მოციქული ერმიოსი, ქრისტეს 70 მოციქულთაგან ერთ-ერთი, პირველი საუკუნის დასასრულს ცხოვრობდა, ტომით ბერძენი გახლდათ და ფრიგიის ქალაქ ფილიპოპოლის მღვდელმთავარი იყო.
ერმიოსს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში რომაელთა მიმართ (რომ. 16:14) მოციქულთა თავი პავლეც ახსენეს.
სულიწმიდის კარნახით, მან შექმნა წიგნი, რომელსაც "მწყემსი" ჰქვია. სწორედ მისი წყალობით ვუწყით, რომ ის რომში პაპ კლიმენტის ჟამს ცხოვრობდა, ახალგაზრდობაში მდიდარი იყო, ენამწარე ცოლი და უზნეო შვილები ჰყავდა, რომელთა მიმართაც საკმარისად მკაცრი არ იყო და ამის საზღაურად უფალმა სიმდიდრე წაჰგვარა.
ამ უბედურების მიზეზნი ერმიოსს საღვთო გამოცხადებებში განემარტა, მისი აპოკალიფსური ხასიათის წიგნი ქმნილება კი საიმდროოდ იმხელა მნიშვნელობის გახლდათ, რომ ერთხანს წმინდა ოთხთავშიც კი შეიტანეს, თუმცა, მის საბოლოო კანონში არ დაუტოვებიათ.
წმინდა ერმი მოწამებრივად პირველ საუკუნეში აღესრულა.
* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსი დომეტისა, რომელმაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+363); ხსენება მღვდელმოწამისა იოანე ზნამენსკისა (1923) და მოწამისა ვლადიმერ უშკოვისა (1942)
* * *
ამავე დღეს იხსენიება წმინდა მოწამე დიონი.
სამწუხაროდ, ამ წმინდა მამის მოღვაწეობის დრო და ადგილი უცნობია, ზოგ წყაროში იგი დიონისეს სახელითაცაა მოხსენიებული, იგი მოწამებრივად აღესრულა - მახვილით განიგმირა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი