ქრისტეს პირველი მისიონერები ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში
ქრისტეს პირველი მისიონერები ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში
მესამე ათასწლეულის დამდეგს, როდესაც ინდოეთიდან მომავალი რომის პაპი იოანე-პავლე II უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მოსახილველად თბილისში შეჩერდა. ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, იტალიის ტელევიზიის დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საუბრის საშუალებითაც შეეცადნენ, იტალიელებისთვის გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ამ ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა:

"გულითადად მივესალმები ყველას, იტალიის ტელევიზიის მაყურებელს, მთელ მორწმუნე ხალხს. მოხარული ვარ, თქვენი არხის საშუალებით ვესაუბრო იტალიელ ხალხს.

მინდა გავიხსენო ვატიკანში შეხვედრის დროს იოანე-პავლე მეორის სიტყვები. მან თქვა, რომ რომის ეკლესია პეტრე მოციქულის მიერ არის დაარსებული, საქართველოს ეკლესია კი ანდრია პირველწოდებულის მიერ, პეტრე და ანდრია მოციქულები კი ძმები იყვნენო, რაც ბევრის მანიშნებელია.

საქართველოს უძველესი ეკლესია პირველ საუკუნეშია დაარსებული ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერ. IV საუკუნეში მოციქულთასწორი ნინოს ქადაგების შედეგად ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, ისე როგორც ბიზანტიაში, V საუკუნის II ნახევრიდან კი - ავტოკეფალური.

პირველი საუკუნიდან მოყოლებული, მთელი კულტურა საქართველოსი, მთლიანად არის დაფუძნებული ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და დღემდე ასე მოვედით, საქართველო დღემდე მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანაა.

თქვენ იცით, სადაც მდებარეობს საქართველო - შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. მას მეტად რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. სწორედ ამიტომ იგი მუდამ იძულებული იყო დაეცვა თავი, დაეცვა თავისი კულტურა, თავისი რწმენა, ხალხის გვერდით კი მუდამ იდგა ეკლესია.

უპირველეს ყოვლისა, მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო ღვთისაკენ მიდის, ყველა ერს უნდა ჰქონდეს სურვილი, დაუახლოვდეს ღმერთს, ჭეშმარიტებას. ადამიანი უახლოვდება ადამიანს, თავის მოყვასს. მინდა გავიმეორო ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიტყვები: "მე ვარ გზა, ჭეშარიტება და ცხოვრება..." მე მინდა, ჩემმა ხალხმა ნახოს ეს გზა და დაუახლოვდეს უფალს. ვფიქრობ, ერთადერთი გზა ბედნიერებისა და მშვიდობისა - ეს არის სიახლოვე ღმერთთან... ამიტომ ეკლესიას განსაკუთრებული როლი უჭირავს საქართველოს ცხოვრებაში, ეს არის მისი ეროვნული ნიშანი", - ასე გააცნო უწმინდესმა ილია მეორემ იტალიელ ხალხს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველო, რომელსაც ორ ათასწლეულზე მეტია, მადლი არ მოკლებია და არასოდეს გადაუხვევია ჭეშმარიტების გზიდან.

ყველაფერი კი ამგვარად დაიწყო...

როდესაც მოციქულებმა წილი ჰყარეს, ვის ექადაგა ქრისტიანობა იბერიაში, ეს მისია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს ერგო წილად, რის გამოც უწოდებენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, მაგრამ რადგან წმინდა ქალწულის მიძინების ჟამი ახლოვდებოდა, მან მოციქულ ანდრია პირველწოდებულს აუწყა ღვთის ნება, იბერიაში მის მაგივრად წასულიყო ქართველთა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოსაქცევად. შემდეგ ფიცარი მოითხოვა, "დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისა", რომელზეც ღვთისმშობლის ხატება გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმინდე ზეციურმა დედოფალმა ანდრია პირვეწოდებულს გადასცა - იბერიაში მე ვერ მოვდივარ და ყოველი განსაცდელისაგან ეს ხატი დაგიფარავსო. გამომგზავრებისას აკურთხა დიდ ღვაწლს შემდგარი წმინდანი, რომელიც მოციქულთაგან პირველი შესდგომია ქრისტეს და ამიტომაც მოიხსენიებენ მას პირველწოდებულად.

როცა იერუსალიმში ქუხილივით გაისმა უფლის წინამორბედის, წმინდა იოანე მახარებლის ხმა, რომელმაც უფლის გამოჩენა ანდრია და იოანე მახარებლებს აღტაცებული შეძახილით ამცნო: "აჰა, ტარიგი ღმრთისაი", სიყრმიდანვე უფალზე შეყვარებული მოციქულები პირველები გაჰყვნენ მაცხოვარს და "მისთანა დაადგრეს მას დღეთა შინა", მერე ბედსაიდელმა ანდრიამ, თავის ხორციელ ძმას, პეტრეს ახარა მესიის გამოჩენა და ისიც იესოსთან მიიყვანა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები, რომლებიც მანამდე თავს თევზაობით ირჩენდნენ, გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალი მაცხოვრის მოწოდებისთანავე - "მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა", განუყრელად თან ახლდნენ მესიას და სასწაულების, ჯვარცმის, სიკვდილის, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების მოწმენი შეიქნენ.

მოციქული ანდრია საბერძნეთისა და მცირე აზიის შემდეგ შემოსულა შავიზღვისპირეთში, ქალაქ ტრაპიზონში, "რომელ არს სოფელი მეგრელთა", სადაც მემატიანის ცნობით, უხილავს "უგუნურება პირუტყვებრივი". აქ "დაჰყო ჟამი მცირედი", შემდეგ "შევიდა ქვეყანასა ქართვლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების". წმინდა მოციქულს ურწმუნოთაგან მრავალი განსაცდელი დასტყდომია თავს, მაგრამ უფლისა და ღვთისმშობლის პატიოსანი ხატის მეოხებით, ყველაფერი მადლობით დაუთმენია "ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად". იმ ადგილას, სადაც კი წმიდანმა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მიაბრძანა, "ფრიად შუენიერი წყარო აღმოსცენდა", რასაც ბევრი წარმართისთვის გაუნათებია გონება. ბევრი ურწმუნო მოუნათლავს მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, ახალმოქცეულებისათვის კი მღვდლები და დიაკვნები დაუდგენია, აუგია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ზეციური დედოფლის ნაბოძვარი ხატიდან სუფთა ფიცარზე ამ ხატის ასლი გამოსახულა, რომელიც ახალ ტაძარში დაუბრძანებია, ფერსათის მთაზე რკინის ჯვარიც აღუმართავს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ აწყურთან, ქვრივი დედაკაცის, სამძივარის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღუდგენია. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია, არტემიდესა და აპოლონის საკერპოს მიმდევარი სასულიერო პირები კი შურით აღავსო. შფოთი რომ ჩამცხრალიყო, კერპთაყვანისმცემლებმა და ქრისტეს რჯულზე ახალმოქცეულებმა მოილაპარაკეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ და დახშულ კარებთან მთელი ღამე ელოცათ მაცხოვრის მსასოებელთ - ქრისტე მაცხოვრის, კერპთმსახურებს კი თავიანთი ღვთაებების მიმართ და ვისი ღმერთიც სძლევდა, მათთვის ეცათ თაყვანი. დახშულ კარებთან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარები გააღეს, ყველამ სასწაული იხილა: "კერპები... ქვეყნად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსვრილნი, ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისა, ბრწყინავდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა", ამის მნახველ წარმართ მღვდელმთავრებს შენდობა უთხოვიათ ანდრია მოციქულისათვის და მთელმა ერმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი.

ასე ძნელად იკვლევდა ახალი სარწმუნოება გზას წარმართულ საქართველოში. წმინდა ანდრიამ აწყურშიც მოაწყო ახალი ეკლესია, მცირე ეკვდერში დააბრძანა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, ღვთის სიტყვის ქადაგებით მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე, მერე კი, მესხთა მხურვალე ვედრების მიუხედავად, განეშორა ახალმოქცეულ სამწყსოს. მისიონერული ღვაწლი განაგრძო კლარჯეთში, არტაან-კოლაში, სომხეთსა და სპარსეთში, ერთხანს იერუსალიმშიც იმყოფებოდა, საიდანაც სვიმონ კანანელთან და მატათა მოციქულთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. შევიდნენ ქართლში, დასავლეთით განვლეს "ტაოს კერძოOქვეყანა ვიდრე მდინარედ ჭოროხამდე", იყვნენ სამეგრელოში, სვანეთში.

მემატიანე ნესტორის ცნობით, მოციქული ანდრია სკვითთა ქვეყანაშიც ყოფილა (დღევანდელი რუსეთი), მდინარე დნეპრს აჰყოლია და იმ ადგილას, სადაც ამჟამად კიევია, თანმხლები მოწაფისათვის უთქვამს: "ხედავთ ამ მთებს? აქ ღვთის მადლი გაბრწყინდება, დიდი ქალაქი აღმოცენდება და მრავალი ტაძარი აშენდებაო".

უფლის რჩეული, თავისი მისიონერული მოღვაწეობის დროს, მრავალ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა. ბოლოს, საბერძნეთში ჩასულა, უკანასკნელი ქალაქი, სადაც მან იქადაგა, პატრები იყო. აქ მრავალი სასწაული აღასრულა. შეეცადა ქალაქის თავი ეგატიც მოექცია ქრისტიანად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ იგი. წმინდა ანდრია სიხრულით შეხვდა განსაცდელს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვის გასახანგრძლივებლად აგატმა ბრძანა, არ მიელურსმათ იგი. ნეტარი მოციქული ორი დღე ქადაგებდა ჯვრიდან, წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა მისი ჯვრიდან ჩამოხსნა. ამბოხით შეშინებულმა ქალაქის თავმა მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა, მაგრამ წმინდა ანდრია მხურვალედ შესთხოვდა ქრისტეს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. ჯვარცმულმა მოციქულმა ადიდა უფალი და როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, აღმოხდა: "უფალო იესო ქრისტე, შეივედრე ჩემი სული". გარდაცვლილს ღვთაებრივი ნათელი დაადგა თავს. ქალაქის მმართველის ცოლმა, მაქსიმილამ მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე ასწლეულის შემდეგ ანდრია პირველწოდებულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში, ლუკა და ტიმოთე მოციქულების გვერდით. ეს კონსტანტინე დიდის ზეობის პერიოდში მოხდა.

მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი, რომელიც ქრისტეს თორმეტ მოციქულთა დასში ირიცხებოდა, წმინდა იოსებ დამწინდველის შვილი იყო პირველი ქორწინებიდან. წარმოშობით სვიმეონ მოშურნე კანას გალილეადან იყო. მაცხოვრის პირველი სასწაული, როდესაც ქორწილის ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ და ღვთისმშობლის თხოვნით წყალი ღვინოდ აქცია, სვიმეონის სახლში აღესრულა. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი გულით ირწმუნა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა.

წმინდა მოციქული სვიმეონი სულიწმიდის მადლის მოფენის შემდეგ ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, ბრიტანეთში, კირინეაში. წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმინდა ანდრიას სკვითთა ქვეყანაში გამგზავრების შემდეგ, აფხაზეთში დარჩა ქრისტიანობის გასავრცელებლად. წარმართებმა იგი ქვით ჩაქოლეს. დაკრძალეს ანაკოფიაში, სოხუმის მახლობლად. მოგვიანებით, მისი საფლავის ახლოს, ათონის მთაზე, მონასტერი დაარსდა. აფხაზეთში დღემდეა შემორჩენილი მღვიმე, სადაც სვიმეონ კანანელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

მატათა მოციქული თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო, რომელიც წარმართულ საქართველოში ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა.

ბეთლემში დაბადებული იუდეას ტომის შთამომავალი, რომელიც მოციქულებმა ქრისტეს ამაღლების შემდეგ, კენჭისყრით მიიღეს თორმეტ მოციქულთა დასში მათგან გასული იუდა ისკარიოტელის ადგილას, სიყმაწვილიდან გამოირჩეოდა საღმრთო წერილში განსწავლულობით. როცა უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას საკუთარი თავი განუცხადა, იმ დღიდანვე ირწმუნა აღთქმული მესია და ბოლომდე დარჩა მისი ერთგული მოწაფე (იგი თავიდან ქრისტეს 70 მოწაფეთა დასში ირიცხებოდა).

სულთმოფენობის შემდეგ, მატათა მოციქული იუდეასა და იერუსალიმში განავრცობდა სახარებას. ამის შემდეგ წმინდა პეტრე და ანდრია მოციქულებთან ერთად, სირიის ანტიოქიაში მოღვაწეობდა, იყო კაპადოკიის ქალაქ ტიანში. სინოპში დაატუსაღეს და ანდრია პირველწოდებულს რომ სასწაულებრივად არ გაეთავისუფლებინა, თავს ვერ დააღწევდა საპყრობილეს. ნეტარმა მატათამ პონტოს ნაპირას მდებარე ქალაქ ამასიაშიც განავრცო ქრისტიანობა. წმინდა ანდრიას მესამე მოგზაურობის დროს მატათა მოციქული თან ხლებია მას ედესასა და სებასტიაში. საეკლესიო გადმოცემით, მატათა მოციქული დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა - სამგრელოსა და იმერეთში. არაერთხელ აღმოჩნდა სიკვდილ-სიცოცხლის პირისპირ, მაგრამ უფალი იცავდა მას შემდგომი ღვაწლისთვის. ერთხელ წარმართებმა აიძულეს მოწამლული სასმლის შესმა, მაგრამ მოციქული არათუ უვნებელი დარჩა, ამ საწამლავით დაბრმავებული სხვა ტუსაღებიც განკურნა. ყოფილა შემთხვევები, როცა გამხეცებული უსჯულოები მოსაკლავად მისცვივდნენ მას, მაგრამ მიწა განიპო და შთანთქა ისინი.

წმინდა მატათა 63 წლის ასაკში მოწამებრივად აღესრულა იერუსალიმში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მას თავი მოჰკვეთეს, არსებობს გადმოცემა, თითქოს ის ჯვარს აცვეს და კოლხეთში აღესრულა ("წმინდანთა ცხოვრება", 2001 წ. II, III, IVტ.)

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ქრისტეს 12 მოწაფიდან, თომა მოციქულსაც უქადაგნია საქართველოში, რომლის თავის ქალაც საქართველოში ინახება. სამოცდაათთაგან კი - ბართლომესა და თადეოზს. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ერთ-ერთ სანდო წყაროზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ: "პონტოს, კაბადოკიასა და მცირე აზიაში მცხოვრებ ქართველთა შორის პეტრე და იოანე მოციქულებსაც კი უქადაგნიათო" (ა. ჯაფარიძე, "ქართველთა დენაციონალიზაცია" XVII-XX საუკუნეებში", გვ. 86).

უცხოურ წყაროებში, პირველ ისტორიულ წყაროს იბერთა ანუ ქართველთა გაქრისტიანების შესახებ, გვაწვდის საეკლესიო მწერალი რუფინოს აკვილელი, რომელიც იერუსალიმში, ზეთისხილის მთაზე ცხოვრობდა. ეს შეუტყვია იმპერატორ თეოდოსიუს დიდის სამხედრო სამსახურში მყოფი იბერთა მეფის, ბაკურისაგან, რომელიც იერუსალიმში პალესტინის საზღვრის მცველი სამხედრო პირის რანგში იმყოფებოდა. უფრო გვიანდელი ქრონიკა გვამცნობს მოციქულთასწორ ნინოს სახელსაც, რომლის დროსაც IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა საქართველოში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat