წმინდა სტეფანე უმცროსი ვაჟი იყო იმპერატორ ბასილი მაკედონელისა და ძმა იმპერატორ ლეონ VI ბრძენად წოდებულისა. ადრეული წლებიდანვე იგი გამოირჩეოდა სათნოებებით და დიდი გონიერებით.
მოწაფე და სინკლერი გახლდათ პატრიარქ ფოტიოსისა. მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის დროს. 886 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა, მეორედ დაეტოვებინა მღვდელმთავრის ტახტი. კონსტანტინოპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმინდა სტეფანე.
სახარებისეული სულით ზრუნავდა და ხელმძღვანელობდა იგი პატრიარქების - ფოტიოსის და ეგნატეს მომხრეებად გაყოფილ ეკლესიას. მღვდელმთავარმა თავი გამოიჩინა, როგორც ფხიზელმა მწყემსმა და მართლმადიდებელი რწმენის დამცველმა. იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივ-ობლებზე, მფარველობდა დევნილთ. წმინდა პატრიარქმა სტეფანემ ღირსეულად შეასრულა ეს მისია ექვსი წლის მანძილზე და მიიცვალა მშვიდობით 893 წელს. დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი