დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოაბრძანეს საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან დასაწყისი) - 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი)
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოაბრძანეს საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან დასაწყისი) - 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი)
1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული. ხატი ასვენია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.

დედნის, ათონზე დავანებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ისტორია კი ასეთია:

999 წელს, დიდმარხვაში, მიმწუხრისას, ათონელმა ბერებმა ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ღამის წყვდიადში ბრწყინავდა და დღის შუქზეც არ ქრებოდა. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმინდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღმრთისმშობლის ხატს ადგა.

გადმოცემის მიხედვით, IX საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილ იმპერატორ თეოფილეს დროს პატიოსან ხატებს სასტიკად დევნიდნენ. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმინდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და სოფელში წარგზავნილი იყო საიდუმლო მზვერავები, რათა მოეძიათ ფარულად შენახული ხატები და მეფის მკაცრი ბრძანების თანახმად, გაენადგურებინათ.

იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი, თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც დააბრძანა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც, ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა ხატს მახვილი ჰკრა. წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. დედაკაცმა დაუჩოქა მათ და სთხოვა, დაენდოთ ხატი და მოეთმინათ გათენებამდე, სანამ იგი გამოსასყიდ თანხას შეაგროვებდა, რაზეც მეფის ანგარებიანი მსახურები დათანხმდნენ.

მათი განშორებისთანავე ქვრივი, თავის ძესთან ერთად, ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, ბოლოს, დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმინდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: "დედოფალო, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს, ძალგიძს გვიხსნა უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან!" ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გაცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: "აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახურება ღვთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ, მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, გაიქეცი". შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა, დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკეში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე (დაახლ. 830 წ.) და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა და მრავალწლიანი ბერული ღვაწლის შემდეგ 890 წელს გარდაიცვალა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმინდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმინდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღვთის დედის საკვირველმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა...

ერთხელ ივერთა მონასტრის ბერებმა ნახეს, რომ ზღვის ტალღებზე მოლივლივე ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა საოცარი ნათელი. მამები შეეცადნენ, ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითქოსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკლებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს - მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახალმოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.

ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმინდა ხატის გამოყვანებისა. იმავდროულად, ზეციური ნათლით შემოსილი ღვთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღვთისმოშიშ გაბრიელ ბერს და უთხრა: "აუწყე წინამძღვარს და ძმებს, რომ მნებავს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ამის ნიშნად შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი".

მეორე დღეს, განთიადზე, ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გავიდნენ ნაპირზე. წმ. გაბრიელმა ილოცა, ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ, გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი და ცეცხლმოსილი ხატიც მიუახლოვდა მას. ბერმა მოწიწებით ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ნაპირზე, ტალღებზე ფეხით გაიარა და ნაპირზე გამოაბრძანა, ხოლო იმ ადგილას, სადაც წმინდა ხატი დაასვენა, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია. ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას.

სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში და საკურთხეველში შეაბრძანეს. მეორე დღეს ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად შესულ ბერს ღმრთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილზე დააბრუნეს. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ყოვლადწმინდა ქალწული კვლავ გამოეცხადა ძილში გაბრიელ ბერს და უთხრა: "გამოუცხადე ძმებს, რომ აღარ გამომცადონ, რადგან არა მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქუენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ხატი ჩემი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა". ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმინდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველმოქმედი ხატიც შიგ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება "პორტაიტისად" ანუ "კარიბჭისად" და რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება "ივერიის ღმრთისმშობელი". მას ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს "მწყალობელი". იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დამკვიდრდა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი მეტოქი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა.
..............................
აქვე წაიკითხეთ:

სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat