წმინდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63) - 25 აპრილი (8 მაისი)
წმინდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63) - 25 აპრილი (8 მაისი)
წმინდა მოციქულ მარკოზს მოიხსენიებს 04 იანვარს (სამოცდაათ მოციქულთა შორის), 25 აპრილს, 27 სექტემბერს, 30 ოქტომბერს და კვიპროსის მიწაზე გაბრწყივებულ წმინდათა შორის. 

წმინდა მოციქული და მახარებელი მარკოზი წარმოშობით ლევიტელთა ტომიდან იყო და თავდაპირველად იერუსალიმში ცხოვრობდა. ის 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) ძმისწული გახლდათ. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმინდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ. მარკოზის სახარებაში არის მონაკვეთი, სადაც ამის შესახებ წერია: "და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი" (მარ. 14:51- 52). ზოგიერთი დიდი მამის განმარტებით, ამ ადგილას მარკოზ მოციქული საკუთარ თავზე წერს. ხოლო პერანგის ამარა გამოსვლა ნიშნავდა, რომ მარკოზი იქვე ცხოვრობდა და ხალხის ხმაურზე უფლის დასახმარებლად გამოვარდა სახლიდან. სწორედ ამ სახლს შეაფარა თავი პეტრე მოციქულმა, როცა ანგელოზმა ტყვეობიდან გაათავისუფლა: "გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს" (საქ. მოც. 12:12).

მარკოზის სამოციქულო მოგზაურობა

დაახლოებით 44-45 წლებში გახშირდა იუდეველებში ქრისტიანთა დევნა და ამისათვის ანტიოქიის ქრისტიანობამ, მოციქულ ბარნაბასა და პავლეს ხელით გაგზავნა იერუსალიმში შესაწევნელი. გზავნილმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია, ხოლო უკან გამობრუნებისას მოციქულებმა ბარნაბასა და პავლეს მარკოზიც დაამგზავრეს. მარკოზ მახარებელს შესაძლებლობა მიეცა, მოციქულებს ხლებოდა პირველ სამოციქულო მოგზაურობაში, რომელიც ანტიოქიიდან დაიწყო. ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ სელევკიაში ჩავიდნენ, აქედან კუნძულ კვიპროსზე გადავიდნენ და მთელი კუნძული მოვლეს ღვთის სიტყვის ქადაგებით. აქედან მცირე აზიის ქალაქ პერგიაში ჩავიდნენ, სადაც მარკოზმა დატოვა მოციქულები და იერუსალიმში დაბრუნდა. იერუსალიმში ჩასვლისთანავე მარკოზი პეტრე მოციქულს შეუერთდა და დაემგზავრა მისიონერულ მოგზაურობაში. იერუსალიმიდან პირდაპირ მსოფლიოს დედაქალაქ რომში ჩავიდნენ. იქაურმა მორწმუნე ქრისტიანებმა წმინდა მარკოზს სთხოვეს, მის მიერ ყოველი მონათხრობი უფლის შესახებ შეეკრიბა და წიგნის სახით გადაეცა მათთვის. მარკოზი დათანხმდა და დაწერა წიგნი, ცნობილი მარკოზის სახარების სახელით და გადასცა პეტრე მოციქულს, რომლის გადაკითხვის შემდეგ მან მისი კითხვა ეკლესიებშიც მოიწონა. რომიდან მარკოზი, პეტრე მოციქულის კურთხევით, საქადაგებლად გაემგზავრა ქალაქ აკვილეაში, მას მეორე რომსაც უწოდებდნენ. შემდეგ ისევ წმინდა პეტრე მოციქულის კურთხევით გაემგზავრნენ ეგვიპტეში. როგორც ალექსანდრიის პატრიარქი ევტიხი იუწყება, ეს მოხდა იმპერატორ კლავდიუსის ზეობის მეცხრე წელს, ანუ 49 წელს. ეგვიპტე იყო პალესტინის მოსაზღვრე წარმართული ქვეყანა, სადაც მრავლად სახლობდნენ მდიდარი იუდეველები. ეგვიპტე სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ჩვ.წ.III საუკუნეში პტოლომეოს ფილადელფოსის თხოვნით, იერუსალიმის პირველმა მღვდელმთავარმა ალექსანდრიაში 72 სჯულის მეცნიერი გაგზავნა ძველი აღთქმის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად. ასე შეიქმნა ბერძნულენოვანი ბიბლია, ე. წ. სეპტუაგინტა, რის შემდეგადაც საღმრთო წერილი წარმართთათვისაც იქნა ათვისებული. ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ჩასულს არ გასჭირვებია სახარების ქადაგება, რადგანაც ხალხი უფლის მისაღებად მზად იყო. აქვე დააარსა ეკლესია, რომლის პირველი ეპისკოპოსი თვითონვე გახლდათ. მას შემდეგ, რაც ახლომახლო ქალაქებშიც გაავრცელა ქრისტიანობა და ხელი დაასხა რამდენიმე ქალაქში ღირსეულ ადამიანებს ეპისკოპოსად, დატოვა ეგვიპტე, მაგრამ საით გაემართა, ცნობილი არ არის. შესაძლოა, ის 50 წელს, სხვა მოციქულების მსგავსად, მოციქულთა კრებას დაესწრო. დანამდვილებით ცნობილია, რომ პავლე მოციქულის მეორე მისიონერული მოგზაურობისას (52-53 წწ.) მარკოზი ბარნაბა მოციქულს კუნძულ კვიპროსზე გაჰყვა. "შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაი იგი უფლისაი, ვითარძი არიან. ბარნაბას უნდა, რაითამცა იოვანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს. ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაითა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაით და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა თანა-წარყვანებად იგი. იყო უკუე მკსინვარებაი მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას; ბარნაბა თანა წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კვიპრედ" (საქ. მოც. 15:36-40).

აქ ბარნაბამ მოციქულთან ერთად იქადაგა და კვლავ ეგვიპტეში დაბრუნდა, სადაც მალე პეტრე მოციქულიც შეუერთდა. სწორედ აქედან მისწერა პეტრე მოციქულმა მცირე აზიის ქრისტიანებს პირველი ეპისტოლე. მარკოზ მოციქული ეგვიპტეში ნერონის ზეობის მერვე წლამდე გაჩერდა და 62 წელს კვლავ შეუერთდა პავლე მოციქულს. როცა რომში ჩასული პავლე მოციქული დაატყვევეს (61-62 წწ.), მარკოზი სხვა თანამოღვაწეებთან ერთად ზრუნავდნენ დატუსაღებულ პავლე მოციქულზე, რომელმაც მცირე აზიის ქალაქ კოლოს¬აში გაგზავნა, სადაც ფეხი მოკიდებული ჰქონდა ქრისტიანთა მაცთუნებელ ცრუ-მოძღვრებას. უცნობია, სად გაატარა მარკოზმა შემდგომი შვიდი წელი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პავლე მოციქულის მოწამებრივი აღსასრულის წინ მცირე ხნით იმყოფებოდა ეფესოში, რომლის პირველი ეპისკოპოსი ტიმოთე იყო. "მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ სახმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა" (II ტიმ. 4:11).

რომში ჩასული მარკოზ მოციქული წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს მოწამებრივი აღსასრულის მოწმე გახდა. ამის შემდგომ რომს გასცილდა და ისევ ალექსანდრიაში დაბრუნდა. ალექსანდრიის გარდა მარკოზ მახარებელი ქადაგებდა შიდა აფრიკის სხვა ქვეყნებშიც. მოიარა: ლიბია, მარმორიკა, კირენაიკა და პენტაპოლისი.

მოციქულის მოწამებრივი აღსასრული

გადმოცემით ცნობილია, რომ ალექსანდრიის პირველ¬მოწამე თავად მარკოზ მოციქული იყო.

პენტაპოლისის ქალაქ კვირინეაში ყოფნისას, სადაც მარკოზი ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა, ღვთისგან ეუწყა, დაბრუნებულიყო ალექსანდრიაში საქადაგებლად.

მეორე დღესვე მან ხომალდით გეზი აიღო ალექსანდრიისკენ და ორი დღის შემდეგ მიაღწია კიდეც ნაპირს. ალექსანდრიაში წმინდა მოციქული დაემკვიდრა მეწაღე ანანიას სახლში, რომელსაც ავადმყოფი ხელი განუკურნა. მეწაღემ სიხარულით მიიღო იგი, ირწმუნა მისი მონათხრობი ქრისტეზე და ნათელ-იღო. ანანიას შემდეგ მოინათლა ქალაქის იმ ნაწილში მცხოვრები ბევრი ალექსანდრიელი. ამან წარმართნი გააბოროტა და გადაწყვიტეს, მოეკლათ წმინდა მოციქული. როცა ეს გაიგო, წმინდანმა, ანანიას ხელი დაასხა ეპისკოპოსად, მალკი, საბინე და კედრინი კი ხუცესად აკურთხა.

წარმართები ღვთისმსახურების დროს დაესხნენ თავს მარკოზს, ცემეს, ქალაქში ათრიეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდანს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დღეს, სანამ სამსჯავრომდე მიიყვანდნენ, წმინდანი აღესრულა.

წარმართებს უნდოდათ, მარკოზის გვამი დაეწვათ, მაგრამ როცა კოცონი გააჩაღეს, მიწა იძრა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი წმინდა მოციქულის ნეშტი ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. ეს მოხდა 63 წლის 4 აპრილს. წმინდანის ხსენებას ეკლესია ზეიმობს 25 აპრილს.

მარკოზ მოციქულის წმინდა ნაწილები

310 წელს წმინდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს, რომელიც IX საუკუნემდე იდგა ალექსანდრიაში. იმავე საუკუნის მეორე ნახევარში, როცა არაბთა ბატონობამ და მონოფიზიტური მწვალებლობის გავრცელებამ შეასუსტა მართლმადიდებლობა ეგვიპტეში, მოციქულის წმინდა ნაწილები გადააბრძანეს ვენეციაში, რომლის მახლობლადაც აკვილეაში მოღვაწეობდა თავად მოციქულიც. აქ მის სახელზე აგებულ ეკლესიაში მოციქულის წმინდა ნაწილებთან ერთად ინახება მისივე ხელით ნაწერი სახარებაც.

829 წლის 31 იანვარს ალექსანდრიიდან ვენეციაში გადმოასვენეს მარკოზ მოციქულის წმინდა ნაწილები. გადმოსვენება ვენეციელი ვაჭრების ბუანოსა და რუსტიკოს სახელებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, 828 წელს მუსლიმანებმა დაიპყრეს ალექსანდრია და დაიწყეს ქრისტიანული ტაძრების დარბევა და მათ მაგივრად მეჩეთების აშენება. რადგანაც ცნობილი იყო მარკოზ მოციქულის მიერ ვენეციის ლაგუნაში ქადაგების ამბავი, გადაწყვიტეს, წმინდა ნაწილები ქალაქ ვენეციაში დაესვენათ და მის ადგილას ტაძარი აეშენებინათ. მოციქულის წმინდა სხეულის ხომალდამდე მისატანად ვაჭრებმა იეშმაკეს: სხეული დიდ კალათაში დაასვენეს და ზედ ღორის ხორცის ნაჭრები დაადეს (გადატანისას არავინ რომ არ მიახლოებოდა მუსლიმანთაგანი.

მარკოზის სახარება

მარკოზი იყო პირველი, რომელმაც ქრისტეზე, ზეპირი თუ წერილობითი გადმოცემები, ერთ წიგნად გადმოსცა, რომელიც მარკოზის სახარების სახელითაა ცნობილი. მარკოზის სახარება ყველაზე მოკლეა, მასში ფაქტებიც ნაკლებია და უმთავრესად იესოს საქმეებს იხსენებს. გაბატონებული მოსაზრებით, სახარება დაიწერა რომში, პეტრე და პავლე მოციქულების მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ და რომაელთა მიერ იერუსალიმის დანგრევამდე, ე. ი. 63-70 წლებში. სახარება დაიწერა ბერძნულ ენაზე.

მარკოზის სახარება, მეცნიერთა ვარაუდით, ყველაზე ადრინდელია. ჩანს, ამ წიგნით სარგებლობენ მათე და ლუკა.

სახარება განკუთვნილია წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანთათვის.

სახარება დაიწერა პეტრე მოციქულის ინფორმაციით (ვინაიდან მარკოზი მახარებელი პეტრე მოციქულის მოწაფე იყო).

მარკოზ მახარებლის სიმბოლოა ლომი, რადგანაც იწყებს თავის სახარებას იოანე წინამორბედის ენერგიული მოქმედებით უდაბნოში.

სახარება შეიცავს 16 თავს, მოთხრობილია 9 იგავი, აღწერილია 18 სასწაული.

მოციქულისა და მახარებელის მარკოზის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერებაი, ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა; ამისთვის შენისა ხსენებისა პატივის მცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაი მოანიჭოს სულთა ჩუენთა.

კონდაკი

მაღლით მოიღე მადლი სულისა და რიტორთა წმასნა უკუნ არღვიე, დიდებულო, რამეთუ ყოველნივე წარმართნი მოინადირენ, მარკოზ ყოვლადქებულო, და მეუფესა შენსა მიუძღუანენ და საღმრთო უქადაგე სახარებაჲ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat