წმინდა ამბაკუმ წინასწარმეტყველი, ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.
წმინდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის (ბაბილონი იყო ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც დგას ირანში, ქალაქ ალ ჰილაჰში, ბაღდადის სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის ტიგროსსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ალიზით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ.წ. 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ.წ. 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის დაკიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს "ღმერთების კარიბჭეს") ტყვეობა.
ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკელებისთვის სადილი მიჰქონდა, უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღვთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმინდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა. წმინდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი