მას შემდეგ იმ ადგილს, სადაც ღვთისმშობელი იდგა სამუდამოდ აღიბეჭდა დედა ღვთისას მარჯვენა ფეხის ფეხისგული. ეს 1340 წელს მოხდა. 1559 წელს, კონსტანტინეპოლიდან მოდიოდა მიტროპოლიტი ნეოფიტე, მან ვოლინის ოლქი გაიარა. მას პოჩაევოს ახლოს მცხოვრები ანა გოისკაია მოინახულა და მისი თხოვნით ცოტა ხანს იქ გაჩერდა. გამგზავრებისას ბერძენმა მღვდელთმთავარმა ლოცვა-კურთხევის ნიშნად ანას კონსტანტინეპოლიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი დაუტოვა.

ერთხელ მან მართლმადიდებლური სიწმინდის აბუჩად აგდება განიზრახა. მოიწვია სტუმრები, საკუთარი მეუღლე, მართლმადიდებელი მღვდლის სამოსში შემოსა, მან კი ღმრთისმშობლისა და მისი ხატის გმობა დაიწყო. მკრეხელს არაწმინდა სული ეკვეთა და მხოლოდ მას შემდეგ განიკურნა, როცა ხატი ტაძარში დააბრუნეს. ეს 1644 წელს მოხდა. 5 წლის შემდეგ ხატი ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაასვენეს, რომელიც ცოლ-ქმარმა დომაშევსკებმა ააგეს სავანეში. ხატმა კვლავ სასწაულთმოქმედება დაიწყო. მან იმდენი სასწაული აღასრულა თითქოს იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დღეები დაბრუნდაო.