საქმენი მოციქულთა
საქმენი მოციქულთა
"საქმე მოციქულთა" - მეხუთე სახარებაა
მოციქულები, ვისაც უფალმა "მარილნი ქვეყანისანი" უწოდა და ვისმა ჯვარსახოვანმა გზამ და მაცხოვნებელმა ბადემაც წარსაწყმედლის სიღრმეთაგან გვიხსნა, ხშირად ნაკლებად ცნობილნი არიან ჩვენთვის. არადა, სწორედ მათ, ვითარცა ხარებმა - გუთნით, ჯვრით აღაშენეს ეკლესია და საკუთარი თავი, როგორც სულიერი შესაწირავი, მოწამეობის სამსხვერპლოზე დასდეს.

ისინი მსოფლიო ხსნის მაცნენი, ეკლესიის ურყევი სვეტნი, ახალი მადლის ერთგული განმგებელნი და ცათა სასუფევლის ნეტარი მეკლიტურნი არიან. თუმცა მათ ღვაწლს და ახალი აღთქმის ნაწილს, რომელსაც "საქმე მოციქულთა" ჰქვია, რატომღაც ხშირად გვერდს ვუვლით.

რას მოიცავს წმინდა წერილის ეს ნაწილი? რამდენად მნიშვნელოვანია მისი ცოდნა ქრისტიანთათვის?

გვესაუბრება საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ისტორიის დოქტორი, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი:

- რას მოიცავს "საქმე მოციქულთა" და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ცოდნა ქრისტიანთათვის?

- "საქმე მოციქულთა" ახალაღთქმისეულ კოდექსში შედის და ამით ქრისტიანთათვის ამ წიგნის მნიშვნელობაც განსაზღვრულია. მაგრამ ღირსებითაც და შინაარსითაც წმინდა წერილში მას კონკრეტული სპეციფიკა და ადგილი აქვს.

მოგეხსენებათ, შინაარსის მიხედვით ბიბლიის წიგნები მოძღვრებით, სჯულდებით, საწინასწარმეტყველო და ისტორიულ კატეგორიებად განიყოფება. ძველი აღთქმის წიგნებიდან ამ უკანასკნელს "მეფეთა", "მაკაბელთა" და სხვა წიგნები განეკუთვნება, ახალ აღთქმას კი ამ კატეგორიის ერთადერთი წიგნი - "საქმე მოციქულთა" აქვს. თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ ამ წიგნს სხვა, მაგალითად, საღვთისმეტყველო დატვირთვა არ გააჩნია. თავად სათაურიც ნათლად მიანიშნებს, რომ მისი ძირითადი ტენდენცია იმ საქმეების აღწერაა, მოციქულებმა რომ აღასრულეს.

ბოლოს და ბოლოს, ღირსებითაც და შინაარსითაც ბიბლიის ამგვარი დაყოფა პირობითია, რადგან მისი ყოველი ნაწილი ღვთივსულიერი და თანაბრად მნიშვნელოვანია.

მართალია, ოთხივე სახარება უამრავ ისტორიულ მოვლენასა და ფაქტს შეიცავს, მაგრამ სახარების მიზანი და მოტივაცია მაინც სულ სხვაა.

ზოგი გვეკითხება - რატომ არ აღწერს ოთხთავი იესო ქრისტეს ბიოგრაფიას ბავშვობიდან ზრდასრულობამდეო. იმიტომ, რომ მისი დანიშნულება იმ უდიდესი ამბების ხარებაა, კაცობრიობას იესო ქრისტეს განკაცებამ რომ მოუტანა, ხოლო "საქმე მოციქულთა" იმას გვაუწყებს, თუ როგორ განეფინა სამყაროში ეს ნათელი და როგორ დამკვიდრდა წუთისოფელში. სწორედ ამ დიდ ამბებს აღწერს ზოგიერთი მათგანის თვითმხილველი და მონაწილე ლუკა მახარებელი, პირველი ისტორიკოსი ქრისტეს ეკლესიისა, სკრუპულოზურად და გამოწვლილვით რომ აღნუსხავს ყველაფერს და გულმოდგინედ ეძიებს წყაროებს.

ძალზე კარგად ჩანს მოციქულთა მდგომარეობა სულთმოფენობამდე, რომლის შემდეგაც მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: სანამ პეტრე სამგზის უარყოფს უფალს, "საქმე მოციქულთაში" ლუკა მოციქული მას სულ სხვა ადამიანად წარმოგვიჩენს: სიკვდილით დასჯამდე ერთი დღით ადრე, სანამ უფლის ანგელოსი დილეგიდან გამოიხსნიდა, პეტრეს იმგვარი უდრტვინველობით და სიმშვიდით სძინავს, რომ მისი განღვიძება ანგელოსს მახვილის კვრითაც კი უხდება... უფალი მასთანაა და აღარ ეშინია.

იოანე ოქროპირს "საქმე მოციქულთას" შესახებ საოცარი სიტყვა აქვს ნათქვამი: ეს წიგნი იესო ქრისტეს აღდგომის დამადასტურებელი უტყუარი მოწმობააო.

რომ არა აღდგომა, მოციქულები ასეთ საოცარ საქმეებს თავს ვერ იდებდნენ, თავიანთ მისიას ვერასოდეს აღასრულებდნენ და ვერც ისეთ ღვაწლს იტვირთავდნენ, როგორიც რწმენისთვის ტანჯვის დათმენა და სიკვდილია.

უტყუარი ფაქტია და მოციქულთა საქმეებიდანაც საჩინოვდება, რომ პირველი საუკუნის ბოლოსვე იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მომცველ რომის იმპერიაში, რომელიც სამ კონტინენტზე იყო გადაჭიმული, არ დარჩა ადგილი, ქრისტიანული ეკლესია ან თემი რომ არ ყოფილიყო. ქრისტიანობის გავრცელება მართლაც საოცრება იყო და რომ არა აღდგომა, მოციქულები ამას ვერასდროს შეძლებდნენ.

"საქმე მოციქულთა" მართლაც დასტურია იმისა, როგორ შეეწევა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი თავის მოწაფეებს დიდ სამისიონერო საქმიანობაში.

- რა ენაზე და როდის შეიქმნა იგი?

- "საქმე მოციქულთა" ბერძულ ენაზე დაიწერა. ლუკა მახარებელი მოციქულთა 30-წლიანი მოღვაწეობის პერიოდს აღწერს - ქრისტეს ამაღლებიდან მოციქულ პავლეს რომში ტყვეობამდე და იმას, თუ როგორ ფუძნდებოდა პირველი ეკლესია, რა პრობლემების გადალახვა უხდებოდა მას და ა.შ. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "საქმე მოციქულთა" - მეხუთე სახარებააო და ასეც არის. იგი ნამდვილად გაგრძელებაა სახარებისა, რომელიც უფლის ამაღლებასთან ჩერდება და მის შემდგომ ამბავთა თხრობას სწორედ "საქმე მოციქულთა" ძალზე გულახდილად და პირუთვნელად აგრძელებს.

ამ წიგნის მნიშვნელოვნება იმანაც განაპირობა, რომ იგი საერო ისტორიოგრაფიისთვისაც ფასდაუდებელი წყაროა, რადგან, როგორც ვთქვით, ლუკა მახარებელი მართლაც შეუდარებელი ქრონოგრაფია. ისევე, როგორც სახარებათა თითოეულ ავტორს, მასაც წერის განსხვავებული მანერა და სპეციფიკა აქვს. რაღა თქმა უნდა, წმინდა წერილის ყოველი წიგნი სულიწმინდის მადლით შეიქმნა, რაც ავტორის თავისთავადობას კი არ წარხოცს და გამორიცხავს, პირიქით, წარმოაჩენს და ამიტომაც განსხვავდება სახარებების ავტორთა ენა, წერის მანერა, ტერმინოლოგია და ლექსიკა ერთურთისგან.

ლუკა მახარებელი სახარების წერისასაც კი პედანტი ისტორიკოსია და როდესაც მოვლენებს აღწერს, დეტალურად გვიამბობს, თუ ვინ იყო იმ დროს ამა თუ იმ რეგიონის პროკურატორი, მეფე, პრეფექტი, იმპერატორი, ათასისთავი, ასისთავი და ასე შემდეგ. "საქმე მოციქულთაში" წარმოჩნდა მისი სკრუპულოზურობა, სადაც უამრავი ისტორიული პერსონაჟი და მაშინდელი რომის საზოგადოების სახელისუფლებო ელიტაა წარმოდგენილი. კვლავ გავიმეორებ, რომ "საქმე მოციქულთა" ამ პერიოდის მკვლევართათვის მართლაც ფასდაუდებელი საბუთია, რომლის უტყუარობას წარმართული წყაროებიც ადასტურებს. მაგალითად, ამ წიგნში მოხმობილი ფაქტი, რომ აკვილა და პრისკილა კეისარმა კლავდიუსმა სხვა ებრაელებთან ერთად რომიდან განდევნა, სრულებით ემთხვევა ტაციტუსის მიერ მოწოდებულ იდენტურ ინფორმაციას. ლუკა ახსენებს იუდეის იმჟამინდელ პროკურატორ იოსტოს ფელიქსს, უძლიერეს მმართველს იუდეის ისტორიაში, რომელიც მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან იყო ღვიძლი ძმა იმპერატორ კლავდიუსის ძლევაშემოსილი პირველი მინისტრისა. ამ წიგნშივე გვხვდება ჰეროდე აგრიპაც, ცნობილი ჰეროდე დიდის შვილიშვილი და კალიგულას მეგობარი, რომლის წყალობითაც მიიღო მეფობა ამ უკანასკნელმა... გვხვდება ცნობილი ფილოსოფოსის სენეკას ღვიძლი ძმაც, სახელად ღალიონი, რომელიც საბერძნეთის პროკონსული იყო.

ერთი სიტყვით, "საქმე მოციქულთაში" უამრავი პერსონაჟი და მსოფლიო პოლიტიკური ვითარება გადაკვეთს ერთმანეთს და მასში აღწერილი 30-წლიანი პერიოდი ძალზე საინტერესოა როგორც ეკლესიის ისტორიისთვის, ისე საერო მკვლევართათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ლუკა მახარებლის ენა თავისებური იუმორით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, იუმორი სარკაზმისა და ირონიისგან განსხვავდება. იუმორი ჯანსაღი აზროვნების მანიშნებელია, ხოლო დანარჩენი ორი - ბოროტების. "საქმე მოციქულთას" დამახასიათებელი თავისებურება არის ავტორის მოქნილი ორიგინალური იუმორული წერის მანერა. ორ მეტყველ მაგალითს მოვუხმობ: იგი დახვეწილი იუმორით აღწერს პავლე მოციქულის სინედრიონის წინაშე წარდგენას, როდესაც მან ჩინებულად გამოიყენა თავისი რომის მოქალაქეობაც, ფარისევლობაც, ფარისევლებსა და სადუკევლებს შორის არსებული განსხვავებაც, და იმ აურზაურს, მისმა სიტყვამ რომ გამოიწვია სინედრიონში.

მეორე ეპიზოდში ასეთივე იუმორით გვიამბობს, როგორ ცდილობდა ფსევდოქრისტიანი, ცრუწინასწარმეტყველი და ფსევდოეგზორცისტი შვიდი ძმა ბოროტი სულით შეპყრობილის განკურნებას ამ შეძახილით: პავლეს ღმერთის, ქრისტეს სახელით გიბრძანებ, განვედო და ამ შეძახილზე როგორ მიუბრუნდა მასში მსუფევი ავი სული ამ სიტყვებით: ქრისტეც ვიცი, პავლეც, მაგრამ თქვენ ვინ ხართ, არ ვუწყიო და შვიდივეს სიავით სცემა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ეკლესიას უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა და სწორედ "საქმე მოციქულთა" აღწერს პრობლემათა მოგვარების პირველ შემთხვევას - საეკლესიო კრებას.

I მსოფლიო საეკლესიო კრება მეოთხე საუკუნეში შედგა. მანამდე უკვე არსებობდა ადგილობრივ კრებათა პრაქტიკა, მაგრამ პირველი კრება იერუსალიმში, რომელიც მოციქულთა კრების სახელით შევიდა ეკლესიის ისტორიაში, პირველი მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა სძლიო და დაარეგულირო თეოლოგიური თუ ყოფითი პრობლემები. ამ დროიდან კრებათა ტრადიცია ეკლესიის თანმდევ მოვლენად იქცა და იგი დღემდე ამ მოდელით იმართება.

სწორედ "საქმე მოციქულთაში" ვხედავთ სათავეს ეკლესიის მთლიანობისა მმართველობაშიც და მადლისმიერადაც. ჩვენ სისხლისმიერი კავშირი გვაქვს მოციქულთა ეპოქასთან. მართლმადიდებელი ეკლესია ხომ უშუალო მემკვიდრეა მოციქულების.

- ახალი აღთქმის ეს ნაწილი, ძირითადად, ორი უდიდესი მოციქულის - პეტრესა და პავლეს ცხოვრებასა და საქმეებზე მოგვითხრობს...

- მართლაც ასეა და თითქოს ეს წიგნიც 2 ნაწილად არის დაყოფილი: პირველი 13 თავი პეტრე მოციქულის პალესტინაში მოღვაწეობას ეძღვნება, რომელმაც პალესტინაში პირველი ეკლესიის განმტკიცებისა და ქრისტიანული ებრაული თემის მომძლავრებისთვის იღვაწა და ერთი ქადაგებით 3000 ადამიანი მოაქცია, მეორე ქადაგებით კი - 5000; მეთოთხმეტედან ოცდამერვე თავის ჩათვლით კი - პავლე მოციქულის მოქცევას და რომში ტყვეობამდე მოღვაწეობას, რომელმაც ისტორიული პალესტინის მიწებს იქით, წარმართთა შორის იქადაგა. სწორედ მისი მოწაფე და ხშირი თანამგზავრია ლუკა მახარებელი. როდესაც იგი მოვლენათა თვითმხილველია და პავლე მახარებელს ახლავს, პირველ პირში გვესაუბრება, სხვაგან კი - მესამეში. პეტრე მოციქულზე საუბრისას იგი შეშინებულსა და უფლის სამგზის უარმყოფელ ადამიანს კი არა, იმ პეტრეს აღწერს, რომლის ჩრდილიც კურნავს, ისევე, როგორც პავლე მოციქულის ოფლით დაცვარული პირსაწმენდი, რაც უეჭველი მოწმობაა ქრისტეს აღდგომისა და მაცხოვრის აღთქმის აღსრულებისა: ჩემი მიმდევარნი და მოყვარულნი ჩემზე უმეტეს საქმეებს აღასრულებენო.

შეიძლება ითქვას, პავლე მოციქულზე მასშტაბური და ბუმბერაზი ფიგურა ქრისტიანობის ისტორიაში ძნელად მოიპოვება. ამით რომელიმე მოციქულს, წმინდანსა თუ მოღვაწეს როდი ვაკნინებ. მოქცევიდან 35 წლის განმავლობაში, რომში, თავისკვეთამდე, იგი არ გაჩერებულა და დაუღალავად ამოწმებდა ქრისტეს სარწმუნოებას.

დამასკოს გზაზე მისი მოქცევისა და სამდღიანი სიბრმავის ამბავი, რომლის დროსაც მას არც საზრდელი უხმევია და არც წყალი, ძალზე საინტერესოდაა აღწერილი "საქმე მოციქულთაში", რაც მარხვის ან პროტესტის ფორმა კი არა, მართლაც შოკური მდგომარეობა იყო და უღრმესი გააზრება და ქრისტიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა მისი რწმენისა და უდიდესი განათლებისა. პავლესთვის მართლაც აღმოჩენა იყო, რომ ქრისტე სწორედ ის მესიაა, რომლის შესახებაც მოსედან ვიდრე იოანე ნათლისმცემლამდე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებდა. იგი მაშინდელი სამყაროს უგანათლებულესი ადამიანი იყო, დიდი სწავლულის, გამალიელის მოწაფე. სწორედ ამ სამმა დღემ აქცია ქრისტიანობის მდევნელი სავლე პავლედ. მისი თეოლოგიური და საერო განათლება და ძველი აღთქმის ახალთან შესაბამისობაში მოყვანა ძალზე კარგად ჩანს მის ეპისტოლეებში, რომლებიც ქრისტიანული ღვთისმეტყველების მწვერვალია და ამასთანავე, პლატონის, სოკრატეს არისტოტელეს და სხვა უდიდეს მოაზროვნეთა ინსტალაციას და ქრისტიანული სულით გაჯერებას წარმოადგენს. ეს მემკვიდრეობა მართლაც დიდი განძია ახალი აღთქმის ეკლესიისა.

როგორც გითხარით, "საქმე მოციქულთა" პავლე მოციქულის თავისკვეთაზე არაფერს ამბობს და რომში კეისრის სამსჯავროს მოლოდინამდე გრძელდება, სადაც დაახლოებით 10 წლის მანძილზე იღვაწა და მეოთხე სამისიონერო მოგზაურობაც განახორციელა. მხოლოდ ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნისას მოხდა მისი და პეტრე მოციქულის შეპყრობაც და რომში სიკვდილით დასჯაც, რაც უტყუარი ფაქტია.

პავლე მოციქული ძალზე პრინციპული ადამიანია, რაც სრულებითაც არ გულისხმობს სიჯიუტეს. ისევ მაგალითს მოვიხმობ: ქრისტეს აქეთ 49 წელს იერუსალიმში, მოციქულთა კრებაზე მთავარი საკითხი ის გახლდათ, აუცილებელი იყო თუ არა მოსეს სჯულის აღსრულება და წინადაცვეთა ებრაელობიდან მოსული ქრისტიანებისთვის. პავლე ამას საჭიროდ არ თვლიდა და ამტკიცებდა: თუკი ქრისტეში ნათელვიღეთ, ამის აღსრულება რაღა საჭიროაო. მაგრამ ამ კრების შემდგომ მან, ერთი შეხედვით, არაადეკვატური რამ ჩაიდინა: თავის მოწაფე ტიმოთეს წინადააცვეთინა, გარეგნული ნორმა დაარღვია და უმთავრესი - სიყვარულის კანონი აღასრულა, რადგან სხვაგვარად ებრაელობას ვერ შეიძენდა. მისი პრინციპულობა მუდამ ადამიანთა მოქცევასა და გადარჩენას მსახურებდა და ყველას და ყველაფერს ამ მიზნისთვის იყენებდა. სადაც საჭიროა, რომის მოქალაქეა, სადაც საჭიროა - ფარისეველი, ებრაელი ბენიამინის შტოდან, რაც, როგორც ზოგს ჰგონია, უპრინციპობა და ორსახოვნება კი არა, მიზანმიმართული მოქმედებაა ადამიანთა მოსაქცევად. თითოეული დღე - ბოლო დღე იყო მისთვის, მიუხედავად ფიზიკური უძლურებისა, უდიდესი თავგანწირვით ამსახურა ყოველი უფალს. კარვების კერვას მიჰყო ხელი, რათა ადამიანთა ყვედრებით დაღლილს თავი ერჩინა.

შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანი, რომელსაც არც მიწაზე მოღვაწე ქრისტე უნახავს და არც მისი სასწაულები და მისი მდევნელიც კი იყო, უდიდესი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ სამართლიანად აღამაღლა მოციქულთა თავის რანგში.

- მამა ლევან, ვინ იყო "საქმე მოციქულთას" ადრესატი? სად დაიწერა იგი?

- ირინეოს ლიონელის ვერსიით, იგი რომში დაიწერა, თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობს. რაც შეეხება ამ წიგნის ადრესატს, თეოფილეს, ცნობილია, რომ იგი ბერძენი არისტოკრატი და მთავარი იყო, რომელმაც დიდი ინტერესი გამოავლინა ქრისტიანობისადმი და ორი უდიდესი წიგნის - ლუკას სახარებისა და მოციქულთა საქმენის ადრესატად იქცა.

რაც შეეხება შექმნის კონკრეტულ დროს, რამდენადაც თავად ავტორის მიერ არ თარიღდება, მისი ზუსტად დადგენა შეუძლებელია, თუმცა ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა. ტექსტიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი ქრისტიანთა პირველ დევნამდე, 63-64 წლებში შეიქმნა.

- მოციქულთა მოძრაობის მარშრუტზე რას გვეტყვით?

- აღწერილია პავლეს 3 სამისიონერო მოგზაურობა, თუმცა ისტორიულად ოთხია ცნობილი, რის შესახებაც თავად პავლე ამოწმებს თავის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. იერუსალიმი, ანტიოქია, ეფესო, გალატეა, ფილიპია, ათენი, რომი თუ სხვა რეგიონები უადრესი ეკლესიების დაფუძნების ადგილებია. მათ მიმართ დაიწერა მოციქულთა ეპისტოლეები, რომლებიც კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე იქმნებოდა.

- "საქმე მოციქულთას", როგორც მთლიანად წმინდა წერილს, უამრავი კომენტატორი ჰყავდა...

- რაღა თქმა უნდა, მისი კომენტარები უადრეს ეპოქაშივე არსებობდა. მოციქულთა ეპისტოლენი უკვე ერთგვარი კომენტარები და განმარტებაა სახარებისა. შემდგომ კი, ქრისტეს აქეთ მეორე საუკუნეში, მოციქულთა მოწაფენი გვევლინებიან კომენტატორებად. ეკლესია ხომ მოწაფეთა უწყვეტი ჯაჭვია და ეს მემკვიდრეობაც სწორედ ამ ჯაჭვის მეშვეობით გავრცელდა. ადრეულ პერიოდში წმინდა წერილს და, მათ შორის, "საქმე მოციქულთას" განმარტავდნენ უდიდესი თეოლოგები და მოძღვრები: პოლიკარპე სმირნელი, ირინეოს ლიონელი, პაპია ჰიეროპოლელი, ორიგენე, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე, ეფრემ ასური, ისააკ ასური და სხვანი. უამრავი ჰომილია არსებობს წმინდა წერილის ამა თუ იმ წიგნსა თუ მოვლენაზე.

ჩვენი წინაპრები ნიადაგ ცდილობდნენ წმინდა წერილის ყველა კომენტარის უადრეს პერიოდშივე გადმოქართულებას და სინას მთის, შავი მთის, პალესტინისა თუ ათონის ქართული მონასტრები ამ საქმეს ემსახურებოდნენ. მეტიც: ქართველები იმდენად გაისარჯნენ, რომ დღეს, როდესაც ამ კომენტარების ბევრი ბერძნული ორიგინალი დაკარგულია, მათი აღდგენა ქართული თარგმანის საფუძველზეღაა შესაძლებელი.

ჩვენი წინაპრები მუდმივად სწორი თეოლოგიური აზროვნების ეპიცენტრში იყვნენ და სწორედ ამიტომ ამბობდა ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობისას გიორგი მთაწმინდელი: ქართული ეკლესია - ის ეკლესიაა, რომელიც, თუნდაც კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან განსხვავებით, არც მარცხნივ გადახრილა ოდესმე და არც მარჯვნივო. ჩვენი უძველესი მწერლობა და სასულიერო პირთა და მოაზროვნეთა სულიერება და განათლება არათუ ჩამორჩებოდა, მუდამ თანადროული იყო მაშინდელი მსოფლიო ეკლესიის აზროვნებისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat