წმინდა ბართლომე მოციქული
წმინდა ბართლომე მოციქული

მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 24 ივნისს  წმინდა ბართლომე მოციქულის ხსენებას აღასრულებს

 

 

წმინდა ბართლომე მოციქულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის სტუდენტი, წმინდა ბართლომე მოციქულის სახელობის მამათა მონასტრის მონაზონი მამა მაკარი (ჯამასპაშვილი):

 

- უფლის ათორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთის, წმინდა ბართლომეს შესახებ ცნობები გვხდება იოანეს [ინ. 1,43-51] სახარებაში, ასევე, წმინდა წერილის განმარტებებსა და ეკლესიის მამათა ნაშრომებში. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, წმ. კირილე ალექსანდრიელი, ღირსი პეტრე დამასკელი, ნეტარი ავგუსტინე და წმ. ეფრემ ასური და სხვა.

 

ხელნაწერები  წმინდა ბართლომე მოციქულის ცხოვრების შესახებ

ბართლომე მოციქულის მოღვაწეობას ეხებიან ადრეული პერიოდის ცნობილი ისტორიკოსები, მათ შორის,  ევსები კესარიელი, სოკრატე სქოლასტიკოსი თეოდორიტე კვირელი და სხვა.

 

მოციქულ ბართლომეს შესახებ ცნობებს ვხვდებით ძველ ქართულ ხელნაწერებში, კერძოდ, IX-XI საუკუნის აპოკრიფულ ნუსხებში [,,ქართული ვერსიები აპოკრიფებისა, მოციქულთა შესახებ"]  „წამება წმიდისა ფილიპე მოციქულისა".

 

საინტერესოა ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში არსებული ხელნაწერები − XVI საუკუნით დათარიღებული K-3 და  XIX საუკუნით დათარიღებული K-287.

ასევე შეგვიძლია დავასახელოთ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ ნოემბრის თვის ,,ძველი მატაფრასული კრებული"", რომელშიც ფილიპე მოციქულთან ერთად ისხენიება მისი თანამოღვაწე და მეგობარი ბართლომე მოციქული.

 

1631-1649 წლებში საქართველოში სამისიონერო საქმიანობისათვის იმყოფებოდა, ნეაპოლელი კათოლიკე მღვდელი არქანჯელო ლამბერტი.  ლამბერტის  მიერ გამოცემულ  ნაშრომში - ,,წმინდა კოლხეთი"",  დაცულია ცნობები ბართლომე მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

ბართლომე მოციქულის სახელს ასევე ვხვდებით, დავით გარეჯში მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანის ქადაგებებშიც. მოციქულთა დღესასწაულისადმი წარმოთქმულ სიტყვაში სულხან-საბა წერს:

 

„ეგრეთვე  [უფალმან]  სახენი ათორმეტთა მათ მოციქულთანი დასხნა... ბართლომეოს, რომელმან მოინადირნა წარმართნი".

ბართლომე მოციქულის დაბადების ადგილის შესახებ

წმიდა დიმიტრი როსტოველის თვენის მიხედვით,  ბართლომე მოციქულის დაბადების ადგილია გალილეას ქალაქი კანა. ხოლო ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში არსებული ხელნაწერების (კ-3,  კ-287) მიხედვით კი  -  "მამულად უკვე აქუნდა ღვთივ ბრძენსა  ამას მოციქულსა კაპერნაუმი ზაბულონურისა ტომისა დედაქალაქი,  რამეთუ მას შინა შობილიცა და აღზრდილი ნეტარი ესე ყოველსა სათნოებასა კეთილმსახურცნობობით წარვჰლიდა და სიწმინდესა აღუვიდა და ძვინად ვნებათა სიმხნესა აჩვენებდა და სიმართლესა ცნობითა სრულითა მოიმარჯვებდა,  მოსეანსა სჯულისა ვითარცა მამათა მოცემულსა..."

 

K-3  ხელნაწერის მოწმობს, რომ სულიწმინდის მოფენის შემდგომ მოციქულებმა იწყეს ქადაგება და ბართლომეს წილად ხვდა - "უზენაესისა ასიას მოხილვაი". მან ასევე იქადაგა ფრიგიაში, ლუკაონიაში, ეფესოში და პართენის სახელმწიფოსთან მდებარე დიდი არმენიაში, კერძოდ, ქალაქი ალვანიაში.

 

სახელი ბართლომე

 

ებრაული გადმოცემის მიხედვით, მოციქულის სახელი ,,ბართლომე"" განიმარტება:  ,,ბარ""- როგორც "ძე" და ,,თოლომე"" - კი როგორც მამის სახელი, ანუ ნათანაელი ძე თოლომესი.

 

წმ. იოანე ღვთისმეტყველი კი ბართლომე მოციქულს იხსენიებს ნათანაელის სახელით. ანთროპონიმი ნათანაელი განიმარტება როგორც - "ღვთის ნიჭი."

ღირსი პეტრე დამასკელი, ბართლომე მოციქულს განსხვავებული სახელით იხსენიებს.

 

"იესომ დაინახა მასთან მომავალი ნათანაელი და უთხრა მას: აჰა, ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომელშიც არ არის მზაკვრობა.

 

ქადაგების ადგილი

 

მეოთხე საუკუნის ისტორიკოსი  სოკრატე სქოლასტიკოსი საეკლესიო ისტორიაში იხსენიებს სულთმოფენობის შემდგომ მოციქულთა წილხვდომილ ქვეყნებს და ამბობს რომ: თომამ თავს იდო პართელთა მოციქულობა, მათემ – ეთიოპიაში ქადაგება, ბართლომეს კი წილად ხვდა მისი მომიჯნავე ინდოეთი.

 

ბართლომე მოციქულის ინდოეთში მოღვაწეობის შესახებ მოწმობს ევსები კესარიელიც: "III საუკუნეში ალექსანდრიის ადგილობრივ მორწმუნეთა ცხოვრებას წინამძღვრობდა განათლებით ყველაზე სახელოვანი კაცი, სახელად პანტენოსი. როგორც ამბობენ, ინდოელებთან წავიდა, გადმოცემით იქ ზოგიერთ ქრისტეს მცოდნესთან მან აღმოაჩინა მათეს სახარება, რომელიც წინ უსწრებდა მის იქ მისვლას, მათთვის ექადაგა ერთ-ერთ მოციქულს, ბართლომეს, და დაეტოვებია ებრაული ანბანით მათეს ნაწერი, რომელიც შემორჩა იმ დრომდე".

 

აღსანიშნავია, რომ ლამბერტი თავის ნაშრომში საუბრობს წმინდა ბართლომე მოციქულის მიერ სომხეთის მოქცევის შესახებ. მოციქული ბართლომე  საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა. საქართველოში, სამცხის მხარეში, არის წმ. ბართლომეს სახელობის ეკლესია, მოციქულისა, რომელმაც, გადმოცემის მიხედვით, თავისი ქადაგებით იმ მხარეში ქრისტიანობა გაავრცელა.

 

აღსრულებული სასწაულები

 

ერთ-ერთი მეტაფრასული ხელნაწერის მიხედვით, ფილიპე მოციქულის იეროპოლისში წამების დროს მასთან ერთად ჯვარს აცვეს ბართლომე მოციქულიც:

 

"ჟამსა მას ბართლომეცა, საღმრთოი მოციქული, მის თანა იერაპოლიდ მიწევნულ იყო და იგიცა მის თანა ქადაგ სახარებისა ქმნილ იყო. ამისთვისცა ვითარ-იგი ქადაგებასა, ეგრეთვე ტანჯვათაცა მისთა თანაზიარ იქმნა, რამეთუ იგიცა თავდამოქცევით დამოჰკიდეს და ჯვარსა ზედა დასაჯეს".

თუმცა, უფლის გამოცხადების და  აღსრულებული სასწაულის ხილვის შემდგომ გარდამოხსნეს ბართლომე მოციქულის ცოცხალი სხეული, ფილიპე მოციქული კი ჯვარზევე აღესრულა და მას შემდგომ თვით ბართლომემ და მარიამმა ფსალმუნითა და გალობით გარდამოხსნეს  მისი სხეული და დიდი პატივისცემით დაკრძალეს.

 

წმინდა დიმიტრი როსტოველის მიხედვით,  ლიდიის მხარეში ფილიპე,  მარიამნა  და ბართლომე მოციქული შეხვდნენ იოანე ღვთისმეტყველს და გაეშურნენ ფრიგიის ქალაქ იეროპოლისში, სადაც ხალხი  კერპეპთან ერთად ეთაყვანებოდა ქვეწარმავალ იქედნესაც. მათ ტაძარი აეგოთ მისთვის და საზრდოსაც არ აკლებდნენ, მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსაც სცემდნენ თაყვანს. მოციქულებმა წმინდა ლოცვის ძალით მოაკვდინეს იქედნე და იოანე მოციქულთან განშორების შემდგომ დარჩნენ იეროპოლისში.

ქალაქ იეროპოლში მოციქულებმა, ფილიპემ, მარიამნამ და ბართლომემ  40 წლის თვალის ჩინ დაკარგულ მცხოვრებ სტაქეს, ლოცვის ძალით  სხეულებრივი სიბრმავე განუკურნეს, ხოლო ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი − სულიერი სიბრმავე.

 

საინტერესოა K-3 ხელნაწერში აღწერილი ბართლომე მოციქულის ალვანიაში [დღევანდელი ბაქო]  აღსრულებული სასწაული. ბართლომე მოციქულმა ქალაქში შესვლისას იხილა მამაკაცი, რომელიც იყო უკურნებელი სენით შეპყრობილი და, მკურნალთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, სასიკვდილოდ იყო განწირული.  მოციქული შეეხო მას და ჰკითხა:

 

"უკეთუ იცნობსა ყოველთა ზედასა ღმერთსა, ხოლო მან უმეცრებაი რაი მიუგო თუ რაითურთ არს ღმერთი  არა ოდენ და თუ ვინ არს.

მოციქულმან სიტყვის დასაბამსა მიმღებმან ასწავა კაცსა მას სარწმუნოებისა საიდუმლოჲ და ქრისტეს განკაცებისა განგებულებაჲ, კაცთა ცხოვნებისა ძლით ქმნილი  და ვითარმედ მძვინვარენი და უკურნებელნი სენნი, კაცთა თჳსთა ნაცოდვებთაგან შეიქმნებიან და ღმრთისა მიმართისა ურწმუნოებისა და კვალად მხოლოსა ღმრთისა წამისგან შესაძლებელ  [არს]  მიღებაჲ კურნებისაჲ".

 

ამ ყოველივეს გულით მსმენელი და რწმენით მიმღები, მოინათლა და ნათლობისთანავე განიკურნა. მოციქულის მიერ აღსრულებული სასწაული იქმნა ნათლობის მიზეზი ალვანიას [ბაქოს] მცხოვრებთათვის.

აღსასრული

გარდამოცემით, ბართლომე მოციქული სომხეთში (წყაროების მიხედვით, "დიდ არმენიაში") იმყოფებოდა 7 წლის განმავლობაში და ქრისტეს შობიდან 71 წელს სასტიკად აწამეს. ამას მოწმობს დიმიტრი როსტოველის ,,თვენი", რომელშიც  აღწერილია წამების სცენა − ბართლომე მოციქულს ცოცხლად გააძვრეს ტყავი და შემდგომ კი თავი მოკვეთეს. მსგავსად არცერთი მოციქული არ უწამებიათ.

 

საინტერესოა K-3 ხელნაწერში დაცული ტექსტი, რომელშიც აღწერილია ბართლომე მოციქულის ჯვარზე წამება.

"მიიზიდა უკუე თეატრონად, სადა ბოროტმსახურთა აღემართა ჯვარი ხოლო შევიდა უწიწველად და მინდობილად, ვითარ სერობად, არა სიკუდიდ წოდებული და სიტყვაჲ ჭეშმარიტებისაჲ საშვალ ყოველთა  მორწმუნეთა და ურწმუნოთაჲსა,  რამეთუ არა ვინ დაკლებულობდა მაშინ სახილველით. ქადაგა და მიუთხრა  უშიშოესად, ვიდრეღა განკვირდეს ყოველნი მსმენელნი სიბრძნესაცა ზედა მოციქულისსა და კადნიერებასა და სიკვდილისა შეურაცხებასა და დასასრულსა აღიყვანა ჯვარსა ზედა და დაიმსჭვალნეს უკუე ხელნი მისნნი საკვრელსა საცთურისსა კეთილ მსახურებისა წარწერითა და მხსნელნი და ხელწერილთა კაცობრივთა ნაცოდვებთასა განმხეთქელნი, ხოლო განეხვრიტნეს ფერხნიცა ფრიად მორბედნი კაცთა ცხოვნებისათვის და მშვიდობისა მახარებელნი რომელთა თავი დრკუჲსა ვეშაპისაჲ შემუსრეს და სილაღე მისი უძალოდ და უქმად განამხილეს, ხოლო დაითხია სისხლიცა სამოციქულოთ სხეულით  ყოვლისა უღვთოებისა და ურწმუნოებისა განმწმენდელი და ვნებათა თანად სხეულეანთა და სულიერთა მკურნებელი და ყოვლისა სოფლისა მაუბიწოებელი.  და ესრეთ სული დიდმან მოციქულმან ვართლომე შეჰვედრა თჳსსა მოძღვარსა ქრისტესა. ამას თჳთ მის აღსასრულსაცა შინა ლოცვით ვითარ საჭიროისა მყოფელმან, ვითარმედ წარემართედ და შემდგომადცა ღმრთისა მიერ და აღორძნდედ და განვრცნდედ ქადაგებისა მისისანი და ნუ ცუდად განცხადებოდეთ გრძელთა ამათ სრბათა და მრავალთა ღვაწლთანი".

 

წმინდა ნაწილები

 

ათონის წმინდა მთაზე, კარაკალის მონასტერში ინახება წმინდა ბართლომე მოციქულის თავის ქალა. ასევე მისი წმინდა ნაწილების სამკვიდრებელია კუნძული ლიპარი [სიცილია],  ბენევენტო და რომი. თანამედროვე გათხრების შედეგად კი ბაქოში აღმოჩენილ იქნა ნატაძრალი  და  მოციქულის წმინდა ნაწილები.

 

ბართლომე მოციქულის სახელობის მონასტერი საქართველოში

საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში, რამდენიმე წლის წინ აიგო წმინდა ბართლომე მოციქულის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. ხოლო  ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია თბილისში, თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში. აღნიშნული მონასტრების წინამძღვარია, არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი).

 

გოდოგანი გამორჩეული სოფელია და არაერთ ისტორიულ წყაროში იხსენიება. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"; "აფხაზეთის საკათალიკოსო დიდი იადგარი"; "ბიჭვინთის სიგელი" და სხვა.

 

წმინდა ბართლომე მოციქულის მეოხებითა და კურთხევით ქრისტე ღმერთმა  დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ჩვენი დედაეკლესია და წმიდანისადმი მსასოებელნი. ამინ!

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat