უფლის წინასწარმერტყველნი
უფლის წინასწარმერტყველნი
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა უმთავრესი დანიშნულება მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იყო
უფლის წინასწარმეტყველებად იწოდებიან ძველი აღთქმის ადამიანები, რომლებიც ღვთისგან მომავლის განჭვრეტის ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი. ისინი უფალმა იხმო, რათა მათი მეშვეობით თავისი სიტყვა და წმინდა ნება ეუწყებინა და კაცობრიობა, მით უფრო რჩეული ერი, აღთქმული მესიის მისაღებად, უფალთან შესახვედრად მოემზადებინა. წინასწარმეტყველთა სახით თავად უფალი ეცხადებოდა ადამიანებს, მათი ბაგეებით მეტყველებდა და მოუწოდებდა ადამიანებს ჭეშმარიტებისკენ... მართალია, ახალ აღთქმაშიც არიან ღვთივგანბრძნობილი, წმინდა ადამიანები - მოციქულები, ღვთისგან წინასწარჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებული წმინდა მამები, რომლებიც წინასწარ ჭვრეტენ რაღაც მოვლენებს მეორედ მოსვლის შესახებაც, თუნდაც იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება" გავიხსენოთ, მაგრამ უკვე მათი პირდაპირი დანიშნულება და საქმე წინასწარმეტყველება არ არის, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შემთხვევაში. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა უმთავრესი დანიშნულება - მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იყო, ეს აღესრულა და ამიტომ ეს წინასწარმეტყველება საჭირო აღარ არის...

გვესაუბრება მამა იასონ შარიქაძე:

- ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ, რაც უფლისგან მიცემული მცნების დარღვევაში გამოიხატა, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: "ცოდვა სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძალით სიკვდილი", მაგრამ სახიერმა უფალმა, სიყვარულისა და სრულყოფილების წყარომ და ყოვლისა შემოქმედმა, ცოდვით დაცემულ და სამოთხიდან განდევნლ ადამსა და ევას მისცა აღთქმა, რომ: "თესლი დედაკაცისა დათრგუნავდა თავსა გველისასა" - ქალწულისგან ნაშობი გამოიხსნიდა მათ შეცოდებას, ცოდვის შედეგებს. ეს აღთქმა იყო იმედი არა მარტო ადამისა და ევასთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის, რომელმაც ცოდვა მემკვიდრეობით მიიღო პირველი ადამიანებისგან.

შემდგომში, როდესაც კაცობრიობამ ეს აღთქმაც დაივიწყა და აღთქმის მიმცემი ღმერთიც, მთლიანად ჩაიძირა ცოდვისა და წყვდიადის მორევში, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ახსოვდათ ჭეშმარიტი ღმერთი, ეთაყვანებოდნენ მას და მისი რწმენითა და იმედით ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მართალი და ღვთის მადიდებელი ადამიანი იყო აბრაამი, რომელიც უფალმა გამოარჩია თავისი წმინდა ცხოვრების გამო და მისცა აღთქმა, რომ მისი თესლიდან დიდი ერი წარმოდგებოდა და შემდგომ ამ ერში მოვიდოდა აღთქმული მესია, მხსნელი სოფლისა. ასე დაუდო აბრაამმა სათავე რჩულ ერს, რომლის უპირველესი მოვალეობა ღვთის წმინდა აღთქმის დაცვა და შენახვა, უფლის მცნებებით ცხოვრება იყო.

რჩეული ერისთვის ღვთისგან წინასწარმეტყველთა მოვლინება
- ვიცით, რომ ისრაელის ერი ეგვიპტელთა მონობაში ყოფნის პერიოდში გამრავლდა. ისრაელიანთა პირველი წინასწარმეტყველი იყო მოსე, რომელმაც რჩეული ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა. აღთქმულ ქვეყანაში შესვლიდან 400 წლის მანძილზე ისრაელიანთათვის მსაჯულთა ხანა იდგა. უკანასკნელი მსაჯული იყო სამოელი, რომელიც მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, წინასწარმეტყველიც იყო. ე.ი. მოსედან სამოელამდე ერს წინასწარმეტყველი არ ჰყოლია. საერთოდ, უფალი თავის ერს დროდადრო უვლენდა წინასწარმეტყველებს. რა იყო ამის მიზეზი?

- ძველი აღთქმის ისტორია მოწმობს, რომ რჩეული ერი და მისი წინამძღვრები ხშირად ივიწყებდნენ ღმერთს და მის მცნებებს. თავიანთ გულებში ანელებდნენ იმ აღთქმას, რომლის მიხედვითაც მათი შთამომავლობიდან, მათი ერიდან უნდა შობილიყო ხორციელად კაცობრიობის მხსნელი. ჭეშმარიტი ღვთის გზიდან გადასვლა მათგან კერპთმსახურებისკენ მიდრეკითაც ვლინდებოდა. წარმართული ცრუმორწმუნეობა და უზნეობა მთელი ერისა, მღვდელმთავრებისა და მეფეების ჩათვლით, დროდადრო უკიდურესობამდე მიდიოდა. თვით სამღვდლოებაც კი ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს და ერთან ერთად მსხვერპლს სწირავდა კერპებს. ამის თაობაზე არაერთგზის მოწმობს "წმინდა წერილი" (ეზეკ. 44,10; 48,11) - ისრაელიანები ღვთის ტაძარშიც კი აღმართავდნენ ხოლმე წარმართულ საკურთხეველს და საკერპო მსხვერპლს სწირავდნენ, მაგალითად, მეფე აქაბმა მღვდელმთავარს უბრძანა, რომ ტაძრის სპილენძის საკურთხეველი ისეთით შეეცვალა, როგორიც დამასკოში ჰქონდა ნანახი კერპების სამსხვერპლოზე (მეფ. 16,10-16); მეფე მანასეს დროს ღვთის ტაძარში ბილწი ასტარტას კერპიც კი აღმართეს (4 მეფ. 4-7), სხვა მხრივაც ბევრი წესი დაირღვა და შეიცვალა. ასეთ დროს ერის მხილება, შეგონება, განწმენდა და რჯულის ქადაგება მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების საქმე და პირდაპირი მოვალეობა იყო, მაგრამ, როგორც ვთქვით, სამღვდელოება, ერის სულიერი წინამძღვარი, ზოგჯერ თვითონ იყო მიდრეკილი კერპთმსახურებისკენ და თავს არ იწუხებდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ზოგჯერ სიცრუესაც ქადაგებდა და "უფლის ერს გზიდან აცდენდა". გავიხსენოთ თუნდაც ელი მღვდელმთავრის პერიოდი, რომლის დროსაც მოუვლინა უფალმა თავის რჩეულ ერს სამოელ წინასწარმეტყველი. ელი მღვდელმთავრის შვილები უფლის მღვდლები იყვნენ, მაგრამ უსჯულოდ იქცეოდნენ. მათ თავად ელი მღვდელმთავარი ამხელს ამის გამო (1 მეფ. 2,24).

რჩეული ერის ცხოვრების ასეთ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც თავად უმაღლესი სამღვდელოებაც უხვევდა ჭეშმარიტი ღვთის გზიდან და ერში ღვთის მცნებების მასწავლებელი აღარ რჩებოდა, აუცილებელი იყო ვინმეს ხალხისთვის უფალი და მისი სჯული გაეხსენებინა, თავის თავზე აეღო ეს წმინდა მისია და ხალხი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისკენ მოებრუნებინა. მართალია, როდესაც ისრაელი ღმერთს განეშორებოდა, მას სხვადასხვა სახის განსაცდელი ეძლეოდა ღვთისგან, მაგრამ ზოგჯერ ისრაელიანები იმასაც ვერ ხვდებოდნენ, რატომ ისჯებოდნენ. ასეთ მძიმე დროს ისრაელიანთა შორის გამოჩნდებოდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც ხალხს ღვთის ნებას აუწყებდნენ. ამის შესახებ უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით გვეუბნება: "სული უფლისა იტყოდა ჩემდა და სიტყვა მისი ენასა ზედა ჩემსა", პეტრე მოციქული კი უფლის წინასწარმეტყველთა მიმართ ბრძანებს: "არა ნებითა კაცთაითა მო-სადამე-იწია წინასწარმეტყველებაი, არამედ წუვითა სულისა წმიდისაითა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი" (2 პეტ. 1,21).

- ე.ი. წინასწარმეტყველთა პირით სულიწმინდა მეტყველებდა, მათი სახით თავად უფალი ეცხადებოდა ისრაელს... თავისი არსებობის რომელ პერიოდებში ჰყავდა ისრაელის ერს ღვთისგან მოვლინებული წინასწარმეტყველები? ღვთის ნების უწყების გარდა, კიდევ რა მისია და დანიშნულება ჰქონდათ მათ?

- მოსეს შემდეგ მთელი ოთხასი წლის მანძილზე ისრაელის ერს წინასწარმეტყველი არ ჰყოლია, რადგან მსაჯულთა ხანაში ერს ჰყავდა მართალი და ღვთის მადიდებელი წინამძღოლნი და ერიც გაცილებით მეტად ცხოვრობდა ღვთის მადიდებლობითა და რჯულის მორჩილებით, ვიდრე მეფეთა ხანაში. სამოელ წინასწარმეტყველის შემდეგ, მთელი ექვსი საუკუნის განმავლობაში - მეფეთა ხანაში, მით უფრო ისრაელის სამეფოს ორად გაყოფისა და შემდგომ ბაბილონის ტყვეობისას, ფაქტობრივად არ ყოფილა პერიოდი, ისრაელს წინასწარმეტყველი რომ არ ჰყოლოდა. ბაბილონის ტყვეობიდან იოანე ნათლისმცემლამდე წინასწარმეტყველი აღარ ჰყოლიათ, რადგან ამ პერიოდში ისრაელის ერის უმეტესი ნაწილი კვლავ დაუბრუნდა ჭეშმარიტი ღვთის მადიდებლობით, უფლის მცნებებითა და სჯულის დაცვით ცხოვრებას. გავიხსენოთ თუნდაც მაკაბელთა ხანა. შემდგომ ძველი აღთქმის სწავლებამ რაბინთა ხელში ნელ-ნელა იცვალა სახე, ჭეშმარიტებას გადაუხვია. როგორც ნებისმიერ პერიოდში, ამ დროსაც იყვნენ ისრაელიანთა შორის ჭეშმარიტების მიმდევრები და სჯულის დამცველნი, ადამიანები, რომლებიც ელოდნენ ღვთისგან აღთქმულ მესიას, მაგრამ მთლიანობაში ერში სარწმუნოებამ დაკნინება იწყო. მით უფრო მაცხოვრის მოსვლის წინა პერიოდში. სწორედ ამ დროს უვლენს უფალი თავის ერს იოანე წინასწარმეტყველს - ნათლისმცემელს, რომელმაც იქადაგა "მოახლოებული ცათა სასუფევლის" შესახებ. ის განამზადებს ერს აღთქმულ მესიასთან - მაცხოვართან შესახვედრად, აუწყებს, რომ ის, ვისზეც წინასწარმეტყველება იყო და ისრაელის ერი არსებობის მანძილზე ელოდა, სულ მალე მოვიდოდა, გამოუჩნდებოდა კაცობრიობას... ე.ი. რჩეულ ერს წინასწარმეტყველები იმ პერიოდებში ჰყავდა, როდესაც ჭეშმარიტების გზიდან უხვევდნენ, განუდგებოდნენ ღმერთს და მისგან მიცემულ სჯულს ივიწყებდნენ...

KARIBCHEწინასწარმეტყველები არ იყვნენ დაკავშირებული ცალკეულ ადგილებთან, ისინი მთელ ისრაელში ქადაგებდნენ ღვთის ნებას. სრულიად თავისუფალნი და ნაკლებად დამოკიდებულნი ამა ქვეყნის მთავართა ძლიერებაზე, თავიანთ თავზე იღებდნენ ერის სულიერი განვითარებისა და ჭეშმარიტი რელიგიურ-ზნეობრივი განათლების მისიას.

უფლის მიერ შთაგონებულნი რჯულის დამრღვევთ უშიშრად ამხელდნენ. ისინი მტკიცედ ეწინააღმდგებოდნენ მრავალღმერთიანობას და ცრუმორწმუნეობას და ისრაელის მზერას ერთი ჭეშმარიტი ღმერთისკენ მიაქცევდნენ. როგორც კი ერის ზნეობრივ დაცემას შეამჩნევდნენ, სიწმინდის სადარაჯოზე მდგარნი ამხელდნენ ცოდვებსა და უსჯულოებაში და აფრთხილებდნენ მოსალოდნელი სასჯელის შესახებ, რადგან უსჯულოება სასჯელს მოიტანს.

მთავარი, რისკენაც წინასწარმეტყველნი ხალხს მოუწოდებდნენ, იყო ღვთის რჯულისა და წესების წრფელი გულით შესრულება. ისინი მღვდლებსაც ამის გამო ამხელდნენ, რადგან ღმერთს არა წესებისა და კანონების გარეგნულად შესრულება, არამედ "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი" სჭირდება ადამიანისგან. გავიხსენოთ, რას ამბობს უფლის სახელით იერემია წინასწარმეტყველი: "რად მინდა საბაიდან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი. თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა". კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება წმინდა წერილიდან, როდესაც უფალი წინასწარმეტყველთა პირით შეაგონებს ერს, რომ მთავარი არა გარეგნული მოქმედება, არამედ შინაგანი განწყობა და უბიწოების გზით ღმერთთან სულიერ ერთობაში ყოფნაა.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები არა მარტო ამხელდნენ მღვდლებს, მეფეებსა და ერს უსჯულოებაში, არამედ მისი გამოსოწრების საშუალებებზეც მიუთითებდნენ: ეს იყო გზა ღმერთთან კავშირის აღდგენისა, რისთვისაც მოცემული მცნებების წმინდად შესრულებით უნდა მიეღწიათ, რადგან კარგად ჰქონდათ შეცნობილი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს რჯულის ყველა მცნების აღსრულებას, მით უფრო მის სულიერ გაგებას.

უმთავრესი ვალდებულება წინასწარმეტყევლებისა იყო მომავლის წინასწარმეტყველება. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მაცხოვრის ქალწული მარიამისგან შობის, მისი ქადაგების ადგილის, ჯვარცმის, აღდგომის... ასევე ქრისტიანული ეკლესიის დაარსებისა და იერუსალიმიდან გავრცელების შესახებ... ისინი წინასწარმეტყველებდნენ ნიშნებს, სად დაიბადებოდა მხსნელი, ვისი ტომიდან იქნებოდა, როდის მოვიდოდა. ბაბილონის ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა დანიელმა პირდაპირ იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე მაცხოვარი მოვიდოდა ქვეყანაზე სამოცდაათჯერ შვიდი წლის შემდეგ - ე.ი. 490 წლის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც იუდეველები სპარსეთის მეფის -კიროსის ბრძანებით სამშობლოში დაბრუნების ნებას მიიღებდნენ და იერუსალიმის ტაძარსა და ქალაქის გავლენას აღადგენდნენ. უმთავრესი, უპირატესი წინასწარმეტყველება და ნიშანი მაცხოვრის, მხსნელის შესახებ იყო ის, რომ მას ჯვარს აცვამდნენ და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა...

წინასწარმეტყველთა ყოფა და მიზანი მათი მსახურებისა
- ცხადია, წინასწარმეტყველთა ცხოვრება იმ ერში, რომელიც ხშირად ივიწყებდა უფალს, არ იყო ადვილი. მათ დევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ, ზოგიერთი მოაკვდინეს კიდეც. მიუხედავად ამისა, ისინი მთელ ცხოვრებას უფლის მცნებების დაცვასა და ხალხის ღვთისკენ მობრუნების ღვაწლში ატარებდნენ, მთელ სიცოცხლეს ღვთისა და ხალხის სამსახურს უძღვნიდნენ. მათთვის ერზე ზრუნვა ყოველთვის პირად საქმეებსა და კეთილდღეობაზე უპირატესი იყო, ყოველთვის მზად იყვნენ, თავი გაეწირათ ერისთვის. უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე ამგვარად შესთხოვს ღმერთს თავისი ხალხის შეწყალებას: "გევედრები, უფალო, ცოდა ერმან ცოდვაი დიდი და ქმნეს თავისა თვისისა კერპნი ოქროსანი და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ, უკუეუ არა აღმხოცე მეცა წიგნისაგან მისგან, რომელსა დამწერე". ამ სიტყვებიდან ცხადად ჩანს, როგორ უყვარს მოსეს თავისი ერი, რომელიც ღვთის აღთქმას ინახავს და რომლისგანაც უნდა იშვას მხსნელი სოფლისა. სწორედ ეს აღთქმა იყო წინასწარმეტყველთა თავგანწირული მსახურების მიზანი, აღთქმა, რომელიც არა მარტო რჩეულ ერს, არამედ მთელ კაცობრიობას იხსნიდა ბნელეთის ტყვეობიდან, სიკვდილისა და ხრწნილებისგან.

ეს წმინდა ადამიანები ცხადად წინასწარმეტყველებდნენ მთელი რჯულისა და აღთქმის იმედზე, მის დიდებულ ბრწყინვალებაზე, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელსაც წინასახეობრივად გამოხატავდნენ თავიანთი მსახურებითა და საქმეებით ეს წინასწარმეტყველები.

- საინტერესოა, რატომღა იყო აუცილებელი წინასწარმეტყველთა მოვლინება ისრაელიანებისთვის, თუკი ისინი მაინც არ ისმენდნენ მათსას, დევნასა და შეურაცხყოფას დაუწყებნენ?

- ერთი მხრივ აუცილებელი იყო მათი საქციელის მხილება და გაფრთხილება მოსალოდნელი სასჯელის შესახებ. ამასთან, ვიცით, რომ ისრაელიანთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მათ სიტყვას იღებდნენ. ასევე მათი მივლინება და სიტყვა საჭირო და აუცილებელი იყო მომავალი თაობებისთვისაც. წინასწარმეტყველებმა თავიანთი მისია აღასრულეს.

დიდი და მცირე წინასწარმეტყველები
- ძველ აღთქმაში არსებობს ოთხი დიდი და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი. დიდ წინასწარმეტყველებად იწოდებიან: ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი. მცირე წინასწარმეტყველნი არიან: ოსე, ამოსი, აბდია, იონა, იოველი, მიქეა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფრონია, ავგია, ზაქარია და მალაქია.

- რატომ არიან წინასწარმეტყველნი სახელდებულნი დიდ და მცირე წინასწარმეტყველებად?

- მცირე წინასწარმეტყველებად იწოდებიან ის წინასწარმეტყველნი, რომლებმაც რაღაც კონკრეტულ ფაქტსა და მოვლენასთან, საკითხთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველეს, მათი წინასწარმეტყველება განცხადდა რაღაც მოვლენებთან დაკავშირებით. ამასთან, მცირე წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ რომელიმე კონკრეტულ ადგილას. დიდი წინასწარმეტყველნი მთელ ისრაელში წინასწარმეტყველებდნენ და სიცოცხლეშივე იყვნენ ცნობილნი მთელი ერისთვის. ყველა მათგანს ფაქტობრივად მთელი მომავალი აქვს ნაწინასწრმეტყველები - იერუსალიმის დანგრევა, ისრაელიანთა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმის ტაძრის აღდგენა, მაცხოვრის შობა, ჯვარცმა, აღდგომა... საღვთო მადლი, სულიწმინდის მადლი, რომლითაც წინასწარმეტველნი წინასწარმეტყველებდნენ, ყველასთვის ერთი იყო.

- რაც შეეხება სხვა წინასწარმეტყველთა სახელით ცნობილ წინასწარმეტყველებს, როგორიც იყვნენ დავით მეფსალმუნე, მოსე, იოანე ნათლისმცემელი, წინამორბედი უფლისა...

- მათი მოვალეობა და მისია არ ყოფილა მხოლოდ წინასწარმეტყველება. ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრები ყველა მართალი ადამიანი რაღაც კონტექსტში წინასწარმეტყველიც იყო. ასე იყო დავითიც. ვიცით, რომ მის ფსალმუნებში უდიდესი წინასწარმეტყველებებია გადმოცემული, რაც სულიწმინდისგან ეუწყებოდა. ცხადია, ეს იყო წინასწარმეტყველება.

მოსე იყო უდიდესი წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველთა შორის, მაგრამ, ამავდროულად, ის იყო ერის მმართველიც. პირდაპირ წინასწარმეტყველებად მოვლინებული წმინდა მართალი კაცნი იყვნენ მამხილებელნი ერისა, მეფისა, მათი წინამძღვრებისა.

იოანე ნათლისმცემლის, უფლის წინამორბედის, მისიაც უფრო მეტად მაცხოვრის, აღთქმული მესიის მოსვლის დამოწმება იყო.

- რატომ გამოარჩია და მოიხმო უფალმა წინასწარმეტყველებად სწორედ ეს ადამიანები?

- უფალი ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად ადამიანს ირჩევს მისი სულიერი მდგომარეობის მიხედვით. უფლის წინასწარმეტყველებს უმაღლესი სულიერება ჰქონდათ, ისინი თავიანთი რწმენთა და ღვთის მადიდებლობით იყვნენ გამორჩეულნი, მათი გული უფალს ეკუთვნოდა. სწორედ ამ თვისებების გამო გამოარჩია ისინი უფალმა და დააკისრა აღსრულება წმინდა და უდიდესი მისიისა.

უფალი კი არ გამოარჩევს ადამიანებს, არამედ თვითონ ადამიანები აძლევენ საფუძველს უფალს, რომ იყვნენ გამორჩულნი. ღვთის მადლი ყველასთვის იფრქვევა, მაგრამ მას ისინი იღებენ, ვისაც გაღებული აქვს გული ღვთის მადლის მისაღებად, თავისი თავისუფალი ნებით სასოებენ და სრულად მინდობილნი არიან უფალს და ცხოვრობენ წმინდა და მართალი ცხოვრებით.

იესო ქრისტეს როგორც წინასწარმეტყველის მსახურება
- მართლმადიდებლური მოძღვრებით, ქრისტეს სამმაგი, სამმხრივი მსახურება გამოიყოფა. გამოყოფენ მის როგორც მღვდელმთავრის, წინასწარმეტყველისა და მეფის მსახურებას - ქრისტე იყო მღვდელმთავარიც, წინასწარმეტყველიც და მეფეც. ამის კვალობაზე მის მსახურებას სამმხრივი ეწოდება. რას გვეტყვით იესო ქრისტეს როგორც წინასწარმეტყველის მსახურებასთან დაკავშირებით? რაში გამოიხატა მისი როგორც წინასწარმეტყველის მსახურება?

- "თავისი საწინასწარმეტყველო ღირსება ქრისტემ ყველაზე მეტად მაშინ წარმოაჩინა, როდესაც იგი მომავალს წინასწარმეტყველებდა, ოღონდ არა რომელიმე გამოცხადების მიხედვით, არამედ საკუთარი მცნობელობით, როგორც ღმერთი და კაცი" ("სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება"). ყველა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა მესიის მოსვლას და კაცობრიობის გადარჩენას. მაცხოვარმა ეს თვითონ აღასრულა, მაგრამ ვიდრე კაცობრიობის გამოხსნას - ჯვარცმას აღასრულებდა, ადამიანებს აუწყა, რომ ეს მოხდებოდა და მოხდებოდა მის მიერ. ვიცით, რომ განკაცებული უფალი წინასწარმეტყველებდა თავისი ჯვარცმის, გაცემის, მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ის იყო სარწმუნოების, ცხოვნებისა და კეთილმსახურების მახარებელი, იმისა, რაც სახარებაშია გადმოცემული - საღვთო გამოცხადებისა. წინასწარმეტყველნი მომავალს განჭვრეტდნენ ღვთისგან მიცემული გამოცხადებით, მაცხოვარი კი წინასწარმეტყველებდა თავისი "მცნობელობით", ღვთაებრივი ბუნებიდან გამომდინარე ცოდნით. მან ადამიანებს მთელი სისავსით აუხსნა ზეციური მამის ნება კაცობრიობის გადარჩენის შესახებ და მისცა ახალი, მაცხოვნებელი სჯული. იგია ახალი სჯულის მომცემი, ადამიანთა ცოდვათაგან გამომხსნელი და ზეცად ამყვანებელი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat