წმინდა ეკლესია ღვთისმშობლის გარდაცვალებას მიძინებას უწოდებს, ხოლო მიძინების დღესასწაული სხვაგვარად იწოდება, როგორც ზეცად აყვანება ყივლადწმინდისა ღმრთისმშობლისა.
მიძინების ხატებიდან რუსეთში ყველაზე ძველ და უდიდეს სიწმინდედ ითვლებოდა კიევ-პეჩორის მთავარი ტაძრის ხატი. ეს ხატი ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივად გადაეცა დიდი ლავრის მაშენებელს. მის წინაშეE საუკუნეების განმავლობაში ლოცულობდნენ მწუხარენი და ავადმყოფები და ნუგეშსა და კურნებას იღებდნენ. სასწაულთმოქმედი ასლები ტაძრებში გავრცელდა და ბევრი მათგანი სასწაულებით განდიდდა. კიევ-პეჩორის შემდეგ მიძინების ხატებს შორის აღსანიშნავია წმ. მიტროპოლიტ ალექსის კუბოს ფიცარზე გამოსახული და კანკელის მიძინების ხატი, რომელიც მოსკოვის მიტროპოლიტმა პეტრემ დაწერა. ის 1718 წელს განახლდა. სიმაღლით 2 არშინი და 5 გოჯია, სიგანით – 2 არშინი და 4 გოჯი. მასზედ ვერცხლის მოოქროვილი პერანგია და ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამოსახულებებს ბრილიანტებით შემკობილი ოქროს გვირგვინები ამკობს. მღვდელმთავარმა პეტრემ ხატი იმ უძველესი ნიმუშის მიხედვით დაწერა, რომელიც კონსტანტინეპოლიდან კიევში განსაკუთრებული გამოცხადების მიხედვით ჩამოვიდა. ამ ხატზე ქვემოთ გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეული, რომელიც უკვე დაუტოვებია მის სულს და სარეცელზე განისვენებს. მოციქულთა კრებულს უპყრია სარეცელი და მისი დაკრძალვის ადგილისაკენ მიასვენებენ. წმინდა მოციქული პეტრე საკმევლის კმევით მიაგებს მას პატივს. სიკვდილის სარეცლის და ღვთისმშობლის უსულო სხეულის ზემოთ ქრისტე მაცხოვარია გამოსახული, მას ხელთ უპყრია მისი სული, რომელიც ყრმის სახითაა წარმოდგენილი, რაც ახალი ზეციური სიცოცხლის დასაწყისზე მიგვანიშნებს, ზეციური ძალები მიაცილებენ დედა ღვთისას სულს და ღვთისმოსაური შიშით ხმობენ: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა". ანგელოსები დედოფალს გალობით განადიდებენ, ხოლო მართლმადიდებელი სამყარო აქ, მიწაზე არ ცხრება და ევედრება მას: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე ჩვენ".
წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
სურათზე: მოსკოვის მიძინების ტაძარი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი