ყირიმ-მარიუპოლის ღვთისმშობლის ხატი
ყირიმ-მარიუპოლის ღვთისმშობლის ხატი
ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემის თანახმად, ყირიმში, ქალაქ ბაღჩისარაის ახლოს გამოჩნდა. გარდა აღნიშნული სახელისა, ხატს ასევე ეწოდება პანაღეა, ბაღჩისარაისა და მარიუპოლისა. ადრე ეს ხატი იმყოფებოდა მიძინების სკიტში, რომელიც მთიან ხეობაში, ქალაქ ბახჩისარაის გარეუბანში მდებარეობდა.

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის გამოჩინების შესახებ ისტორიული ცნობები არ არის შემონახული, მაგრამ არსებობს ორი გადმოცემა.

არქიმანდრიტ სერგის აგიოლოგიაში მითითებულოა, რომ ყირიმის ხატი "მთის ქიმზე სასწაულებრივადაა გამოსახული და მის ქვემოდან გამომდინარე წყალი მრავალს განკურნავს". ყირიმიდან მარიუპოლში ეს წმინდა ხატი 1779 წელს იქ ჩასახლებულმა ბერძნებმა გადაიტანეს, ხოლო მანამდე ბახჩისარაიში მრავალი სასწაულით განდიდდა. ამ ხატის შესახებ XVII ს-ის წარწერები შემორჩა, რომლის მიხედვითაც კლდეებში დაბუდებული უზარმაზარი გველი ადამიანებსა და საქონელს ანადგურებდა, აქ მცხოვრები ბერძნები მხურვალედ ევედრებოდნენ ღვთისმშობელს, რომ მოსახლეობა ეხსნა. სწორედ ამ დროს მთის წვერზე დანთებული სანთელი შენიშნეს, იქ გაჭირვებით ააღწიეს და ნახეს, რომ სანთელი ენთო ღვთისმშობლის ხატის წინაშე, გველი კი მკვდარი ეგდო. ეს ხატი ხალხს მრავალგზის შეეწია, გაანადგურა საშინელი გველი და მოსახლეობა ბევრჯერ იხსნა დაღუპვისგან.

სხვა გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთი თავადის – ტოპარხის მწყემსმა მიხეილმა თავისი ფარა მიძინების სკიტის მახლობლად ხრამში შერეკა და იქ კლდეზე, მიწიდან ათი საჟენის დაშორებით, ღვთისმშობლის ხატი და მის წინაშე დანთებული სანთელი იხილა. სასწაულებრივი გამოცხადებით შეძრულმა მწყემსმა ბატონებს ნანახის შესახებ აცნობა. როცა ეს ამბავი თავადმა შეიტყო, ის მთების სიახლოვეხ მდებარე თავის სახლში გადმოიტანა. მეორე დღეს ხატი ვეღარსად იპოვა, რადგან კვლავ კლდეს დაბრუნებოდა. მეორედაც იგივე მოხდა. მაშინ ყველა მიხვდა, რომ ზეციური დედოფალი თავისი ხატის სამყოფელად გარდა ამ კლდისა, სხვა ადგილს არ ინებებდა. მაშინვე განიზრახეს, რომ სწორედ იმ კლდეზე, სადაც ხატი გამოჩნდა, ტაძარი აეგოთ, საამისოდ კლდეში ქვაბული გამოკვეთეს, კიბეც მიადგეს და გამოქვაბული ეკლესია მოაწყეს. ახლადგამოჩინებული ხატი აქ მოათავსეს და რადგან ის 15 აგვისტოს მოევლინათ, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხეს.

ხატის სასწაულებრივი გამოჩინება და კლდეზე მიძინების ეკლესიის დაარსება XV საუკუნის შუა წლებში მოხდა, როდესაც ქრისტიანობა ყირიმის ჩრდილო სანაპიროზე პირველად გავრცელდა და უკვე თავისი მონასტრებიც აღმოაცენა. XVI საუკუნის ბოლოდან სალაჩიკში, სადაც ამჟამად სკიტია დაარსებული, მონასტერი ყოფილა. ამ დროში (1596 წელს) აქედან რუსეთში მატერიალური გაჭირვების გამო, ნდობით აღჭურვილი პირი – ბერძენი პასქალია მოწყალების გამოსათხოვად გაიგზავნა. თათართა ყირიმში ბატონობის ბოლოს, მრავალი ცვლილებისა და ხეტიალის შემდეგ ყირიმის მართლმადიდებელმა იერარქიამ უკანასკნელი თავშესაფარი ამ კლდეზე ჰპოვა. ბერძნები სწორედ აქედან გადასახლდნენ მარიუპოლში, - ყირიმის მართლმადიდებელი მიტროპოლიტის ეგნატეს თაოსნობით, რომელსაც მაშინ გოტფელის და კეფაიელის ტიტული ჰქონდა. ყირიმთან უკანასკნელი განშორება მიძინების კლდეზე აღესრულა. აქ საბოლოოდ შეიკრიბნენ მართლმადიდებელი ბერძნები, ჩამოძონძილნი, დაუძლურებულნი, რათა სამუდამოდ მიეტოვებინათ მწუხარებისა და ტანჯვის ქვეყანა. აქ მიტროპოლიტმა ეგნატემ სამადლობელი და გზის დასალოცი პარაკლისი აღასრულა იმის წინაშე, ვინც ყირიმის ქრისტიანობა საუკუნეების მანძილზე დაიცვა. პარაკლისის შემდეგ მიტროპოლიტმა სამღვდელოებასთან, ქრისტიანებთან და ყველა იქ მყოფთან ერთად ღვთისმშობლის ხატი საზეიმოდ ზეაღმართა და საეკლესიო საგალობლებით, მთებისა და ველების გავლით მიატოვეს არასტუმართმოყვარე, მაგრამ მარადსახსოვარი ყირიმი. იმ დროიდან მრავალი წლის განმავლობაში ბაღჩისარაის კლდეზე ნაპოვნი ღვთისმშობლის ხატი მარიუპოლში იმყოფებოდა. ბაღჩისარაიდან არაერთხელ ითხოვეს სასწაულთმოქმედი ხატის მისი გამოჩინების ადგილზე დაბრუნება, თუმცა მარიოპოლის მოსახლეობა მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ზეციურმა დედოფალმა თავისი წმინდა ხატი სწორედ მათ მიანდო, მაგრამ ღვთის მადლი ღვთისმშობლის მიერ არჩეულ მიწას არ ტოვებდა და ხატის გამოჩინების ადგილი მრავალი სასწაულით განდიდდა.

***

1848 წელს ბახჩისარაის ღვთისმშობლის ხატი სასწაულებით განდიდდა ქოლერის ეპიდემიის დროს. ღვთისმშობლის შუამდგომლობით ხატს ასევე უკავშირებდნენ ქალაქის ხსნას 1855 წელს, ყირიმის ლაშქრობაში ანგლო-ფრანგული ესკადრის შეტევის დროს. ხატის მიერ სხვა სასწაულების შესახებ ჩანაწერები დაცულია ხერსონის სულიერი კონსისტორიის ნაშრომებში. 1887 წლიდან ხატი გადაიტანეს მიძინების ქვის ტაძარში, სადაც საკურთხევლის მარცხენა მხარეს მოათავსეს. მსგავს კიოტში მარჯვნივ მოათავსეს ასევე ყირიმიდან ჩამოტანილი სასწაულთმოქმედი ხატის ასლი.

XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის დასაწყისისთვის ხატი მეტად დაძველდა. 1918 წლის შემდეგ მისი ბედი უცნობია. დღეს მარიუპოლში ამ ხატის მხოლოდ ასლებია, რომელთაგან ერთი წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში, მეორე კი ჩერიომუშკაზე ეკლესიაში მდებარეობს.

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებულია პირველი 2 და ბოლო 2 აბზაცი).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat