ხსენება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" (+1688) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
ხსენება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" (+1688) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
ძველი სტილით 23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის "ყოველთა მწუხარეთა სიხარული"-ს ხსენებას. ეს ხატი მოსკოვის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება, მასზე არის წარწერა: "შიშველთა სამოსელი, სნეულთა მკურნალი". ამ ხატმა XVII ს-ში რუსეთის პატრიარქის და - ეფემია განკურნა, რომელიც გაურკვეველი სნეულებით იტანჯებოდა.

ლოცვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი "ყოველთა მწუხარეთა სიხარული"

ევედრებიან ჩაგრულნი, ბეჩავნი, წამებულნი; შეტევებით, ხელების სისუსტით, ყელის სნეულებით ტანჯულნი და ტუბერკულოზით დაავადებულნი.

ტროპარი, ხმა 8

ყოვლადწმინდასა ქალწულსა ღუთისმშობელსა მარადის აღმომდინარესა წყაროსა გულმოწყალებისასა მიველტვით კაცნი ყოველნი, მღუდელნი და მონაზონნი, დედანი და მამანი, პირმშონი, სნეულნი და კურნებულნი, სინანულითა მგალობელნი და ლმობიერად მხმობელნი: დედუფალო, შეწევნაჲ შენი ცოდუილთა მონათა ამათ შენთა ზედა გარდამომივლინე, ვითარცა სახიერი დიდებაჲ შენი, მარადის ისწრაფე შეწყალებად ჩუენდა, ითხოე განწმედაჲ სულთა და ხორცთა ჩუენთა, ცხორებისა წყაროჲსა ჩუენისა - ღუთისაგან, რომელიცა შევ, მხოლოო კურთხეულო!

ლოცვა 1

უსასოთა სასოო, უძლურთა ძალო, ნავსაყუდელო აღძვრასა შინა ჭირვეულთაო, მეოხო ჩაგრულთაო, პურო მანანაჲსაო, მწყურვალთა დამარწყლულებელო, ნექტარო წყურიელთათვის ზეციურისა განსვენებისაო, დედაო უფროსადსკურთხეულისა ღმრთისაო, მხოლოჲსა შენდა მოვილტვით ყოველთა სულითა, მოვუდრეკთ მუხლთა ჩუენთა საფარველსა შენსა, დედუფალო. ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა და გოდებათა ჩუენთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო! დაღაცათუ შიშითა აღმავსებს მე უღირსებაჲ ესე ჩემი და უბადრუკებაჲ ცოდუათა ამათ ჩემთა, არამედ მარწმუნებს მე აღმადგინებელი ხატი ესე, რომელსა ზედა არს ძალი და მადლი შენი. ვითარცა ზღუაჲ დაულევნელი, ვხედევდ ვი-თარმედ, ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, მწირთა დაიფარავ საფარველითა შენითა, შესვენებულთა დედაო და ყოველთათვის ვედრებათა უხუებათა აღმასრულებელო. მათისა შეწყნარებისა სახისა მხილველი, შენდა შევრდომილ ვარ მე, დაბრმობილი ესე თუალითა სულიერითა და მკელობელი სულისა საგრძნობელითა. აღიღე ყოველი მწუხარებაჲ ჩემი, აღიღე ყოველი ჭირი ჩემი; ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩემსა, ჰოი, კეთილისამომღებელო! ნუ მომიძაგებ მე ცოდუილსა, ნუ უგულებელსმყოფ მე შემწიკვლებულსა.

ვუწყი, ვითარმედ ყოველივე ძალგიძს, რაჲცა გენებოს, ჰოი, სახიერო სასოო ჩემო ძუძუჲთგან დედისა ჩემისათა, შენდა შევრდომილ ვარ წიაღითგან დედისა ჩემისა, შენდამი დატევებულ ვარ, ნუსადა დამიტევებ მე, ნუმცა გარემიიქცევი ჩემგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა 2


დედუფალო ჩემო სახიერო, სასოო ჩემო ღმრთისმშობელო, ობოლთა მოყუარეო და ყარიბთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო! ხედევდ ჭირსა ჩემსა, ხედევდ მწუხარებასა ჩემსა. შემეწიე მე, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი, შეურაცხებაჲ ჩემი აღიღე და დახსენ იგი, ვითარცა გენებოს; რამეთუ არა მივის სხუაჲ შემწე, თვინიერ შენსა, არა მივის სხუაჲ შუმადგომელ და არცა სახიერი ნუგეშინისმცემელი, მხოლოო შენ, ჰოი ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მცავ მე და მიფარავ მე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 3

ჰოი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა ქერუბიმთა უპატიოსნესო და სერაფიმთა უზეშთაესო, ღვთივრჩეულო ყრმაო, მომძიებელო წარწყმედულთაო და მწუხარეთა ყოველთა სიხარულო, მომმადლე ჩუენცა ნუგეშინისცემაჲ შენი დანთქმულთა და მწუხარებასა შინა მყოფთა ამათ, რამეთუ არა არს ჩუენდა მფარველ და შემწე თვინიერ შენსა, შენ მხოლო ხარ სიხარულისა ჩუენისა მიზეზი და ვითარცა დედა ღუთისა და დედა გულმოწყალებისა წარ¬დგომილ ხარ წინაშე საყდრისა ყოვლადწმინდისა სამებისა. ძალგიც შეწევნაჲ ჩუენი, არსადა სირცხვილეულ იქმნეს ყოველი, რომელი შენდა მოლტოლვილ არს. ისმინე აწცა დღესა ჭირისა და მწუხარებისა ჩუენისასა, რომელნი შევრდომილ ვართ ხატსა შენსა და ცრემლითა გევედრებით:
განმაშორენ ყოველნი ტანჯუანი და ვნებანი მოწევნულნი ჩუენ ზედა ცხორებასა ამას შინა, ნუ მომაკლებ ყოვლადძლიერსა მეოხებასა და საუკუნოსა დაუსრულებელსა სიხარულსა სასუფეველსა მას ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისასა, ამინ!

ლოცვა 4

ჰოი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უფროსადკურთხეულო დედაო ქრისტეს ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაო, ყოველთა მწუხარეთა სიხარულო, სნეულთა მომხილველო, უძლურთა საფარველო და მეოხო, ქურივთა და ობოლთა დამფარველო, მწუხარეთა დედათა უფროსად აღმატებულო ნუგეშინისმცემელო, ყრმათა უძლურთა სიმტკიცეო, და ყოველთა შეუწევნელთა შეწევნად მარადის განმზადებულო და მტკიცეო ნავსაყუდელო. შენდა, ჰოი ყოვლადმოწყალეო, მოცემულ არს მადლი მაღლისა მიერ, რაჲთა ექმნა შუამდგომელად ყოველთა და ხსნად მათ და მწუხარებათაგან და სნეულებათა.

რამეთუ მწუხარებანი და სნეულებანი სასტიკნი დაითმინე შენ, რაჟამს ხედევდი ნებსით ვნებასა საყუარელისა ძისა შენისასა და ჯუარსა ზედა იხილე იგი, რაჟამს მახუილი წინაუწყებისაებრ სიმეონისა განვიდოდა გულსა შენსა. ამისთვისცა უმეტესად შეისმინე ვედრებაჲ ჩუენი, დედაო შვილთმოყუარეო, ნუგეშინისგვეც ჩუენ მწუხარებათა ჩუენთა შინა, ვითარცა ჭეშმარიტისა სიხარულისა მომატყუებელმან, რომელი წარდგომილ ხარ წინაშე საყდრისა ყოვლადწმინდისა სამებისა, მარჯუენით ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა. ძალგიძს უკეთუმცა გენებოს, ვედრებად მისდა, რაჲთა მოგუანიჭოს სარგებელი ყოველი; ამისთვისცა სარწმუნოებითა გულისათა და სიყუარულითა სულთა ჩუენთასა შევრდომილ ვართ შენდა, ვითარცა დედუფლისა და ფსალმუნთა გალობასა ვიკადრებთ: ისმინე, ასულო და იხილე და მოყავ ყური შენი, შეისმინე ვედრებაჲ ჩუენი და გარემოდგომილთა მწუხარებათა ჭირთაგან გვიხსენ ჩუენ: რამეთუ შენ ხარ ყოველთა მართალთა განმართლებაჲ, ვითარცა მწუხარეთა სიხარულითა აღმავსებელმან და სულთა მათთათვის მშვიდობისა და ნუგეშინისცემისა მომატყვილებელმან, რომელიც ხედვედ მწუხარებათა და ჭირთა ჩუენთა, გვიჩუენე მოწყალებაჲ შენი, გარდამოუვლინე ნუგეშინისცემაჲ ნაღვლითა მოწყლულთა გულთა ჩუენთა. გვიჩუენენ და განგვაკვირვენ ჩუენ ცოდუილნი სიმდიდრითა მოწყალებისა შენისათა. მოგუეც ჩუენ ცრემლი სინანულისა განსაწმედელად ცოდუათა ჩუენთა და დამაცხრობელად ღმრთისა რისხუისა, რაჲთა წმიდითა გულითა და სინდისითა კეთილთა და შეუორგულებელითა სასოჲთა მოველტვოდეთ შუამდგომელობასა და მეოხებასა შენსა. მიიძღუანე, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ჩუენო, გულისმოდგინებითი ვედრებაჲ ჩუენი შენდა შეწირული და ნუ განგუაშორებ ჩუენ უღირსთა ამათ გულმოწყალებასა შენსა, არამედ მოგუმადლე ჩუენ განთავისუფლებაჲ მწუხარებათაგან და სნეულებათაგან ჩუენთა და ყოვლისა საშჯელისაგან მტერისა და ცილისწამებისაგან კაცთასა დამიცევ მე, მეყავნ მე შემწედ განუშორებელად ყოველთა დღეთა ცხორებასა ჩემისათა რაჲთა დედობრივსა საფარველსა შენსა ქუეშე მარადის ვეგნეთ სიმრთელით, დაცულნი შენითა შუამდგომელობითა და ვედრებითა წინაშე ძისა და მაცხოვნებელისა ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, დაუსაბამოჲთ მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
16.08. 2022
ნინო
6 ნოემბერია ამ ძვირფასი ხატის დღე,თუ ორჯერ იზეიმება?
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat