წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) - ხსენება 30 აპრილი (13 მაისი)
წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) - ხსენება 30 აპრილი (13 მაისი)
ძველი სტილით 30 აპრილს ეკლესია ერთ-ერთ თორმეტ მოციქულთაგანს, იაკობ ზებედეს ძეს იხსენიებს. წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო იოანე ღვთისმეტყველის უმცროსი ძმა და ზებედესა და სალომეას შვილი. იაკობი, თავისი ძმის, იოანეს მსგავსად, იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფე. ერთ დღეს, ქრისტეს ნათლისღების შემდეგ, იოანე ნათლისმცემელი იდგა იორდანეს ნაპირზე და მასთან იყო მისი ორი მოწაფე: ანდრია და იოანე. იოანე ნათლისმცემელმა დაინახა მომავალი იესო და თქვა: "აჰა, ტარიგი ღმრთისა". ეს რომ გაიგონეს, ნათლისმცემლის მოწაფეები - ანდრია და იოანე - გაჰყვნენ იესოს და იმ დღეს მასთან დარჩნენ.

ამ დღის შემდეგ გავიდა ცოტა ხანი და იესომ იხილა ზებედეს ძენი, იაკობი და იოანე. ისინი მამასთან ერთად ისხდნენ ნავში, ბადეს კემსავდნენ და სათევზაოდ ემზადებოდნენ. ძმებმა იესოს მოწოდებაზე მყისვე დატოვეს მამა და გაჰყვნენ იესოს. ძმებს იოანე და იაკობ მოციქულებს უფალმა "ძენი ქუხილისანი" უწოდა.

იაკობ მოციქული დაესწრო უფლის ფერისცვალებას. მოგეხსენებათ, ჯვარცმამდე ორმოცი დღით ადრე, უფალმა ისურვა, რომ მისი ღვთაებრივი ბუნება, რომელიც კაცური ბუნებით იყო დაფარული, მის მოწაფეებს ეხილათ. თუმცა ამ საიდუმლოებაში მონაწილეობის ღირსი ყველა არ გამხდარა. მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე გამოარჩია უფალმა თაბორის მთაზე ასაყვანად, დანარჩენები კი მთის ძირას დატოვა. თაბორის მთა მდებარეობს ნაზარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ექვსიოდე კილომეტრის მოშორებით. ის დაახლოებით ათასი მეტრი სიმაღლისაა. მისი მწვერვალიდან კარგად ჩანს გალილეის ზღვა და მდინარე იორდანე.

მწვერვალზე ასვლით დაქანცულ მოციქულებს ჩაეძინათ. მაცხოვარმა კი ლოცვა დაიწყო. უეცრად არაბუნებრივმა ნათელმა მოიცვა ყველაფერი, მოციქულებს შეშინებულებს გაეღვიძათ. მათი მოძღვრის სახე მზესავით ბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი და სპეტაკი გამხდარიყო. მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველები - მოსე და ელია იდგნენ და ესაუბრებოდნენ.

პეტრემ, გულმხურვალე რწმენით გამორჩეულმა, მაცხოვარს სთხოვა, - მოდი, ავაშენოთ სამი კარავი. შენთვის, მოსესთვის და ელიასათვის და სამუდამოდ აქ დავრჩეთო. ამ დროს ნათლის ღრუბელმა მოიცვა იქ მყოფნი, გაისმა მამა ღმერთის ხმა ზეციდან - "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მისი ისმინეთ". მოწაფეები ისე შეშინდნენ, რომ მიწაზე დაემხნენ. იესო შეეხო მათ, წამოაყენა და დაამშვიდა. როცა მოწაფეებმა აიხედეს, აღარავინ იყო, გარდა იესოსი, რომელსაც ისევ ძველი სახე დაჰბრუნებოდა. მთიდან ჩამოსვლისას ქრისტემ მოწაფეები გააფრთხილა, რომ არავისთან ეთქვათ, რაც ნახეს, ვიდრე მას ადამიანები ჯვარს არ აცვამდნენ და ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, უფალმა ფერისცვალების საიდუმლო მხოლოდ სამ მოწაფეს იმიტომ გამოუცხადა, რომ 12 მოციქულს შორის ერთ-ერთი იუდა იყო, რომელსაც ქრისტე უკვე 30 ვერცხლად ჰყავდა გაყიდული, რის გამოც ის ვერ გახდა ღირსი ამ დიდი სიხარულის მიღებისა. სამ მოწაფეს იმის გამოც უჩვენა ეს მადლი, რომ მას როცა შეიპყრობდნენ და ჯვარზე გასაკრავად წაიყვანდნენ, დანარჩენი მოწაფეები გაეძლიერებინათ. გარდა ამისა, უფალმა იცოდა, რომ პეტრე, იოანე და იაკობი მოციქულთაგან უმაღლეს საზომს იყვნენ მიღწეულნი - პეტრე სარწმუნოებით, იოანე - სიყვარულით, ხოლო იაკობი - მოწამეობით.

იაკობ მოციქული ახლდა უფალს იაიროსის ქალიშვილის განკურნების ჟამსაც: ერთხელ იესო ქრისტე ზღვის ნაპირზე ასწავლიდა ხალხს. მასთან მივიდა შესაკრებლის (სინაგოგის) უფროსი, იაიროსი, მის წინ დავარდა და უთხრა: "ჩემი ასული სიკვდილამდეა მიწევნილი, მოდი, დასდევი მას ხელი და ის განიკურნება". იესო წაჰყვა მას. იესოს მიჰყვებოდნენ მოწაფეები და დიდძალი ხალხი. ხალხში იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა: მან მთელი თავისი ქონება ექიმებს გადააგო, მაგრამ არ განიკურნა. როცა გაიგო იესოს ამბავი, იფიქრა: თუკი შევეხები მის ტანისამოსს, განვიკურნებიო. ის მივიდა, სარწმუნოებით შეეხო მის ტანისამოსს და მაშინვე განიკურნა. იესო მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: "ვინ შეეხო ჩემს ტანისამოსს?" პეტრე მოციქულმა უთხრა: "მოძღვარო! გარშემო ხალხი გახვევია და გავიწროებს, შენ კი ამბობ: "ვინ შემეხო მე?" იესომ მათ უთხრა: "მე ვიღაც შემეხო, რადგანაც მე ვიგრძენი, რომ ჩემგან ძალა გავიდა". ქალი კანკალით მივიდა, დავარდა მის წინ და ხალხის წინაშე განაცხადა, რისთვისაც შეეხო მას და როგორ განიკურნა მაშინვე. ქრისტემ უთხრა მას: "ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშვიდობით".

ამ დროს მოვიდა ვიღაცა და იაიროსს უთხრა: "მოკვდა შენი ასული. ნუღარ აწუხებ მოძღვარს". მაგრამ იესომ ეს რომ გაიგონა, უთხრა იაიროსს: "ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს და ასულს ეშველება". იესო იაიროსის სახლში მივიდა, დაინახა იქ მომტირალნი და მგოდებელნი და უთხრა მათ: "ნუ სტირთ, გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს". და დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო. მაშინ იესომ სახლიდან ყველა დაითხოვა, მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე და ბავშვის დედ-მამა შეიყვანა, შევიდა იქ, სადაც მკვდარი ესვენა, მოჰკიდა მას ხელი და უთხრა: "ასულო! შენ გეუბნები, ადექი". გოგონა ადგა და დაიწყო სიარული. იესომ უბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის. მშობლები გაკვირდნენ, ხოლო იესომ ბრძანა, რომ არავისთვის ეთქვათ ამ შემთხვევის შესახებ.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმინდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმინდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ, წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმინდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმინდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.

ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას (40-44) ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმინდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმინდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმინდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: "მშვიდობა შენდა და მიტევება". იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმინდა იაკობთან ერთად მოწამებრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს.

მოციქულის წმინდა ნაწილები

გადმოცემის თანახმად, მოციქულის წმინდა მიწაზე მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ, მისი წმინდა სხეული ლუსკუმაში დასვენებული დააწვინეს ნავში და ჩაუშვეს ხმელთაშუა ზღვაში. ღვთის განგებით, ნავმა მიცურა ესპანეთის იბერიაში და გამორიყა მდინარე ულას ნაპირას. გადმოცემის თანახმად, მოციქულის ნეშტი ასე იყო მდინარეზე გამორიყული 813 წლამდე, ვიდრე ზეციურ ვარსკვლავს გაყოლილმა განდეგილმა ბერმა პელაიომ ღვთის განგებით არ აღმოაჩინა იგი. 896-899 წლებში მეფე ალფონს III-ის განკარგულებით წმინდა ნაწილების აღმოჩენის ადგილას აშენდა მცირე ტაძარი. თვით ამ ადგილს დაერქვა სახელი - კომპოსტელა (შემდგომში ამ ადგილას აშენდა ქალაქი სანტიაგო დე კომპოსტელა).

ტროპარი

მოციქულ იქმენ რჩეულ ქრისტესა, ღმრთისმეტყუელისა საყუარელისა ძმა თანად შობილი, ყოვლადქებულო იაკობ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი

ხმისა საღმრთოსა მსმენელმან მწოდებელისა შენისამან, სიყუარული მამისა შეურაცხ-ჰყავ და მირბიოდი ქრისტესა, იაკობ, ძმისა შენისა თანა დიდებულო, რომლისა თანა ღირს-იქმენ ხილვად უფლისა საღმრთოსა ფერისცვალებასა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat