პირველი (IV) და მეორე (+452) მოპოვება წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავისა - 24 თებერვალი (9 მარტი ან 8 მარტი - ნაკიან წელს)
პირველი (IV) და მეორე (+452) მოპოვება წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავისა - 24 თებერვალი (9 მარტი ან 8 მარტი - ნაკიან წელს)
ძველი სტილით 24 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესის წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პირველ და მეორე მოპოვებას ზეიმობს.

გავიხსენოთ, ვინ იყო ნათლისმცემელი და რატომ მოჰკვეთეს მას თავი.

მარადიული მზის - იესო ქრისტეს ამობრწყინებას წინ უსწრებდა ცისკრის მნათობი, იოანე ნათლისმცემლის სახით.

მისი მშობლები იყვნენ მღვდელი ზაქარია და ელისაბედი. ისინი ორივენი მართალნი იყვნენ ღვთის წინაშე, ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს. შვილები მათ არ ჰყავდათ, ორივენი ხანში შესულები იყვნენ. ერთხელ, როდესაც ზაქარია ტაძარში შევიდა საკმეველად, მთელი ხალხი კი გარეთ ლოცულობდა, მას მოევლინა ღვთის ანგელოზი, საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. ზაქარია შეძრწუნდა და შეშინდა, ანგელოზმა კი უთხრა: "ნუ გეშინია, ზაქარია, შენი ვედრება შესმენილ იქნა. შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, რომელსაც იოანეს დაარქმევ. ეს ამბავი შენი სიხარული იქნება. მისი შობით მრავალი გაიხარებს. ღვინოს არ დალევს, ბავშვობიდანვე სულიწმიდით აღივსება და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფლის მიმართ და უწინამძღვრებს მათ ელიას სულითა და ძალით".

დამშვიდებულმა ზაქარიამ ანგელოზს ჰკითხა:

- როგორ დავიჯერო ეს, მეც და ჩემი ცოლიც ხომ მოხუცები ვართ?

ანგელოზმა მიუგო:

- ღმერთის წინაშე მდგომარე გაბრიელი ვარ და მოვედი, რათა გახარო ეს ამბავი. შენ კი რადგან არ ირწმუნე ჩემი სიტყვები, დადუმდები და სიტყვას ვერ დაძრავ იმ დღემდე, სანამ არ აღსრულდება ჩემი ნათქვამი.

ამასობაში ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში, ის კი გამოვიდა და ვერ შეძლო ხმის ამოღება, მხოლოდ ანიშნა მათ, რომ ხილვა ჰქონდა და დამუნჯებული იყო. მისი შინ დაბრუნების შემდეგ ელისაბედი დაფეხმძიმდა.

იოანეს დაბადებამდე სამი თვით ადრე ასაკოვანი ელისაბედი მოინახულა ნათესავმა, ყოვლადკურთხეულმა მარიამმა. ნაზარეთში მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ იგი შობდა ძეს ღვთისას.

მომავალი დედობითა და საყვარელ მარიამთან შეხვედრით გახარებული ელისაბედი აღივსო სულიწმიდით და მან, პირველმა ადამიანთა შორის, წინასწარმეტყველურად აღიარა ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობლად: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა! და ვინა ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?"

მაშინ მარიამმა დიდი თავმდაბლობით იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი დიდება: "ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი". მარიამმა ელისაბედთან სამი თვე დაჰყო და შემდეგ შინ დაბრუნდა. როდესაც ელისაბედისთვის შობის ჟამმა მოაღწია, ნათესავები და მეზობლები მივიდნენ მასთან და გაიხარეს, რომ უფალმა სიბერის ჟამს მისცა მას ძე და ამით განადიდა მისი სახელი. როდესაც ჩვილისათვის სახელის დარქმევის დრო დადგა, ელისაბედმა, კვლავ წინასწარმეტყველების სულით აღვსილმა, წინადადებაზე - დაერქვათ მამის სახელი ზაქარია, განაცხადა: "ეწოდოს იოანე".

დამუნჯებულმა ზაქარიამ მოითხოვა ფიცარი და დაწერა: "მისი სახელია იოანე".

ზაქარიამ მაშინვე ამოიდგა ენა, აკურთხებდა ღმერთს და წინასწარმეტყველებდა თავისი შვილის მომავალს.

იოანე ნათლისმცემლის შესახებ სახარება მოკლედ გვიამბობს:

"ხოლო ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელისა მიმართ".

დიმიტრი როსტოველის თვენის საკითხავებში მოთხრობილია, რა სასწაულებრივად გადაურჩა იოანე ნათლისმცემელი მეფე ჰეროდეს დევნას, ბეთლემის ყრმათა ამოხოცვის დროს. მეფე ჰეროდემ ზაქარიას ძის, იოანეს მოკვლაც ბრძანა, რადგან მის შესახებ ბევრი საოცარი რამ სმენოდა და შეეძლო ევარაუდა, ის იუდეველთა მეფე იქნებაო. მკვლელები ზაქარიას სახლში გაგზავნა, მაგრამ ჩვილი იქ არ აღმოჩნდა. როდესაც მოწყვეტილ ყრმათა გოდება ბეთლემის მახლობელ ქებრონში ელისაბედმა გაიგო, პირმშოიანად მაღალმთიანეთში გადაიმალა. მღვდელი ზაქარია ამ დროს ტაძარში მღვდელმსახურებას აღასრულებდა. ელისაბედი თვალცრემლიანი ევედრებოდა ღმერთს, დაეცვა იგი თავის შვილთან ერთად. როდესაც მდევრები დაეწივნენ, მთას შესთხოვა: "მთაო ღვთისაო, მიიღე დედა პირმშოსთან ერთად". მთა გაიხსნა, მიიღო დედა-შვილი და მკვლელებისაგან დაიფარა. ისინი ჰეროდესთან ხელცარიელნი დაბრუნდნენ. მაშინ მეფემ ზაქარიასთან ტაძარში გაგზავნა ხალხი და მოსთხოვა, გაეცა ძე, იოანე.

- მე ჩემს ღმერთს ვემსახურები და არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ, - განაცხადა ზაქარიამ.

განრისხებულმა ჰეროდემ მეომრებს უბრძანა, თუ ზაქარია არ გასცემს ვაჟს, მოკალითო.

სასტიკმა წარგზავნილებმა, საბოლოო უარის მიღების შემდეგ, მოკლეს ზაქარია საკურთხეველთან. მისი სისხლი მარმარილოს იატაკზე დაიქცა.

ღვთივ დაცული ელისაბედი კი თავის ძესთან ერთად კვლავ მთას აფარებდა თავს. უფლის ნებით, იქ გამოქვაბული წარმოიქმნა და წყარომ ამოხეთქა. გამოქვაბულის თავზე ფინიკის ხე წამოიმართა და როდესაც დედა-შვილს მოშივდებოდა, ხე მათკენ დაიხრებოდა, თავისი ნაყოფით დაანაყრებდა და კვლავ გაიმართებოდა.

ზაქარიას მოკვლიდან ორმოცი დღის შემდეგ წინამორბედის დედა, ელისაბედი, ამ გამოქვაბულშივე მიიცვალა. წმინდა იოანეს ანგელოზები კვებავდნენ ჭაბუკობის ასაკამდე და უდაბნოში იფარავდნენ ისრაელისათვის მისი გამოცხადების ჟამამდე.

როდესაც 30 წლის შესრულდა, უფლის ნებით, იოანე უდაბნოდან გამოვიდა და ქადაგება დაიწყო მდინარე იორდანეს შემოგარენში. მანამდე ხალხში ვერ გამოჩნდებოდა, რადგან ძველი აღთქმის სჯულის თანახმად, მხოლოდ 30 წლის შემდეგ ჰქონდათ ქადაგებისა და მსახურების უფლება. იოანემ უწყის, რა მდგომარეობაში იმყოფება კაცობრიობა, მით უფრო ისრაელის ერი, სულიერად. მან პირდაპირ დაიწყო ქადაგება: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ; გამოიღეთ ნაყოფი სინანულისაჲ. შეიცვალეთ ცხოვრების წესი, განიწმინდეთ გულები, გახდით მოწყალენი... განამზადეთ გზანი უფლისანი... ვინც შეინა-ნებდა და გულით ირწმუნებდა მომავალ მესიას, მდინარე იორდანეში ნათლავდა... ის სინანულის გზით განამზადებდა ადამიანთა გულებს მაცხოვრის მისაღებად. იოანე შეიქნა ხიდად ძველსა და ახალ აღთქმას შორის - კაცობრიობა ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში გადაჰყავს.

იოანე იქცეოდა ისე, როგორც კაცთაგან ჯერ არავინ მოქცეულა, იგი გამორჩეული იყო თავისი წმინდა ცხოვრებით, იმდენად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, იმასაც კი ეკითხებოდნენ, - შენ ხომ არ ხარ მესიაო. იოანე კი პასუხობდა, - მე არ ვარ ქრისტე, მე ვარ ხმა მღაღადებელი უდაბნოში, რომელიც მოუწოდებს ყველას განიწმინდოს სული, რათა პირნათელნი შეხვდნენ უფალს. თქვენ შორის დგას, ვისაც არ იცნობთ, ის ჩემ შემდგომ მოდის, მაგრამ უწინარეს ჩემსა იყო. მე მისი თასმის შეხსნის ღირსიც არ ვარ, - ვინც ჩემ შემდგომ მოდის, ის მოგნათლავთ წყლითა და სულიწმიდით, მე კი იმიტომ მოვედი, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს... შემდგომ, როდესაც იორდანეს სანაპიროზე მისკენ მომავალი იესო დაინახა, პირდაპირ დაამოწმა მაცხოვარზე: "აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი". უფალი ყველანაირად ცდილობს, ყველა ადამიანის გულში შევიდეს, ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება. იოანეს მეშვეობით განცხადებულად აძლევს ნიშანს ადამიანებს მხსნელის შესახებ. უფალმა ინება, რომ ჯერ წინამორბედი მოსულიყო და შემდეგ - თვითონ, რათა თუკი ადამიანები იოანეს, უფლის წინამორბედს, მოუსმენდ¬ნენ, მასთან მივიდოდნენ, მაგრამ შემდეგ თითოეული ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ჭეშმარიტებას.

როგორც ვთქვით, იოანემ აღასრულა თავისი მისია - კაცობრიობა მოამზადა უფალთან შესახვედრად. ამიტომაც ეწოდა წინამორბედი უფლისა. იგი წინასწარმეტყველიცაა, რადგან წინასწარმეტყველებდა მოახლოებული ცათა სასუფევლის შესახებ.

წმინდა იოანე ნათლისმცემელმა არა მხოლოდ შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს. მას თავი მოჰკვეთეს გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით. იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის შესახებ მოგვითხრობენ მათე და მარკოზ მახარებლები: გალილეის მმართველმა ჰეროდე ანტიპამ მიატოვა კანონიერი მეუღლე და უკანონო გზით ცოლად დაისვა თავისი ძმის, ფილიპეს თანამეცხედრე ჰეროდიადა. იოანე სასტიკად და დაუფარავად ამხელდა ანტიპას ამ უსჯულოების გამო. ჰეროდეს მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ხალხის რისხვისა ეშინოდა, რადგან მას მთელი ერი აღიარებდა. თვითონაც იცოდა, რომ იოანე მართალი და წმინდა კაცი იყო. მმართველმა ის საპყრობილეში ჩააგდებინა...

დადგა ჰეროდეს დაბადების დღე. მან წვეულებაზე მთავრები და ასისთავები მიიწვია. ჰეროდიადას ასულმა სალომეამ იცეკვა სტუმრების წინაშე და დიდად ასიამოვნა ჰეროდესა და სტუმრებს. ჰეროდიადას ასულის ცეკვით მოხიბლულმა ანტიპამ აღუთქვა სალომეას, რომ ყველაფერს შეუსრულებდა, რასაც მოისურვებდა: რაც გინდა მთხოვო, ყველაფერს მოგცემ, თუნდაც ნახევარ სამეფოსო. სალომეამ დედას მიაშურა რჩევისთვის და მისი შეგონებით, სანაცვლოდ ითხოვა "თავი იოანე ნათლისმცემლისა". ჰეროდე დათანხმდა, მაგრამ აღსრულებას ხალხის შიშით ვერ ბედავდა. უსჯულო ჩანაფიქრის აღსრულების საბაბად ფიცი გამოიყენა და ჯალათებს იოანეს თავის მოკვეთა უბრძანა. ჯალათებმა ბრძანება აღასრულეს. არსებობს გადმოცემა, რომ სინანულის მქადაგებლის, წმინდა იოანეს მოკვეთილი თავის ბაგეები კიდევ ერთხელ განიხვნა და წარმოთქვა: "ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას შენი ძმის, ფილიპეს ცოლი..."

როცა წმინდა იოანე ნათლისმცემელს პატიოსანი თავი მოჰკვეთეს, ჰეროდიადას ასულმა, სალომეამ ის ლანგრით მიართვა დედას. ამ უკეთურმა ქალმა ნემსით დაჩხვლიტა წმინდანის ენა, რომელიც მას უსჯულოებაში ამხელდა და ნება არავის მისცა, იგი წმინდანის სხეულთან ერთად დაეკრძალათ. ეშინოდა, სხეულთან ერთად რომ დავმარხო, იოანე მკვდრეთით აღდგება და კვლავ მამხელსო. წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა მისი სხეული ჩუმად დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში. თავი კი ჰეროდიადამ თავისი სასახლის უწმინდურ ადგილას ღრმად ჩამარხა. ეს ადგილი მხოლოდ ჰეროდეს ეზოს მოძღვრის, ქოზას ცოლმა იოანამ იცოდა (მას იხსენიებს ლუკა მახარებელი). იგი წუხდა ასეთი დიდი წინასწარმეტყველის მკვლელობის და შელანძღვის გამო. ღამით ჩუმად ამოიღო წმინდა იოანეს თავი, ჩადო თიხის ჭურჭელში და ელეონის მთაზე, ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დამარხა. ამასობაში, იესო ქრისტეზე ხმებმა ჰეროდემდეც მოაღწია. ცოლთან ერთად დაიწყო ფიქრი, იგი მკვდრეთით აღმდგარი იოანე ხომ არ არისო. დაიწყეს თავის ძებნა, მაგრამ ვერ იპოვეს. ჰეროდემ შინაურებს უთხრა კიდეც: "ის იოანეა, რომლის თავის მოკვეთაც ვუბრძანე. ახლა მკვდრეთით აღმდგარა და სასწაულებს იქმსო" (შდრ მათე 14, 21, ლუკა 6,16).

დიდი ხნის შემდეგ ცნობილმა დიდებულმა, ინოკენტიმ ქრისტე ირწმუნა, დაუტევა სოფელი, მივიდა იერუსალიმში, იყიდა ელეონის მთაზე ის ადგილი, რომელიც ოდესღაც ჰეროდეს ეკუთვნოდა, აიშენა კელია, გახდა მონაზონი და აღასრულებდა ქრისტეს მცნებებს. პატარა ქვის საყდრის ასაშენებლად დაიწყო მიწის გათხრა. ღვთის განგებულებით, თიხის ჭურჭელი აღმოაჩინა. სხვადასხვა ნიშ-სასწაულებით და საღმრთო გამოცხადებით შეიტყო, რომ მასში ჩადებული თავი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა იყო და დიდი სასოებით ინახავდა თავისთან. მის სიკვდილამდე მეფეებმა იერუსალიმში კერპი დადგეს და მას ეთაყვანებოდნენ. ბერმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, შეეშინდა, მერე ამ სიწმინდეს უპატიოდ არ მოეპყრონო და იქ შთაფლა, სადაც მისი კელია და ეკლესია იდგა. გავიდა კარგა ხანი. ეკლესია ჩამოინგრა, ლამის მიწასთან გასწორდა. დიდხანს არავინ იცოდა, სად ესვენა წმინდა იოანეს თავი. როცა ტახტზე წმინდა კონსტანტინე ავიდა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, დედამისმა, ელენე დედოფალმა მოიძია, განწმინდა და აღადგინა იერუსალიმის თითქმის ყველა სიწმინდე. ამ პერიოდში აღმოსავლეთით მცხოვრები ორი ბერი სიწმინდეების თაყვანსაცემად იერუსალიმში გამოემგზავრა. ერთ-ერთ მათგანს ძილში წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და გაუმხილა ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო მისი პატიოსანი თავი და უბრძანა, ამოეღოთ. როცა ბერმა მეგობარს სიზმარი მოუთხრო, მან არ დაიჯერა ეს, ვიდრე მასაც ასე არ შთააგონა წმინდა ნათლისმცემელმა. წმინდა იოანე ბერს მეორედ გამოეცხადა და უბრძანა, - დაუტევეთ თქვენი სიზარმაცე და ურწმუნოება და გააკეთეთ ის, რაც გითხარითო. ბერები ახლა კი მივიდნენ დასახლებულ ადგილას, ამოთხარეს მიწა და იქ ფასდაუდებელი საგანძური - წმინდა იოანეს თავი იპოვეს, ჩადეს იგი აქლემის მატყლის ტომარაში და შინ წავიდნენ.

იმ დროსვე ერთი ემესელი ღარიბი მექოთნე იძულებული გახდა, სამშობლო, ოჯახი მიეტოვებინა და სამუშაოდ სხვა მხარეში წასულიყო. გზაზე იგი ამ ორ ბერს დაემგზავრა. ბერებმა მას აჰკიდეს ჯვალოს ტომარა, რომელშიც წმინდა ნათლისმცემლის თავი იდო, მექოთნეც მშვიდად მიუყვებოდა გზას, რადგან იცოდა, რას მიაბრძანებდა. უეცრად წმინდა იოანე გამოეცხადა და უთხრა: "მიატოვე შენი თანამგზავრები და ეგ ტომარაც წაიღეო". წმინდა იოანემ ეს იმიტომ უბრძანა, რომ ამ ბერებს სიზარმაცის და ურწმუნოების გარდა, უკრძალველობაც შეამჩნია, რადგან ასეთი სიწმინდე ჩააბარეს უცნობსა და უბრალო კაცს. თანაც სურდა, გლახაკი ღვთისსათნო ცხოვრებისთვის განეწყო. კაცი დაემორჩილა წმინდანს, გაეპარა ბერებს, შინ დაბრუნდა და თან, როგორც უდიდესი საუნჯე, წმინდა იოანეს თავი შეაბრძანა. უფალმა წმინდა იოანეს გამო აკურთხა მისი სახლი. კაცი გამდიდრდა, მაგრამ არ გაამპარტავნებულა.

უხვად გასცემდა მოწყალებას... სიწმინდეს არ "შესჩვევია", ყოველდღე მის წინაშე კანდელებს ანთებდა და საკმეველს აკმევდა, ლოცულობდა და ცდილობდა, უფლის მცნებებით ეცხოვრა. როცა სიკვდილის ჟამი დაუდგა, წმინდა იოანესვე ბრძანებით, ნათლისმცემლის პატიოსანი თავი წყლის ჭურჭელში ჩადო, ჭურჭელი - კიდობანში ჩაკეტა, დაბეჭდა და სიწმინდე თავის დას გადასცა. თან დაწვრილებით მოუთხრო, თუ როგორ დააღწია თავი სიღარიბეს წმინდა იოანეს წყალობით. ანდერძად დაუბარა დას, რომ ყოველთვის კეთილკრძალულად მოპყრობოდა სიწმინდეს და კიდობანი მანამდე არ გაეხსნა, ვიდრე წმინდა იოანე არ ინებებდა თავის გამოცხადებას. სიკვდილის წინ ქალს ეს სიწმინდე ღვთისმოშიში კაცისთვის უნდა გადაებარებინა.

წმინდა იოანეს პატიოსანი თავი დიდხანს ამგვარად გადადიოდა ხელიდან ხელში, ბევრი ღვთისმოშიში ქრისტიანი ინახავდა სიწმინდეს, ბოლოს, არიოზელ მღვდელ-მონაზონ ევსტიტეს ერგო, რომელიც ემესოს ახლოს მღვიმეში ცხოვრობდა. უძლურები მიდიოდნენ მასთან და წმინდა იოანეს ლოცვით პოვებდნენ კურნებას, ის კი, ქურდივით, საკუთარ ერესს მიაწერდა მადლის მოქმედებას და სასწაულებრივ კურნებათა მიზეზს მალავდა. ემესელები მიუხვდნენ მზაკვრობას და მისი მღვიმიდან გაძევება გადაწყვიტეს. ითხოვა, ერთი დღე მაცალეთ და წავალო. დათანხმდნენ. ევსტიტემ კიდობანი მიწაში ჩაფლა - დავბრუნდები და წავიღებო, მაგრამ მღვიმეში ღვთისმოშიში ბერები დახვდნენ და შიგ აღარ შეუშვეს.

მღვიმეში საძმო გამრავლდა, დაარსდა მონასტერი. არავინ იცოდა, რომ მათთან ასეთი დიდი საგანძური იყო დაკრძალული. მრავალი წლის შემდეგ ემესის ოლქის არქიმანდრიტმა მარკელაოსმა გამოაცხადა: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც ღირსმყო გამოცხადებისა, რომელიც ვიხილე 18 თებერვალს. თითქოს ჩვენი სავანის ყველა კარი გაღებული იყო. გადავწყვიტე დამეკეტა კარი, მაგრამ დავინახე, რომ სავანის კარიდან წყალი მდინარესავით მოედინებოდა. გამიკვირდა. ნანახზე ვფიქრობდი, როცა მომესმა ხმა მრავალი დასის ხალხთა, რომლებიც აღმოსავლეთიდან ჩვენკენ, წყალზე მოაბიჯებდნენ. თითოეული მათგანი თავის ენაზე იტყოდა: "აქ გამოცხადდება წმინდა იოანე, ნათლისმცემელი ქრისტესიო". შევიდნენ მონასტერში. მე კი, შიშით მოცულმა უკვე დავივიწყე მომდინარე წყალი და კიბის თავზე ავედი. ვდგავარ, ვუცქერ სავანეს, რომელსაც ორი კარი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. შუაში კი ვეებერთელა ტაძარი დგას, თითოეული დასი შედიოდა დასავლეთის კარიდან, გაემართებოდა ეკლესიისკენ, მუხლს მოიდრეკდნენ და სავანიდან სამხრეთის კარით გამოდიოდნენ. როცა მსვლელობა შეწყდა, ჩამესმა - ეს არის დიდი იოანე ნათლისმცემელი.

ეკლესიაში წმინდა იოანე დავინახე, გვერდით ორი კაცი ედგა. ხალხი კურთხევისთვის მივიდა წმინდა იოანესთან. შიშით და კანკალით ბოლო მივედი ნათლისმცემელთან. მოვუდრიკე მუხლნი და ვეთაყვანე. წამოდექიო, - მიბრძანა. სიყვარულით მომეხვია, შემდეგ თაფლით სავსე ჭურჭელი მომაწოდა: "მიიღე კურთხევად", - მითხრა და წავიდა. წინ ნათლის სვეტი უძღოდა. გამომეღვიძა. მეორე საღამოს ძმებს ფსალმუნთა გალობა ვუბრძანეთ. გალობისას ერთ-ერთმა ძმამ, ისააკმა, სარკმლიდან თვალი მოჰკრა, ზემოთ, მღვიმევის ეკლესიას, სადაც იყო დამალული წმინდა იოანეს პატიოსანი თავი, ცეცხლი ეკიდა: მამაო, შეხედე წმინდა მღვიმეს ცეცხლი უკიდია", - წამოიძახა ისააკმა. "ნუ გეშინია, ძმაო, - დავამშვიდე, - ჯვარი გამოისახე და დუმილი დაიმარხე".

ხუთი დღე გავიდა. მეექვსე ღამეს ძილში ვიღაცამ მხარზე ხელის კვრით გამომაღვიძა და ხმა გაისმა: "აი, მე მოგეძღვენით თქვენ. ადექი, გაჰყევი წინმავალ ვარსკვლავს, გათხარე ადგილი, სადაც ის მიგიყვანს და მომიპოვებ მე".

შიშით და კანკალით წამოვდექი. დავჯექი საწოლზე და რას ვხედავ: ჩემი კელიის კართან ვარსკვლავი ბრწყინავს. შეძრწუნებულმა ჯვარი გამოვისახე. მივყევი ვარსკვლავს, მან მღვიმეში შემიყვანა. მივედი იმ ადგილას, სადაც წმინდა იოანეს თავი იყო დაკრძალული და ვარსკვლავი გაქრა. დავემხე მიწაზე და ლოცვა დავიწყე. დიდ ხნის ლოცვის შემდეგ ავანთე სანთელი, ვაკმიე საკმეველი და იესოს ლოცვით მიწის თხრას შევუდექ. ქვის დაფით დაფარული წმინდა ჭურჭელი ვიპოვე, სადაც წმინდა იოანეს პატიოსანი თავი იყო ჩასვენებული. გავკადნიერდი და ხელით შევეხე, ვეთაყვანე. მერე ისევ დავახურე, დავფარე სიწმინდე და გარეთ გამოვედი. კართან არქიმანდრიტი გენადი შემხვდა - ჩვენს მონასტერში მოსულიყო. მღვიმეში შემიყვანა, ლოცვა წარმოთქვა და მერე თავისი ხილვა მომიყვა: "ვნახე, თითქოს ამ ადგილას, სადაც ახლა ვდგავართ, უამრავი ქერის პური იყო, წმინდა და მზეზე ბრწყინვალე. მღვიმეში უამრავი ხალხი შემოდიოდა, რომლებიც ჩვენს ხელთაგან იღებდნენ ამ პურს, რომლის რაოდენობაც უფრო და უფრო მრავლდებოდა".

მივხვდი, რომ მისი ხილვა ღვთისგან იყო და წმინდა იოანეს მოუკლებელ მადლს ნიშნავდა: მოვუყევი ჩემი ხილვა და ვაჩვენე უძვირფასესი საგანძური, ჩვენგან მოპოვებული. ვუთხარი, ყველაფერი საიდუმლოდ შეგვენახა, ვიდრე მამა სტეფანეს არ მოვუყვებოდი, არავისთვის გვეთქვა, თვით ემესის მღვდელმთავრისთვისაც კი.

მამა სტეფანეს მონასტერში ვერ მივუსწარით, სადღაც წასულიყო. გადავწყვიტეთ, საკათედრო ტაძრის პირველი დიაკონი კირიაკი გვენახა. კირიაკმა უმალ თავისი ხილვა გაგვიმხილა - გენადის ხილვისნაირი იყო. ორივე მირჩევდა, ეპისკოპოსისთვის გვეთქვა ეს ამბავი - მე კი ხუთი დღე მამა სტეფანეს დაბრუნებას ველოდი. უეცრად უცნაური სნეულება ვიგრძენი. დამბლა დამეცა, განძრევა აღარ შემეძლო. "განა არ გითხარით, ეპისკოპოსისთვის მოგვეთხრო საიდუმლო?" - მითხრეს მამებმა და უფალს ჩემი განკურნება სთხოვეს. მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი. საღამოს კირიაკი და გენადი მოვიდნენ და მითხრეს: "სიტყვა ვთქვით, ყველაფერი ეპისკოპოსს მოვუყვეთო". "ასე ჰქენით", - ვუთხარი და მაშინვე კურნება ვიგრძენი. დილით წავედით ქალაქში ეპისკოპოსთან. ცისკრის ლოცვიდან გამოდიოდა. მოვუყევით ყველაფერი. უზომოდ გაიხარა. გვირჩია, საიდუმლოდ დაგვემარხა ეს ამბავი და უკან დავბრუნებულიყავით. დილით კი ხუცესებთან და დიაკონებთან ერთდ მოვიდა. ლოცვითა და გალობით ამოასვენა მიწიდან წმინდა იოანეს თავი. ერთმა ხუცესმა, მალხმა, ურწმუნოდ იკითხა, საიდან უნდა მოხვედრილიყო აქ წმინდა იოანეს თავიო. კადნიერად შეეხო ჭურჭელს და იმ წუთშივე ხელი გაუხმა. ამ ამბავმა ყველა შეაძრწუნა. ეპისკოპოსმა სიწმინდე ეკლესიაში, სადიაკვნეში მოათავსა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დიდი ტაძრის აგებამდე. წმინდა იოანეს პატიოსანი თავის ეკლესიაში გადასვენებამდე დიდი ხნით ადრე ნათლისმცემელი გამოეცხადა ურწმუნო მალხს და უთხრა, გადასვენებისას ჭურჭელს ხელით შეეხე და განიკურნებიო. ხუცესი ასეც მოიქცა და განიკურნა", - ამთავრებს თხრობას ნეტარი მარკელიოზი.

წმინდა სვიმეონ მეტაფრასი "წმინდა მატრონას ცხოვრებაში" ასე აღწერს ამ ამბავს: ერთმა კაცმა ხვნისას შეამჩნია, რომ ერთ ადგილას, სადაც ოდესღაც მღვიმე და მონასტერი იყო, ცეცხლი ამოდიოდა მიწიდან, ეს კი მრავალგზის უნახავს. სწორედ იმ კვირა დღეს, როცა მარკელიოსი გენადთან და კირიაკთან ერთად ეპისკოპოსთან მივიდა, მღვდელმთვარ ურანიუსს ეს გლეხიც ეწვია და სასწაულებრივ ცეცხლზე მოუთხრო. ეპისკოპოსი სამღვდელოებასთან ერთად მივიდა იმ მღვიმეში, სადაც ერთ დროს ერეტიკოსი ევსტიტე ცხოვრობდა. გათხარეს მიწა და იქ წმინდა იოანეს პატიოსანი თავი აღმოაჩინეს. უამრავი ხალხი შეიკრიბა. მოვიდა თაყვანისსაცემად წმინდა მატრონაც. წმინდა იოანეს პატიოსანმა თავმა მირონი წარმოადინა, რომელსაც მღვდლები ჯვრის სახით სცხებდნენ ხალხს. წმინდა მატრონამ პატარა სანაწილეთი წამოიღო ეს წმინდა მირონი. ხალხმა შეამჩნია და სთხოვეს დედა მატრონას, მათთვისაც ეცხო, რადგან მღვდლებამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მათ შორის იყო ერთი შობიდან ბრმაც, წმინდა მატრონამ როგორც კი თვალებზე სცხო მირონი, მაშინვე აეხილა.

ცოტა ხნის შემდეგ წმინდა თავი ნათლისმცემლისა ემესადან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

ხატმებრძოლობის დროს ქრისტიანებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი აფხაზეთში, დაბა კომანში გადამალეს, სადაც ოდესღაც მიიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი (დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ვარაუდით, შესაძლოა, წმინდა იოანემ გადასახლებისას ჩუმად ჩამოასვენა თავისი მფარველის წმინდა იოანეს პატიოსანი თავი). ვერცხლის ჭურჭელში ჩაბრძანებული სიწმინდე, დაფარული იყო 850 წლამდე. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეგნატემ, ღამით ლოცვისას, უფლის გამოცხადებით იხილა ის ადგილი, სადაც წმინდა იოანეს პატიოსანი თავის ქალა იყო დაკრძალული. პატრიარმა ამის შესახებ იმპერატორ მიქაელს შეატყობინა. მან კი ელჩობა გაგზავნა და ეს სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანეს პატიოსანი თავის პირველ და მეორე მოპოვებას 24 თებერვალს (ძვ.სტ.) დღესასწაულობს, ხოლო მესამედ მოპოვებას - 25 მაისს (ასევე ძვ.სტ.).

იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა

ტროპარი
ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელებისა მცხუნვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამეთუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოზთანი, და ქუეყანასა ზედა კაცნი ერთ ხმობით უღაღადებთ. ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობაი შენი ჩუენ ზედა.

კონდაკი
წინასწარმეტყუელო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო, ვპოვეთ ქუეყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კუალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.

................................................

ასევე წაიკითხეთ:

პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი

ხატმებრძოლობის დროს ქრისტიანებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი აფხაზეთში, დაბა კომანში გადამალეს
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
02.08.2022
წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომელსაც ეკლესია ძველი სტილით 21 ივლისს (3 აგვისტოს) იხსენებს, ძველი აღთქმის ოთხი დიდი წინასწარმეტყველიდან ერთ-ერთია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler