პავლეს ფერისცვალება
პავლეს ფერისცვალება
ვინც ღმერთს გულწრფელად ემსახურება, მისთვის დიდი და მცირე საქმენი არ არსებობს
ერთ-ერთ სინაგოგაში სულიწმინდის მადლით დიაკონმა სტეფანემ ისეთი ძალით დაიცვა ქრისტეს მოძღვრება, რომ მოკამათეებმა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ შეძლეს და მისი დაღუპვა ცილისწამებით მოინდომეს. მტრებმა იპოვეს ცრუ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, სტეფანე ღმერთსა და მოსეზე მკრეხელურად ლაპარაკობდაო. სტეფანე შეიპყრეს და სინედრიონს წარუდგინეს. მღვდელმთავარმა ჰკითხა, - მართალია თუ არა, რასაც ამბობენო. დიაკონმა, თავის მართლების ნაცვლად, იუდეველთა ხსნისთვის ღმრთის განგებულებაზე დაიწყო საუბარი. გაიხსენა აღთქმა, რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა, ეგვიპტიდან გამოსვლა, მოსესთვის სინას მთაზე მიცემული სჯული და პასუხად ამისა დაუმორჩილებლობა ისრაელიანთა, რომელნიც ხშირად ივიწყებდნენ უფალს და მის წინასწარმეტყველებს ხოცავდნენ. დასასრულ, სინედრიონის წევრებს ასე მიმართა: "ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყვიდნეს, რომელნი წინასწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომლისა-იგი თქუენ აწ შინაგანმცემელ და მკვლელ იქმნენით" (საქმ. 7,51-52).

ამ სიტყვებმა ებრაელებს წონასწორობა დააკარგვინა. მიცვივდნენ სტეფანეს, რომელიც სულიწმინდით განმტკიცებული მშვიდად იდგა და ზეცას შეჰყურებდა, სადაც მას სასწაულებრივი სანახაობა გადაეშალა; "აჰა, ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა", - თქვა მან. მსმენელებმა, რომელთაც რისხვისაგან გონება დაუბნელდათ, სტეფანე ქალაქში ქვით ჩასაქოლად გაათრიეს. ყველაზე მეტად ჭაბუკი სავლე აქტიურობდა, ტარსელი, რომის მოქალაქე. იგი გამალიელის მოწაფე იყო, აღზრდილი ფარისეველთა მკაცრი კანონებით. მკვლელებმა სამოსელი გაიხადეს, სავლეს ფეხებთან დააწყვეს და სტეფანეს ქვა დაუშინეს. წმინდა პირველმოწამემ ქვის სეტყვაში მუხლი მოიდრიკა და უფალს თავისი მკვლელები შეავედრა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "უფალო იესუ ქრისტე, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას" (საქმ. 7,60).

მიმტევებლობისა და კაცთმოყვარეობის სიდიადე ებრაელებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. სინანულის განცდა და სინდისის ქენჯნა მათ არც მაშინ აღძვრიათ, როცა სიშმაგე დაუცხრათ და ნათლად დაინახეს, რაც ჩაიდინეს. პირიქით, პირველმა მკვლელობამ მათ სიძულვილს გზა გაუხსნა და ეკლესიის დევნა გაძლიერდა, მაგრამ ღვთის სიტყვის გავრცელებას დევნით ზღვარი ვერ დაუდეს. ქრისტეს მიმდევრებმა, გარდა მოციქულებისა, იერუსალიმი დატოვეს და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ, სადაც მათ ღმრთეებრივი მოძღვრების ქადაგება დაიწყეს. დიაკონთაგან ერთ-ერთი, ფილიპე, სამარიაში ჩავიდა. სამარიელებსა და დანარჩენ იუდეველებს შორის უკვე კარგა ხანია მტრობა იყო ჩამოვარდნილი. როცა ასურეთის მეფემ ისრაელის სამეფო დაამარცხა, სამარიაში ბაბილონიდან და სხვა ადგილებიდან მრავალი წარმართი ჩამოსახლდა, რომელნიც ადგილობრივ ებრაელებს შეერივნენ და მათ რჯულში მრავალი წარმართული წესი და ადათი შეიტანეს. ამგვარი აღრევის შედეგად სამარიელები წმინდად მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს მიიჩნევდნენ. როცა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმში დანგრეული ტაძრის აღდგენა დაიწყეს, სამარიელებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, ხოლო შემდეგ ტაძარი ცალკე აიშენეს გარიზინის მთაზე. შემდეგში ეს ტაძარი იუდეის მმართველმა და მღვდელმთავარმა იოანე გირკანმა დაანგრია. სარწმუნოებრივი მტრობა გაძლიერდა. იუდეველს სამარიელი წარმართზე უარესად მიაჩნდა და მასთან ერთად სუფრასთან ჯდომა და პურის ჭამაც კი აკრძალული იყო.

ფილიპეს ქადაგებითა და ჩადენილი სასწაულებით მრავალი სამარიელი მოინათლა. მათ შორის იყო სიმონ მოგვიც, რომელიც თავისი ძალითა და მაგიის ხელოვნებით სამარიელებს აოცებდა. ბევრი მას "უფლის დიდ ძალას" უწოდებდა. ფილიპეს სასწაულების შემდეგ მოგვი მოინათლა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ გარეგნულად. როცა იერუსალიმში გაიგეს, რომ სამარიელებმა ქრისტე ირწმუნეს, იქ წმინდა მოციქულები პეტრე და იოანე გაგზავნეს. მოციქულებმა ილოცეს, რომ ახალმოქცეულებზე, რომელნიც მხოლოდ იესო ქრისტეს სახელით იყვნენ მონათლულნი, სულიწმინდა გადმოსულიყო და მათ ხელი დაასხეს. როცა სიმონ მოგვმა იხილა, როგორ გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულთა ლოცვის შედეგად, მათგან სულიწმინდის მადლის ყიდვა მოინდომა, რაზეც პეტრემ და იოანემ უპასუხეს: "ვერცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად" (საქმ. 8,20).

სიმონმა თავისი განზრახვა თითქოს მოინანია და მოციქულებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, მაგრამ გულწრფელი არც ეს მონანიება იყო, რაც მისმა შემდგომმა ცხოვრებამ გვიჩვენა. რადგან მან სულიწმინდის მადლის ყიდვა ფულით მოინდომა, მღვდლის ხარისხის ფულზე ყიდვა-გაყიდვას ეკლესიის ისტორიაში მისი სახელის მიხედვით სიმონია ეწოდა.

ამასობაში იერუსალიმში ქრისტეს მორწმუნეთა დევნა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა სავლე, რომელიც სახლებში შედიოდა, ძალით გამოჰყავდა ქალები და კაცები და საპყრობილეში ყრიდა. დევნის ჟინით შეპყრობილმა, მღვდელმთავარს სთხოვა, წერილები მიეწერა დამასკოს სინაგოგებისთვის, რათა იქაც ჰქონოდა უფლება იესოს მიმდევართა შეპყრობისა. სავლე მართლაც დაადგა დამასკოს გზას, მაგრამ ქალაქამდე ვერ მიაღწია, რადგან ღმრთის წყალობით მასში სასწაულებრივი გარდატეხა მოხდა. მან ზეციდან გარდამომავალი ნათელი იხილა, რომლის ბრწყინვალებას ვერ გაუძლო და მიწაზე დაეცა. ამ დროს უფლის ხმაც მოესმა: "საულ, საულ, რაისა მდევნი მე" (საქმ. 9,4).

ღმრთეებრივი ნათლისაგან დაბრმავებული სავლე მხლებლებმა ტაძარში შეიყვანეს, სადაც იგი სამი უსმელ-უჭმელი დღე-ღამე განუწყვეტლივ ლოცულობდა. უფლის ბრძანებით, მასთან იქაური მორწმუნე ანანია მივიდა, თვალებზე ხელი შეახო და ქრისტეს სახელით მხედველობა დაუბრუნა. სავლე მოინათლა. იგი სინაგოგებში შედიოდა და გაბედულად ქადაგებდა, რომ იესო ქრისტე ძე ღმრთისა იყო. გაცოფებულმა ებრაელებმა მისი მოკვლა განიზრახეს, მაგრამ მოწაფეებმა სავლე ღამით კალათით ჩამოუშვეს სახლიდან და ქალაქიდან გააპარეს. რამდენიმე ხანი მან არაბეთში დაჰყო, ხოლო სამი წლის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდა და ქრისტეს მოწაფეებთან შეერთება მოინდომა. მაგრამ მათ ახსოვდათ, როგორ დევნიდა იგი მორწმუნეებს. ბოლოს, ერთ-ერთმა მოწაფემ, ბარნაბამ, რომელიც დიდი ხანია იცნობდა სავლეს (ფიქრობენ, რომ ისინი გამალიელის მოწაფენი ერთსა და იმავე დროს იყვნენ), ყველას უამბო მისი სასწაულებრივი მოქცევის ამბავი. იერუსალიმელი იუდეველები ვერ ურიგდებოდნენ იმას, რომ ის, ვინც ქრისტეს მორწმუნეთა სიძულვილით ლამის ყველას აღემატებოდა, დღეს თვითონ იყო ჯვარცმული ღმერთის მიმდევარი და ამიტომაც განსაკუთრებით შეიძულეს. მაშინ სავლეს თვით უფალმა უბრძანა იერუსალიმს გაშორებოდა და ღვთის სიტყვა წარმართთა შორის ექადაგა.

მაცხოვრის მიმართ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობამ, რომლითაც სავსე იყო პავლედ წოდებული სავლეს გული, მას მოღვაწეობის ისეთი მძაფრი სურვილი აღუძრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერი მიზნები ვერ აღძრავენ, რადგან ყოველივე მიწიერი წარმავალია. ვინც ღმერთს გულწრფელად ემსახურება, მისთვის დიდი და მცირე საქმენი არ არსებობს. იგი მოვალეა, რა ძალაც აქვს მინიჭებული უფლისაგან, იმ ძალით ემსახუროს ღმერთსა და და მოყვასს. სახიერი და კაცთმოყვარე უფალი კი ჩვენს ყოველ ძალისხმევას აკურთხებს და მცირეოდენ გარჯასაც კი მოწყალედ მიიღებს.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat