ძველი სტილით 30 მარტს და ახალი სტილით 12 აპრილს ეკლესია იხსენიებს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ იოადს.
ღვთისგან მომავლის განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებული ძველი აღთქმის ადამიანები უფლის წინასწარმეტყველებად იწოდებიან. ისინი უფალმა იხმო, რათა მათი მეშვეობით თავისი სიტყვა და წმინდა ნება ეუწყებინა და კაცობრიობა, მით უფრო რჩეული ერი, აღთქმული მესიის მისაღებად, უფალთან შესახვედრად მოემზადებინა. წინასწარმეტყველთა სახით თავად უფალი ეცხადებოდა ადამიანებს, მათი ბაგეებით მეტყველებდა და მოუწოდებდა მათ ჭეშმარიტებისკენ... წმინდა იოად წინასწარმეტყველი იყო სამარიტელი და წინასწარმეტყველებდა X საუკუნეში ქრისტემდე. მის შესახებ მოთხრობილია III მეფეთა წიგნის XIII თავში. უფალმა წმინდა იოადი იუდეიდან ბეთილში გააგზავნა ისრაელის მეფის იერობოამის სამხილებლად, რომელმაც ერი აცდუნა და კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში ჩააგდო. ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა: "არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაც მოხვედ" (3 მფ. 13,9).
იოად წინასწარმეტყველი წარუდგა იერობოამს და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მეფემ ხელით ანიშნა, შეეპყროთ წინასწარმეტყველი და ეს ხელი იმწამსვე შეახმა. იერობოამი შეევედრა იოადს, ელოცა მისთვის და წინასწარმეტყველის ლოცვით განიკურნა კიდეც. სამშობლოში დაბრუნებულმა იოადმა უგულვებელყო უფლის მცნება და ცრუწინასწარმეტყველის ემვეს მოწოდებული საჭმელი მიიღო. უფლის სასჯელმაც არ დააყოვნა: წინასწარმეტყველი ლომმა დაახრჩო. იოადის ნეშტი მისი მაცდუნებელი ცრუწინასწარმეტყველის საცხოვრებელთან დაასაფლავეს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი