ხსენება ღმრთისმშობლის ხატისა "მაყვალი შეუწველი" (1680 წელი) - 4 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
ხსენება ღმრთისმშობლის ხატისა "მაყვალი შეუწველი" (1680 წელი) - 4 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის – ხატი "მაყვალი შეუწველი", რუსეთის ქალაქ მოსკოვში, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ზეციური დედუფალი უძველესი დროიდან იწოდებოდა "შეუწველ მაყვლად" და მას არცთუ იშვიათად ცეცხლოვანი ალის შარავანდედით გამოსახავდნენ.

ღვთისმშობლის წინასახედ მიჩნეული მაყვლის ცეცხლოვანი ბუჩქი მოსე წინასწარმეტყველმა ხორების მთაზე იხილა. მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა. ისევე, როგორც ქალწულმა მარიამმა შვა მხსნელი სოფლისა და კვლავაც უბიწო ქალწულად დარჩა.

"მაყვალი შეუწველი" რვაქიმიანი ვარსკვლავის სახით გამოისახება, რომელიც ორი წაგრძელებული და მოხრილბოლოებიანი ოთხკუთხედების მეშვეობით არის აგებული. ოთხკუთხედების წაგრძელებული ბოლოები სიმბოლურად ცეცხლის ალს გამოსახავს. ერთი ოთხკუთხედი წითელია, რომელიც წინასწარმეტყველ მოსეს მიერ მაყვლოვანში ხილულ ცეცხლის ალს გვაგონებს, ხოლო მეორე ოთხკუთხედი კი – მწვანე და მაყვლის ბუჩქის ბუნებრივ ფერს წარმოაჩენს, რომელიც ცეცხლოვან რტოებს უცვლელად ჰქონდა შენარჩუნებული.

რვაკუთხა ვარსკვლავის შუაგულში თითქოს სასწაულებრივად აალებულ მაყვლოვანში, ღვთაებრივი ყრმით ხელში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედაა გამოსახული. წითელი ოთხკუთხედის წვეროებში ჩანს ადამიანის, ლომის, ხარისა და არწივის სხეულები, როგორც ოთხი მახარებლის ხილული ნიშანი, რომლებიც თავის ღვთივსულიერ ქმნილებებში გადმოგვცემს სწავლებას იმ არამიწიერი და არანივთიერი წმინდა ცეცხლის შესახებ, მარადქალწულმა მარიამმა თავის წიაღში შეუწველად რომ მიიღო.

მოსკოვში "მაყვალი შეუწველის" სახელობის ტაძარში, ამავე სახელწოდების ღვთისმშობლის ორი სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც შედარებით დიდი ზომისაა, მაღალმხატვრული სტილითაა დაწერილი.

ამ ხატის წარმომავლობის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: რუსეთის მეფე, თევდორე ალექსანდრეს ძის სამეფო თავლის მდიდარი მეჯინიბე, დიმიტრი კოლოშინი იქ შესვლისას თუ გამოსვლისას ზეციური დედუფლის წინაშე ყოველთვის მხურვალე ლოცვას აღავლენდნენ.

ერთხელ კოლოშინს მეფე უმიზეზოდ განურისხდა. უდანაშაულო ჯილავდარმა თავის გამართლებაც კი ვერ შესძლო. მაშინ იგი "მაყვალი შეუწველის" წინაშე მუხლებზე დაემხო და გაჭირვებულთა შემწეს გამოსარჩლება შესთხოვა.

კოლოშინის ლოცვა შესმენილ იქნა. იმავე ღამეს მეფეს ძილში ზეციური დედუფალი გამოეცხადა და კარისკაცის უდანაშაულობა ამცნო. მეორე დღეს მეფემ ყოველივე წვრილად გამოიძია და მის სიმართლეში თავად დარწმუნდა, რის შემდეგაც შერისხულ ჯარისკაცს თავისი ძველი უფლებები აუდგინა.

მადლიერებით აღვსილმა კოლოშინმა მეფისგან სასწაულთმოქმედი ხატი გამოითხოვა და საგანგებოდ მისთვის ეკლესია ააგო, რომელსაც მახარებელ მარკოზის სახელობის ეკვდერიც მიაშენა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეორე ხატი, ასევე სახელად "მაყვალი შეუწველი", რომელიც ხსენებულ ტაძარშია დაბრძანებული, ბიზანტიური ხატწერის ტრადიციით არის შესრულებული. მასზე უბიწო ქალწული ყრმა მაცხოვართან ერთადაა გამოსახული, ხოლო ღვთისმშობლის ფერხთით მუხლმოდრეკილი მლოცველი კაცი დამდგარა. ეს ხატი ტაძრისთვის 1835 წელს შეუწირავთ და ისიც სასწაულთმოქმედად არის ცნობილი.

ამ დიდებული ხატის დღესასწაულად 4 სექტემბერია დაწესებული, ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველის – მოსეს ხსენების დღე, რომელიც მაყვლის ბუჩქში ღვთაებრივი ცეცხლის ხილვის ღირსი შეიქნა და რომელმაც უნივთო ცეცხლში აალებულ მაყვლოვანში მაცხოვრის მიერ კაცთა მოდგმის მომავალი გამოხსნა განჭვრიტა.

ამ ხატის დღესასწაული აღდგომიდან მე-6 კვირასაც აღინიშნება, რადგან კოლოშინის მიერ აგებულ ეკლესიაში ხატი სწორედ აღდგომიდან მე-6 კვირას გადაასვენეს და ტაძარიც ამ დღეს აკურთხეს.

ტროპარი, ხმა 4

ვითარცა ცეცხლსა შინა მაყუალი შეუწველი ძველთაგანვე მოსეს მიერ ხილული წინა ხატად ქმნა თვისისა განკაცებისათვის ქორწილისა გამოუცდელისა ქალწულის მიერ, რომლითა აწცა, ვითარცა საკვირველებათა მოქმედითა სასწაულითა განდიდებულსა ხატს თვისსა სნეულებათა განსაკურნებლად მოჰმადლებს მართალთა, მცუელად სიფიცხლისაგან ცეცხლისა. ამისთვისცა უგალობთ უფროსადკურთხეულსა: სასოო ქრისტეანეთაო, მძვინვარეთა ჭირთა, ცეცხლისა და ქუხილისაგან მიხსენ მონანი შენნი და აცხოვნენ, მოწყალეო, სულნი ჩუენნი.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო და უფროსადკურთხეულო დედაო ქრისტეს ტკბილისა ჩუენისა! შეგივრდებით და თაყუანისგცემთ შენ წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა, რომლისა მიერ მრავალთა დიდებულთა და საკვირველთა სასწაულთა აღმოგვიცენებ. ცეცხლისაგან მძვინვარისა და ქუხილისაგან ყოვლისა დაიცვნე სახლნი ჩუენნი, განკურნე უძლურნი და აღმისრულნე კეთილად ყოველნი კეთილნი ვედრებანი ჩუენნი.

სიმდაბლით გევედრებით შენ, ყოვლადძლიერსა შუამდგომელსა ერისა ჩუენისასა. ღირს მყვნენ უძლურნი და ცოდუილნი ესე მიმთხუევად დედობრივითა ნაწილთა შენთა და კეთილსა ცხორებასა.

იხსენ და დაიცევ მოწყალითა საფარველითა შენთა წმიდაჲ ეკლესიაჲ, სავანე ესე, მართლმადიდებელნი ერნი ყოველნი შენდა შევრდომილნი და მოსალმობიერითა ცრემლითა შუამდგომელობისა შენისა მვედრებელი.

ჰოი, დედუფალო ყოვლადსახიერო, მოწყალე იქმენ მრავლითა ცოდუითა მოწყლულთა ამათ ზედა, რომელთა არა გუაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღუთისა თხოვად შეწყალებისა და შენდობისა: არამედ გევედრებით შენ, ხორციელად დედასა მისსა:

ყოვლადსახიერო, განპყარ ღუთისმტვირთუელნი ხელნი შენნი და მეოხებთა შენითა წინაშე სახიერებისა მისისა ითხოე მოტევებაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ. რაჲთა მშვიდი და ღუთისმოშიშებითი ცხორებაჲ მომანიჭოს ჩუენ, აღასასრული ქრისტეანობითი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშიენლისა სამშჯავროსა მისსა მომმადლოს.

მას ჟამსაცა, საშინელსა მოსვლისა მისისასა, რაჟამს ცეცხლითა დაიწუებოდიან სახლნი ჩუენნი და ელვისა ქუხილისა შიშითა დაცემულ ვიქმნებით, გამოაჩინე მოწყალე შუამდგომელობაჲ და ყოვლადძლიერი შემწეობაჲ შენი, რაჲთა ხსნილნი ლოცუითა შენითა წინაშე ღუთისა დროებითსა საშჯელსა ამას განვერნეთ და სამოთხისა სამარადისოჲსა ნეტარებისა მემკვიდრედ გამოსჩნდეთ და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ ყოვლადწმიდასა და დიდებულსა სახელსა სამებისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა მაღლისაო, მეოხო და მფარველო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო!

გარდამოიხილე სიმაღლითგან სიწმიდისა შენისათა ჩემ ცოდუილსა ზედა, შევრდომილსა სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა: ისმინე სიმდაბლით ლოცუისა ჩემისა და მიუძღუანე იგი წინაშე შენგან შეყუარებულისა ძისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, მას ევედრე, რაჲთა განანათლოს ბნელი ესე სუილი ჩემი თვისა საღმრთოჲსა მადლისა ნათლითა, რაჲთა მიხსნას მე ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და სნეულებისა და ყუდროჲ და მშვიდობითი ცხორებაჲ მომივლინოს მე.

სიმრთელეჲ ხორცისა და სულისა და განუსუენოს ვნებულსა გულსა ჩემსა და აღადგინოს წყლულებანი მისნი, რაჲთა განმაბრძნოს მე კეთილს საქმესა შინა, განწმიდოს გონებაჲ ჩემი ამაოთაან ზრახუათა, დამადგინოს მე აღსრულებად მცნებათა თვისთა, მიხსნას მე საუკუნოჲსაგან სიკუდილისა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა.

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენ ხარ - "ყოველთა მწუხარეთა სიხარული". ისმინე მწუხარისა ამის ჩემისაცა, შენ სახელ გდებთ - "დამშრეტელად ნაღულისა" დაშრიტე ნაღულიცა ესე ჩემი, შენ ხარ "მაყუალი შეუწველი" და დაიცევ სოფელი ესე და ჩუენთაგანი ყოველი სიკუდილშემოსილისა და ცეცხლოვანისა ისრისაგან ყოვლისა, შენ ხარ "მომპოვნებელი წარწყმედულთაჲ" და ნუ მიმიშუებ მეცა წარწყმედად უფსკრულისა შინა ცოდუათა ჩემთასა. შენზედა დამიძს ღმრთისა მიმართ სასოებაჲ ჩემი ყოველი! მექმენ მე მფარველ ცხორებასა ამას ჟამიერსა და საუკუნოსაცა და შუამდგომელ წინაშე საყუარელისა ძისა შენისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

მასწავენ მე, თუ ვითარ ვმსახურებდე მას სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ღმრთისმოსაობითა პატივსგცემდე შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისა დედაო, უფროსადკურთხეულო მარია! შენთა წმიდათა ლოცუათა შევვედრებთ თავსა ჩემსა ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისასა. ამინ.
......................

აქვე წაიკითხეთ:

ღვთისმშობლის ხატი "მაყვალი შეუწველი"


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat