წმინდა სამოცდაათ მოციქულთაგანნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე (I) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა სამოცდაათ მოციქულთაგანნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე (I) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
ძველი სტილით 30 ივლისს (12 აგვისტოს) მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის სამოცდაათი მოციქულიდან ხუთი მოციქულის: შილას, სილუანეს, კრისკენტის, ეპენეტის და ანდრონიკეს ხსენებას აღნიშნავს. უფალი იესო ქრისტეს მიერ სამოცდაათი მოციქულის გამორჩევას მოგვითხრობს ლუკა მახარებელი:

ამოირჩია ისინი უფალმა და წარავლინა ორ-ორი ქალაქებსა და სოფლებში, სადაც აპირებდა მისვლას. მისცა მათ დარიგება იესომ და უთხრა: - სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე თქვენ როგორც კრავებს მგლებს შორის. არ წაიღოთ თან არც ქისა, არც გუდა, არც სანდლები, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. სადაც შეხვალთ, თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნებიან მიმღებნი მშვიდობისა, მიიღებენ მას, თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. დარჩით იქ, სადაც მიხვალთ, ნუ ივლით სხვადასხვა სახლში. ჭამეთ და სვით ის, რაც მათ ექნებათ, რასაც შემოგთავაზებენ, ამასთან, იცოდეთ, რომ მუშაკი ღირსია სასყიდლის. განკურნეთ სნეულნი და ახარებდით მათ, რომ სასუფეველი ცათა მოახლოებულია. იმ ქალაქებში, სადაც არ მიგიღებენ, გამოსვლისას, ქალაქის ქუჩებში დაიბერტყეთ მტვერი, ფეხებზე რომ აგეკრათ. უთხარით, რომ თქვენს მტვერს თქვენთანვე ვტოვებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის სამეფო გიახლოვდებათ. სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს ვიდრე იმ ქალაქისთვის.

ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს, ხოლო თქვენი უარმყოფელი, მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომვლინებელსაც უარყოფს.

სიხარულით დაბრუნდნენ მოციქულები და ახარეს იესოს: უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენო.

უთხრა მათ იესომ: ვხედავდი სატანა, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, თქვენ გეძლევათ ხელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა და ყოველგვარი ბოროტი ძალისა. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ამასთან, ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხარო¬დეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.

წმინდა მოციქული სილუანე თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლესთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პირველ კათოლიკე ეპისტოლეში პეტრე მოციქული იხსენიებს მას: "სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე" (1 პეტრ. 5:12). წმინდა სილუანე თესალონიკის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, მრავალი ჭირი და განსაცდელი დაითმინა, ბოლოს კი მოწამებრივად აღესრულა.

იერუსალიმის პირველ ეკლესიაში წმინდა შილა იყო კაცი პატივდებული და "შერაცხილი ძმათა შორის" (საქმე, 15:22). 51 წელს იერუსალიმში გამართული მოციქულთა პირველი კრების შემდეგ უფლის მოწაფეებმა ანტიოქიელ ქრისტიანებს პავლესა და ბარნაბას ხელით წიგნი გაუგზავნეს და ამცნეს, რომ წარმართთაგან მოქცეულ ქრისტიანებს წინადაცვეთა და მოსეს სჯულის დამარხვა არ ევალებოდათ, შილა და იუდაც გააყოლეს, "რამეთუ... წინასწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინისცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს". ანტიოქიაში მათ დიდხანს დაჰყვეს, შემდეგ ძმათაგან იუდა წარიგზავნა იერუსალიმში, შილამ კი "ჯერ-იჩინა დადგრომაჲ მუნვე" და მოშურნედ შეეწეოდა წარმართთა მოციქულს მქადაგებლურ ღვაწლში. პავლესთან ერთად მან იმოგზაურა სირიაში, კილიკიაში, მაკედონიაში.

ქალაქ ფილიპეში მოციქულები შეიპყრეს, "მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა" და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. "შუა ღამეს ოდენ", როცა პავლე და შილა ლოცულობდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს, მეყსეულად "ძვრაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძვლითურთ შეიძრა და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს". როცა საპყრობილის მცველს გამოეღვიძა და განხმული კარი იხილა, იფიქრა, ტუსაღები გაქცეულანო, მახვილი იხადა და თავის მოკვლა დააპირა, მაგრამ პავლე მოციქულმა "ჴმითა დიდითა" გასძახა: "ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ". ნუგეშინისცემულმა მცველმა სანთელი მოითხოვა და, როცა ყველა პყრობილი ადგილზე დახვდა, "ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას". მან იკითხა: "უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?" პასუხად მიიღო: "გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი". მან რწმენით მიიღო მადლმოსილი სიტყვები, იმ ღამეს თავისთან ისტუმრა მო¬ციქულები, "განბანნა იგინი ნაგუემთა მათგან" და მთელი სახლეულითურთ ნათელიღო (საქმე; 15,20-16,34).

პავლე და შილა ფილიპედან ამფიპოლში გაემგზავრნენ, მოვლეს აპოლონია და თესალონიკე, მრავალი წარმართი მოაქციეს და ეკლესიები განამტკიცეს. კორინთოში შილას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მრავალი სასწაულიც აღასრულა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა მოციქულ კრისკენტის პავლე მოციქული იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში, სადაც აღნიშნავს, რომ იგი გალატიაში წავიდა საქადაგებლად (2 ტიმ. 4:10). აქ წმინდანი ეპისკოპოსად იქნა ნაკურთხი, შემდეგ გალიაშიც ავრცელებდა სახარების სწავლებას. ქალაქ ვინეაში მან თავისი მოწაფე, ზაქარია დაადგინა მღვდელმთავრად, გალატიაში დაბრუნებული კი მოწამებრივად აღესრულა იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას.

წმინდა მოციქული ეპენეტი კართაგენის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: "კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ" (16,5). იმავე ეპისტოლეში თავი მოციქული იხსენიებს წმინდა ანდრონიკესაც: "კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ" (16,7). წმინდა მოციქული ანდრონიკე პანონიის ეპისკოპოსი იყო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat