ოვინოვის ღვთისმშობლის მიძინების ხატი
ოვინოვის ღვთისმშობლის მიძინების ხატი
ოვინოვის ხატზე ხშირად წერენ როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ხატის შესახებ, მაგრამ დღეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, სახელად ოვინოვისა, სულ სხვა შინაარსისაა. შესაძლოა, თავდაპირველი სასწაულებრივად გამოჩინებული ხატი მიძინების ხატი იყო, დღეს კი დაკარგულია.

ოვინოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ხატი კოსტრომის გუბერნიაში განდიდდა. დიმიტრი დონელის მთავრობის დროს გალიჩის ტბის სანაპიროს მოსახლე ერთმა ბოიარმა იოანე ოვინოვმა 1425 წელს გადაწყვიტა, წმ. ნიკოლოზის მონასტრის ძველი ეკლესია, რომლის სიახლოვესაც თავად ცხოვრობდა, განეახლებინა. კვირა დღეს ის ეკლესიის მშენებლობის ადგილის სანახავად წავიდა. მონასტრის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, ორი მშვენიერ ყმაწვილი შემოხვდა, რომელთაც მისკენ ღვთისმშობლის ხატი მოჰქონდათ. ხატი გადასცეს და უბრძანეს, რომ ღვთისმშობლისა და წმინდა მღვდელმთავრის ნიკოლოზ მირონლუქიელის სახელზე ეკლესია აეგო. იოანემ ხატი მონასტრის გალავანში შეიტანა და იქ მოათავსა, სადაც ეკლესიის აშენება სურდა, მალე მან ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესია აღმართა და იქ დააბრძანა ხატიც, რომელსაც ოვინოვისა ეწოდა. როცა დიდმა მთავარმა ვასილი ვასილის ძე უსინათლომ 1432 წელს თავის ბიძას გიორგი დიმიტრის ძე გალიჩელს გალიჩი წაართვა, სასწაულთმოქმედი ხატი მთელი თავისი შემკულობით მოსკოვში გადაიტანა და საკათედრო ტაძარში მოათავსა; მაგრამ იმავე ღამეს ხატი უხილავმა ძალამ ძველ ადგილას დააბრუნა. ამ სასწაულმა კიდევ უფრო გაუთქვა სახელი მას და მორწმუნეთა საერთო თაყვანისცემის საგნად აქცია.

მიძინების მონასტრის იღუმენი, ღირსი პაისი, მთავარი გიორგის ანდერძის თანახმად, დაახლოებით 1449 წელს გაემგზავრა მოსკოვში ოვინოვის ღვთისმშობლის ხატის ასლთან ერთად, რათა დიდი მთავრისთვის მისი სავანის მფარველობა ეთხოვა. პაისის საზეიმოდ შეეგება დიდი მთავარი, წმიდა მიტროპოლიტი იოანე და ხალხი, რომლებიც ლიტანიით გამოეგებნენ და მან ყოველგვარი სირთულის გარეშე მიიღო მონასტრისთვის საჭირო სიგელი. ოვინოვის ღვთისმშობლის მიძინების ხატის ასლის მოტანისთვის პაისი განსაკუთრებული პატივის ღირსი შეიქნა: ის მოსკოვიდან მონასტრამდე ორმა არქიმანდრიტმა მიაცილა. შემდგომში იგი მიძინების მონასტრის არქიმანდრიტის პატივის ღირსი გახდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მონასტერს ასევე პაისიოსის სახელი ეწოდა. ხატი მონასტერში მე-20 საუკუნემდე იმყოფებოდა.

1918 წელს გალიჩის მიძინების სახელობის პაისიოსის მონასტერი მთლიანად გაძარცვეს, მონასტრის ძმები დახვრიტეს, ხოლო ოვინოვის სასწაულმოქმედი ხატი გაუჩინარდა. იგი ხელმეორედ მხოლოდ დიდი სამამულო ომის დროს ნახეს. ბავშვებმა ტყეში იპოვეს ოვინოვის სასწაულმოქმედი ხატი. სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ქალაქ გალიჩში, ვვედენსკის (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების) ეკლესია, სადაც ხატი იმყოფებოდა, გაძარცვეს. ოვინოვის ხატიც გაქრა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ის (ერთადერთი მოპარული ხატებიდან) ტაძრის გვერდით თოვლში იპოვეს. დაზიანებული ხატი ადგილობრივმა ხატმწერებმა აღადგინეს.

2003 წელს, მიძინების პაისიოსის მონასტრის აღდგენამდე ერთი დღით ადრე, უძველესი სასწაულმოქმედი ხატი გადააბრძანეს მის ისტორიულ ადგილას სავანის მიძინების ტაძარში.

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებულია პირველი და ბოლო 3 აბზაცი ბოგომატერ.რუ-დან).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat