წმინდა იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევით დაიწერა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი,
რომელსაც გაუკეთდა წარწერა: "მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა"
-მისი პირველსახე, რომელიც ღვთისმშობლის დაუჯდომლის სახელს ატარებდა, ლეუშინოს დედათა სავანის მთავარი სიწმინდე იყო. ღვთისმშობლის ხატი მე ვარ თქვენთანა იგი ლეუშინოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს 1860-იანი წლების დასაწყისში ვაჭარმა გაბრიელ მედვედევმა შესწირა. 1889 წელს იღუმენია ტაისიამ ამ ხატის პატივსაცემად ააგო დიდებული ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომლის სახელზე. მონასტრის სახელოსნოში იქმნებოდა ხატის ასლები. წმ. იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევით დაიწერა განსაკუთრებული ასლი, რომელსაც გაუკეთდა წარწერა: "მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა". შემდგომში მამა იოანემ ამ ხატით აკურთხა ვაჭარი ვასილი მურავიოვი, მომავალი ბერი სერაფიმე ვირიცელი და უწინასწარმეტყველა, რომ იგი ღვთისმშობლის ხატის წინ 1000 დღის მანძილზე ილოცებდა რუსეთის გადარჩენისათვის. ღირსმა სერაფიმემ შეასრულა წმიდანის ლოცვა-კურთხევა და ამ ხატის წინ ლოცვით გამოითხოვა ღვთისაგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება.
ამჟამად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა" იმყოფება უკრაინაში წმინდა გიორგის სავანეში. აქ მან სახელი გაითქვა მორწმუნეთათვის სწრაფი, მადლმოსილი შეწევნის მინიჭებით, მათ შორის – სნეულთა კურნებითაც. ამის გამო ხატი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ხალხში. სიწმინდე არაერთხელ გადაასვენეს კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქების ეკლესია-მონასტრებში თაყვანის საცემად. ხატის დღესასწაული დაწესებულია დიდი მარხვის მეხუთე შაბათს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია გალობს ღვთისმშობლის დაუჯდომელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი