ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ხატის წინ, დილით კი ზღვაში ჩაუშვა და დედაღვთისას შესთხოვა მისი დაცვა. ხატი, ზღვის ტალღებზე აღმარტული, დასავლეთისაკენ გაემართა. ქვრივის ვაჟი ათონის მთაზე გაემგზავრა და ივერთა მონასტერში ბერად არიკვეცა. გავიდა ხანი. (XI ს.) ერთხელ, საღამოს ათონის მთის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ღვთისმშობლის ხატს ზეციური ნათელი ადგა. როგორც კი ბერებმა დააპირეს ხატის ზღვიდან გამოტანა, იგი ნაპირს მოშორდა. ბერებმა ხატის გამობრძანება ვერ შეძლეს. ღვთისმშობელი ივერთა მონასტრის ბერს, გაბრიელს გამოეცხადა და უთხრა: "შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე დაე, ყველამ იხილოს ჩემი სიყვარული და წყალობა (ქართველთა) ივერთა მონასტრისადმი". მართლაც, გაბრიელმა ტალღებზე ისე გაიარა, როგორც ხმელეთზე.
ხატი მას თვითონ მიუახლოვდა. გაბრიელმა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. ეს სასწაული ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღესრულა. იმ ადგილას, სადაც ხატი დააბრძანეს ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით, კანდელის ასანთებად მისულ ბერს ხატი იქ არ დახვდა. ბევრი ძებნის შემდეგ ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ხატი ისევ საკურთხეველში შეაბრძანეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ღვთისმშობელი გაბრიელს გამოეცხადა და უთხრა, რომ მას მათი დაცვა არ სჭირდებოდა. პირიქით, თავად სურდა მონასტრის და საქართველოს მფარველობა ახლაც და მომავალშიც.
ხატის დღესასწაული ახალი სტილით 25 თებერვალს აღინიშნება.