წმინდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი - კრეტელი ეპისკოპოსი (I) - 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
წმინდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი - კრეტელი ეპისკოპოსი (I) - 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
წმინდა ტიტე მოციქულის ხსენება ძველი სტილით 25 აგვისტოს აღესრულება. წმინდა ტიტეს შესახებ ისტორიული ცნობები ძალზე მწირია. "საქმე მოციქულთა" მის შესახებ არაფერს ამბობს. ვიცით მხოლოდ ის, რასაც წმინდა პავლეს ეპისტოლენი და გადმოცემები მოგვითხრობს. პირველი ცნობა მის შესახებ გალატელთა მიმართ ეპისტოლეში გვხვდება (2, 3), სადაც ნათქვამია, რომ იგი თან ახლდა პავლე მოციქულს იერუსალიმში გამართულ მოციქულთა კრებაზე. იქიდან ვიგებთ, რომ იგი წარმოშობით ელინი იყო, წარმართი, გადმოცემა კი ამატებს, რომ ის კუნძულ კრეტაზე დაიბადა და იქაურ სამეფო გვარს წარმოადგენდა. ტიტე სიბრძნისმოყვარე, კეთილმსახურების მოშურნე და ქალწული იყო (არაწარმართულად) (ფილადელფიელთა მიმართ წმინდა ეგნატეს ეპისტოლედან).

გადმოცემის თანახმად, ტიტე თავისი ბიძის, ანთიპატე კრეტელის მიერ ჯერ კიდევ უფლის მიწიერი ცხოვრებისას იქნა გაგზავნილი იერუსალიმში, სადაც ის უფალსა და წმინდა მოციქულებს ხვდებოდა, ესაუბრებოდა და საკვირ¬ველ ნიშან-სასწაულებს ხედავდა (იოანე, 12, 20-22); იყო უფლის ჯვარცმის მოწმე, დარწმუნდა მისი აღდგომის ჭეშმარიტებაში და იმ კრეტელთა შორის იდგა, რომელთაც სულთმოფენობის დღეს მოისმინეს, თუ როგორ საუბრობდნენ მოციქულები მათ ენაზე. ტიტემ ყოველივე ეს კრეტაში დაბრუნებისას თავის თანამემამულეებს აუწყა. იქიდან, უკვე მორწმუნე, იგი ანტიოქიაში გაემგზავრა და წმინდა პავლე მოციქულის უერთგულესი მოწაფე და თანამგზავრი გახდა. ურთიერთსიყვარულის თუ რაოდენ მტკიცე ჯაჭვებით იყვნენ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს კარგად ჩანს კორინთოელთა მიმართ პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლედან, სადაც ის მის შესახებ ამბობს: "საქმის ზიარი სამის ჩუენისა და თქუენისა შემწისა" (8, 23). სავარაუდოდ, ტიტე თან ახლდა წმინდა პავლეს მისი მეორე სამოციქულო მოგზაურობისას, როცა გალატეელნი გაქრისტიანდნენ, რამეთუ გალატეელთა მიმართ ეპისტოლეში წმინდა პავლე მასზე საუბრობს, როგორც მათთვის ნაცნობ პირზე (გალ. 2, 1-3).

წმინდა პავლეს ტიტე მესამე მოგზაურობაშიც თან ახლდა, რამეთუ წმინდა პავლემ იგი ეფესოდან კორინთოში მნიშვნელოვანი დავალებით მიავლინა: გაეგო იმ შთაბეჭდილებათა შესახებ, რაც კორინთოელებზე მისმა პირველმა ეპისტოლემ მოახდინა და დაელაგებინა კორინთოს ეკლესიის საქმეები (2 კორ. 2, 12, 13; 7, 13-15). ხოლო, როდესაც ტიტესგან მიღებული ცნობების შედეგად, მოციქულმა კორინთოელთა მიმართ თავისი მეორე ეპისტოლე დაწერა, მან ამ ეპისტოლეთი ისევ ტიტე წარგზავნა და პალესტინის გაჭირვებული ეკლესიებისთვის მოწყალების შეგროვება დაავალა (2 კორ. 8, 6, 16, 17). ამასთან, წმინდა მოციქულმა ტიტეს კორინთოელებთან რეკომენდაცია გაუწია, როგორც საიმედო და ერთგულ კაცს (2 კორ. 8, 20-23). შემდგომ ტიტეს მიმართ წმინდა პავლეს ეპისტოლედან ვხედავთ, რომ ტიტე, პავლე მოციქულს, პირველი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი მეორე მოგზაურობის დროსაც თან ახლდა და მის მიერ კუნძულ კრეტაზე დაუმთავრებელ საქმეთა და ყველა ქალაქში ხუცესთა დასადგინებლად იქნა დატოვებული (ტიტ. 1, 5). მაგრამ, როგორც ტიტეს მიმართ ეპისტოლედან (3, 12) ვხედავთ, ტიტე კვლავ თავისთან გაიწვია პავლე მოციქულმა და მასთან ერთად იყოფდა მეოთხე სამოციქულო მოგზაურობის მთელ სიძნელეებს. ეს მოგზაურობა კილიკიის ნიკოპოლში დაიწყო და მაკედონიაში, აქაიაში, ესპანეთსა და რომში გაგრძელდა, სადაც მოციქული მეორედ დააპატიმრეს და სადაც მოწამებრივად აღესრულა. ყოველ შემთხვევაში, 2 ტიმ. 4, 9, 10-დან ნათლად ჩანს, რომ ტიტე მოციქულთან რომშიც იმყოფებოდა და მის მიერ იქიდან დალმაციაშიც კი გაიგზავნა გარკვეული დავალებით. გადმოცემით ცნობილია, რომ წმინდა ტიტე კრეტაზე ღრმა სიბერემდე ეპისკოპოსად მსახურობდა, მთელი კუნძული ქრისტეს სარწმუნოებით გაანათლა და 94 წლის ასაკში, ქრისტეს ხორციელად შობიდან 110 წელს გარდაიცვალა. იგი სიკვდილამდე ქალწულად დარჩა, მსგავსად თავისი მოძღვრისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat