ხატი "უფლის ყოვლისმხედველი თვალი".
ხატი "უფლის ყოვლისმხედველი თვალი".
"უფლის ყოვლისმხედველი თვალი" - წმინდა წერილის სიტყვების სიმბოლურ-ალეგორიული კომპოზიციაა ქრისტეს ფხიზელი ყოვლისმხედველობისა და ყოვლისმცოდნეობის შესახებ. XVIII საუკუნის ბოლო - XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან მართლმადიდებლური ეკლესიების მოხატულობაში ჩნდება სამკუთხედში ჩახატული ყოვლისმხედველი თვალის გამოსახულება. ხატის იდეა მომდინარეობს ბიბლიის სიტყვებიდან: "აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის" (ფსალმ. 3218).

ეს ხატი საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის მუზეუმში იმყოფება. მასზედ გამოსახულია წრე, რომელიც თავის მხრივ კონცენტრირებულად განლაგებულ ოთხი სხვადასხვა ზომის წრისგან შედგება. პირველი, ცენტრალური და ყველაზე პატარა წრე, მისგან გამოსული ოთხი სხივით, ბოლო წრესთანაა დაკავშირებული. აქ გამოსახულია იესო ქრისტე – ემმანუილი, რომელიც ორივე ხელით აკურთხებს, უფრო სწორად მარჯვენათი აკურთხებს, ხოლო მარცხენაში გრაგნილი უპყრია. თავის გარშემო ჯვრიანი შარავანდედია წარწერით. იესო ქრისტეს წრიდან გამოსული თითოეული სხივი ოთხი პატარა წრით მთავრდება – ოთხი მახარებლის ან მათი სიმბოლოების გამოსახულებით.

მეორე დიდი წრე თითქოს ადამიანის სახეს წარმოადგენს, მასზედ ოთხი თვალი, ერთი ცხვირი და ერთი პირია. გარშემო შემოწერილია: "ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა".

მესამე – უფრო ფართო წრე: ზემოთაღწერილი მეორე წრის თავზე გამოსახულია ღვთისმშობელი ზეაღმართული ხელებით და წარწერით. თვით წრე მრავალი წვრილი სხივითაა გადაკვეთილი, რომელიც ცენტრიდან – სიმართლის მზიდან – იესო ქრისტედან გამოდიან. მარჯვნივ და მარცხნივ არის წარწერა: მივხედავ მართლებს, რომელნი დანერგენ ქვეყანასა ზედა. წარწერა გარშემო: - ისაიას ნაკვერცხალი გამონათდა ქალწულებრივი წიაღიდან, გაიბრწყინა წყვდიადში, გზააბნეულთათვის გონების განსანათლებლად.

მეოთხე ყველაზე დიდი წრე წარმოადგენს ვარსკვლავიან ზეცას – სამი სერაფიმით და წარწერით: "სერაფიმი სიტყვა ღვთისა", ასევე გამოსახულია ოთხი ანგელოსი, რომელთაგან ქვედა ორს გრაგნილი უპყრია. მესამე წრის და ღვთისმშობლის თავს ზემოთ, როგორც მთელი ხატის დამაგვირგვინებელი, არის წრე, რომლის ქვედა ნაწილი მოკვეთილია, მასში გამოსახულია "ზეცათა ზეცა", - სამი სერაფიმით, ისინი შიშითა და ძრწოლით უმზერენ საბაოთ უფალს, რომელიც ორივე ხელით აკურთხებს. სულიწმინდა მტრედის სახით გადმოდის ქალწული მარიამის თავზე, მამა ღმერთის გამოსახულება ქვემოთ ნაწილობრივ დაფარულია და გარშემორტყმულია შარავანდედით, რომლის კიდეებზეც წარწერილია: "უფალმა ზეგარდამო ღირსმყო ნათელსა თვისსა". მთელი მეოთხე წრის გარშემო ასევე არის წარწერა - "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენთა". ხატზე ღრუბლებით გარშემორტყმული უფალი ცისარტყელაზე ზის, ფეხით ფრთაგაშლილ სერაფიმს ეყრდნობა და ორივე ხელით აკურთხებს. მის მკერდზე სულიწმინდა მტრედის სახით მოჩანს. მთელი ხატის ოთხივე კუთხეში ოთხი წრეა განლაგებული. თითოეულ მათგანში მახარებელთა სიმბოლოებია გამოსახული, გარშემო შემდეგნაირი წარწერები დაჰყვება: "მათე გამოსახულია ვითარცა ანგელოსი", განმარტება: - მაცნე უფლისა, "მარკოზი გამოსახულია ვითარცა არწივი", განმარტება: "ზეცაში მონავარდე". "ლუკა გამოსახულია ვითარცა ზვარაკი", განმარტება: "მშვიდობა". "იოანე გამოსახულია ვითაცა ლომი", განმარტება: საფლავში მდებარე. ამის გარდა, ქვემოთ იმყოფება ორი ანგელოსი, მათ ხელში უპყრიათ დაფა, რომელზედაც ხატის სახელწოდებაა ამოკვეთილი. როგორც ხატის სახელი, - ყოვლისმხედველი თვალი მიუთითებს, უფლის ყოვლისმხედელობის საშუალებად წარმოდგენილია ჩვენი უმაღლესი ორგანო – თვალი. "თვალი ღვთისა", ესაა "გონება ღვთისა". მზის გამოსახულებას ხატზე, რომელსაც ადამიანის სახე აქვს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მის შუაგულში ღმერთკაცი – იესო ქრისტეა დაყენებული. ეს არის ჭეშმარიტი მზე, რომელიც სულიწმინდის მიდგომილებით ყოვლადწმინდა მარიამის წიაღიდან გამობრწყინდა. როგორც კაცი ის ქვეყნად დაიბადა, ხოლო როგორც ღმერთი მარადიულად იშობა მამისაგან. განკაცება და საკუნეთა უწინარეს მამისაგან შობა სინათლისა ხატზე წარმოდგენილია ყველაზე მაღლა – ცათა ზეცაში, მამა ღმერთის და სულიწმინდის სახით, ქალწულ მარიამზე რომ გადმოდის და იესო ქრისტეს გამოსახულებით, რომელმაც განანათლა ქვეყნიერება და მის დასასრულამდე იქნება ეკლესიასთან, რომელიც თვითონ დააარსა მიწაზე.
ზოგიერთი თანამედროვე მღვდელმსახური არ ეთანხმება ამგვარი ხატების გამოყენებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი ხატები "არ არის კანონიკური, არ შეესაბამება არც ერთ საეკლესიო ტექსტს და არ გვმართებს ლოცვა მათ წინაშე".

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
(დამატებულია პირველი და ბოლო აბზაცი).

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat