ეს ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. იგი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას,
რომლიც ჩვილი იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა ყოვლადწმინდა დედას აუწყა: "თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი". წმინდა წერილში რიცხვი 7 აღნიშნავს რაიმეს "სისრულეს", მოცემულ შემთხვევაში კი სისრულეს იმ მწუხარებისა, "სევდისა და გულის ტკივილისა", რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ამქვეყნიური ცხოვრების დროს გადაიტანა.
ხატზე გამოსახულია შვიდი ისრით განგმირული ღვთისმშობელი. ამ ხატის პირველ სასწაულზე შემდეგი თქმულებაა შემორჩენილი: ერთ ხეიბარ გლეხს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სტანჯავდა სისუსტე და მტკივანი ფეხი, ესიზმრა, რომ თუკი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს მოინახულებდა, სამრეკლოზე მიაგნებდა ღვთისმშობლის ხატს და მის წინაშე ილოცებდა, განიკურნებოდა. გლეხი ორჯერ მივიდა ტაძარში, თავის სიზმარს მოჰყვა და ითხოვა, სამრეკლოზე აეშვათ, მაგრამ არ დაუჯერეს და თხოვნაზე უარი უთხრეს. მესამედ, როგორც იქნა, შეიბრალეს და სამრეკლოზე აუშვეს. მან მაშინვე მიაგნო წმინდა ხატს, რომელიც სიზმრად იხილა. იგი კიბეზე ფიცრის ნაცვლად ჩაესვათ და სულმთლად ჭუჭყითა და ჩიტების ნაფიფქით იყო დაფარული. ხატი გაასუფთავეს. დასნეულებულმა გლეხმა ხატის წინ პარაკლისის გადახდა ითხოვა და მიიღო კიდეც კურნება. 1830 წელს, როცა ვოლოგდაში ქოლერა გამოჩნდა, შეშინებულმა მოსახლეობამ შველა ისევ ხატს სთხოვა. დედაღვთისას ხატი დიდი პატივით ქალაქის გარშემო შემოატარეს. მალე ქოლერამ უკან დაიხია. მას შემდეგ ხატმა სახელი გაითქვა, როგორც სნეულთა სასწაულებრივმა განმკურნებელმა. "ბოროტ გულთა მომალბობელსაც" უწოდებენ და მოდავეთა შერიგებასაც ევედრებიან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი