მოციქულთა გზა
მოციქულთა გზა
უფალი ადამიანს გამოარჩევს ხოლმე ღვთისთვის სათნო საქმეების აღსასრულებლად და თითოეულ მათგანს შთაბერავს სულიწმინდის მადლს. მოციქულებმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული განუცხადეს კაცობრიობას. მათმა მოციქულებრივმა საქმიანობამ კი მრავალი მოაქცია მართალი სარწმუნოებისკენ.

მკითხველისთვის თითოეული მოციქულის ცხოვრება და მოღვაწეობა ცნობილია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ გავიხსენებთ რამდენიმე მათგანის მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეებს და იმ წმინდა ადგილებს, სადაც იქადაგეს მართლმადიდებლური სწავლება.

სვიმონ კანანელი
სვიმონ მოციქულის მეტსახელი - კანანელი სახარებაში რამდენიმე ადგილასაა: "ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სვიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრია, ძმაი მისი იაკობი ზებედესი და იოვანე, ძმაი მისი ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სვიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი".

პირველი სასწაული იესომ გალილეის კანას ქორწილში აღასრულა - წყალი ღვინოდ გადააქცია. ამ ქორწილში კი ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ ზეიმის დროს გაუთავდათ ღვინო, მაცხოვარმა შეიტყო ეს და ბრძანა, - მოეტანათ ცარიელი ქვევრები და შიგ ჩაესხათ წყალი. სასწაულის შემდეგ სუფრის თამადამ გასინჯა ღვინო და მცირედი საყვედური გამოთქვა, - ვიდრე მეინახეები დათვრებოდნენ, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინოო. უფლის სასწაულის მხილველმა სვიმონმა მიატოვა ცოლი და გაჰყვა მაცხოვარს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი (მოშურნე), რითაც განასხვავებდნენ სიმონ-პეტრესგან.

მოგვიანებით იმ პირველი სასწაულის ადგილას წმინდა მოციქულთა სწორმა ელენემ ტაძარი ააგო.

ქადაგება
ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმინდა სვიმონ კანანელმა წმინდა ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც. ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.

მოწამებრივი აღსასრული
ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და თავი მოჰკვეთეს. ახლაც ატყვია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი. გადმოცემის მიხედვით, 55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიულ საქართველის ჩრდილოეთ საზღვარზე.

ნიკოფსია
ნიკოფსია ისტორიული ციხე-ქალაქია შავი ზღვის პირას. პირველად იხსენიებს V საუკუნის უცნობი ავტორი. ფლავიუს არიანეს (II ს.) ცნობით, აქ უფრო ადრეც ყოფილა ქალაქი ძველი ლაზიკეს სახელწოდებით. V-VIII საუკუნეებში ნიკოფსიაში საეპისკოპოსო კათედრა იყო. VIII საუკუნის ბოლოს ნიკოფსია ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. XIV-XVI საუკუნეებში რუკებზე აღნიშნულია "სანიას" სახელწოდებით. XVI საუკუნიდან თანდათან გამოეთიშა საქართველოს პოლიტიკისა და კულტურის გავლენას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი უკვე ნაქალაქარია.

წმინდა ნაწილები
მორწმუნეებმა იპოვეს მოციქულის ცხედარი და მდინარის ნაპირას მიაბარეს მიწას. აფხაზეთში, ახალ ათონში მოციქულის სახელზე მცირე ეკლესია ააგეს. სვიმონ კანანელის სახელზე მონასტერი დააარსეს 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის ბერებმა. კომპლექსის ასაგებად საჭირო გახდა მთის ნაწილის ჩამოჭრა და ათასობით ტონა მიწისა და მთის ქანების გატანა. თავიდან ტაძარი ხისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მუსლიმანთა სემოსევებს ვერ გაუძლო. მოგვიანებით, X საუკუნეში, თეთრი თლილი ქვით ააშენეს სვიმონ კანანელის ტაძარი, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის.

KARIBCHEფილიპე მოციქული
ფილიპე მოციქული წარმოშობით ბეთსაიდას გალილეიდან იყო. სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ ის გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. იქიდან საბერძნეთში, შემდეგ პართიაში გაემგზავრა, იქიდან ქალაქ აზოტში. აზოტიდან სირიის იერაპოლში გადავიდა. ქადაგებით მოიარა სირია,მცირე აზია, ლიდია, მიზია. წმინდა ფილიპეს თან დაჰყავდა თავისი და მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.

ლიდია
ლიდია - ისტორიული ქვეყანაა დასავლეთ მცირე აზიაში, მდინარე ჰერმოსის დაბლობში. ლიდიელები ხეთურ-ლუვიური ტომების მონათესავეები იყვნენ. ლიდიელებს დასავლეთ მცირე აზიაში უკვე ძვ.წ. II ათასწლეულში უნდა ეცხოვრათ. ძვ.წ. VIII საუკუნის დასასრულამდე ლიდია ფრიგიის ქვეშევრდომი იყო. ძვ.წ. VII საუკუნის დამდეგიდან გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო (დედაქალაქი სარდოსი). მას სათავეში მერმანადების დინასტია ედგა, რომელმაც, ბერძნული ტრადიციის თანახმად, ჰერაკლიდების ადგილი დაიკავა. ძვ.წ. IV საუკუნეში ლიდია ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან იგი ჯერ სელევკიდების ქვეშევრდომი იყო, შემდეგ - პერგამონის სამეფოსი, ხოლო ძვ.წ. 133 წელს რომის პროვინცია "აზოს" ნაწილი გახდა.

***
სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ბართლომე მოციქულს და ფილიპეს წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში.

სირია და მცირე აზია
სირია მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი.

ანატოლია - მცირე აზიის რეგიონია სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ტერმინი ნიშნავს "მზის ამოსვლას" ან "აღმოსავლეთს". თურქული სიტყვა "ანაბლოუ" ბერძნული ვერსიიდან არის გადმოღებული. ქვეყნის ამ ნაწილს ასევე ლათინურად მცირე აზიას უწოდებენ.

KARIBCHE

წმინდა ბართლომესა და წმინდა ფილიპეს წამების სცენა

აზიისა და ევროპის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობის გამო ანატოლია რამდენიმე ცივილიზაციის დასაბამი გახდა პრეისტორიული პერიოდიდან, ნეოლითური დასახლებებით.

მოწამებრივი აღსასრული
იეროპოლში წარმართი ქურუმების დასმენით მოციქულები დაიჭირეს და დილეგში გამოკეტეს. შემდგომ უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს, ხოლო ბართლომე - გვერდულად. წამების დროს უეცრად საშინლად იძრა მიწა, შეშინებულმა მოსახლეობამ სცადა მოციქულების განთავისუფლება. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. მალე ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამნამ დატოვეს ქალაქი. მარიამნამ ღვთის სიტყვა იქადაგა ლიკაონიაში, სადაც მშვიდობით აღესრულა (ხს. 17 თებერვალს).

ბართლომე მოციქული
ბართლომე მოციქულმა კი ინდოეთში, შემდეგ სომხეთში გააგრძელა ქადაგება. სომხეთში მეგე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერმა მეფემ იხილა რა უფლის სასწაული, მოინათლა დედოფალთან, ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად. წარმართმა ქურუმებმა მეფის ძმას შთააგონეს, მოციქული მოეკლათ. მართლაც, ასტიაგმა შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ჯერ თავდაღმა აცვეს ჯვარს, შემდეგ კი ტყავი გააძრეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 71 წელს.

წმინდა ნაწილები
მოციქულის წამების შემდეგ მორწმუნეებმა მისი ცხედარი მოიპარეს და დიდი პატივით დაკრძალეს. დღესდღეობით იმ ადგილას, ქალაქ ალბანში, სადაც ბართლომე მოციქული დაასაფლავეს, აღმართულია სამრეკლო. უფლის მოციქულის საფლავზე მრავალი სასწაული ხდებოდა. იმპერატორმა ანასტასიმ 508 წელს წმინდა ბართლომეს ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ ანასტასიაუპოლში (დარი) გადაასვენა. 574 წელს ქალაქი დარი სპარსეთის მეფემ აიღო. ქრისტიანებმა სცადეს მოციქულების ნეშტის გადამალვა, მაგრამ ვერ შეძლეს. ამიტომ გადაწყვიტეს, წმინდა ნაწილებიანი ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ (არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ურჯულოებმა გადაყარეს შავ ზღვაში მოციქულის ლუსკუმა და ასევე ოთხი სხვა წმინდანის - პაპიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის სანაწილეები. ღვთის ნებით, სანაწილე იტალიაში კუნძულ ლიპრასთან მიცურდა, ხოლო სხვა დანარჩენისა იტალიის სხვა ნაპირებს მიადგა: პაპიანესი - სიცილიაში, ლუკიანესი - მესინაში, გრიგოლისა - კალაბრიაში, აკაკისა - ასკულუსაში. მოციქულის წმინდა ნაწილების მიბრძანება კუნძულის იმდროინდელ ეპისკოპოს აგრაფონს ეუწყა. IX საუკუნეში კუნძული ლიპრა არაბებმა აიღეს. მორწმუნეებმა აქაც შეძლეს წმინდა ნაწილების გარიდება მომხვდურებისგან და მოციქულის უხრწნელი ნეშტი ქალაქ ბენევენტოში (ქალაქი სამხრეთ იტალიაში) გადააბრძანეს. მოგვიანებით, X საუკუნეში, წმინდანის ძვლების ნაწილი რომში გადააბრძანეს. ბართლომეს წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი ღირსმა იოსებ მგალობელმა უცხო კაცისგან შეიძინა. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად სავანეში წააბრძანეს და ბართლომე მოციქულის სახელზე აშენებულ ტაძარში დააბრძანეს.

KARIBCHEმატათა მოციქული
მატათა მოციქული წარმოშობით იუდას ტომიდან გახლდათ. დაიბადა ბეთლემში. იგი ბავშვობიდან ეუფლებოდა საღმრთო სჯულს, რომელსაც იერუსალიმში სიმონ მიმრქმელი ასწავლიდა. მას შემდეგ, რაც ქრისტემ ქადაგება და ირგვლივ მოწაფეთა შეგროვება დაიწყო, მატათა მოციქულმაც სხვა მოციქულებისამებრ მიატოვა ამქვეყნიური საზრუნავი და შეუდგა უფალს. მაშინ მატათა მოციქული ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთა რიცხვში აღმოჩნდა.

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კრება გამართეს, სადაც გადაწყდა, იუდა ისკარიოტელის მაგივრად აერჩიათ სხვა მეთორმეტე მოციქული. მოიწვიეს ორი სამოცდაათთაგანი: ერთი უფლის ძმა იოსები და მეორე მატათა. "და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარნაბა და ეწოდა იოსტოს და მატათა და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა".

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს, თუ ვის სად ექადაგა.Mმატათა მოციქულს წილად ხვდა იუდეა. გადმოცემის თანახმად, მან სახარება ასევე იქადაგა მაშინდელ პონტოსა და კოლხეთში, რომელიც მეორე ეთიოპიის სახელით არის ცნობილი.

მოწამებრივი აღსასრული
წმინდა მოციქულის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე წყარო არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით, ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოჰკვეთეს, ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი წმინდა მატათა ჯვარცმით აღესრულა ისევე, როგორც სხვა მოციქულები. ხოლო წმინდა ეპიფანე კვიპრელის (IVს.) ცნობით, მატათამ სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დაასაფლავეს გონიოს ციხესიმაგრეში. სწორედ ამიტომაა გამოსახული წმინდა მოციქული მატათა მიხეილ საბინინის მიერ დახატულ საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად.

გონიოს ციხე
ისტორიული ციხესიმაგრეა აჭარაში, სოფელ გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს. ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით.

გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. 1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და 1878 წლამდე ისინი ფლობდნენ.

ანდრია მოციქული
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს, ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს საქადაგებლად ხვდა შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითეთი (დღევანდელი რუსეთი).

პირველი მისიონერული მოგზაურობა
გადმოცემის თანახმად, თავიდან იქადაგა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში, შემდეგ გადავიდა ანტიოქიაში და იქიდან ედესაში.

KARIBCHEანტიოქია უძველესი ქალაქია მდინარე ორონტესის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ანთაქიას, თურქეთის მახლობლად. ქალაქი დააარსა სლეუკუს ნიკატორმა, ალექსანდრე დიდის ერთ-ერთმა სარდალმა, ძვ.წ. IV საუკუნეში. ანტიოქია ისრაელის გარეთ ქრისტიანობის აკვანი და ალექსანდრიის მეპაექრე გახდა ახლო აღმოსავლეთის მთავარი ქალაქის ტიტულისთვის.

***
36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალაქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინოპოლი. შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალათეაში, ასევე იყო ბერძნულ პონტოში (დღევანდელი ჩრდ. თურქეთი), ხოლო შემდეგ გამოემართა საქართველოში, იქიდან - სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.

მეორე მისიონერული მოგზაურობა
მეორე მისიონერული მოგზაურობიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე (იმ ადგილს დღეს წმინდა ანდრიას კონცხი ეწოდება). კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა. წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვით სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართიაში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ახლანდელი პაკისტანი), ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოცეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. გადმოცემით, ამ ხალხის ნახვამ ანდრია შეაშინა. თუმცაღა მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო. სირიული წყაროების ცნობით, წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიაში (თანამედროვე სამარყანდი და ბუხარა). არსებობს სამი სხვადასხვა წყარო, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქულმა იქადაგა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე - სირიიდან, ხოლო მესამე აქვთ ბულგარელებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიის ახლოს, სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინოპოლელი, ანდრია მოციქული იყო ჩრდილოეთითაც, სკვითებისა და მასაკების მიწაზე. ასევე არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ანდრიამ იქადაგა ალთაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ. აქ ალანებს უქადაგა სახარება. შემდეგ გაემართა ქურთისტანში, სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამებრივ სიკვდილს. იქიდან კი იერუსალიმში დაბრუნდა.

მესამე მისიონერული მოგზაურობა
აფრიკის ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე. გრიგოლმა შეაჯერა ეს ინფორმაცია და გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით, ანდრიას არ უნდა ექადაგა აფრიკაში, რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო. ეტყობა, საამისოდ მიზეზი არსებობდა. როგორც ცნობილია, მას წილად ერგო: ვიფონია, საბერძნეთი და აღმოსავლეთ სკვითეთი. კოპტური წყაროებიც იუწყებიან, რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი, რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტე-სიბას ოაზისი, მაროკო, მავრიტანია, მალი და ნიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების (ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით, ანდრია მოციქული გაემართა ანთროპოფაგების (კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსახსნელად, კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში (ტანზანია, რუანდა, კონგო) და ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. იქიდან კი ანდრია მოციქული შეიძლებოდა დაბრუნებულიყო ეთიოპია-ნილოსის გავლით იერუსალიმში.

მეოთხე მისიონერული მოგზაურობა
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი. გადმოცემით - ის ისევ ეწვია პონტოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდა ყირიმში და ზევით აჰყვა დნეპრს კიევამდე, ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში, ყირიმში, სევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან, სადაც ახლა დგას კიევი, უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით, სადაც დღეს მოსკოვია, ნოვგოროდის და ლადოგის ტბის მიმართულებით ვალაამისკენ წავიდა. მოციქული იყო სალოვკის კუნძულზეც, თუმცაღა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ, იქიდან შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში, სადაც ოცი წელი დაჰყო. რუმინეთიდან კი გაემგზავრა ხერსონ-ყირიმში, სინოპში, მაკედონიაში, ეპირში, თესალიაში, ლამიაში, ლუტრაკიონსა და კორინთოში.

მოწამებრივი აღსასრული
უკანასკნელად მოციქულმა იქადაგა ქალაქ პატრაში (საბერძნეთი). წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოიქცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქისთავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღვთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმათ, არამედ დაეკიდათ. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღვთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა 62 წელს.

მოციქულის წმინდა ნაწილები
წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, 62 წელს, დაკრძალეს ქალაქ პატრაში. 357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა, კონსტანციუსმა, წმინდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქალაქ პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის იმყოფებოდა 1964 წლამდე. დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების ჯვრის გვერდით ქალაქ პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონის მთაზეა: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია წინასწარმეტყველის სავანეში, ხოლო მეორე - წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები 1208 წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat