ხატი არის სარკმელი მიღმურ, ზეციურ სამყაროში
ხატი არის სარკმელი მიღმურ, ზეციურ სამყაროში
ქრისტიანული ხატები პირველი საუკუნიდან, მაცხოვრის დროიდანვე მომდინარეობს. პირველი ქრისტიანული ხატი იყო ხელთუქმნელი ხატი უფლისა: ავგაროზ მეფემ უფალთან გაგზავნა მხატვარი მაცხოვრის ხატების დასახატად. მხატვარმა ვერ შესძლო. მაშინ უფალმა პირისახე წყლით დაიბანა და ტილოთი შეიმშრალა, მასზე სასწაულებრივად, ხელთუქმნელად გადავიდა მაცხოვრის სახე, ანუ ეს იყო ახალი აღთქმის დროს შექმნილი პირველი ხატი.

პირველი ხატმწერი იყო ლუკა მოციქული, რომელმაც რამდენიმე ხატი დაწერა.

მალე ქრისტიანობის და ეკლესიის დევნა დაიწყო და ამ პერიოდში უფრო კატაკომბური ხატწერა, სიმბოლური გამოსახულებები იქმნებოდა, მაგალითად, თევზი, რაც იესო ქრისტეს აღნიშნავდა, მას ასევე გამოსახავდნენ მწყემსის სახით... IV საუკუნიდან, როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ქრისტიანებმა ხატების თაყვანისცემაც ცხადად დაიწყეს. იმ დროიდან უკვე უამრავი ხატი შეიქმნა. მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდანების ხატებთან ერთად, იქმნებოდა სადღესასწაულო ხატებიც, ქრისტიანული ტაძრების კედლებზე ძირითადად ბიბლიური სიუჟეტები იყო გამოსახული, ასევე იწერებოდა ხატები ფიცრებზე. მათ დღესასწაულებზე გამოასვენებდნენ ტაძარში მორწმუნეთა თაყვანსაცემად. დღესასწაულებში აღესრულებოდა ლიტანიობაც. ლიტანიობის დროს გამოაბრძანებდნენ ამა თუ იმ დღესასწაულის ხატს და მორწმუნეები ლიტანიობითა და გალობით აღასრულებდნენ ქუჩაში განსაკუთრებულ მსახურებას, როგორც ამჟამად სრულდება ალილო...

ნათლისღების ხატზე გამოსახულია მაცხოვრის ნათლისღება. როდესაც მაცხოვარი 30 წლის შეიქნა, მივიდა იოანესთან და ნათელ-იღო იორდანეში. ნათლისღებამდე იოანე გამოვიდა უდაბნოდან და მოუწოდებდა ადამიანებს სინანულისკენ. ვინც მასთან სინანულით აღვსილი მიდიოდა, აღიარებდა თავის ცოდვებს და განიწმინდებოდა იორდანეში ნათლისღებით. იოანეს მიერ აღსრულებული ნათლისღება იყო მხოლოდ ცოდვათაგან განსაწმენდელი. საქმე მოციქულთაში მოთხრობილია: პავლე მოციქულის ქადაგების დროს მსმენელთა შორის აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სულიწმიდა არ ჰქონდათ მიღებული, ანუ ნათელღებულნი არ იყვნენ წმიდა სამების სახელით, როდესაც ამ ადამიანებმა თქვეს, სულიწმიდა არის თუ არა, ისიც კი არ ვიცოდითო და მათ ჰკითხეს, - მაშინ რით ხართ ნათელღებულნიო, უპასუხეს, - იოანეს ნათლისღებითო, საპასუხოდ პავლე მოციქულმა ბრძანა, - იოანე ნათელს სცემდა ცოდვათა მისატევებლად, ეს იყო განსაწმედელი ნათლისღება, ძველაღთქმისეული განწმენდაო. სწორედ მასთან მივიდა მაცხოვარი ნათლისღებისთვის, რითაც საკუთარ თავზეც აღასრულა სჯული და მოგვცა მაგალითი ნათლობისა. ამ დროს აღესრულა უდიდესი საიდუმლო. თავად უფალს ნათლისღება არ სჭირდებოდა, რამეთუ მასზე არ იყო ადამის ცოდვა (რომელიც მემკვიდრეობით გადადის ყველა ადამიანზე) და იყო სრულიად უცოდველი, მაგრამ როგორც მამები გვასწავლიან, როდესაც უფალმა ნათელ-იღო იორდანეში, უფალში ნათელ-იღო მთელმა კაცობრიობამ, ქრისტეს ნათლისღებით მოხდა ადამიანური ბუნების განწმენდა, კაცობრიობის განწმენდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნათლისღება აღარ გვჭირდება, ჩვენ ჩვენი საკუთარი ნათლისღებით უნდა შევუერთდეთ ამ ნათლისღებას. სწორედ ეს მოვლენაა გამოსახული ნათლისღების ხატზე. მასზე ვხედავთ, რომ მაცხოვარი დგას იორდანეში და იოანე ნათელს სცემს. ასევე გამოსახულია მტრედი. როგორც სახარება გვეუბნება, მაცხოვრის ნათლისღებისას სულიწმიდა გარდამოვიდა, ვითარცა მტრედი და ეს იყო ხორციელი თვალით, კაცთათვის სახილველი. ნათლისღების ხატზე გამოსახულია ანგელოზებიც. სახარება არ მოიხსენიებს, რომ მაცხოვრის ნათლისღების დროს ვინმეს ეხილოს ანგელოზები, მაგრამ ცხადია, იქ მყოფობდნენ, რადგან ანგელოზები თავიანთ მარადიულ, დაუსაბამო და დაუსრულებელ მეუფეს ყველგან ემსახურებიან, ცხადია, ქრისტეს ნათლისღების დროსაც ანგელოზთა უამრავი წყება და დასი იქნებოდა, რამეთუ მათი მეუფე, მთელი სამყაროს მეუფე იდგა იორდანეში ნათლისღებისათვის.

რა მნიშვნელობა აქვს სადღესასწაულო მოვლენების ხატწერით გამოხატვას?

ხატის უმთავრესი დანიშნულება ის არის, რომ ადამიანებმა უფრო ადვილად აღიქვან საღმრთო მადლი, რადგან ჩვენი მიწიერი, გამიწიერებული გონება ძნელად აკეთებს მობილიზაციას, რომ უფალთან მყოფობას მიაღწიოს, უფალთან დაიმკვიდროს. ხატი არის სარკმელი მიღმურ, ზეციურ სამყაროში, სწორედ ის სიწმინდეები, რომელთა ხილვითაც ჩვენი გონება უფრო მობილიზებული ხდება. როდესაც ხატების წინაშე ვლოცულობთ, გვახსენდება უფალი, წმინდა მოვლენები, წმინდანები და ამ დროს ჩვენი გონება და გული ღვთისკენ მიიდრიკება. რაც უფრო გულისყურით და ყურადღებით ვლოცულობთ, მით მეტად ვართ მიმღებნი იმ მადლისა, რაც დაუსრულებლად მოედინება უფლისგან მთელს სამყაროზე. უფლის, სადღესასწაულო ხატები, წმინდანთა ხატები, ფაქტობრივად, ერთმანეთისგან განსხვავდება შინაარსობრივად და არა არსობრივად.

ხატები, განსაკუთრებით სადღესასწაულო, ემსახურებოდა ადამიანთა სასულიერო განათლებასაც. იმ პერიოდში, როდესაც სადღესასწაულო მოვლენების ამსახველი ხატები იქმნებოდა, უამრავმა ადამიანმა არ იცოდა წერა-კითხვა, მხოლოდ სმენით, ეკლესიაში ქადაგებით იღებდნენ სწავლებებს. როდესაც მოსმენილ საღმრთო მოვლენას ხატებზე გამოსახულს თვალით ხედავდნენ, უფრო ადვილად იმახსოვრებდნენ ყველაფერს, მაგრამ ეს არის უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხატების თანმდევი მნიშვნელობა, რადგან ხატის უპირველესი მნიშვნელობაა მიგვაახლოოს უფალთან, უფრო ხშირად გაგვახსენოს უფალი და მათზე გამოსახული პირველსახეები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat