1540 წელს ღირსი კორნილიოსის მოწაფე ადრიანე და ბერი ლეონიდე იღუმენ ლავრენტის კურთხევითა და მის მიერ მიძღვნილი ღვთისშობლის მიძინების ხატით
ხელში უღრანი ტყით გარშემორტყმულ, ქ. პომეხონიდან 5 ვერსით დაშორებულ უდაბნოში გავიდნენ – მდინარე ვოტხზე. განდეგილ ბესტუჟის მითითებით მათ ამ გაუვალ უდაბნოში მონასტრის დაარსება სურდათ. ღირსმა მამებმა ადრიანემ და ლეონიდემ ხატი მუხაზე მოათავსეს, მხურვალედ ილოცეს და სენაკების საშენებლად გამოსადეგი ადგილის მოსაძებნად წავიდნენ. ამ დროს სოფლის რამდენიმე მოსახლე ნავით სათევზაოდ იყო გამოსული. იმ ადგილის პირდაპირ, სადაც ღვთისმშობლის ხატი იმყოფებოდა, წვრილი თევზის გარდა მათ ორი ქარიყლაპია დაიჭირეს, თანაც ისეთი უზარმაზარი, მანადე რომ არ ენახათ.
ერთმა მეთევზემ ღვთისმშობლის ხატი შენიშნა და მისი სახლში წაღება მოინდომა, როდესაც მუხაზე ავიდა და ხატის ასაღებად ხელი გაიწოდა, უხილავმა ძალამ ათი წყრთის დაშორებით გადააგდო და მოძრაობის უნარი წაართვა. როცა ეს სასწაული იხილეს, მეთევზეები შეშინდნენ, ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთსიმშობელი განადიდეს, ხატის წინაშეE პური და თევზი დააწყვეს, სახლისკენ გაეშურნენ და თან დაუძლურებული ამხანაგი წაიყვანეს. მამა ლეონიდე პირველი მივიდა ხატთან და როცა პური და თევზი ნახა, ხმადაბლა მოუხმო: "ადრიანე, მოდი და ნახე, ღვთისმშობელმა პური და თევზი გამოგვიგზავნა".
ღირსმა მამებმა ადიდეს ღმერთი და მალე ტყის გაჩეხვა დაიწყს, რათა ჯერ ქოხი აეშენებინათ და შემდეგ ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესიის აგებისთვის ეზრუნათ. 1543 წელს, მონასტრის დასრულებისთანავე, ბელოსელსკის თემიდან ავაზაკები დაესხნენ თავს, ისინი ცდილობდნენ, ღირსმოწამე ადრეანესთვის ეთქმევინებინათ, თუ სად ინახავდნენ ფულს, ანთებული კვარით სწვავდნენ და დანით სხეულს უჭრიდნენ. როცა ითხოვა, რომ კორნილოვის მონასტერში გაეშვათ, ბოროტი დაცინვით უპასუხეს: "ჩვენ ახლავე მუზარადს დაგახურავთ და ზეცაში გაგისტუმრებთ". ამ სიტყვებით წმინდა მამა თოკით დაახრჩვეს. XVII ს-ის დასაწყისში მის საფლავზე სასწაულების აღსრულება დაიწყო. პატრიარქ ფილარეტის ბრძანებით წმინდა ნაწილები ღვთისმშობლის ტაძარში გადაიტანეს. ადრიანეს მონასტრის დიდ სიწმინდედ ითვლება ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ღირსმა მოწამემ ჩამოიტანა.
1928 წელს მონასტერი დაიხურა, ხატი გაუჩინარდა. 2000 წელი ამ ადგილას დედათა მონასტერი გაიხსნა და მოაბრძანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ხატი. 2006 წელს კი ადრიანოვის მიძინების მონასტერი მამათა სავანედ გადაკეთდა.
წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებულია ბოლო 1 აბზაცი)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი