებული მთავარანგელოზი მიქაელი იხილა. მთავარანგელოზმა გამოთქვა სურვილი, სამუდამოდ დარჩენილიყო პანორმიტში, ამის შემდეგ მორწმუნე ქალმა განაცხდა მომხდარის შესახებ და თანამემამულეების დახმარებით ხატის დასაბრძანებლად ააგო პატარა ეკლესია.

მსგავსი ისტორიები ძველ დროში გვაბრუნებენ, იმ დროში, როდესაც ხდებოდა ხატების დარბევა-განადგურება.ქრისტიანებს ხატები ერეტიკოსებისგან რომ დაეცვათ უწევდათ  მათი დამალვა. სავარაუდოა, რომ  პანორმიტზე ადრევე იყო მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, რომელიც იყო დარბეული "ყაჩაღების"  მიერ და ნაპოვნი ხატი სწორედ ამ ტაძრიდან უნდა იყოს.

პირველი მონასტრის აგების თარიღის განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ის ემთხვეოდეს პირველ ქრისტიანულ წლებს. კუნძულზე იყო აგებული სხვა 8 ანგელოზის მონასტერიც, რომ მათი რიცხვი ანგელოზთა ლეგიონის რიცხვს, ცხრას დამთხვეოდა. ამ პერიოდში უნდა იყოს აშენებული მთავარანგელოზ მიქაელის ის ტაძარი, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ განადგურდა ყაჩაღების მიერ.
მონასტრის არსებობის პირველი წერილობითი მტკიცებულებები გვხვდება 1460 წლით დათარიღებულ ხელნაწერებში.

ხატმა ეკლესიაში დაბრძანების შემდეგ დაიწყო სასწაულების მოხდენა და მორწმუნე ქრისტიანებმა მადლიერების ნიშნად ხატი ვერცხლის პერანგით შემოსეს.
მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი ტაძრის სამხრეთ კედელზე, გასასვლელის გვერდით,მოვარაყებულ ხის მოძრავ კანკელზეა დაბრძანებული. ეკლესიის ამ ნაწილს ის განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ანიჭებს. ხატი საკმაოდ დიდი ზომისაა (2.20X1,30 მ.) და ყველა მორწმუნე ღმრთისმოსავ ადამიანში გაოცებასა და კრძალვას იწვევს.
სამწუხაროდ, ისტორიულ წყაროებში მთავარანგელოზი მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის შექმნის და მისი ავტორის შესახებაც არა არის არანაირი ცნობა.

სასწაულები

მონასტრის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ინახება ბოთლები, რომელთაც მორწმუნეები ყველა მხრიდან, ზღვით უგზავნიან პანორმიტის მთავარანგელოზს. გაჭირვებაში და განსაცდელში ჩავარდნილები წერენ თავის თხოვნას, დებენ ბოთლში და აგდებენ ზღვაში. რომელ მხარეშიც არ უნდა გააკეთოს ეს მორწმუნემ, ბოთლი არც იძირება და არც იკარგება, მას ტალღები აუცილებლად პანორმიტის მონასტრის პირას სანაპიროზე გარიყავს... პასუხსაც არ აგვიანდბა, როცა საჭიროა და იქ, სადაც საჭიროა ღვთიური ნუგეში შეიწყნარებს ტანჯულ სულს და მთავარანგელოზი მიქაელი თავისი დიდრონი ფრთებით ამოიყვანს განსაცდელიდან.

* * * * *
მე ვარ ანასტასია პაპასტეფანუ, წარმოშობით სიმიდან და კუნძულზე ვიცხოვრე საშუალო სკოლის ასაკამდე, შემდეგ ოჯახთან ერთად გადავედი კუნძულ როდოზე, სადაც გავთხოვდი და გავაჩინე სამი გოგონა. 1965 წელს უმცროსი გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, სერიოზულად დაავადდა და მას შემდეგ რაც დავდე აღთქმა, რომ პანორმიტის მონასტერში მოვნათლავდი, გამოჯანმრთელდა. ნოემბერში მთავარანგელოზის დღესესწაულზე შევასრულე ჩემი დანაპირები და მას შემდეგ გოგონა ავად აღარ გამხდარა, გაიზარდა, გათხოვდა, ღვთის შეწევნით გააჩინა ორი ბიჭი და გადავედით საცხოვრებლად ამერიკაში ისე რომ ბავშვები ვერ მონათლეს.

2001 წელს მკერდში კისტა გამიჩნდა. ექიმმა, რომელმაც გამსინჯა მითხრა, რომ სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. ოპერაციის წინა ღამეს მთავარანგელოზს ვთხოვე დახმარება, ოპერაციის დღეს კი ექიმმა ნება დამრთო, ოპერაციის მსვლელობისას თან მქონოდა პანორმიტის პატარა პლასტიკური ხატი. მისი წყალობით ოპერაციამ მშვიდობიანად ჩაიარა და აღმოჩნდა, რომ კისტა უბრალო ცხიმგროვა იყო და არა ავთვისებიანი სიმსივნე.

1997  წელს დაავადდა ჩემი სიძე, ექიმებმა დაუდგინეს ლეიკემია. ახალმა ამბავმა შოკში ჩაგვაგდო და დავიწყეთ პანორმიტის მთავარანგელოზის მიმართ ლოცვა.
ერთ დღეს დამეუფლა ძლიერი სურვილი საბერძნეთში ჩამოვსულიყავი, რათა მქონოდა სიმზე წასვლის შესაძლებლობა და პირდაპირ მისი სასწაულმოქმედი ხატის წინ მელოცა.
ამგვარად თითქმის 40 წლის შემდეგ მე ისევ მივედი მონასტერში. ეკლესიაში შესვლისას იმდენად ვღელავდი ფეხები მიკანკალებდა. ხატის წინ მუხლდაჩოქილი ვტიროდი და ვლოცულობდი ავადმყოფისთვის. დიდი დრო არ გასულა, ჩემმა სიძემ დაძლია ეს მძიმე დაავადება. მისი დაავადება და განკურნება მისი შვილების განათვლის მიზეზი გახდა.

ახლა ისინი კალიფორნიაში შეგნებული ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობენ, განსაკუთრებით ჩემი სიძე, მუდმივად დადის ეკლესიაში და მონაწილეობას იღებს ეკლესიურ საიდუმლოებებში. გარადა ამისა მან სამჯერ მოილოცა პანორმიტი. მისი ასე 180 გრადუსით შემობრუნება სარწმუნოებისკენ მთავარანგელოზის უდიდესი წყალობა იყო.

* * * * *

მე ვარ გიორგი ცაგარინოსი, წარმოშობით სიმიდან, მაგრამ დავიბადე და გავიზარდე როდოსზე. 1954 წელს, 10 წლის ასაკში მარჯვენა მხარზე გამიჩნდა ხორბლის მარცვლისოდენა სიმსივნე, რომელიც მუდმივად იზრდებოდა. 8 თვეში ის მანდარინის ზომის გახდა და საშინლად მტკიოდა, ხელის ოდნავ გატოკებაც კი არ შემეძლო.

მამამ ანალიზებზე წამიყვანა. ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელი ჩამოკიდებული მქონდა სახვევით, რადგან როგორც უკვე ვთქვი პატარა მოძრაობაც კი საშინელ ტკივილს იწვევდა.

ოპერაციის წინა საღამოს ექთნებმა მომამზადეს ოპერაციისთვის. დილის შვიდ საათზე გამეღვიძა და თავისდაუნებურად სახვევის შიგნით ხელი ავამოძრავე, ტკივილი საერთოდ არ მიგრძვნია. მარცხენა ხელით მოვისინჯე ადგილი სადაც სიმსივნე მქონდა, გავოცდი როდესაც ვნახე რომ სიმსივნე, რომელიც 8 თვის განმავლობაში ისეთი ტემპით იზრდებოდა რომ მანდარინისოდენა გახდა ერთღამეში საერთოდ გამქრალიყო.
ქირურგმა როგორც კი ჩემი მხარი დაინახა სიმსივნის გარეშე პირჯვარი გადაისახა და თქვა: "სასწაული".
როდესაც ჩემი ოჯახის წევრები ჩემი ოპერაციის წინ (რომელიც მე რათქმა უნდა აღარ გავიკეთე) გასამხნევებლად მოვიდნენ, მაშინ გავიგე, რომ მამაჩემს მთელი ღამე პანორმიტის ხატის წინ ლოცვაში გაეტარებინა, ცრემლიანი ეხვეწებოდა მოწყალე მთავარანგელოზს ოპერაციას დასწრებოდა.

მამას ეშინოდა ხელი არ დამეკარგა, რადგან მაშინ ისე განვითარებული არ იყო მედიცინა როგორც დღეს. გავიდა ამდენი ხანი და მეც ვთვლი რომ ისეც მოხდა. მოწყალე მთავარანგელოზმა შეისმინა მამას ლოცვა-ვედრება და არა მარტო დაესწრო ოპერაციას, არამედ თავად ჩაატარა. კურთხეული იყოს სახელი ღმრთისა და ჩვენი მთავარანგელოზი მიქაელისა, რომელიც ევედრება ჩვენთვის უფალს და სასწაულებს ახდენს.
იმდროიდან დღემდე რა სიძნელეც არ უნდა შემხვდეს ყოველთვის დახმარებისთვის მთავარანგელოზ მიქაელს ვეხვეწები. ის ყოველთვის მხარში მიდგა რთულ მომენტებში და პრობლემებიც გვარდება. ის ჩემი მფარველია, თაყვანს ვცემ და ვადიდებ მის დიდებულებას.

პატრიარქის გალობა მთავარანგელოზის ხატის კურთხევისას



ბეჭდვაელფოსტა
30.09. 2016
დიდება უფალს
წმინდაო მთავარ ანგელოზო მიქაელ შეისმინე ჩემი თხოვნა ვედრება დაიფარე ჩემი მიქაელი ვაკო საზვერეების გზას და ააცილე ყოველივე ბოროტება და განსასჯელი
11.09. 2016
maribche.ambebi ge
wmindaoo mtavarr angelozz miqaellll!gevedrebi sheismine chemi txovna vedreba gadmoxedee diabetis bavshvebs da yvela dabadebul!adamienebs
28.05. 2016
გთ.comოვთ
წმინდა მთავარანგელოზო მიქაელ გევედრები გამოაჯანმრთელე გია(გიორგი). რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.
28.05. 2016
ეკა
წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ გევედრები ცოდვილი მხევალი ღვთისა ეკატერინე, დაიფარე ჩემი ოჯახი ყოველგვარი ხიფათისა და უბედურებისაგან
28.05. 2016
ismine chemi vedreba gtxoovt
mtavar angelozo mikael madloba mfarvelobisatvis imisatvis rom sheismine chemi vedreba. gtxoovt gevedrebit gvashore mdzime gansacdelebi. momadlos ufalma chem shvilebs tkveni s meoxeobit dgegrdzeloba da sulieri bedniereba uflis sadideblad. amin. gtxoovt chemi shvili maka mariami daifare momadlet djanmrteloba sruliad gamomijanmrtelet gevedrebit .dagvicavit xiluli dauxilavi mtrebisagan. amin.
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat