რომის, ანუ ლიდიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაული (I) - 26 ივნისი (9 ივლისი)
რომის, ანუ ლიდიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაული (I) - 26 ივნისი (9 ივლისი)
რომის, ანუ ლიდიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 26 ივნისს (9 ივლისს) აღნიშნავს.

წმინდა მოციქულები - პეტრე და იოანე ღვთისმეტყველი, სანამ ღვთის სიტყვის სახარებლად სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრებოდნენ, იერუსალიმის მიმდებარე ადგილებში ქადაგებდნენ. როდესაც მათ ქალაქ ლიდიაში - შემდეგ დიოსპოლი რომ ეწოდა - ხალხის სიმრავლე მოაქციეს, აქ ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააგეს. იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ისინი ღვთისმშობელთან მივიდნენ და ევედრნენ, რომ ენახა და თავისი იქ ყოფნით ეკურთხებინა ტაძარი, რომელიც მისთვის იყო მიძღვნილი. ღვთისმშობელმა უპასუხა: "წადით და იხარებდით, იქაც თქვენთან ვიქნები". ლიდიაში ჩასულმა მოციქულებმა მათ მიერ დაარსებული ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე დაინახეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, როგორც ჩანს, ადამიანის ხელით კი არა, ღვთის ხელით იყო ამოკვეთილი და წმინდა სახის და მისი პატიოსანი სამოსლის ზუსტ გამოსახულებას წარმოადგენდა. მათ თაყვანი სცეს ხელთუქმნელ ხატს და მადლობა შესწირეს უფალს. შემდეგ თვით ღვთისმშობელმა მოინახულა ლიდიის ტაძარი და თავის ხატს სასწაულქმედების ძალა და მადლი მიანიჭა. მისი გამოჩინების დღესასწაულად უძველესი დროიდან 12 მარტია დადგენილი. IV საუკუნეში, როდესაც იულიანე განდგომილმა ქრისტეს ეკლესიის დევნა წამოიწყო და ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის გასანადგურებლად ლიდიაში თავისი ნათესავი გაგზავნა, ახალი სასწაული მოხდა: როდესაც მთელი ძალებით და სხვადასხვა იარაღით წმინდა გამოსახულების განადგურებას ცდილობდნენ, ის კი არ წარიხოცა, მთელი თავისი ფერებით და ხაზებით სვეტის სიღრმეში შევიდა, ისე რომ, ბოლოს იძულებულნი გახდნენ, ამ უშედეგო მცდელობაზე ხელი აეღოთ. ქვეყნიერების ყველა კუთხიდან მორწმუნეები ლიდიისკენ მოილტვოდნენ, რათა მრავალი სასწაულის აღმომაცენებელი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისთვის თაყვანი ეცათ.

VIII საუკუნეში ნეტარი პატრიარქი გერმანე (714-730) იერუსალიმში ცხოველმყოფელი საფლავისა და სხვა სიწმინდეების მოსანახულებლად მიდიოდა. ლიდიაში მან მხურვალედ ილოცა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე და ხატმწერს დაავალა, რომ მისი ზუსტი ასლი შეექმნა. პატრიარქმა ხატი კონსტანტინოპოლში ჩამოიტანა და როგორც ძვირფას საგანძურს, ისე უფრთხილდებოდა. მისი ზეობის დროს ლეონ ისავარიელმა წმინდა ხატების დევნა წამოიწყო და გერმანე, როგორც ხატთა თაყვანისმცემელი, პატრიარქობიდან გადააყენა. ტაძრიდან და საკუთარი სახლიდან შეურაცხყოფითა და ყვრიმლისცემით გაძევებულმა პატრიარქმა მოასწრო, რომ თან წაეღო თავისი განძი - ლიდიის ღვთისმშობლის ხატი.

როცა დევნილმა წმინდა გერმანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მისი უკანასკნელი სურვილი იყო, რომ წმინ¬და ხატი მდევნელთაგან დაეცვათ. ხატის შიგნით ადგილი ამოაკვეთინა და პაპ გრიგოლისთვის განკუთვნილი ეპისტოლე იქ მოათავსა. მრავალგზისი ამბორისყოფისა და მეტანიის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და მწარე ცრემლით წარმოთქვა: "წადი, დედოფალო! გაეცალე არა ჰეროდესა და ეგვიპტეს, არამედ მხეცისმოსახელე მტერს და რომისკენ - კეთილმორწმუნე ქრისტიანებისკენ ისწრაფე, რათა წინასაუკუნეთა ყრმასთან ერთად ხატმებრძოლთა კადნიერ ხელს განერიდო. ეს დიდი ვრცელი ზღვა უსაფრთხოდ გადაცურე!" წმინდა პაპმა გრიგოლმა, რომელსაც ეს ამბავი სიზმარში ეუწყა, ხატთან მისაგებებლად კრებულთან ერთად მდინარე ტიბრის გაყოლებით გაცურა, პატიოსანმა ხატმა ზღვით რომამდე მოაღწია; მდინარის შესართავიდან მათკენ მომავალი ხატი წმინდა პაპმა გრიგოლმა გაშლილი ხელებით მიირქვა და სასწაულმოქმედი ღმერთი ადიდა. მან ეპისტოლედან პატრიარქ გერმანეს მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ შეიტყო და ცრემლი დაღვარა იმის გამო, რომ სარწმუნოების ეს ლამპარი დევნის მსხვერპლი გახდა. პაპმა ხატი მთელ რომს შემოატარა და წმინდა მოციქულ პეტრეს ტაძრის საკურთხეველში დააბრძანა. ზეციური დედოფალი თავისი ხატის საშუალებით განკურნებდა ყველა უძლურსა და სნეულს, ვინც სარწმუნოებით მიმართავდა მას.

112 წლის შემდეგ, როდესაც ქრისტეს შობიდან 842 წელს კონსტანტინოპოლში მიქაელი გამეფდა და ხატთა თაყავანისცემა აღდგა, რომში ლიდიის სასწაულმოქმედმა ხატმა ყველას თვალწინ ადგილზე რყევა დაიწყო. ამ საოცარმა ამბავმა შეაშინა და გააკვირვა რომაელები. ერთხელ წმინდა პეტრეს ტაძარში საყოველთაო ღვთისმსახურებაზე თვით პაპი სერგი იმყოფებოდა და უცებ ყველას თვალწინ სასწაულმოქმედი ხატი მძლავრად შეირყა, ადგილს მოსწყდა და ჰაერში აიწია. ზეაპყრობილი ხელებით და ხმამაღალი შეძახილებით საკურთხევლისკენ გაიქცა ყველა, თითქოს სურდათ, ხატი ჩამოვარდნისგან დაეცვათ, მაგრამ ის ჰაერში ეკლესიის კარიბჭისკენ მიემართებოდა. პაპმა სერგიმ კრებულისა და ხალხის თანხლებით მისდია და ყველამ დაინახა, მდინარე ტიბრზე როგორ დაეშვა და ზღვისკენ წყნარად გაცურა. დიდი მწუხარებით შეპყრობილი ხალხი მდინარის გასწვრივ მიაცილებდა, პაპმა სერგიმ კი ცრემლით აღმოთქვა: "ვაი, ჩვენ, დედოფალო ჩვენო, საით მიდიხარ, პატრონო და ქალბატონო, გვეშინია, რომ ჩვენც არ დაგვატყდეს თავს ხატმებრძოლთა ერესი, რასაც შენ კონსტანტინოპოლიდან გამოერიდე, ამის გამო ხომ არ შორდები რომს? ჰოი, ყოვლადძლიერო, აქამდე რად არ დააცხვრე ერეტიკოსთა მძვინვარება, ქრისტეს ეკლესიას რომ აღაშფოთებს?" რომაელები დიდხანს უმზერდნენ მიმავალ წმინდა ხატს და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, როცა მისი დანახვა შეუძლებელი გახდა.

მალე სასწაულმოქმედი ხატი კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მეფის სასახლის პირდაპირ ნავსაყუდელში შეჩერდა. აქ ის ხალხმა აიღო და დედოფალ თეოდორას მიუტანა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს ერთ-ერთი იმ ხატთაგანი იყო, დევნის დროს რომ ჩაყარეს ზღვაში.

ამაზე უფრო ადრე იმპერატორმა მიქაელმა და პატრიარქმა მეთოდემ რომში კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესიის და ხატთა თაყვანისცემის აღდგენის შესახებ ცნობა გაგზავნეს. ელჩებმა, რომლებიც იმ დროს რომში იმყოფებოდნენ, შეიტყვეს, რომ პატრიარქ გერმანეს მიერ ზღვაში ჩაშვებულმა ხატმა რომი სასწაულებრივად დატოვა, მათ კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ ამის შესახებ მიქაელსა და მის დედას - თეოდორას აცნობეს. მაშინ ცოტა ხნის წინ კონსტანტინოპოლის ნავსაყუდელთან მობრძანებული ხატი გაიხსნეს და ძალაუნებურად იფიქრეს, რომიდან ხომ არ მოცურდა იგი ნავსაყუდელშიო? როცა ელჩებს ხატი უჩვენეს, მათ მაშინვე იცნეს და დაამოწმეს, რომ ეს სწორედ ის ხატი იყო, მათ თვალწინ რომ დატოვა რომი. იმპერატორმა მთელი სასახლის კარის, პატრიარქის და ღვთისმსახურთა თანხლებით ხატი სასახლიდან გამოაბრძანა და ლიტანიით და ლოცვით, მთელი ხალხის თანდასწრებით ის ქალკოპრატიაში მიაცილეს. იქ სამადლობელი ლოცვებით მათთვის მიძღვნილი საუნჯე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანეს. ამ დროიდან ლიდიის ხატს რომისაც ეწო¬და, რადგან ის ას წელზე მეტ ხანს რომში იმყოფებოდა, ეს სასწაული ასევე 26 ივნისს იდღესასწაულება.

წყარო: "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია"

თბილისი, 2001 წ. თარგმანი თინათინ გოგოჩაშვილისა

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat