რაწამს გაიგონა ღვთიური მოწოდება, მაშინვე ყოველივე დატოვა და დიდი სიხარულით წაჰყვა მას
რაწამს გაიგონა ღვთიური მოწოდება, მაშინვე ყოველივე დატოვა და დიდი სიხარულით წაჰყვა მას

წმინდა მოციქული და მახარებელი მათე



უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ქვეყნად ცხოვრების დროს, გალილეაში რომ ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კაპერნაუმიდან გამოსვლისას დაინახა კაცი, სახელად მათე, მჯდომარე საბაჟოზე, ბაჟის შესაკრებად, მიუბრუნდა მას და უთხრა: "შემომიდეგ მე" (ე.ი. "წამოდი ჩემთან"). მეზვერემ, ბაჟის ამკრეფმა, რაწამს გაიგონა ღვთიური მოწოდება, მაშინვე ყოველივე დატოვა და დიდი სიხარულით წაჰყვა მას. 

უფალმა მიიღო მეზვერე და ის პატივიც დასდო, რომ შევიდა მის სახლში, სადაც მეზვერე, აღვსებული და აღტაცებული სიხარულითა და მადლობით, გაუმასპინძლდა და დაუპატიჟა მეგობარნი და ნაცნობნი. მრავალი მეზვერე და ცოდვილი სადილობდა იესოსთან და იგი არ თაკილობდა ამას. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა რომ დაინახეს უფალი, უთხრეს მის მოწაფეებს: "თქვენი მასწავლებელი და მოძღვარი რადა სჭამს და სვამს მეზვრეებსა და ცოდვილებთან?" ეს რომ გაიგონა უფალმა, თქვა: "კარგად მყოფთათვის კი არ არის ექიმი საჭირო, არამედ ავადმყოფებისათვის. მე მოვედი ცოდვილთათვის, რომ მათ შეინანონ, და არა მართალთათვის". ამ დროიდან წმინდა მათე გახდა ქრისტეს მოწაფე და მოციქული. 

წმინდა მათე და მისი ძმა იაკობ მოციქული იყვნენ ალფეს შვილები. სხვა მახარებლები თავის სახარებებში უწოდებენ მას "ლევი ალფეს". ეს სახელი ბევრმა არ იცოდა; ეს მოხდა მისი მოციქულობის პატივსაცემად და მისი უწინდელი მეზვერეობის დასაფარად. წმინდა მათე თავის სახარებაში არ ფარავს თავის სახელს და უწოდებს თავს მათეს, რადგან საქვეყნოდ აღიარებს უწინდელ ცოდვილ ცხოვრებას და ცოდვილებს უჩვენებს სინანულის მაგალითს, რომ მათ არ შერცხვეთ ცოდვების აღიარება და მიიქცენ უფლისადმი. 

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მერვე წელს წმინდა მათემ დაწერა სახარება ებრაულ ენაზე გაქრისტიანებული ებრაელებისათვის და ქადაგებდა მას მრავალ მხარეში. მან გააქრისტიანა ეთიოპია, რომელიც წილად ერგო მას საქადაგებლად; გააქრისტიანა პართელები და მიდიელები, და ბოლოს, სულიწმინდის შეგონებით, წავიდა ანთროპოფაგების (კაციჭამიათა) ქვეყანაში, სადაც შავი სახის და მხეცური ზნის ხალხი ცხოვრობდა. მივიდა მათ ქალაქში, გააქრისტიანა რამდენიმე კაცი, დააყენა ეპისკოპოსად თავისი მოწაფე პლატონი, ააშენა პატარა ეკლესია და თვითონ წავიდა მახლობელ მთაში, სადაც მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს ახლად მონათლულთათვის.

ერთხელ მშვენიერი ჭაბუკის სახით მას გამოეცხადა უფალი, რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა, მიესალმა მოციქულს, ჩააბარა თავისი ჯოხი, უბრძანა მთიდან ჩამოსვლა და ჯოხის დარგვა მის მიერ აშენებული ეკლესიის კარებთან. "ის გაიხარებს, - ბრძანა უფალმა, - გაიზრდება დიდი ხე. ეს ხე, ჩემი ძალით, გამოიღებს მრავალ ნაყოფს, რომელიც სიდიდითა და სიტკბოებით ემჯობინება სხვა ხილს, ხოლო მის ძირას გამოვა მშვენიერი წმინდა წყარო, რომელშიც თუ დაიბანენ ანთროპოფაგები, მაშინვე გალამაზდებიან და თუ ჭამენ იმ ხილის ნაყოფს, მაშინვე ნაცვლად მხეცური ხასიათისა, კეთილნი და მშვენიერნი გახდებიან". 

ღმერთმა მათეს მარჯვენა ხელით მისცა ჯოხი. ჩავიდა მათე მთიდან და წავიდა ქალაქში ბრძანების აღსასრულებლად. 
მორმენის ქალაქის მთავრის ფულვიანეს ცოლი და ძე ავი სულით იყვნენ გაწვალებულნი. ისინი შემოხვდნენ მოციქულს გზაზე და დაუწყეს ღრიალი: "შენ აქ ვინ გამოგგზავნა მაგ ჯოხით ჩვენს დასაღუპად?" მათე განურისხდა არაწმიდა სულებს და გამოდევნა ისინი, ხოლო განკურნებულებმა დიდი სიხარულითა და მადლობით თაყვანი სცეს მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ მას. როდესაც პლატონ ეპისკოპოსმა შეიტყო წმინდა მახარებლის მოსვლა, მაშინვე გამოეგება სრული კრებულით. წმინდა მათემ ქალაქში შესვლისთანავე აღასრულა ღვთის ბრძანება: დარგო ეკლესიასთან ჯოხი, რომელიც ხალხის თვალწინ იქცა დიდ ხედ, გამოისხა ხშირი ტოტები და დიდი, ტკბილი ნაყოფი, ხოლო მისი ფესვებიდან გამოვიდა წმინდა წყალი. მთელი ქალაქი შეიკრიბა, ყველას უკვირდა ეს სასწაული. 

ისინი იმ წყაროს წყალს სვამდნენ და ჭამდნენ იმ ხის ტკბილ ნაყოფს. წმინდა მათე იდგა მაღალ ადგილზე და შეკრებილთ უქადაგებდა, ასწავლიდა მათ ენაზე ღვთის სიტყვას. ყველა მსმენელმა ირწმუნა უფალი და მოციქულმა მონათლა ისინი ამ სასწაულთმოქმედ წყაროში. ყველაზე ადრე მან მონათლა ბოროტ სულთაგან განკურნებული ცოლ-შვილი მთავრისა და შემდგომ დანარჩენები. სიტყვისაებრ უფლისა, ყველანი, წყლიდან გამოსულნი, გამშვენიერდნენ და განათლდნენ როგორც ხორციელად, ისე სულიერად. ეს რომ მთავარმა შეიტყო, პირველად ძალიან გაუხარდა ცოლისა და შვილის მორჩენა, მაგრამ ბოროტი სულის შეგონებით განრისხდა მოციქულზე იმის გამო, რომ ხალხმა დატოვა თავიანთი ღმერთები, და განიზრახა მისი მოკვლა. იმავე ღამეს მაცხოვარი გამოეცხადა მოციქულს, უბრძანა გამხნევებულიყო და უთხრა, რომ იგი არ დატოვებდა მას მწუხარებაში. 

დილით, როდესაც მოციქული ეკლესიაში სხვა ქრისტიანებთან ერთად ადიდებდა ღმერთს, მთავარმა გაგზავნა ოთხი მონა მის მოსაყვანად. მაგრამ როცა ტაძრამდე მივიდნენ, ისინი ისეთმა სიბნელემ შეიპყრო, რომ ძლივსღა შესძლეს უკან მიბრუნება და მეფეს მთავარს, - ჩვენ გვესმოდა მათეს ლაპარაკი, მაგრამ დანახვა და წამოყვანა მისი ვერ შევძელითო. 
მთავარი ძალიან განრისხდა, გაგზავნა შეიარაღებული მხედრები წმინდა მათეს ძალით წამოსაყვანად, მაგრამ მათაც ვერა გააწყეს რა. როდესაც ტაძარს მიუახლოვდნენ, ზეციური ნათელი შემოეხვია მოციქულს და ვერ დაინახეს წმინდანი. შეშინებულებმა იაღარი დაყარეს და მთავართან გაიქცნენ ნანახის მოსახსენებლად. მთავარი უფრო განრისხდა. თავი მოუყარა მსახურებს და უნდოდა მოციქულის მოყვანა, მაგრამ უფალმა იქამდე არ მიუშვა. ტაძარს მიუახლოვდა თუ არა, მთავარი დაბრმავდა და დაუწყო მოციქულს ხვეწნა, მიეტევებინა მისი დანაშაული და მიენიჭებინა მხედველობა.

მოციქულმა მთავარს თვალებზე ჯვარი გადასახა და მას მხედველობა დაუბრუნდა. მაგრამ მას ხორციელად აეხილა თვალი, სულიერად კი ისევ დაბრმავებული იყო. მთავარი ამ სასწაულთმოქმედებას ღვთის ძალას კი არა, გრძნეულებას მიაწერდა და ამისთვის მიიპატიჟა წმინდა მათე მდინარის გაღმა, თავის სახლში, ვითომც პატივსაცემად, გულში კი ბოროტი ზრახვა ჰქონდა: სურდა, დაეწვა ქრისტეს მოციქული, როგორც გრძნეული. წმინდა მათე მიუხვდა მთავარს გულისზრახვას, ამხილა იგი და უთხრა: "პირმოთნე მწვალებელო, მალე შეასრულებ ჩემზე განზრახულ საქმეს, ჰქმენ, რაც სატანამ ჩაგიდო გულში. მე მზად ვარ, ჩემი ღმერთის გულისთვის ყოველივე დავითმინო". მაშინ მთავარმა ბრძანა მოციქულის პირქვე დაწვენა, ხელების და ფეხების გაჭიმვა და მაგრად დალურსმვა. შემდეგ მოატანინა წალამი, გამხმარი ფიჩხი, გოგირდი და კუპრი დააყრევინა თავზე და მოაკიდებინა ცეცხლი. ცეცხლი აბრიალდა და ყველა ფიქრობდა, რომ დაიწვებოდა მოციქული, მაგრამ ალი მაშინვე შეიცვალა ვარდად. წმინდა მათე ნახეს ცოცხალი და უვნებელი, და მისი ასეთი გადარჩენის გამო ადიდებდნენ ღმერთს. ხალხმა რომ დაინახა ეს სასწაული, შეშინდა და იწყო მოციქულის ღმერთის დიდება. მთავარს არ სურდა, მოციქულის გადარჩენა ღვთის ძალისთვის მიეწერა, აყვედრიდა წმინდა მოციქულს და ამბობდა, რომ იგი ცოცხალი დარჩა თავისი გრძნეულებით და ბრძანა ცეცხლი მოეკიდებიათ მათესთვის. მის გარშემო დააყენა თავისი თორმეტი ოქროთი ჩამოსხმული კერპი და ფიქრობდა, რომ მათი ძალით წმინდა მათე ფერფლად იქცეოდა. 

ალში გახვეული მოციქული ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა თავისი უძლეველი ძალა, წარმართთა კერპების უღონობა და უძლურება და შეერცხვინა მათი მსასოებელნი. წმინდა ლოცვის ძალით ალი მიიქცა კერპებისაკენ, რომლებიც იმავე წამს დადნნენ, როგორც სანთელი. და მრავალი იქ მდგომი ურჯულო შეიჯურა ალით. დამდნარი კერპებისაგან უცებ გამოხტა ცეცხლის გველი და ჩასაყლაპად გამოუდგა მთავარს. მთავარმა ნახა, რომ ვეღარ შეძლებდა გაქცეოდა მას და წრფელი გულით შეეხვეწა მოციქულს, დაეხსნა იგი სიკვდილისაგან. წმინდა მათე განურისხდა ცეცხლს, ჩაქრა ალი და გველიც გაუჩინარდა. 
მაშინ მთავარმა მოინდომა მოციქულის ცეცხლიდან გამოყვანა დიდი პატივით, მაგრამ წმინდა მათემ დაასრულა ლოცვა და წმინდა სული მიაბარა უფალს. 

მთავარმა შემოსა პატიოსანი და ცეცხლისგან უვნებელი გვამი მოციქულისა ძვირფასი შესამოსლით, დაასვენა ოქროს ცხედარზე და წარჩინებული კაცების ხელით შეასვენა თავის სასახლეში. 
რადგან ჯერ სრული და ჭეშმარიტი სარწმუნოება არა ჰქონდა მთავარს, მოინდომა გამოცდა: წმინდანის გვამი ჩადო რკინის კიდობანში, ამოავსებინა ყოველი მხრით კალით, ჩააგდო ზღვაში და უთხრა თავის დაახლოებულ პირებს: "თუ უფალი, ცეცხლისგან დამხსნელი ამა წმინდისა, მას დანთქმისგანაც დაიცავს, მაშინ დავიჯერებ, რომ ჭეშმარიტად ღმერთი არს ერთი. მაშინ ჩვენ დავტოვებთ ჩვენს ღმერთებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჩვენი დახსნა ცეცხლისაგან და მას მხოლოს თაყვანს ვსცემთ". 

წმინდა ნაწილებიანი კიდობანი ჩააგდეს ზღვაში. წმინდა მათე ღამე გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა: "ხვალ წადი ზღვის პირას მთავრის კარვის აღმოსავლეთით და წამოიღე ნაპირზე გამოტანილი ჩემი ნაწილები". 
პლატონი, ქრისტიანებთან ერთად, წავიდა ზღვისკენ და სიზმარში აღნიშნულ ადგილზე იპოვა კიდობანი ქრისტეს მოციქულის მათეს წმინდა ნაწილებითურთ. მთავარმა შეიტყო ეს ამბავი, შეკრიბა წარჩინებულნი, მივიდა, ჭეშმარიტად ერწმუნა უფალსა იესოს და აღიარა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. იგი დაეცა კიდობნის წინ, გულმოდგინედ ეხვეწებოდა წმინდა მოციქულს ცოდვის მიტევებას და მოინდომა მონათვლა. როდესაც ეპისკოპოსმა დაინახა მისი სარწმუნოება და გულით ლოცვა, იწყო მისი სწავლება და უბრძანა წყალში შესვლა. ეპისკოპოსმა თავზე დაადო ხელი და უნდოდა სახელის წოდება, მაშინ ზეციდან მოისმა ხმა: "ფულვიანე კი არა, მათე იყოს მაგისი სახელი". 

ნათლისღების დროს მთავარს ეწოდა მოციქულის სახელი და იგი გახდა მისი საქმეების მიმბაძველი. მთავარმა მაშინვე სხვას გადასცა თავისი თანამდებობა, მთავრობა, განშორდა ქვეყნიურ ამაოებას, დღე და ღამ ლოცულობდა და ღირსი გახდა ეპისკოპოსისგან მღვდლობის ხარისხისა. სამი წლის შემდეგ ეპისკოპოსი გარდაიცვალა. მღვდელ მათეს ეჩვენა ძილში წმინდა მოციქული მათე, რომელმაც უბრძანა, რომ პლატონის შემდგომ იგი ყოფილიყო ეპისკოპოსი. 
ახალი მათე ეპისკოპოსი გახდა. დაიწყო გულმოდგინედ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება და მრავალი წარმართი გააქრისტიანა. იგი გარდაიცვალა და წმინდა მახარებელთან ერთად წარდგა ღვთის წინაშე. ისინი ევედრებიან უფალს, რომ ჩვენც, მათი მადიდებელნი, ღვთის სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ უკუნისამდე.

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat