წმინდა დავით გარეჯელის საფლავი
წმინდა დავით გარეჯელის საფლავი
გაზეთ "თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიის" 2000 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ სალომე გოგინაშვილის ინტერვიუ გარეჯის კვლევის ცენტრის თავმჯდომარესთან ბატონ ზაზა სხირტლაძესთან. გთავაზობთ ამ ინტერვიუს:

- ბატონო ზაზა, რამ განაპირობა წმინდა დავით გარეჯელის საფლავის გახსნა და რა მდგომარეობაშია დღეს ღირსი მამის საფლავი?

- კარგა ხანია, რაც საქართველოს საპატრიარქოში არსებობს სიწმინდეთა მოძიების ცენტრი. იგი მოწოდებულია განაახლოს და განამშვენოს წმინდანთა საფლავები საქართველოში; ამასთან, ხდება დღეისთვის დაკარგულ დასაკრძალავთა მოძიებაც. წმინდანთა საფლავების უმეტესობა საჭიროებს განახლებას. ცენტრმა მოღვაწეობა დაიწყო წმინდა ნინოს საფლავის განმშვენებით. ახლა ჯერი მიდგა სხვა წმინდანთა საფლავების გამშვენებაზე. შეირჩა ათცამეტი ასურელი მამის დასაკრძალავი ადგილები, ამასთან, უპირველესი ყურადღება მიექცა წმინდა დავით გარეჯელის განსასვენებელს.

აგერ უკვე ათი წელია, რაც გარეჯის მრავალმთის წმინდა დავითის ლავრაში სამონასტრო ცხოვრება აღდგა და ღირსი მამის დასაკრძალავს არ აკლია მზრუნველობა. ამასთანვე, წმინდანის ლუსკუმა, რომელიც მონასტრის მთავარ სალოცავში, მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში მდებარეობს, ზემოდან ბეტონით იყო გადალესილი და უთუოდ გასაახლებელ-გასამშვენებელი გახლდათ.

უპირველესად, გადაწყდა, დამზადებულიყო საფლავის ქვა. ესკიზი შეასრულეს არქიტექტორებმა-თეიმურაზ ბერიძემ, მისმა ვაჟმა კონსტანტინე ბერიძემ და მხატვარმა მამუკა მიქელაძემ; ქვაზე კვეთა მოქანდაკე პაატა გიგაურს ეკუთვნის. საფლავის ქვა წმინდა დავითის ლავრაში 10 ივნისს ჩაიტანეს; მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ბეტონის საბურველი, რომელიც ღირსი მამის დასაკრძალავს ფარავდა, არ იყო საკმარისად მყარი ქვის მძიმე ფილის დასადებად. ამიტომ გადაწყდა მისი მოხსნა, რათა გვენახა ის საფუძველი, რაზეც დაიდებოდა ქვის ფილა. ბეტონის ფენის მოხსნისას აღმოჩნდა, რომ ღირსი მამის დასაკრძალავი დროთა განმავლობაში ხელშენახები იყო. მცირე ხნით სამუშაოები შეჩერდა. მაშინვე გამოვეშურეთ თბილისში, პატრიარქს ავუხსენით ვითარება და კურთხევა ვთხოვეთ სამუშაოს გასაგრძელებლად. უწმინდესის რჩევითა და ლოცვა-კურთხევით გადაწყდა მთლიანად გაწმენდილიყო ღირსი მამის დასაკრძალავი, რათა გამოჩენილიყო ლუსკუმის თავდაპირველი სახე, მისი სრული აღნაგობა.

საქმეში ჩაერთვნენ სპეციალისტები; საქართველოს არქეოლოგიურმა კომისიამ, საპატრიარქოს შუამდგომლობის საფუძველზე გასცა ღია ფურცელი არქეოლოგ ზურაბ თვალჭრელიძის სახელზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გარეჯის მონასტრების არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია. სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით დაიწყო გაწმენდითი საშუალებები.

მე ცოტა წინ გავუსწარი მოვლენებს...

ბეტონის საბურველის მოხსნის შემდეგ საფლავის ქვა დროებით დაიდო ლუსკუმაზე, სახელდობრ საგანგებო საბჯენებზე. ახლოვდებოდა 15 ივნისი, გარეჯობის დღესასწაული და სამუშაოებიც დროებით შეჩერდა.

მუშაობა განახლდა 22 ივლისს. გაწმენდა დაიწყო ჩვეულებრივი მეთოდით შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ, დიდი სიფრთხილით, თანამიმდევრულად. გაწმენდით სამუშაოებში არქეოლოგთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიების ცენტრის წარმომადგენლები: თეიმურაზ ბერიძე, ნიკოლოზ დადიანი, ქეთევან აბაშიძე; გარეჯის კვლევის ცენტრის წევრები: მამუკა კიკნაძე და მე. წესისამებრ, გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა წმინდა დავითის ლავრის ძმობის ხელით, მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ლუკას ხელმძღვანელობით.

გაწმენდის შედეგად აღმოჩნდა, რომ ღირსი მამის ლუსკუმა რამდენიმე ფენას მოიცავდა; როგორც ჩანს, იგი ასწლეულთა მანძილზე რამდენჯერმე განუახლებიათ. 23 ივლისს ლუსკუმა საბოლოო სახით წარმოჩნდა. ეს არის საკმაოდ ღრმა, კლდეში ჩაკვეთილი დასაკრძალავი, რომელში ც ღირსი მამის დავით გარეჯელის ნეშტია დაბრძანებული. ნეშტს ზემოდან ფარავდა ფილების წყობა, რომლებიც საგანგებო საფეხურს ეყრდნობოდა. ამ საბურველს ზემოთ, გარკვეული მანძილის დაშორებით, კიდევ უნდა ყოფილიყო ფილების ერთი ან ორი წყება. ამ საბურველს ჰქონია საგანგებო ხვრელი ხელის ჩასაყოფად და წმინდა მტვრის ხელშესახებად. ნიშნეულია, რომ ეს გარემოება წყაროებშიცაა დადასტურებული. ღირსი მამის ნეშტი სრულად არის შემონახული, მარჯვენა მკლავთან და თავთან განირჩეოდა შესამოსლის მკრთალი კვალი-მიწადქცეული შავი კაბისა და კუნკულის ვიწრო ზოლი. წმინდა დავითის ლუსკუმა, თავისი ხაზგასმული სისადავით, სავსებით შეესაბამება იმ ასკეტურ ტრადიციებს, რომლებიც ასე მკაფიოდ გამოარჩევდა ადრეული შუა საუკუნეების აღმოსავლურ-ქრისტიანულ საბერმონაზვნო გარემოს. ამასთანავე, ცხადი გახდა ისიც, რომ წმინდა მამის დასაკრძალავმა ჩვენამდე პირველქმნილი სახით მოაღწია, ასწლეულთა მანძილზე მას რაიმე საგრძნობი გადაკეთება არ განუცდია.

ღირსი მამის საფლავის გახსნისთანავე გარეჯში ჩამობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც გადაიხადა პარაკლისი; მან ჩამოაბრძანა გადასაფარებელი, ხატი და იერუსალიმის მიწა, რომელიც მოებნა ღირსი მამა დავითის ნეშტს, მოეპკურა კეთილსურნელი, დაესვენა ხატი და გადაეფარა საბურველი, რის შემდეგაც ნეშტი მიწით დაიფარა. გაწმენდითი სამუშაოების ყოველი ეტაპი დეტალურად აღიბეჭდა ფოტოფირზე; შესრულდა ანაზომები, გაწმენდის შედეგად წარმოჩენილი ყველა დეტალი აღიწერა და დაფიქსირდა. თავმოყრილი მასალების საფუძველზე მზადდება საგანგებო პუბლიკაცია ცალკე ბროშურის სახით, რომელიც ღირსი მამის დავით გარეჯელის განსასვენებელს და მის განახლება-გამშვენებას მიეძღვნება (ეს წიგნი უკვე გამოცემულია და იყიდება,-კ.კ.).

- ბატონო ზაზა, ღირსი მამა ლუკიანეც ხომ ფერისცვალების ეკლესიაშია დაკრძალული და მისი საფლავის მოძიებაც ხდება. ამასთან დაკავშირებით რა სიახლეებია?

- დიახ, ფერისცვალების ეკლესიაშივე დაიკრძალა ღირსი მამა დავით გარეჯელის მოწაფე ლუკიანეც. საჭირო იყო მისი საფლავის მოძიებაც. ივარაუდებოდა, რომ ლუსკუმა მამა დავითის დასაკრძალავის ახლოს უნდა ყოფილიყო; თუმცაღა გაწმენდითი სამუშაოს პროცესში ღირსი მამის განსასვენებელი ეკლესიის დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში არ აღმოჩნდა. ამასთანავე, ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, ღირსი მამა ლუკიანეს დასაკრძალავად ითვლებოდა ლუსკუმა, რომელიც ფერისცვალების ეკლესიის დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბეში წმინდა დავითის ლუსკუმის პირისპირ მდებარეობს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ვითარების ნათელსაყოფად გადაწყდა ამ დასაკრძალავის გახსნა. ლუსკუმას ამ შემთხვევაშიც ბეტონის ფენა ფარავდა. მისი აღების შემდეგ აღმოჩნდა კლდეში ამოკვეთილი მცირე ზომის სწორკუთხა ლარნაკი, რომელშიც ჩასვენებული იყო წმინდანის ნაწილები; ამ ლარნაკის შექმნისას ეკლესიის ჩრდილოეთი უბე ნაწილობრივ გადაუკეთებიათ. გაწმენდამ დაადასტურა, რომ იქ ჩასვენებულ იქნა წმინდა დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები; ღირსი მამის ნეშტი ხომ 1881 წელს გადმოასვენეს წმინდა დოდოს მონასტრიდან ლავრაში. უდავოა, რომ სწორედ იმ ხანად უნდა შეექმნათ ეს ლუსკუმა. წმინდა ლუკიანეს საფლავი დღემდე არ ჩანს, თუმცა საფიქრებელია, რომ მისი დასაკრძალავი ღირსი მამა დავითის საფლავის სიახლოვესაა საძიებელი...
.................................................................................................................................................
წმინდა დავით გარეჯელის განსასვენებელისადმი მიძღვნილი წიგნის ბოლოში ბატონი ზაზა სხირტლაძე განიხილავს წმინდა ლუკიანეს საფლავის ადგილსამყოფელს და დასძენს: სავარაუდოდ რჩება ორი ადგილი: არე ტაძრის ამბიონის ქვემოთ ან, რაც უფრო სარწმუნო და მოსალოდნელია, წმინდა დავითის სამარხის სამხრეთით მდებარე მონაკვეთი. იგი ამჟამად მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის სამხრეთი, ქვითა და აგურით ამოყვანილი, მასიური კედლის ქვეშაა მოქცეული. კედელი გვიანი შუა საუკუნეებისთვის ჩანს აგებული, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე (მათ შორის XIX საუკუნეშიც) განახლებული. გამორიცხული არ არის, რომ ღირსი მამა ლუკიანეს საფლავი კედლის გარეთ, მის ახლოსაც იყოს.
ყოველივე ამაზე პასუხის გაცემა მომავალში იქნება შესაძლებელი, სახელდობრ მას შემდეგ, რაც გაიხსნება უფლის ფერისცვალების სამხრეთი კედელი, ან კედელთან გარედან მიმდებარე მონაკვეთი გაითხრება.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
03.10.2024
წარმოშობა და ახალგაზრდობის წლები
წმინდა გილდა, უფრო ცნობილი როგორც გილდა ბრძენი (Gildas Sapiens, Gildas the Wise) - ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი,
03.10.2024
წმინდა ბრენდანი (ბრანდანი, ბრანდონი; Brendan, Brandan, Brandon), რომელსაც "მეზღვაურს" უწოდებდნენ,
24.09.2024
წმინდა დიფრიგი (დუბრიკი) არის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანი ძველ უელსში და ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწე ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე.
24.09.2024
წმინდა ასაფს ლლან-ელვიდან, ისევე როგორც წმინდა დანიელ ბანგორელს, გადმოცემა მიაკუთვნებს ლეგენდარული მეფე პაბო პოსტ პრიდაინის ( პაბო ბრიტანელთა სვეტი) შვილიშვილებს.
12.09.2024
წმინდა მაუგოლდი (მაჩალუსი, მაკული, მაკაილე) პატივცემულია როგორც მენის კუნძულის მეორე მოციქული წმინდა პატრიკის შემდეგ.
12.09.2024
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი წმინდა გერმანზე (გერმან, კარმანე მანქსურად), რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და განსაკუთრებით პატივცემულია მენის კუნძულზე.
06.09.2024
წმინდა ეადფრითი, იყო ლინდისფარნის ეპისკოპოსი, სავარაუდოდ 698 წლიდან. მეთორმეტე საუკუნისთვის მიიჩნეოდა, რომ ეადფრითი ჩაენაცვლა ეადბერტს
06.09.2024
წმინდა ედბერტის (Edbert, Eadbert, Eadbeorht; +698), ლინდისფარნის ეპისკოპოსი, ხსენების დღეა 6 მაისი
04.09.2024
წმინდა კუტბერტი იხსენიება: 20 მარტს/2 აპრილს (მიცვალება) და 4/17 სექტემბერს (წმინდა ნაწილების გადასვენება);
03.09.2024
ძველი ქალაქი იორკი მდებარეობს ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც მდინარეები უზი და ფოსი ერთმანეთს უერთდება იორკშირში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat