მოციქულისა მატათასი, რომელი დაიდგინა იუდას წილ განმცემელისა +63)- 09 (22 ) აგვისტო
მოციქულისა მატათასი, რომელი დაიდგინა იუდას წილ განმცემელისა +63)-  09 (22 ) აგვისტო
წმინდა მატათა მოციქული წარმოშობით იუდას ტომიდან ყოფილა, დაბადებულა ქალაქ ბეთლემში. სიყრმიდანვე მიუბარებიათ იგი იერუსალიმში აღსაზრდელად წმინდა სვიმეონ მიმრქმელისათვის, რომლისგანაც, ვითარცა მადლის წყაროსგან, აღვსებულა ღვთის დიდი რწმენით და სიყვარულით. არ ვიცი, იყო თუ არა იქ წმინდა მატათა, როცა მისმა მოძღვარმა მიირქვა ხელთ მაცხოვარი და მხსნელი სოფლისა, ყრმა იესუ. თუ არ ყოფილა, შეიტყობდა მაინც მხსნელის დაბადებას.

გადიოდა წლები. "წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა" იესუ. დადგა დრო, როცა ჩვენმა უფალმა ნათელიღო და თავი გამოუცხადა ცოდვილ სამყაროს. მრავალი გაჰყვა მას. უფლის ნაქადაგები და მის მიერ მოხდენილი სასწაულნი რწმენით აღავსებდა წმინდა მატათას. ბედნიერება იყო იესუს ახლოს ყოფნა. წმინდა სვიმეონი საუკუნეები ელოდა მხსნელის მოსვლას და მაცხოვრის მირქმის შემდეგ მალევე აღესრულა. მატათას კი შეეძლო იესუს გვერდით ყოფნა. ამიტომაც დაუტევა ყოველივე ხორციელი საზრუნავი და, სხვა მოწაფეებთან ერთად, უფალს შეუდგა. სხვა მოციქულებთან ერთად იზიარებდა უფალთან ყოფნის სიხარულს, მათსავით შეეშინდა უფლის ჯვარცმისას, მანაც იხილა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე მკვდრეთით აღმდგარი და ზეცად ამაღლებული.

ღმერთმა, რომელმაც ყოველი კაცის გულისზრახვანი იცის, ნახა რა წმინდა მატათას ღრმა სარწმუნოება, თავმდაბლობა, სიწმინდე მისი სულისა, ინება, არათუ სამოცდაათ მოციქულთა შორის გამოერჩია იგი, არამედ მისით შეევსო თორმეტ მოციქულთა დაკლებული რიცხვი. როგორც ვიცით, სასოწარკვეთილმა იუდა გამცემელმა თავი ჩამოიხრჩო, ამიტომ განსაგებელი მისი სხვას უნდა მიეღო. იერუსალიმში შეიკრიბა 120 კაცი, მოწაფენი უფლისა. "წმინდა პეტრე მოციქულის რჩევით, ორი მათგანი გამოირჩიეს - იოსტიოსი და მატათა. ისინი იყვნენ მოწამენი ყოვლისა ჟამისა, "რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩვენდა უფალი იესუ" ანუ ისინი, ვინც ქრისტეს გვერდით იყვნენ წმინდა იოანეს ნათლისღებიდან ვიდრე იესუს ზეცად ამაღლებამდე. ამის შემდეგ უფლის მოწაფეებმა ილოცეს და სთხოვეს ღმერთს, გამოეჩინა ამ ორიდან ერთ-ერთი, რომელიც ღირსი იყო თერთმეტ მოციქულთა გვერდით ყოფნისა. ღვთის ნებით გამოირჩა მატათა - მეთორმეტე მოციქული უფლისა. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ სად უნდა ექადაგათ. წმინდა მატათას იუდეა შეხვდა. მანაც მიმოიარა ეს მხარე და მრავალნი პირმეტყველნი ცხვარნი შერთო უფლის სამწყსოს.

როცა წმინდა ანდრია პირველწოდებული და წმინდა პეტრე წარემართნენ გზასა მას მოციქულებისასა, გაიოზსა და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად თან წმინდა მატათაც წაიყვანეს. პირველად ასურეთის ანტიოქიაში იქადაგეს "სიტყვა იგი ღვთისმსახურებისა". მრავალი სასწაული აღასრულეს და მრავალი მოიმოწაფეს, მშვენიერი ეკლესიაც კი ააშენეს. სწორედ აქ უწოდეს უფლის მოწაფეებს პირველად ქრისტეანები. ამის შემდეგ კაპადუკიის ქალაქ ტვინეაში დაჰყვეს რამდენიმე ხანი, ასწავლეს და ნათელსცეს უამრავ ადამიანს. წმინდა მოციქულნი შემდეგ გალატიის მხარეში მისულან, ქალაქ ანკვირიაში გაჩერებულან, ონისიფორე ურიის სახლში. ანკვირიაში დიდი ხანი დაჰყვეს. მრავალი სასწაული ქმნეს, ლოცვით მკვდარიც კი გააცოცხლეს. მრავალი კაცი მოაქციეს და ნათელსცეს ყოვლადწმინდა სამების სახელზე. მერე პაფლაგონიაში გადავიდნენ, ზღვისპირა ქალაქ სინოპეში. ძალზე ფიცხი და მოუდრეკელი ხალხი ცხოვრობდა ამ ქალაქში, იმდენად უსახურნი, რომ ზოგი კაცის მჭამელებსაც კი ეძახდა მათ. მოციქულები ქალაქგარეთ, ერთ ჭალაში დაბანაკდნენ. იქ დამკვიდრებული ეშმაკნი ყვირილით ტოვებდნენ სამყოფელს. ამბობდნენ: "იესო ნაზარეველის მოწაფენი მოვიდნენ და აქედან გვაძევებენო". მათი ყვირილი სინოპეს მკვიდრთ ესმათ და წმინდა მოციქულებს მიაშურეს, თან სნეულნიც მიჰყავდათ. მოციქულნი დაადებდნენ ხელს ავადმყოფებს, ილოცებდნენ და განკურნავდნენ მათ. არათუ სინოპედან, მთელი ზღვისპირეთიდან მოაწყდა ხალხი. ამის შემხედვარე ჰურიანი "შურით განიხერხებოდნენ", იხელთეს დრო, სინოპეში რაღაც საქმისთვის მისული წმინდა მატათა დაიჭირეს და სიკვდილი გადაუწყვიტეს. ეს ამბავი წმინდა ანდრიამ შეიტყო და შუაღამისას მივიდა საპყრობილეში. ქალაქის ბჭე და საპყრობილის კარები თავისით გაიღო, ხოლო როცა საპყრობილეში შევიდა, წმინდა მატათას და სხვა პატიმრებს ბორკილები თავისით დასცვივდათ. განთავისუფლებულებმა იწამეს იესუ ქრისტე. წმინდა ანდრიას რჩევით, ისინი უსაფრთხოებისთვის ერთ მღვიმეში დასახლდნენ, სადაც მოციქულნი შვიდი დღე ასწავლიდნენ ქრისტეს სარწმუნოებას, ხოლო მერვე დღეს მონათლეს კიდეც ხალხი. ახალნათელღებულნი დაარწმუნეს, მტკიცედ მდგარიყვნენ ქრისტეს სარწმუნოებაში და ამის შემდეგ განშორდნენ მათ. ამასობაში წმინდა პეტრეც მივიდა სინოპეში უფლის მოწაფეებმა ერთმანეთი დიდი სიყვარულით მოიკითხეს და ისევ საქადაგებლად გაიფანტნენ.

წმინდა პეტრემ გაიოზი და სხვა რამდენიმე ძმა დასავლეთით წაიყვანა, ხოლო წმინდა ანდრია, წმინდა მატათასთან და სხვა მოწაფეებთან ერთად, აღმოსავლეთით გაემართა. იქადაგეთ პონტოს ქალაქ მისონში (ანუ სამისონში). იქაც ერთ ჰურიასთან დასახლდნენ, რომელსაც სახელად დომენტი ერქვა. წმინდა ანდრია და წმინდა მატათა შევიდნენ მისონის ჰურიათა შესაკრებელში. მათი ნაწილი ჰეროდეს აღიარებდა ქრისტედ - მან მღვდელმთავარი გიკონი გადმოაგდო და თვითონ გახდა მეფეც და მღვდელმთავარიცო. ხოლო მეორე ნაწილი ჰურიათა წმინდა იოანე ნათლისმცემელს მიიჩნევდა ქრისტედ. დიდხანს გაგრძელდა მათთან საუბარი. შესაკრებელიდან გამოსულ მოციქულებს უამრავი ადამიანი შემოერტყა გარს, მათ თან ავადმყოფები, ეშმაკეულნი მოეყვანათ და კურნებას სთხოვდნენ. ჰურიათა განსწავლით დაღლილმა მოციქულებმა მეორე დღეს დაიბარეს ისინი. მეორე დღეს კვლავ შეიკრიბა ერი. მათ წინაშე წმინდა ანდრია წარსდგა, ჯვარი დასახა ავადმყოფებს. მისი წმინდა ლოცვით განკურნებულმა ხალხმა უამრავი საფასე შესწირა წმინდა ანდრიას. პირველწოდებული უფლისა გამორჩეული იყო ღრმა სულიერებით, ფიზიკურადაც მშვენიერი გახლდათ - ლამაზთმაწვერიანი, მაღალი, ოდნავ წელში მოხრილი. ყველა ამ სათნოების გამო, მასთან მყოფნი მოციქულნი, მათ შორის - წმინდა მატათაც, მის მოწაფედ მიიჩნევდნენ თავს.

შემოწირულობით მოციქულებმა ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააგეს, აღმართეს წმინდა საკურთხეველი, ახალგაჩენილ მრევლს დაუდგინეს მღვდელნი და დიაკონნი. გზა განაგრძეს და "მეგრელთა ქალაქ" ტრაპიზონში შევიდნენ. იხილეს აქაც კაცთა "უგუნურება პირუტყვებრივი". ასწავლეს მათაც ქრისტეს სჯული და ამის შემდეგ შევიდნენ "ქვეყანასა ქართლისასა". წმინდა ანდრიასა და წმინდა მატათას თან ახლდნენ თადეოზი, ტიხიკისი, ასტაქე, ევოდოსი, სვიმონი, აღაპიტოსი და დომენტი. უქადაგეს ქართლის მკვიდრთ, საკმაო ხანი დარჩნენ მათთან, შესწირეს ქართველთა სულნიც უფალს წმინდითა ნათლისღებითა.

ქართლიდან მოციქულნი პართიაში წავიდნენ, იქიდან კი იერუსალიმში დაბრუნდნენ. თორმეტი მოციქული ყოველწლიურად იკრიბებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან. ისინი ერთად აღნიშნავდნენ უფლის აღდგომას და მარტვილიას (სულთმოფენობას). მარტვილიის შემდეგ ისევ სულიერი სამკალის მოსაწევად მიდიოდნენ.

როგორც წმინდა ანდრიას "ცხოვრება" მოგვითხრობს, ერთი წლის შემდეგ, როცა ჩაიარა აღვსება-მარტვილიის დღეებმა, ქართლში წამოსულან საქადაგებლად წმინდა ანდრია, წმინდა მატათა, წმინდა სვიმონ კანანელი და წმინდა თადეოზი. ეტყობა, მაშინ გამოატანა მათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავი ხატი, "აწყურისად" წოდებული (ამ ხატის ისტორია იხ. "კარიბჭის" მე-12 ნომერში - "მცველი ივერიისა"). წმინდა თადეოზი მათ გზაში ჩამოშორდა და ედესის მთავარ ავგაროზთან დარჩა. უფლის წმინდა ხატის თაყვანისცემით განძლიერებულებმა (ეს წმინდა ხატიც რამდენიმე საუკუნეში საქართველოში ჩამობრძანდა - საუბარია ანჩისხატზე), გზა საქართველოსკენ გააგრძელეს. კვლავ ეწვივნენ ტრაპიზონს და შემდეგ უკვე დიდ-აჭარაში შევიდნენ. მრავალი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინეს, ვიდრე იქაურები ქრისტეს სარწმუნოებას არ აზიარეს. ერთ ადგილას, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი იყო დასვენებული, კურნების მომნიჭებელი წყარო აღმოცენდა. დიდ-აჭარიდან მიმავალ მოციქულებს იქაურებმა ღვთისმშობლის ხატის დატოვება სთხოვეს. მაშინ წმინდა ანდრიამ ხატის ტოლა ფიცარი მოატანინა, დაადო ღვთისმშობლის ხატს და იმ ფიცარზე მისი ზუსტი ასლი აღიბეჭდა. ახლად გამოწერილი ხატი დატოვეს დიდ-აჭარაში და გზა განაგრძეს. გარდავლეს მთა, რკინის ჯვარად წოდებული, სადაც ეს ჯვარი სწორედ წმინდა ანდრიას ჩაურჭია. გაიარეს ოძრახეს ხევი და სამცხის საზღვარზე სოფელ ზადენ-გორაში დაიბანაკეს. აქ ქართველთა სათაყვანო კერპები იდგა. წმინდა მოციქულთა შემობრძანებით ეს კერპნი დაიმსხვრა. ეტყობა, სოფელში შფოთი ატყდა და წმინდა მოციქულნიც გარიდებიან მას, წასულან სოფელ სოსანგეთში (ახლანდელ აწყურში). სოსანგეთის მთავარი ვინმე ქვრივი დედაკაცი ყოფილა, სახელად სამძივარი, რომელსაც იმ დღეებში ერთადერთი შვილი მოკვდომოდა, შინ ესვენა და დასტიროდა. როცა შეიტყო "მკვდრების აღმადგინებელი" ღმერთის მოციქულთა მოსვლა, მაშინვე მიიწვია ისინი და მკვდარი შვილის გაცოცხლება სთხოვა. წმინდა ხატის მიახლებით ბიჭი გაცოცხლდა და ამ სასწაულმა, მოციქულთა ქადაგებასთან ერთად, სულიერი სიკვდილისაგან მოკლულნი ქართველნიც აღადგინა მკვდრეთით. მოციქულები დარწმუნდნენ ქართველთა რწმენაში და ღვთისმშობლის ხატი მათ დაუტოვეს. წმინდა ანდრიას "ცხოვრებიდან" ვიცით, რომ მატათა სოსანგეთს დარჩენილა, წმინდა ანდრიას და წმინდა სვიმონს ქრისტიანობა ჯერ ოვსეთში უქადაგიათ და შემდეგ აფხაზეთში გადასულან. "ქართლის ცხოვრების" ერთი ვარიანტი გვაუწყებს, რომ წმინდა მოციქულნი სვანეთში წასულან საქადაგებლად, სადაც მთავრობდა ვინმე დედაკაცი, აქედან წმინდა ანდრია, სვიმონთან ერთად, ჯერ ოსეთში, მერე აფხაზეთში გადასულა საქადაგებლად, ხოლო წმინდა მატათა სვანეთში დარჩენილა.


ამის შემდეგ არც "ქართლის ცხოვრება" და არც წმინდა ანდრიას "ცხოვრება" არაფერს გვამცნობს წმინდა მატათაზე. წმინდა დიმიტრი როსტოველის "თვენის" მიხედვით, წმინდა მატათას მაკედონიაშიც უქადაგია, სადაც ეშმაკთაგან აღძრულმა წარმართმა ბერძნებმა აიძულეს, საწამლავი დაელია. წმინდა მატათამ ფიალა უფლის სახელით შესვა და არაფერი ევნო. გამძვინვარებული ეშმაკი ბავშვის სახით გამოეცხადა ბერძნებს და მათი ღმერთების შეურაცხყოფისთვის წმინდა მატათას მოკვლა უბრძანა. მაგრამ სამი დღე ეძებეს და ვერ იპოვეს წმინდანი, თუმცა მათ გვერდით ტრიალებდა და ვერ ხედავდნენ. ბოლოს ისევ თვითონ ინება და გამოეცხადა ხალხს. განრისხებულმა წარმართებმა ციხეში ჩასვეს მატათა. იქ მას უფალი გამოეცხადა, გაამხნევა თავისი ერთგული, შემდეგ საპყრობილის კარები გაუღო და გაუშვა. წმინდა მატათა ისევ წარმართთა წინაშე წარდგა. ზოგიერთი გულფიცხი ისევ მოსაკლავად მიეტანა, მაგრამ ამ დროს მიწა გასკდა და ყველა ჩანთქა. ცოცხლად გადარჩენილებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.

არსებობს ორი ვერსია, თუ სად ეწამა და აღესრულა წმინდა მატათა. ერთი ცნობით, იგი ეთიოპას ანუ პონტოს ეთიოპიაში უწამებიათ და იქვე დაუკრძალავთ. პონტოს ეთიოპიას ეძახდნენ ბერძნები სამეგრელოს და იმერეთს. ბათუმთან ახლოს, გონიოში, არის წმინდა მატათა მოციქულის სიმბოლური საფლავი. წმინდა დიმიტრი როსტოველის "თვენის" მიხედვით კი ეთიოპიაში ბევრი განსაცდელი, წამება დაითმინა წმინდა მოციქულმა, ხოლო აღესრულა იერუსალიმში.

სხვადასხვა მხარეში სახარების ქადაგების შემდეგ მატათა დაბრუნდა თავის წილხვედრ იუდეაში. მრავალი ცხადი სასწაული მოხდა მისი ლოცვით და იესუ ქრისტეს სახელით. სასწაულებთან ერთად მისმა ქადაგებამ, წინასწარმეტყველთა ნათქვამის განმარტებებმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტესკენ.

ისრაელში ამ დროს მღვდელმთავრობდა ანანია - მოძულე და მდევნელი ქრისტეანებისა. წმინდა მატათა ჰურიებმა გალილეაში ქადაგებისას შეიპყრეს და იერუსალიმში ჩაუყვანეს ანანიას. მან კი სინედრიონი შეკრიბა, წარმოთქვა მათ წინაშე სიტყვა, სადაც ქრისტეანები სჯულის შერყვნაში დაადანაშაულა. წმინდა მატათამ მათ უთხრა, რომ ქრისტეანობა მისთვის არა დანაშაული, არამედ დიდებაა, რამეთუ უფალი ესაია წინასწარმეტყველის პირით ამბობს: თავის მონებს ღმერთი ახალ სახელს დაარქმევსო - და იქ შეკრებილ ჰურიებს განუმარტა ძველაღთქმისეული წინასახენი და წინასწარმეტყველებები იესუ ქრისტეზე. ძველ აღთქმათა წიგნების საფუძვლიანმა ახსნამ განარისხა ანანია, ჯერ სინანულისკენ და ქრისტეს უარყოფისკენ მოუწოდა წმინდა მატათას, მაგრამ ის კვლავ ადიდებდა სრულ ღმერთსა და სრულ კაცს - იესუ ქრისტეს. ანანიამ დაიხშო ყურები და ყვირილი მორთო: გმობს, გმობს! დაე სჯულმა განსაჯოსო. "განსაჯა სჯულმა" და ჰურიებმაც ეს საქმით აღასრულეს - წმინდა მატათა ქვებით ჩაქოლეს. მკვდარიც კი შეურაცხყვეს - თითქოს წმინდა მატათა კეისრის მოწინააღმდეგე ყოფილიყო, თავი მოჰკვეთეს. მორწმუნეებმა აიღეს წმინდა მოციქულის სხეული და იქვე, იერუსალიმში, დიდი სასოებით დაკრძალეს. საღვთისმსახურო წიგნებში, წმინდა მატათასადმი მიძღვნილ საგალობლებში ნათქვამია, რომ ის ებაძა ქრისტეს, "ვნებათა მისთა ცხოველსმყოფელთა", - ანუ ჯვარზე აღესრულაო. რუსული "თვენის" (გამოიცა 1911 წელს) წმინდა მატათას "ცხოვრების" სქოლიოში წერია, რომ 1200 წელს წმინდა მოციქულის თავი კონსტანტინოპოლში, წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში იყო დაბრძანებული. ამას მოწმობს რუსი მოგზაური ანტონი. ახლა კი (ანუ 1911 წელს) წმინდა მატათას თავი და ზოგი ნაწილი - რომში, ხოლო სხვა - ქალაქ ტრირსა და პაბიაშიაო.

ბედნიერი ერი ვართ ქართველნი, ამდენმა მოციქულმა იქადაგა ჩვენთან ჭეშმარიტი რწმენა. აბა, რისი ღირსნი ვიქნებით, თუ მას ვუღალატებთ, გავცემთ სხვადასხვა აღმსარებელთა მიერ ნაბოძებ ორიოდ გროშზე. პირიქით, ჩვენც უნდა მივემსგავსოთ უფლის მოციქულებს, სიტყვით და საქმით ვიქადაგოთ ჭეშმარიტი ღმერთი, მივბაძოთ მათ სიკვდილშიც, ვეწამოთ და აღვესრულოთ ქრისტესთვის, ანუ დავითმინოთ ვნებები და განსაცდელნი. ჩვენ, დღევანდელ ქრისტეანებს, ორი გზა გვიჩანს: ან უნდა ჯვარს ვეცვათ ქრისტესთვის, ანდა ჩვენი ცოდვებით კიდევ ერთხელ გავაკრათ ჯვარზე მაცხოვარი. გვაშოროს ღმერთმა! ამინ.

ტროპარი
მოციქულო წმიდაო მატათა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი

სახედ ნათლისა, ვითარცა მზე, ყოველსა ქუეყანასა განდა სიტყუა შენი, და განანათლებს წარმართთა ეკლესიასა მადლითა, ღმერთშემოსილო მატათა მოციქულო.

ბეჭდვაელფოსტა
22.08. 2018
გაიხარეთ
დაგლოცოთ უფალმა ესეთი სტატიების გამოქვეყნებისთვის. დიდი სიყვარულით გიორგი ნოზაძე მარნეული 2018
24.08. 2015
shegvewios wminda matatas locvis meoxeba uplis winashe
shegvewios wminda matatas meoxeba uplis winashe
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat