წმიდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში ჰპოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ
წმიდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში ჰპოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ
შავი მთა
აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ ანუ საკვირველ მთაზე უკვე VI საუკუნიდან არსებობდა ქართველთა სამონასტრო ცენტრები. ამ დროს აქ მოღვაწეობდა სვიმეონ მესვეტე უმცროსი, რომელმაც შემოიკრიბა ქართველი ბერები და საფუძველი ჩაუყარა აქაურ ქართველთა კოლონიას. სწორედ აქედან წამოვიდა საქართველოში 13 "ასურელი მამა".
შავ მთაზე ინტენსიური მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა იწყება XI საუკუნის 30-იანი წლებიდან, როცა აქ დასახლდა სამხრეთ საქართველოდან წამოსული ბევრი ცნობილი ფილოსოფოსი და მწიგნობარი: გიორგი შეყენებული, გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე, საბა თუხარელი, ანტონ ტბელი, ეფრემ დიდი ოშკელი, იოვანე ჯიბისძე, იოვანე დვალი და სხვები. XI საუკუნის II ნახევარში შავ მთაზე 60-მდე ქართველი მოღვაწეობდა. ქართველები ამ დროისთვის შავი მთის 8 მონასტერში ჩანან: სვიმეონწმინდა, რომანწმინდა, კალიპოსი, კასტანა, ეზრას მონასტერი, ლერწმისხევი, თუათა მონასტერი, ბარლაამწმინდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონასტერთა არსებობა ბიზანტიონისტებისათვის ცნობილი გახდა ქართული ხელნაწერი წიგნების ანდერძ-მინაწერების წყალობით.
XIII საუკუნის ბოლოს შავი მთის მონასტრების ლიტერატურული საქმიანობა მთლიანად შეწყდა. როცა სირია თურქებმა დაიპყრეს და ანტიოქია პატარა მაჰმადიან ქალაქად იქცა, მონასტერიც გავერანდა და დაინგრა. ქართველებმაც იძულებით მიატოვეს იქაურობა სამუდამოდ.

წმინდა გიორგი ღმერთშემოსილი
სწორედ შავ მთაზე მოღვაწეობდა ღირსი მამა გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული - წმიდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი, რომლის ხსენების დღე ახალი სტილით 16 ივლისია.

წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო. ყველა ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას და არცთუ იშვიათი იყო სხვადასხვა ეროვნების ბერმონაზონთა შორის გაუგებრობანი. წმიდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში ჰპოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.

გიორგი დაყუდებულის წმიდა ცხოვრების შესახებ კარგად იცოდნენ იქაურმა მოღვაწე ბერებმა. დღეს ჩვენ მის შესახებ ძალზე ცოტა რამ ვიცით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ის ერთდროულად იყო უდიდესი ასკეტიც და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება - ღმერთშემოსილი.

როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმიდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მამის მოძიება, რადგან იცოდა, რომ თვინიერ მოძღვრისა "არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ". მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმიდა ბერი, "ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ". ეს იყო გიორგი ღმერთშემოსილი, ბერი "განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული". წმიდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა.

სამი წლის შემდეგ ნეტარმა ბერმა იხილა, რომ მისი მოწაფე "ყოვლითა სრულქმნილ არს ჰასაკისა თანა სიბრძნითა და გონიერებითა", სქიმით აკურთხა და "ამით სრულჰყო მონაზონობა მისი".

მოძღვრის კურთხევით წმიდა გიორგიმ იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა და კვლავ შავ მთაზე დაბრუნდა. გიორგი დაყუდებულმა აკურთხა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე წასულიყო და გაეგრძელებინა წმიდა ექვთიმე ათონელის საქმე, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღმრთო წიგნები, თან შეურყეველი რწმენითა და სასოებით განმსჭვალული სიტყვებით გაამხნევა: "შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი (ექვთიმე ათონელი) სიკუდილისაგან იხსნა და ქართული ენაჲ განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი".

ღირსი გიორგი წმიდა ათონის მთაზე გაემგზავრა, მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად შვიდი წლის მანძილზე ასრულებდა მორჩილის საქმეს. ეს რომ გიორგი შეყენებულმა გაიგო, ათონზე თავისი მოწაფე გაგზავნა და "დიდი მდურვა მიუმცნო" გიორგის "არღა აღსრულებისათვის ნებისა მისისა". გიორგი მთაწმინდელმა, თანახმად მოძღვრის სურვილისა, მღვდლობის ხარისხი მიიღო და შემდგომ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც მიჰყო ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ წმიდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით, "სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმიდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა". მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმიდა გიორგი მთაწმინდელი. მისივე თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმიდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.

წმიდა გიორგი დაყუდებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის გარდაცვალების შემდეგ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2024
02 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა პორფირე კავსოკალიველს. „კარიბჭის“ მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე საგულისხმო მოგონებას ამ ღირს მამაზე.
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler