ღვთისმშობლის მიძინებას მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანობის უძველესი ხანიდან დღესასწაულობს.
მაგრამ 582 წელს საბერძნეთის იმპერატორის მავრიკიოსის სურვილით და ეკლესიის მხარდაჭერით დღესასწაული 15 აგვისტოს დადგინდა. რუსეთში ღვთისმშობლის რამდენიმე სასწაულით განდიდებული ხატი არსებობს. ხატი, რომელსაც სემიგრადნაია ეწოდება, ღირსმა დიონისე გლუშიცკიმ დაწერა და მისი სავანის განდეგილებმა ოცი ვერსის დაშორებით, მდინარე დვინიცას სანაპიროზე, უღრან ტყეში გადაიტანეს. აქ სემიგრადნაიას თემისთვის სამრევლო ეკლესია აიგო. XV ს-ში საშინელმა ჭირმა, რომელმაც მთელი ვოლოგდის ოლქი გააუდაბურა, ამ თემის მოსახლეობა ერთიანად გაწყვიტა. ასნახევარი წლის მანძილზე ეკლესია დაცარიელებული იყო. 1593 წელს ერთ მონაზონს – იულიანას, რომელიც ბელოოზეროს წარჩინებულთა შტოს ეკუთვნოდა და მოსკოვის ნოვოდევიჩის მონასტერში სრულიად დაუძლურებული სამი წლის განმავლობაში იწვა, ჰქონდა ხილვა: ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, რომ განიკურნებოდა, თუ იგი სემიგრადნაიას უდაბნოში წავიდოდა და განაახლებდა მას. მონაზონმა აღთქმა დადო და განიკურნა. სავანის ადგილას რომ მიაღწია, აქ მხოლოდ ეკლესია და მასში დიონისეს ღვთისმშობლის მიძინების ხატი იპოვა. დაახლოებით 1602 წელს მან აქ სენაკი ააგო და რამდენიმე დასთან ერთად სიკვდილამდე ცხოვრობდა.
XVII ს-ის დასაწყისში ეს სავანე მამათა მონასტრად გადაიქცა. 1810 წელს 13 ვერსზე გაკაფეს ტყე, რათა სემიგრადნაიას ღვთისმშობელთან სალოცავად მომსვლელთათვის გზა გაეწმინდათ. მის მიერ აღსრულებული სასწაულები და კურნებანი მონასტრის საგანგებო წიგნშია აღწერილი.
***
1918 წელს სემიგრადნაიას უდაბნო გაუქმდა, 1926 წელს კი დაიხურა მიძინების ეკლესია, სადაც სემიგრადნაიას ხატი იმყოფებოდა. მიძინების ხატი - სემიგრადნაია ქალაქ კადნიკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წაიღეს. მაგრამ იმავე წელსვე სასწაულმოქმედი ხატი მუზეუმში იქნა გადატანილი. სემიგრადნაიას მონასტრიდან კი მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. XXI საუკუნის დასაწყისისთვის ხატი ვოლოგდას სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული და ხელოვნების მუზეუმ-ნაკრძალის კოლექციაში იმყოფება.
წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებულია ბოლო აბზაცი).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი