ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. აქაურ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია:
ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც უშვილოები შვილიერებას ევედრებიან. თურმე კანკელს ამშვენებდა ხუცურწარწერებიანი ხეზე ამოკვეთილი ოქროცურვილი ღვთისმშობლის მიძინების, იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნინოს, თორმეტი მოციქულის და სხვათა ხატები. ტაძრის მთავარი ხატი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, კანკელზე სამეუფო კარის მარცხნივ ყოფილა დასვენებული, რომელიც ხშირად ვლაქერნისად იხსენიება და ქართველთა სალაშქრო ხატს წარმოადგენდა. ეს სასწაულმოქმედი ხატი, პლატონ იოსელიანის აღწერით, კაკლის ხის ფიცარზე იყო შესრულებული.
ხატი XVII საუკუნეში მეფე არჩილმა რუსეთში წაიღო, საიდანაც 1751 წელს დააბრუნეს და მონასტერში იმყოფებოდა 1827 წლამდე, თბილისის ფერისცვალების ტაძარში გადატანამდე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი