ს. უშაკოვის მიერ ფლორიშჩევის უდაბნოს საკათედრო ტაძრის ხატების შექმნის შესახებ ცნობა სუზდალის მიტროპოლიტის – ილარიონის ცხოვრების აღწრილობაში გვხვდება:
"და დაადგინა ილარიონმა, რომ ღვთისმშობლის მიძინების ხატი, რომელიც სიმონ უშაკოვმა თავის მოწაფეებთან ერთად ჯერ კიდევ ხის ეკლესიისთვის დაწერა, ამავე ტაძარში კანკელზე მოეთავსებინათ, მისგან მრავალი მორწმუნე განიკურნა. მარტო ეს მიძინების ხატი კი არ დაწერა მან ფლორიშჩევის უდაბნოსთვის, არამედ უფალ იესო ქრისტეს ხატიც, რომელიც კანკელზე, აღსავლის კარის მარჯვნივაა მოთავსებული". მეფის ცნობილი ხატმწერი სიმონ უშაკოვი მღვდელმთავარ ილარიონს ენათესავებოდა და მისი თხოვნით სოფლის ეკლესიისთვის კიდევ რადენიმე ხატი დაწერა. კანკელის ხატები კი მისმა მოწაფეებმა შექმნეს.
ღვთისმშობლის მიძინების ხატი საერთო ხატწერული სტილით, მოყვითალო ფერებითაა შესრულებული, სიმაღლით – 2 არშინი, სიგანით 1 არშინი და მეოთხედია. ხატზე უშაკოვის სელმოწერაა. ის პერანგითაა შემოსილი, შარავანდედი კი მოოქროვილი ვერცხლისაა.
მაცხოვრისა და ღვთსმშობლის პერანგები ჩინური მარგალიტებითა და უბრალო ქვებითაა მორთული. მაცხოვრის შარავანდედზე ხუთი ქერუბიმის გამოსახულებაა ამოკვეთილი. მისი საკინძე მოოქროვილი ვერცხლისაა, შუაში დამაგრებულია ალმასი და ოთხი პატარა ამეთვისტო. ღვთისმშობლის შესამოსელი და პატარა გვირგვინი შარავანდედში ასევე მოოქროვილი ვერცხლისაა, მას ვარსკვლავები და ოთხი მარცვალი მარგალიტი ამკობს, პერანგი ოთხი სხვადასხვა ფერის საკინძითაა შეკრული. ხატზე სულ ოცდაექვსი შარავანდედია. პერანგის ქვემოთ წარწერილია: "ეს პერანგი 1771 წელს ქველმოქმედთა შემოწირული განძეულობით შეიქმნა, მღვდელმონაზონი ბენიამინის და მისი ძმების სურვილით, მოსკოველი ოსტატის ანდრეი ვასილიევის მიერ. წონით 23 ფუნტი და 11 მისხალი".
ხატი უძველესი დროიდან განდიდდა სასწაულებით.
***
1918 წლის შემდეგ ხატი იმყოფებოდა ქ. ვლადიმირის ისტორიული ხელოვნების მუზეუმში. 1934 წელს გადავიდა ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში.
წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი