"უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი"
"უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი"
ეკლესია აღდგომის შემდგომ კვირას თომა მოციქულის მიერ უფლის აღდგომის აღიარებას იხსენებს. წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო.

თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმრთაებრივი ბუნება. უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.

ჩნდება კითხვა: თომამ ბოლოს ხომ აღიარა და რატომ იხსენებს ეკლესია იმ დაბრკოლებას, რომელიც მას ჰქონდა? ეკლესიის მამები განმარტავენ, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობა დღეს მსგავსია იმისა, რაც იყო ადრე და რაც იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ, ამქვეყნად მყოფნი, უნდა ვიხსენებდეთ წარსულს, რათა არ დავუშვათ შეცდომები მომავალში, და თუ განმეორებით შევცდებით, ვიცოდეთ გამოსავალი, რათა არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას. თომა მოციქული, რომელიც ისმენს სხვა მოციქულებისაგან უწყებას მაცხოვრის აღდგომის შესახებ, მაინც ამბობს, რომ არ ირწმუნებს, სანამ თვითონ არ იხილავს, სანამ ხელს არ დაადებს მის ჭრილობებს და მის გვერდს, რომელიც იყო განგმირული ლახვრით, საიდანაც გადმოედინა სისხლი და წყალი. ე.ი. თომა მოციქული ცდილობს გამოიძიოს აღდგომის ჭეშმარიტება ფიზიკური შეხებით და დარწმუნდეს ფიზიკური ხილვით. ეს არის ადამიანის თვისება, გამომეძიებლობა - სანამ თვითონ არ დარწმუნდება, ვერ ირწმუნებს.

როდესაც თომამ თქვა, "არ ვირწმუნებ, სანამ არ ვიხილავ და დავდებ ჩემს ხელს მის ჭრილობებზეო", ვერ ხედავდა აღდგომილ უფალს, ხოლო როდესაც უფალი მოვიდა ცხადად და უთხრა: "მოდი, მიხილე, დასდევ ხელიო", თომა მიხვდა, როცა იგი თვითონ ამბობდა, "არ ვირწმუნებო", უფალი იქ იდგა, დუმდა და ელოდა. თომა ვერ ხედავდა, რომ უფალი იქ იყო, ხოლო როდესაც უფალმა გაუმეორა სიტყვები, მაშინ დარწმუნდა, რომ უფალი ახლა კი არ გამოეცხადა პირველად, არამედ მაშინაც მასთან იყო, ოღონდ თომა ვერ ხედავდა. უფალს ესმოდა მისი სიტყვები, მაგრამ რატომღაც დააყოვნა და იმწამსვე არ უთხრა, იმწამსვე არ გამოეცხადა. უფალმა თომას ადამიანური უძლურება გაითვალისწინა, რომ იგი უნდა მომზადებულიყო, თომაში უნდა გაძლიერებულიყო სურვილი აღდგომილი უფლის ხილვისა და როდესაც ამ სურვილმა მიაღწია კულმინაციას, უფალი გამოეცხადა მას, მაგრამ მაშინაც რომ არ ეფიქრა, თითქოს მოჩვენებას ხედავდა, გაუმეორა ის სიტყვები, რომელიც მან ცოტა ხნით ადრე თქვა და უთხრა: "მოჰყუენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი, და მოიღე ხელი შენი, და დამდევ გუერდსა ჩემსა" (ინ. 20,27), და ეს სიტყვები იყო მოწმობა თომასთვის, რომ უფალი მუდამ გვხედავს, რომ უფალი მუდამ ჩვენთან არის, რომ უფალი გულისხმიერია და ელოდება, სანამ ჩვენი უძლურება მისცემს საშუალებას ჩვენთან განცხადებისა, რათა ვირწმუნოთ იგი, ვაღიაროთ, თაყვანი ვცეთ და ვთქვათ: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!"

თუმცა ეკლესიის ზოგიერთი მამა, მათ შორის მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, განსხვავებულად განმარტავს თომა მოციქულის დაბრკოლების მიზეზს: უკან დაბრუნებულ თომას მოციქულები სიხარულით აუწყებენ: "ჩვენ ვნახეთ ქრისტე, ის აღდგა!" თუმცა ეს სიხარული არაა საკმარისი თომასთვის, რათა ირწმუნოს მომხდარი. ანტონ სუროჟელს მიაჩნია, რომ თომამ დანარჩენ მოციქულებს შეხედა იმის მოლოდინით, რომ ისინი, შეხვდნენ რა აღმდგარ ქრისტეს, სრულებით სხვანაირი ადამიანები გახდებოდნენ. და მან ეს ვერ დაინახა. ისინი ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორებიც თომამ სახლიდან წასვლამდე დატოვა. ამიტომ ცნობამ ქრისტეს აღდგომის შესახებ თომამდე ვერ მიაღწია. მაგრამ, ამასთანავე, ის არ იყო ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა, ის არ იყო "ურწმუნო თომა". ქრისტე იერუსალიმიდან წავიდა იმისათვის, რომ ნაადრევი სიკვდილისათვის აერიდებინა თავი, მაგრამ როცა ლაზარეს სიკვდილის შესახებ გაიგო, უთხრა მოწაფეებს: დავბრუნდეთ! მოწაფეებმა უპასუხეს: როგორ უნდა დაბრუნდე იერუსალიმში? იქ შენი მოკვლა უნდათ! მხოლოდ ერთმა მოწაფემ აიმაღლა ხმა და თქვა: წავიდეთ და მასთან ერთად მოვკვდეთ (იოანე 11,6). ეს იყო თომა. ამიტომაც იმის თქმა, რომ ის იყო მერყევი, ეჭვიანი მოწაფე, "ურწმუნო თომა" - ცოდვაა, არასწორია. თუმცა, დაბრუნებულმა, სხვა მოწაფეების შემხედვარემ, ვერ დაინახა ცვლილება, გარდა ფრთაშესხმული სიხარულისა. ეს სიხარული კი არ შეიძლებოდა მისთვის ყოფილიყო მტკიცებულება ქრისტეს აღდგომისა და თქვა: "მე არ ვირწმუნებ მის აღდგომას, თუკი ვერ შევეხები მის ჭრილობებს".

ასეა თუ ისე, ეკლესია ყოველწლიურად იხსენებს თომა მოციქულის სიტყვებს: "არ ვირწმუნებ, სანამ არ შევეხები, და იხსენებს იმ დღეს, როდესაც თომამ თაყვანი სცა უფალს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". სანამ არ დადგა გარდატეხის წამი თომას ცხოვრებაში, ის იყო მოწაფე; ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იგი ხდება მოციქული, მოწმე ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტებისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat