კურსკი-კორენის ღვთისმშობლის ხატი "ნიშანი".
კურსკი-კორენის ღვთისმშობლის ხატი "ნიშანი".
კურსკი-კორენის ღვთისმშობლის ხატი რუსული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი ხატია. XIII საუკუნეში, თათრების შემოსევის დროს, როდესაც მთელ ქვეყანას უდიდესი უბედურება დაატყდა თავს, ბათუ-ყაენის ლაშქარმა იმდენად დაანგრია ქალაქი კურსკი, რომ მთლიანად გაუდაბურდა. ერთხელ, ქალაქის შემოგარენში, მონადირემ ხის ფესვებთან მიწისკენ პირმიქცეული ხატი შენიშნა. მონადირემ ხელში აიღო და დაინახა, რომ ხატის გამოსახულება ნოვგოროდის ხატის "ზეციური ნიშანის" მსგავსი იყო. ამ ხატის გამოჩენისთანავე მოხდა პირველი სასწაულიც. როგორც კი მონადირემ ხელში აიღო წმინდა ხატი, მაშინვე მიწიდან, იმ ადგილას, სადაც ხატი ესვენა, წმინდა წყარომ ამოხეთქა. ეს მოხდა 1295 წლის 8 სექტემბერს. მონადირემ ვერ გაბედა ხატის ტყეში დატოვება, გამოჩინების ადგილას ხის პატარა სამლოცველო ააგო, და მასში ახლადგამოჩინებული ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა.

მალე ამის შესახებ შეიტყვეს ახლომდებარე ქალაქ რილსკის მცხოვრებლებმა და დაიწყეს გამოჩინების ადგილზე მოსვლა, რათა თაყვანი ეცათ სიწმინდისთვის.

ხატი გადააბრძანეს რილსკში და დააბრძანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელზე ახალ აგებულ ეკლესიაში. მაგრამ ხატი იქ დიდხანს არ დარჩენილა, სასწაულებრივად გაუჩინარდა და გამოჩინების ადგილს დაუბრუნდა. რილსკის მაცხოვრებლებმა არაერთგზის წააბრძანეს იგი ქალაქში, მაგრამ ხატი აუხსნელი მიზეზით კვლავ თავდაპირველ ადგილას დაუბრუნდა. მაშინ რილსკის მოსახლეობა მიხვდა, რომ ღვთისმშობელს ხატისთვის გამოჩინების ადგილი ნებავდა. გამოჩინების ადგილას სამლოცველო დაარსეს და იქ მოათავსეს სასწაულთმოქმედი ხატი.

ყოველწლიურად, აღდგომიდან მეცხრე პარასკევს, კურსკის ხატს ღვთისმშობლის სასწაულის ეკლესიიდან ლიტანიით გადააბრძანებდნენ მისი გამოჩინების ადგილას, კორენის უდაბნოში, სადაც ის 13 სექტემბრამდე რჩებოდა, შემდეგ კი კვლავ კურსკში ბრუნდებოდა. ეს ლიტანია დაარსდა კურსკის ხატის მოსკოვიდან კურსკში ჩამოსვლის აღსანიშნავად და 1618 წელს მისი თავდაპირველი გამოჩინების სახსოვრად.

ღვთისმშობლის განსაკუთრებული შემწეობა ამ ხატის წყალობით დაკავშირებულია რუსეთის ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებთან, როგორიცაა: 1612 წელს რუსი ხალხის განმათავისუფლებელი ომი პოლონელთა და ლიტველთა შემოსევის დროს და 1812 წლის სამამულო ომი.

1612 წელს, როცა პოლონელებმა მრავალრიცხოვანი ჯარით ალყა შემოარტყეს ქალაქს, კურსკის მოსახლეობა ღვთისმშობლის განსაკუთრებული შემწეობის ღირსი გახდა. ომის დაწყებამდე რამდენიმე მოქალაქემ ქალაქის გალავანზე ორი ნათლით მოსილი ბერის თანხლებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, რომელიც ჯვარს სახავდა ქალაქს. ამ დროს მოსახლეობამ ქალაქის გარშემო ლიტანია არაერთგზის აღასრულა. ხალხმა აღთქმა დადო, რომ, თუ ღვთისმშობელი ამ განსაცდელისგან იხსნიდა მათ, ქალაქის ცენტრში მადლობის ნიშნად, ღვთისმშობლის სასწაულის სახელზე მონასტერს დაარსებდნენ და იქ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ კურსკის ღვთისმშობლის ხატს მოათავსებდნენ. 1615 წელს კურსკის მოსახლეობის თხოვნით და მეფე მიხეილ თეოდორეს ძის ბრძანებით ხატი გადააბრძანეს კურსკის მონასტერში და კურსკისაც ამიტომ ეწოდა.

1676 წელს წმინდა ხატი მამაცი და ღვთისმოსავი დონელი მეომრების საკურთხებლად დონზე გადაიტანეს. 1684 წელს ხელმწიფეთა და დიდთა მთავართა იოანე და პეტრე ალექსის ძეებმა კორენის ღვთისშობლის ხატის ასლი – ვერცხლის მოოქროვილი მოჭედილობით კორენის მონასტერში გაგზავნეს და ბრძანეს, რომ ეს ხატი მართლმადიდებელ მხედრობას ლაშქრობაში თან ეტარებინა. 1812 წელს კურსკის ქალაქის საზოგადოებამ და მართლმადიდებელმა მხედრობამ მთელი იმედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე დაამყარა, პირადი სურვილით თავად კუტუზოვს მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული კურსკის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი მოქმედ არმიაში გაუგზავეს. მან 1812 წლის 20 სექტემბერს კურსკის ქალაქის თავთან გამოგზავნილ წერილში მხარდაჭერისათვის მოსახლეობისადმი მადლობა და რწმენა გამოთქვა, რომ ქალაქ კურსკს საფრთხე აღარ დაემუქრებოდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი - კურსკის "ზეციური ნიშანი" რუსეთის მიწაზე უკანასკნელად 1920 წლის 14 სექტემბერს ყირიმში, ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლთა შორის იყო. 1920 წელს რუსეთის დატევების შემდეგ, წმინდა ხატი გახდა რუსული დიასპორის "ოდიგიტრია" (გზის მაჩვენებელი), რომელიც განუყოფლად იმყოფება რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა პირველ იერარქთან. დღეს ის ნიუ-იორკის (აშშ) ახალი კორენის უდაბნოს ერთ-ერთ ტაძარშია. კურსკის ღვთისშობლის სასწაულის ეკლესიაში სასწაულთმოქმედი ხატის ასლი იმყოფება.

წმინდა ნიკოლოზ სერბი კურსკის ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებულ ორ სასწაულს იხსენებს:

ამბავი სასწაულებრივად გადარჩენილი ღვთისმშობლის ხატისა. 1898 წლის 8 მარტს ქალაქ კურსკის ერთ-ერთ ტაძარში ვნება მიაყენეს "ზნამენიედ" წოდებულ ღვთისმშობლის ხატს. სიწმინდეთა არარაობის დასამტკიცებლად ოთხმა რევოლუციონერმა სტუდენტმა ამ წმინდა ხატის ქვეშ დააყენა ჯოჯოხეთის მანქანა, რომელიც, საბედნიეროდ, ღამე აფეთქდა - ტაძარში არავინ იყო. ძლიერმა აფეთქებამ ყველაფერი, მათ შორის ხატის კიოტიც კი დაშალა, მაგრამ ღვთისმშობლის ხატი უვნებელი დარჩა.

კურსკის ღვთისმშობლის ხატის სასწაული. ეს ხატი გასულ ზაფხულს ბელგრადიდან ბულგარეთში შემოაბრძანეს. ამასთან დაკავშირებით ბულგარელმა ისტორიკოსებმა გამოაქვეყნეს დაწვრილებით ყველაფერი ამ ხატის შესახებ. ჟურნალ "ქრისტიანი ქალის" 1936 წლის ##7-8-ში აღწერილია ასეთი შემთხვევა: კურსკის საპატიო მოქალაქის პროხორ მოშნინის ვაჟი ისე მძიმედ დასნეულდა, რომ მისი გამოჯანმრთელების არანაირი იმედი აღარ დარჩა. ბავშვის სიკვდილს ყოველწამს ელოდნენ. მაგრამ ერთხელ ყრმასთან ღვთისმშობელი მოვიდა და უთხრა, რომ ხვალ მასთან შინ მივიდოდა მისი ხატი, რომელიც ჯანმრთელობას დაუბრუნებდა. მართლაც, მეორე დღეს ქალაქში ღვთისმშობლის ხატის თანხლებით ლიტანია შესრულდა. როცა პროცესია მოშნინების სახლს მიუახლოვდა, თავსხმა წვიმა წამოვიდა. მღვდლებმა, ხატიანად, მოშნინების სახლს შეაფარეს თავი. მწოლიარე ბავშვი უფრო მკვდარს ჰგავდა. გახარებულმა მშობლებმა, იმით, რომ სიწმინდე მათ სახლში შებრძანდა, ითხოვეს, ხატი ავადმყოფისთვის ზევიდან დაეწვინათ. სხეულზე ხატის შეხება რომ იგრძნო, ბიჭი გამომშრალი ბაგეებით ეამბორა მას და ჯანმრთელი და მხიარული წამოდგა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat