გაბრიელ ბერი: "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას... ვინც საკუთარ თავს გადაირჩენს და სიტყვით და საქმით სხვასაც შეეწევა"
გაბრიელ ბერი: "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას... ვინც საკუთარ თავს გადაირჩენს და სიტყვით და საქმით სხვასაც შეეწევა"
გაბრიელ ბერი ამბობდა ხოლმე: "ახლა უკვე ბოლო ჟამია! როგორც გამზადებულ სადილს სჭირდება წამოსადუღებლად მცირე დრო, ისეა მოახლოებული..."

მამა გაბრიელს თავისი მრევლისთვის ანტიქრისტეს სახებაც უჩვენებია - დაბადებულისაც და გაზრდილისაც, რომელსაც უკვე თაყვანსაც სცემდნენ. ამბობდა: "რა არ ვეცადე, მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი. ღვთის წყალობით, უფლის ანგელოსი ვიხილე, გამომეცხადა და მითხრა: ვერა კაცი ვერ ამოხსნის ამ საიდუმლოს. მოდი, გაბრიელ, მე დაგიწერ მის სახელს. და მაუწყა უფლის ანგელოსმა მისი სახელი... ეს კი თქვენ არ გეხებათ - კაცთათვის ჯერ დაფარულია!

...იმისთვის მოდის, ვინც ელოდება. ნიშნის მიღებისას ძალასაც არ გამოიყენებს ადამიანთა მიმართ - ყოველივე ნებით იქნება და აღსარება აღარ უშველის!

გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ! წმიდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. ტაძრები ხილულად მოიხრებიან ღვთისმშობლის ხატის გასაცილებლად და ყველაფერს ტელევიზიით გადასცემენ. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა იმისათვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში...

ანტიქრისტეს დროს ბოროტს 666 მახე ექნება დაგებული ადამიანებისთვის და მათ შორის ყველაზე დიდი მახე ის იქნება, რომ ადამიანი ხსნას კოსმოსიდან დაელოდება, ეგონებათ, იქიდან მოევლინებიან მხსნელები, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება სახეცვლილი ბოროტების კიდევ ერთი გამოვლინება.

ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება, საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ვინც ამის მოქმედია, მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი ერთ თვეს ეყოფათ. მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება..."

ვიღაცამ ჰკითხა: - თუ ანტიქრისტეს ბეჭდით ძალით დაგვბეჭდეს, მაშინ რაღა გვეშველებაო.

გაბრიელ ბერს უპასუხია:

- მაგალითად, ქალწული თუ გააუპატიურეს ისე, რომ მას არ უნდოდა, ღვთის წინაშე ის მაინც ქალწულად რჩება. ანტიქრისტეს ბეჭდის დროსაც ასე იქნება.

ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს. სხვებთან შედარებით აქ მცირე დევნა იქნება. სახარებაში წერია, რომ ყველგან იქნება დევნა და ვაი მას, ვინც ცვლის სახარებას. მოვა დრო, მთებში მოგიწევთ გასვლა, ოღონდ მარტო არ წახვიდეთ, თორემ ბოროტი კლდიდან გადაგჩეხავთ. ჯგუფ-ჯგუფად უნდა გახვიდეთ ტყეში, მთებში.

- როდის უნდა გავიდეთ?

- რატომ ფიქრობთ მაგაზე? სულიწმიდა თვითონ გაგიყვანთ.

ქრისტიანებისთვის ყველაზე დიდი სატანჯველი ის იქნება, თვითონ ტყეში რომ გავლენ, მათი ახლობლები კი ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებენ.

ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც გამოისახავენ პირჯვარს, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვისაც კეთილი საქმე არ ექნება, არ დაუჯეროთ! საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

დედა პარასკევას უკითხავს: მამა გაბრიელ, ყველა გადარჩებაო?

- ყველა ვერა, შვილო, მხოლოდ ის, ვინც თავად ისურვებს ამას, - მერე დაამატა: - ვერც უფალმა შეგვიწყალოს, ვერც მე შეგიწყალო, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვითა და საქმით, ეს არის ქრისტეს მცნება. "რაჟამს გამოსჩნდი, ქრისტე მეუფეო, და დაჰსჯდე განსჯად საყდართა მათ საშინელთა და მდინარე ცეცხლისა თხრიდეს წინაშე შენსა და ცოდვილნი სტიროდნენ და ჰგოდებდნენ, ხოლო მართალნი მხიარულ იყვნენ, მაშინ, სახიერ, შემიწყალე მე და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა!"

ერთ ადამიანს აინტერესებდა, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული რა საფეხურებს გაივლიდა. ვასილი ახლის ცხოვრების ამსახველ წიგნში წაეკითხა, რომ გარდაცვალებიდან მესამე დღეს სული საზვერეებს ანუ ბოროტთა საცავებს გადიოდა, რომ არსებობდა ოცდაერთი საზვერე და რომელიმეს ვერგადალახვის შემთხვევაში სული ჯოჯოხეთს მიიქცეოდა. ამავე წიგნში აღწერილი იყო თეოდორას სიზმარიც. როდესაც ეს მორწმუნე მამა გაბრიელთან მივიდა, ამ უკანასკნელმა შეკითხვის დასმა არც კი აცალა, თავადვე უპასუხა:

"რა საზვერე, რის საზვერე?! ვინ მოიგონა ეგ?!"

როდესაც გაიგო, მის სტუმარს თეოდორას სიზმარი ჰქონოდა წაკითხული, უთხრა:

"ეს თეოდორას სიზმარია და არა ვასილი ახლის დაწერილი. რომელ წმინდა მამას აქვს ნათქვამი, რომ სული ოცდაერთ საფეხურს გადის? ეს ხომ ეკლესიურ გადმოცემას ეწინააღმდეგება?! ეკლესიური გადმოცემით, გარდაცვლილის სული პირველი ორი დღე, სადაც უნდა, იქ დადის, მესამე დღეს, მსგავსად აღდგომილი ქრისტესი, აღიყვანება ზეცად. ამ დროს გაივლის ბოროტთა საცავებს. მეცხრე დღემდე არის სასუფეველში, შემდეგ ჩაჰყავთ ჯოჯოხეთში, მეორმოცე დღეს ისევ ამოჰყავთ და სული განიკითხება...

წმიდა გრიგოლ განმანათლებელს დაუჯერე. მის წიგნში "ცოდვა-მადლი" წერია, რომ ცოდვილ სულს გაუჭირდება ასვლა, მაგრამ მაინც თაყვანს აცემინებენ ღმერთისთვის, ხოლო საცავებში ბოროტებისგან მარტო ის ოცდაერთი ცოდვა კი არა, მრავალი ცილისწამებაც იქნება. სანამ სული სამოთხემდე მივა, ამ ყველაფერს გაივლის. თუ ცოდვილია ადამიანი, სულს გაუჭირდება, მაგრამ უფლისთვის მაინც აცემინებენ თაყვანს. თუ თეოდორას სიზმარს დავუჯერებთ, მაშინ რა გამოდის? გამოდის, რომ ჩვენ ბოროტი სულები გვასამართლებენ და არა - ღმერთი. როცა ადამიანი გარდაიცვლება, განკითხვა იქვე მოდის და სული გრძნობს, რაც ელოდება. ადამიანი რწმენით განიკითხება და საქმით გამართლდება. მარტო ეს არის საკმაო, რომ შეიტყოთ, რა ცოფნი და ბრმანი არიან ისინი, ვისაც ღმერთი და მისი სჯული არ სწამს... იმას რაღა კეთილი სიტყვა და საქმე შეუძლია ქვეყანაზე?! აღარც ადამიანად ითვლება...

სული კვერცხისებური ფორმის მატარებელია..."

"ანტიქრისტეს მოესწრებით, მაგრამ აღარ იქნებიან ისეთი დიდი წმიდა მამები, ვისთანაც მიხვალთ და რჩევას ჰკითხავთ. სხვადასხვა ექიმთან როცა მიდიხარ და კურნებას ვერ პოულობ, ასევე იქნება. როდესაც ბევრი მამის რჩევას მიმართავ, დაიბნევი და სულის კურნებას ვერ მიიღებ. როდესაც სულიერად გაგიჭირდებათ, სახარებას და იოანე კლემაქსს მიმართეთ. მას ოცდამეათე საფეხურამდე ყველაფერი სრულყოფილად აქვს აღწერილი".

"გამოცხადება ვნახე, უფალი ვნახე, "საბაოთ", ხელში გლობუსი ეჭირა, გლობუსზე კი დიდი ჯვარი იყო და იქიდან ხმა მოისმა:

"ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს! ჯოჯოხეთის ნახევარი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კართან დგას და შემოგლეჯას ცდილობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება.

როდესაც გაგიჭირდებათ, ნუ შეშინდებით, მე მოვალ და მოგეხმარებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. ადრეც ეგონათ, რომ ანტიქრისტე მოვიდა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები. ომები რომ იყო, ეს არ იყო ნიშანი. მაშინ არ იყო ციური სასწაულები და საყოველთაო განდგომა... განდგომა კი მწვალებლობის ტოლფასია. მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით.

ბოლო დროს ცაში ნუ დაიწყებთ ცქერას, რადგან ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავი, ხილულიც იქნება და ადამიანს ხელსა და შუბლზე დაესმება. მისთვის ტახტს უკვე ამზადებენ... ყოველ ადამიანს აღწერენ და თავიანთ სიებში შეიტანენ. აღარავის შეეძლება მათ გარეშე ცხოვრება, - ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა.

ნებისმიერ პროდუქტს თავიანთ ნიშანს დაადებენ - ჯერ ხაზებით, შემდეგ კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებულ სამ ექვსიანს შეიცავს. ოცდაათი ხაზი იუდას წილ ოცდაათ ვერცხლს ნიშნავს და ღალატს და განდგომას გულისხმობს...

ნუ შეშინდებით, ლოცვა თქვით, ასეთ პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ... ეშმაკსაც შეგიძლია ზურგზე შეაჯდე და ტაძრამდე მიაყვანინო თავი, ოღონდ დემონის მიერ შემოთავაზებული სიტყვა და საქმე არ მიიღო, რა კეთილადაც უნდა მოგეჩვენოს, თორემ ეშმას ხაფანგში გაებმები და დაიღუპები".

როდესაც ჰკითხეს, - მამა გაბრიელ, თავად თუ იცის, რომ ანტიქრისტეაო, უპასუხა:

- მან კი იცის, შენ თუ მიხვდები! გახსოვდეს, ანტიქრისტე ჯერ კარზე აკაკუნებს. როდესაც აკაკუნებენ, რა უნდა ქნა?

- კარი უნდა გააღო.

- კარს რომ გააღებ და სტუმარს დაინახავ, რა უნდა უთხრა?

- მობრძანდით...

- ჰოდა, ბრძანებას ელოდებიან, ბრძანებას, ბრძანება გაიცემა და მოვა. ახლა კარი ღიაა უკვე, აღარ აკაკუნებს, კარში დგას და ბრძანებას ელოდება. გახსოვდეს!

ანტიქრისტესაც ის გაჰყვება უკან, ვისაც მხოლოდ გონებაში ექნება რწმენა, ხოლო ვისაც სარწმუნოება გულში აქვს, მხოლოდ ის შეიცნობს ბოროტს.

ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე ქუჩაში შიშველი ივლის, სირცხვილი აღარ ექნება. ქრისტიანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ.

ისეთი დრო დადგა, ქალები თვითონ მოდიან. გაფრთხილდით, რადგან ბოროტმა ვერ შეაცდინა, მაგრამ ევამ შეაცდინა ადამი.

ერთხელ ბერმა ვიღაცას ვაშლი მიაწოდა, ამ უკანასკნელმაც უყოყმანოდ გამოართვა და მიირთვა. ბერმა მაშინვე მოუჭრა:

- რა ადვილი ყოფილა შენი დაღუპვა! ანგელოსმაც რომ მოგაწოდოს, ჯვარი უნდა გადასახო!

მერე დაამატა:

- კაცები ქალებად იქცევიან და ქალები - კაცებად!.. ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი - გმირად უნდა იქცე!

მერე თვალცრემლიანმა დასძინა:

- საქართველოდან მიდიან, რომ ნათელმხილველი მამები ნახონ. რა გაუჭირდა საქართველოს ამნაირი?! იქნებ იმათზე დიდი გულთამხილავი აქ არის, იქნებ ცოტა მათზე მეტიც აქ ზის...
ბეჭდვაელფოსტა
25.03. 2017
ufalo dhegviwyale
Ufalo shegviwyale
24.03. 2017
დიდება უფალს.
უფალო შემიწყალე მე ცოდვილი!
03.11. 2016
მალხაზი
უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ...
14.01. 2016
გიორგი
დიდება უფალს! ამინ.
14.01. 2016
J A G A
დიდება უფალს ! უფალო, დაგვიცავით ყველა ავისა და ბოროტებისგან . . .
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat