ეს წმინდა ქალწული სირიის ანტიოქიაში, იმპერატორ ნუმერიანეს (283-284 წლები) ზეობისას ცხოვრობდა,
მღვდელმოწამე ლუკიანეს წარჩინებული გვარისა გახლდათ და პელაგია ტარსელის მსგავსად, უფალს ისიც იშვიათი სილამაზით დაეჯილდოებინა.
როდესაც ქალაქის თავმა პელაგიას გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, მის შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნა, რომლებმაც სახლი ალყაში მოაქციეს და თხუთმეტი წლის ქალწულის შესაპყრობად მოემზადნენ, მაგრამ პელაგია მათ შესახვედრად მშვიდად გამოვიდა და გაყოლამდე მოსამზადებლად მცირე დრო გამოითხოვა.
ქალწულმა, რომელმაც უწყოდა, თუ როგორ ეპყრობოდნენ მისნაირებს ეს უხეში, წარმართი მეომრები, იმ ოთახში განმარტოვდა, სადაც, ჩვეულებისამებრ, ლოცულობდა ხოლმე, პირი აღმოსავლეთით იბრუნა, ხელნი ზეცად აღაპყრო და უფალს ევედრა, საშინელი შეურაცხყოფისგან ეხსნა, რომ მის წინაშე სულ-ხორციანად უმწიკვლო წარმდგარიყო.
უფალმა მისი ლოცვა ისმინა და ქალწულის სინდისს აუწყა, რომ ნებაყოფლობითი სიკვდილი სჯობდა გარდაუვალ წამებამდე მის შეურაცხყოფას და რა დარწმუნდა, ეს ხმა ზეცით იყო, საკუთარი სახლის ერდოდან გადაეშვა და სული განუტევა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი