ფსკოვი-პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ხატი
ფსკოვი-პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ხატი
მიძინების ფსკოვი-პეჩორის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1581 წელს, ფსკოვზე სტეფან ბატორის პოლონელ-ლიტველთა თავდასხმის დროს განდიდდა.

ფსკოვის დასავლეთით 56 ვერსზე, ლიფლანდიის საზღვარზე პეჩორის მონასტერი მდებარეობს, სადაც დღემდე იმყოფება მიძინების – ფსკოვი-პეჩორის ხატი. პეჩორისა მას მთაში გამოკვეთილი იმ გამოქვაბულის (Пещера) გამო ეწოდება, რომელიც 1472 წელს ერთმა გლეხმა შეშის ჭრის დროს იპოვა. გარკვეული ხნის შემდეგ აქ მღვდელი იოანე მოვიდა, რომელმაც მთაში, მთავარეპისკოპოს თეოფილეს კურთხევით, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესია გამოკვეთა. ეკლესიის კურთხევის დღეს ფსკოვი-პეჩორის ხატის წინაშეE ერთი ბრმა ქალი განიკურნა. მღვდელი იოანეს (ბერობაში იონას) სიკვდილის შემდეგ მონასტერმა ძველი მნიშვნელობა დაკარგა. 1524 წელს აქ ფსკოველმა ვაჭრებმა ვასილიმ და თეოდორემ ღვთისმშობლის ახალი ხატი მოალერსე ჩამოაბრძანეს, რომელიც 1524 წელს დიდი სასწაულებით გაბრწყინდა. მემატიანის თქმით, ამ სასწაულთა მხილველი მთელი ფსკოვი და დიდი ნოვგოროდი იყო: "მარტო მართლმადიდებლებს კი არ განკურნავს ღვთისმშობელი, არამედ სხვა აღმსარებლობის ადამიანებსაც, - რომლებიც მის წმინდა ხატს სარწმუნოებით მიმართავენ, კურნებას მიანიჭებს".
ფსკოვი-პეჩორის ორივე ხატი განსაკუთრებით 1581 წელს ფსკოვზე პოლონეთის მეფის სტეფანე ბატორის თავდასხმის დროს განდიდდა. ქალაქთან მისი მოახლოებისთანავე მთავარეპისკოპოსმა იღუმენი ტიხონი პეჩორის მონასტრიდან სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად გამოიხმო. პოკროვის მონასტრის ციხის გალავანზე ბატორის მიერ განზრახულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი ღვთისმოსავი ბერი – მჭედელი დოროთე თავისი სენაკის კუთხეში იჯდა და ქალაქის უბედურების გამო მწარედ ტიროდა. უცებ მან ცამდე აწვდენილი არაჩვეულებრივი სინათლე იხილა. ამ შუქში მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, მის წინაშეEკი ცრემლით მლოცველი – პეჩორის მიძინების სავანის იღუმენი კორნილიოსი, კეთილმსახური მთავრები ვასილი კიეველი, გაბრიელი და ტიმოთე ფსკოველი, მათ უკან - ნიკოლოზ ფსკოველი, წმნდა ეფროსინე და საბა იდგნენ. ასევე ყველა კეთილმორწმუნე მთავარი ფეხებში ჩაუვარდა მას და ქალაქის დანდობას ცრემლით ევედრებოდა.

მაშინ ღვთისმშობელმა მამა დოროთე მოიხმო, სწორედ ის, ვინც ამ ხილვის ღირსი გახდა, და უბრძანა, სასწრაფოდ წასულიყო ვოევოდასთან, პეჩორის იღუმენთან და წმინდა სამების ეკლესიაში, და ემცნო მათთვის, რომ მუხლმოდრეკით და განუწყვეტლად ელოცათ ღვთის წინაშე. ამასთან ძველი პეჩორის ღვთისმშობლის ხატები და ბაირაღი გამოეტანათ ქალაქის გალავანთან. "გამოუცხადე ხალხს, რომ საკუთარი ცოდვები იტირონ, მოწყალე ღმერთს პატიება სთხოვონ. ხოლო მე ძესა და ღმერთს ჩემსას თქვენი ცოდვების მიტევებას შევევდრები", - დასძინა მან.

როდესაც მამა დოროთემ თავისი ხილვის შესახებ ტიხონს უამბო, მან მითითებულ ადგილას სამღვდელოებასთან ერთად ყოველდღიურად ლიტანიის აღსრულება დაიწყო. ხოლო ვოევოდამ და ბოიარებმა გალავნის ამ ნაწილში, სამი ჯვარი დადგეს. ოთხი დღის მანძილზე, მტერი არ დაძრულა. პირველ სექტემბერს კი თავდასხმისთვის მზადება აშკარა გახდა. ფსკოვის სამღვდელოების წინამძღვარმა, პეჩორის იღუმენმა ტიხონმა ვიღაცის გამოცხადების მიხედვით, საკათედრო ტაძარში 6 სექტემბრის დილას მოსახლეობა დალოცა და პოკროვსკის კუთხის მიმართულებით პეჩორის მიძინების ხატის, წმინდა კეთიმორწმუნე მთავრის – გაბრიელ ფსკოველის ნაწილების და ძველი პეჩორის ბაირაღის თანხლებით ლიტანია აღასრულა. მთელი ხალხი ტირილითა და მოთქმით მიაცილებდა ამ სიწმინდეებს და შეწევნასა და მფარველობას ღვთის გარდა არავისგან ელოდა. მეორე დღეს სტეფანე ბატორმა გათენებისთანავე ძლიერი საზარბაზნე ომი წამოიწყო. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. Mგალავანში დიდი ნახვრეტი გაჩნდა. მტერმა თავდაპირველად ორი კოშკი აიღო. ყველას გულს შიში დაეუფლა; მოხუცების, ქალების და ბავშვების მოთქმა ისმოდა ეკლესიებში და მემატიანის სიტყვით, ღვთის წინაშეE მლოცველთა ცრემლით იატაკები იყო მორწყული. ამ მძიმე წუთებში ტაძრიდან დაუყოვნებლივ აიღეს სიწმინდეები და გალავნის ნარღვევში პეჩორის სასწაულთმოქმედი ხატი და წმინდა მთავრის გაბრიელის ნაწილები გაატარეს. მათ წინ უძღოდა პეჩორის მონასტრის სამი ხატი, რომელთაც დიდგვაროვანი მამაცი მებრძოლები მიაბრძანებდნენ. მაშინათვე დაიწყო დიდი ლოცვა გალავნის ნარღვევთან. ისე, რომ, ამას დამცველიც ხედავდა და მტერიც. პოკროვსკის ეკლესიის გარშემო ლიტანია გრძელდებოდა. მოალყეებმა ვაჟკაცურად გაიარეს ნარღვევი და მტერს შემოერტყნენ. ქალებიც კი ომში იყვნენ ჩაბმულნი. ორივე მხარე ცხარედ, დიდხანს და შეუპოვრად იბრძოდა. 8 სექტემბრის ღამეს მტერი გალავნიდან განიდევნა და უწესრიგოდ მირბოდა ველზე, სადაც მათი უმრავლესობა ტყვედ შეიპყრეს. მტერი განდევნილი იქნა პეჩორის მონასტრის საზღვრებიდანაც, რომელსაც თავს დაესხნენ უკან დახევის დროს. ბერებმა მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი გამოიტანეს და თავდასხმა მოიგერიეს.

მეფე იოანე ვასილის ძემ ფსკოვი-პეჩორის სასწაულთმოქმედი ხატი ოქროთი შემოსა და ვერცხლის კიოტში მოათავსა. ფსკოვი-პეჩორის ბერემა, ბატორისაგან თავის დახსნის აღსანიშნავად, აღთქმა დადეს, რომ ყოველწლიურად, აღდგომიდან მეშვიდე კვირას, ღვთისმშობლის ხატთან ერთად, ლიტანია აღესრულებინათ.

1812 წელს ნაპოლეონის არმიამ აიღო პოლოცკი და ფსკოვისკენ გამოემართა. 7 ოქტომბერს ქალაქში გადააბრძანეს "მიძინების" და "მოალერსე" ხატები, ისინი ლიტანიით ქალაქს შემოატარეს და იმავე დღეს რუსეთის ჯარებმა დაიბრუნეს პოლოცკი, რითაც შეაჩერეს ფრანგების შეტევა ფსკოვზე.

ამჟამად ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ღამისთევის ლოცვის (Всенощного бдения) დროს ყვავილებით მდიდრულად მორთულ ღვთისმშობლის ხატს მიძინების ტაძრიდან გამოაბრძანებენ და შემოსასვლელის წინ დგამენ. ლიტურგიის შემდეგ ტარდება ლიტანია, რომლის დროსაც ხატი ყვავილებით მორთულ ბალახის ბილიკზე გადააქვთ, მონასტრის წმინდა მიქაელის ტაძრის სტოვაში? (на паперть). ღამისთევის ლოცვა და დაუჯდომელის კითხვა შუაღამით სრულდება. დღესასწაულის დღეს სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად მონასტრის გარშემო ლიტანია აღესრულება, შემდეგ კი ხატი მიძინების ტაძარში ბრუნდება.

წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).

(დამატებულია პირველი და ბოლო 2 აბზაცი რუსული ვიკიპედიიდან).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat