სამოცდაათმოციქულთაგანი წმინდა ზაქე პალესტინის ქალაქ კესარიის ეპისკოპოსი გახლდათ. მასზე წმინდა სახარება მოგვითხრობს: "იესო შევიდა იერიქონში და გაიარა ქალაქი. და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს,
რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი, სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, რადგან ტანმორჩილი იყო; წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო. როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო. ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო. ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ. უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა. რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა" (ლუკა 19, 1-10). საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს, რომ იგი ქრისტეს დაემოწაფა და წმინდა პეტრე მოციქულს გაჰყვა. იგი პირველი ეპიკოპოსი იყო პალესტინის ქალაქ კესარიაში, ბევრი იღვაწა ღვთის სიტყვის გასავრცელებლად და მშვიდობით აღესრულა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი