მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი (I) -28 აპრილი (11 მაისი)
მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი (I) -28 აპრილი (11 მაისი)
ძველი სტილით 28 აპრილს (ახალი სტილით 11 მაისს) ეკლესია იხსენიებს წმინდა სამოცდაათ მოციქულთაგან იასონსა და სოსიპარტეს, ასევე ქალწულ კერკირას და მოწამეებს: სატორნიოსს, იაკისხოლეს, ფავსტიანეს, იანუარის, მარსალის, ევფრასიას, მამიას, ზენონს, ევსევის, ნეონს და ვიტალის.

იასონი ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთია. იგი ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ისიც მაცხოვრის სამოცდაათ მოციქულთა შორისაა. უფალი იესო ქრისტეს მიერ სამოცდაათი მოციქულის გამორჩევას მოგვითხრობს ლუკა მახარებელი.

ამოირჩია ისინი უფალმა და წარავლინა ორ-ორი ყველა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც აპირებდა მისვლას. მისცა მათ დარიგება იესომ და უთხრა: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე თქვენ როგორც კრავებს მგლებს შორის. არ წაიღოთ თან არც ქისა, არც გუდა, არც სანდლები, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. სადაც შეხვალთ თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნებიან მიმღებნი მშვიდობისა, მიიღებენ მას, თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. დარჩით იქ, სადაც მიხვალთ, ნუ ივლით სხვადასხვა სახლში. ჭამეთ და სვით ის, რაც მათ ექნებათ, რასაც შემოგთავაზებენ, ამასთან, იცოდეთ, რომ მუშაკი ღირსია სასყიდლის. განკურნეთ სნეულნი და ახარებდით მათ, რომ სასუფეველი ცათა მოახლოებულია. იმ ქალაქებში, სადაც არ მიგიღებენ, გამოსვლისას, ქალაქის ქუჩებ¬ში დაიბერტყეთ მტვერი, ფეხებზე რომ აგეკრათ. უთხარით, რომ თქვენს მტვერს თქვენთანვე ვტოვებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის სამეფო გიახლოვდებათ. სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს ვიდრე იმ ქალაქისთვის.

ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს, ხოლო თქვენი უარმყოფელი, მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომვლინებელსაც უარყოფს.

სიხარულით დაბრუნდნენ მოციქულები და ახარეს იესოს: უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენო.

უთხრა მათ იესომ: ვხედავდი სატანა, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, თქვენ გეძლევათ ხელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა და ყოველგვარი ბოროტი ძალისა. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ამასთან, ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.

ორივე მოციქული, იასონიც და სოსიპატრეც, წმინდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმინდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმინდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად იასონი და სოსიპატრე დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.

ისინი ამ კუნძულზე სახარების პირველი მქადაგებელნი იყვნენ. მოციქულებმა ააშენეს პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს სახელობის პირველი ეკლესია. მათ ბევრი ტანჯვა იგემეს კუნძულის მმართველისგან, რომელმაც კუნძულზე ყველა ქრისტიანის სიკვდილით დასჯა ბრძანა. მოციქულები სასწაულებრივად გადაურჩნენ ამ დევნას. თავდაპირველად კუნძულზე ქრისტიანობის საქადაგებლად ჩასულმა მოციქულებმა მრავალი წარმართი მოაქციეს ქრისტეს რჯულზე, რაც კუნძულის მმართველს არ გამოჰპარვია. მისი ბრძანებით იასონი და სოსიპატრე შეიპყრეს და საპყრობილეში ჩასვეს. მოციქულებთან ერთად საკანში შვიდი ავაზაკი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია და მამია იჯდა. წმინდა იასონმა და სოსიპატრემ ავაზაკებს ქრისტეს სჯული უქადაგეს და მოაქციეს. ავაზაკყოფილები მოწამებრივად აღესრულნენ - მდუღარე ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს. მათი წამების მხილველმა ციხის დარაჯმა ირწმუნა ქრისტე და თავი მაცხოვრის მიმდევრად აღიარა. ამისთვის მას მარცხენა ხელი მოჰკვეთეს, შემდეგ ორივე ფეხი და ბოლოს თავი. მმართველის ბრძანებით მოციქულები კვლავ სცემეს და საკანში ჩაკეტეს.

მმართველის ასულმა ქალწულმა კერკირამ გაიგო მოწამეთა ტანჯვის შესახებ და მანაც ქრისტიანად გამოაცხადა თავი. ნათელღებულმა ქალწულმა მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა. გაცოფებული მმართველი შეეცადა ქალიშვილის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ. გაბოროტებულმა მამამ საშინელი სასჯელი მოიფიქრა შვილისთვის: მისი ბრძანებით წმინ¬და კერკირა საკანში ჩააგდეს და მასთან შეუშვეს ავაზაკი მურინი. როცა ავაზაკი საკანის კარს მიუახლოვდა, დათვი დაეცა თავს. წმინდა კერკირამ ხმაური გაიგონა და მხეცი ქრისტეს სახელით განდევნა, შემდეგ ლოცვით განკურნა მურინის ჭრილობები. წმინდანმა ქრისტეს სჯული აუხსნა ავაზაკს, რის შემდეგაც წმინდა მურინიც მოწამებრივად აღესრულა.

ბოროტისაგან გონებადაბნელებულმა მამამ ცეცხლს მისცა მთელი ციხე, მაგრამ ქალწული მაინც ცოცხალი გადარჩა, შემდეგ მამისვე ბრძანებით ხეზე დაკიდეს წმინდა კერკირა, გაგუდეს და ისრებით დაასახიჩრეს ქალწულმოწამის ნატანჯი სხეული.

ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ კუნძულ კერკირას მმართველმა ყველა ქრისტიანის სიკვდილით დასჯა ბრძანა. იასონის და სოსიპატრეს მიერ მოქცეულმა კუნძულის ბევრმა მცხოვრებმა მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა თავს. ასეთები იყვნენ ზენონი, ევსევი, ნეონი და ვიტალი. ისინი წარმართი მმართველის ბრძანებით კოცონზე დაწვეს.

კუნძულ კერკირაზე მცხოვრები ქრისტიანები მეზობელ კუნძულზე გაიქცნენ. მმართველი მეომრებთან ერთად გამოუდგა მათ, მაგრამ ზღვაში დაიხრჩო. მისმა შემცვლელმა მმართველმა ბრძანა, მოციქულები ადუღებულ ზეთიან ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ როცა უვნებელი წმინდანები იხილა, ცრემლებით შეჰღაღადა უფალს: "ღმერთო იასონისა და სოსიპატრესო, შემიწყალე". კუნძულის ახალმა მმართველმა მოციქულებისგან მიიღო ნათლისღება სებასტიანის სახელით და წმინდა იასონს და სოსიპატროსს ეხმარებოდა ახალი ეკლესიების შენებაში.

კუნძულ კერკირას მთავარი ქალაქის ბოლოში არის წმინდა მოციქულთა - იასონის და სოსიპატროსის სახელობის ტაძარი, სადაც დღეს მათი წმინდა ნაწილები ინახება

კონდაკი

გამოსჩნდით ვითარცა ვარსკვლავნი ყოვლადბრწყინვალენი, და განანათლებთ ყოველსა სოფელსა ნათლითა ქადაგებისათა, საღმრთონო მოციქულნო იასონ და სოსიპატრე, აცხოვნენით სარწმუნოებით პატივისმცემელნი თქუენნი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat