მოხსნილი მადლი ერთი ლოცვით არ ბრუნდება, საჭიროა მსხვერპლი და ადამიანმა უნდა გაიღოს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნია
მოხსნილი მადლი ერთი ლოცვით არ ბრუნდება, საჭიროა მსხვერპლი და ადამიანმა უნდა გაიღოს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნია
"ღმერთი არის უმაღლესი, აბსოლუტურად სრულყოფილი, მარადიული არსება. ის არის სული და არსებობს ერთდროულად ყველგან და ყოველთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისთვის არ არსებობს სივრცე და დრო. ის არის შემოქმედი ყოველი მატერიალურის და სულიერის, მათ შორის ადამიანისა. ადამიანს არ შეუძლია შეაღწიოს იმ განზომილებაში, სადაც ღმერთი არსებობს. ღმერთს კი ყველაფერი ძალუძს. მან შექმნა ჩვენი მატერიალური სამყარო, ვარსკვლავთა სისტემა, მზე და მთვარე, დედამიწა. ყველაფერი დაუქვემდებარა ურთიერთდამოკიდებულ და ურთიერთგამომდინარე, გააზრებულ და ლოგიკურ კანონთა სისტემას (ჩვენ, ადამიანები, შეცდომით ამ კანონებს ბუნების კანონებს ვეძახით), ისე რომ მატერიალური სამყაროს ყოველი ცალკეული ელემენტი მუდმივ ურთიერთდამოკიდებულ ურთიერთობაშია სხვა ელემენტებთან, რითაც გარანტირებულია ამ სამყაროს სტაბილური არსებობა. ერთადერთ ღმერთს თავად შეუძლია ამ კანონთა მოქმედების შეჩერება ან იგნორირება, მაგრამ ამას ძალიან იშვიათად აკეთებს, მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროა თავისი გენიალური ჩანაფიქრისთვის - გახადოს ადამიანი თავისთან თანაცხოვრების ღირსი. ღმერთი არის უძლიერესი, უბრძნესი, ყოვლადსამართლიანი და ყოვლადმოყვარე არსება. ის თავად სიყვარულია, მისი სიყვარულის გამოვლინების გვირგვინია უფლის დამოკიდებულება ადამიანებთან: მან შექმნა ადამიანი თავის სახიერად, თავის მსგავსად, რათა როგორც თანასწორთან, ეცხოვრა, თავისი სამართლიანი და მოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, მისცა ადამიანს უფლება, თვითონ აერჩია, ყოფილიყო ღვთის ერთგული თუ არა. ადამიანმა ღალატი აირჩია. მართალია, რადგან სამართლიანობა მოითხოვდა, ღმერთმა დასაჯა ის, მაგრამ მისცა დროებით საცხოვრებლად მშვენიერი დედამიწა და ცხოვრებისეული გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ ისევ სამოთხეში დაბრუნების შანსი. მიწიერი ცხოვრების გასაადვილებლად და სატანასთან გასამკლავებლად კი ღმერთმა ადამიანებს მისცა მცნებები, რომლებიც წინასწარმეტყველმა მოსემ ჩაიწერა, მისცა წიგნი - ბიბლია - ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ. როცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ღმერთმა ისე შეიყვარა ადამიანები, რომ მათი ცოდვების საზღაურად სასიკვდილოდ და ჯვარზე სატანჯველად გაიმეტა თავისი მხოლოდშობილი ძე - იესო ქრისტე. მისით გაგვეცნო ჩვენ და მისცა ადამიანებს ახალი აღთქმა - სახარება. ღმერთი დაუღალავად და განუწყვეტლივ ზრუნავს იმისთვის, რომ ადამიანებმა ამქვეყნიურ გამოცდას გაუძლონ და სამოთხისათვის გადარჩნენ.

***
ღმერთი ჩვენ წარმოგვიდგება როგორც სამსახოვანი ერთიანი არსება - სამება. პირველი სახება არის მამა ღმერთი, მეორე - ძე ღმერთისა და მესამე - სულიწმინდა. ეს არ არის სამი ღმერთის გაერთიანება, არამედ ერთი ღმერთი სამ სახებად. თითოეულ სახებას აქვს თანაბარი ღვთიური ღირსება და არ არის მათში არც უფროსი, არც უმცროსი. როგორც მამა ღმერთი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ისე ძე ღვთისა არის ჭეშმარიტი ღმერთი, ასევე სულიწმინდა არის ჭეშმარიტი ღმერთი. ისინი მხოლოდ შემდეგით განსხვავდებიან: მამა ღმერთი არავისგან არ იშვა, ძე ღვთისა იშვა მამა ღმერთისგან და სულიწმინდა გადმოდის ასევე მამა ღმერთისგან. წმინდა სამების საიდუმლოს სრულყოფილად გაგება ადამიანის გონებას არ ხელეწიფება, მაგრამ უფრო ნათლად წარმოსადგენად გეტყვით, რომ სამების მსგავსი შეიძლება დავინახოთ მზეში. მზეს აქვს თავისი ფორმა - ის მრგვალია, აქვს შუქი და აქვს სითბო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს სამი მზეა, არამედ ერთია და როგორც მზისგან იბადება შუქი და გამოდის სითბო, ასევე მამა ღმერთისაგან იბადება ძე და გამოდის სულიწმინდა და როგორც არ შეიძლება მზის წარმოდგენა შუქისა და სითბოს გარეშე, ასევე არ შეიძლება მამა ღმერთის წარმოდგენა ძისა და სულიწმინდის გარეშე. მოკლედ, მზე თავად შეიძლება შევადაროთ მამა ღმერთს, მისგან შობილი მზის სხივი ძე ღვთისას, ხოლო მისგან გამოსული სითბო სულიწმინდას. როგორც გითხარით, ადამიანის გონებას არ ძალუძს გადალახოს ის ზღვარი, რომელიც მასსა და ღმერთს შორის არის და ამის მიზეზი არის ცოდვა. შესცოდა პირველმა ადამიანმა. დაკარგა ღვთის ხედვის და აღქმის უნარი და ასეთივე მდგომარეობა გვერგო ჩვენ შთამომავლებსაც. ამიტომ არის ძალიან ძნელი ადამიანის დარწმუნება ღვთის არსებობაში. უმრავლესობისათვის ყოვლად წარმოუდგენელია რაიმე სხვა განზომილების და იქ სიცოცხლის მაღალი ფორმის არსებობა. ისინი თუ აღიქვამენ ღმერთს, მხოლოდ აბსტრაქტულ, განყენებულ, უსიცოცხლო ცნებად და არა როგორც ცოცხალ, მარადმოქმედ, ყველაფრის გადამწყვეტ, ყოვლადძლიერ არსებას. ასეთი ადამიანები შეიძლება შევადაროთ კვერცხში მჯდომ, გამოუჩეკავ წიწილას, რამდენიც არ უნდა უმტკიცო წიწილას, შენი კვერცხის ნაჭუჭის იქით უზარმაზარი, მშვენიერი სამყარო არისო, არაფრით დაიჯერებს. ასევეა ადამიანი, მისი შემეცნების უნარი აღწევს იმ კვერცხის კედლამდე, რასაც მატერიალური სამგანზომილებიანი სამყარო ჰქვია და იქით, კედლის მეორე მხარეს შეღწევა საკუთარი ძალებით, ღვთის დაუხმარებლად არ ხელეწიფება, როგორც წიწილას არ შეუძლია თავად გამოჩეკა სითბოს გარეშე.

***
ჩემო შვილებო, მე რამდენჯერმე ვიხმარე სიტყვა განზომილება. მინდა ცოტა განგიმარტოთ, თუ რას ნიშნავს ის. ჩვენი ხილული სამყარო ადამიანების მიერ აღიქმება სამი ზომით - სიმაღლით, სიგანით და სიღრმით, ამიტომ ჩვენს სამყაროს სამგანზომილებიანს უწოდებენ. ყოველ ნივთს, თუ კარგად დააკვირდებით, აქვს სამი განზომილება და ამ ნივთის და საერთოდ გარესამყაროს აღსაქმელად ადამიანს აქვს ხუთი გრძნობა: ხედვა, სმენა, შეგრძნება, გემო, ყნოსვა, მაგრამ ღმერთის აღსაქმელად ეს არ კმარა, ადამიანი ღმერთს ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ ეხება, ვერ შეიყნოსავს და ვერც გემოთი იგრძნობს, ამიტომ ამბობს: "სად არის ღმერთი? მე მას ვერ ვხედავ და არც მწამს!" მან არ იცის, რომ ღმერთი აქვეა, მაგრამ სხვა განზომილებაში. ამ მდგომარეობის ცოტა უკეთ წარმოსადგენად ერთ მაგალითს მოგიყვანთ: გსმენიათ, რომ არსებობენ ცოცხალი ორგანიზმები - ვირუსები, ისინი იმდენად მცირე ზომის არიან, რომ ადამიანი მათ ვერ ხედავდა, სანამ მიკროსკოპი არ აღმოაჩინა, წარმოდგენა არ ჰქონდა მათ არსებობაზე. ასევე ვირუსსაც წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის ადამიანი, თუმცა ხშირად მის ორგანიზმში ცხოვრობს და ეს მაშინ, როცა ვირუსიც და ადამიანიც ერთსა და იმავე სამგანზომილებიან სისტემაში არსებობენ. წარმოიდგინეთ, რა დიდია დაშორება ადამიანსა და ღმერთს შორის. მოკლედ, ის, რომ ადამიანი ღმერთს ვერ შეიგრძნობს თავისი ხუთი გრძნობით, არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ადამიანი არ არსებობს. შვილებო, უნდა დამიჯეროთ, მე ეს აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ ღმერთი არსებობს და მისი სამყარო ისევე რეალურია, როგორც ჩვენი.

***
ჩემო შვილებო, ალბათ მკითხავთ: "თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რატომ დუმს ღმერთი, როცა ირგვლივ ამდენი უბედურება ხდება: მიწისძვრისა და წყალდიდობისაგან მილიონობით ადამიანი იღუპება, ომებშიც უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს, ყველგან უსამართლობაა გამეფებული და ასე შემდეგ? მე პირდაპირ გეტყვით: ღმერთი არ დუმს! ის არის ყველაფრის მიზეზი, ყველაფრის აზრი, ყველაფრის მიზანი! ის მუდმივ მოქმედებაშია და მუდმივ კონტაქტშია თითოეულ ადამიანთან. მისი თითქოს დუმილი კი ან სასჯელია ჩვენი ცოდვებისათვის, ან ჩვენ ვართ ჩვენი საქციელით ისე დაშორებული მას, რომ არ გვესმის მისი.

რას ნიშნავს მისი დუმილი სასჯელია ჩვენი ცოდვებისათვის? ეს რომ აგიხსნათ, ალბათ უპრიანი იქნება, გავიხსენოთ სოდომისა და გომორის ბიბლიური ამბავი: ეს ქალაქები თავისი დროისთვის მაღალგანვითარებულნი და მაღალკულტურულნი იყვნენ. მათი მცხოვრებლები იმდენად გაამაყებულნი იყვნენ თავიანთი მიღწევებით და ცხოვრების დონით, რომ ღმერთი დაივიწყეს, ის მხოლოდ ისე, წესისთვის ან ქორწილის, ან ქელეხის დროს თუ გაახსენდებოდათ, სხვა დროს კი ფეხით თელავდნენ მის მცნებებს. სოდომში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოშიში კაცი, ლოტი და ხანდახან თანამოქალაქეებს აფრთხილებდა: "ხალხო, ასე არ შეიძლება ღმერთთან ურთიერთობა, არ შეცდეთ, ღმერთი თქვენს უწესობას და გულგრილობას დიდხანს არ მოითმენს, რასაც თესთ, იმას მოიმკითო!", მაგრამ მას ბევრი ჭამისგან მუცელგაბერილი, თვითკმაყოფილი კაცები სასაცილოდ იგდებდნენ. და აი, ერთ მშვენიერ დილას, გამთენიისას ახდა ლოტის წინასწარმეტყველება: ღმერთმა ჯერ ლოტი გამოიყვანა ქალაქიდან და მერე ცეცხლის წვიმა დააყარა სოდომსა და გომორს. მოდით, ერთად მივყვეთ მოვლენების მსვლელობას: წარმოიდგინეთ, თუ როგორ წამოხტნენ ადამიანები ლოგინებიდან. დაინახეს ცეცხლის წვიმა, დაიწყეს ყვირილი: "ყველანი სარდაფებში, იქ ცეცხლი ვერ ჩამოაღწევს!" და მართლაც, ყველანი სარდაფებში დაიმალნენ, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე სარდაფში სიცხისა და კვამლის გამო გაჩერება შეუძლებელი გახდა. ასე ჰყვება ბიბლია. ახლა ცოტა იმპროვიზება გავაკეთოთ და წარმოვიდგინოთ რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან სარდაფში მიმწყვდეული: ესენი წარჩინებული მოქალაქენი არიან, ხალხი მათ შენატროდა, პატივს სცემდა და თავდახრით ესალმებოდა და ისინიც ამაყად იშვენებდნენ თავიანთ მდგომარეობას, ლამის ღმერთი ეგონათ თავი, მაგრამ მათ ყველას ჰქონდათ საკუთარი ბნელ-ბნელი საიდუმლოებანი, რომლებსაც ურწმუნოების, სიამაყის და გაყოყოჩების გამო არ ინანიებდნენ ღვთის წინაშე, და აი, ახლა, სასიკვდილო განსაცდელის ჟამს, ერთ-ერთმა მათგანმა, სიკვდილის შიშით დაჩიავებულმა, სასოწარკვეთით წამოიძახა: "ხალხო, ლოტი მართალი იყო, ღმერთი მართლა არსებობს და ცოცხლობს, ახლა მხოლოდ ერთი გვიშველის - უნდა ვილოცოთ!" ამის გამგონე ყველამ ერთხმად დაიწყო ლოცვა და ხვეწნა-მუდარა: "შეგვიწყალე, უფალო! შეგცოდეთ და გვაპატიე! შეწყვიტე ჩვენი დასჯა, გევედრებით, შენ ხომ მოყვარე ღმერთი ხარ!", მაგრამ პასუხად ცეცხლი მძვინვარებდა. რამდენიმე ხნის მერე ლოცვად აღმართული ხელები მუშტებად შეიკრა და ხვეწნა-მუდარა მუქარით შეიცვალა: "რატომ დუმხარ, ღმერთო, შენ ალბათ არ არსებობ!", მაგრამ ამის პასუხიც დამწვარი სახლების შემზარავი ტკაცუნი იყო. აი, ახლა მათ შეუძლიათ სულის ამოხდამდე ილოცონ და იტირონ - ღმერთი მათ უკვე აღარ პასუხობს!

დიახ, ჩემო შვილებო, არის ღმერთისადმი გულგრილი დამოკიდებულების გარკვეული ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ ღმერთი თავის მადლს აშორებს ადამიანს, ქალაქს თუ ქვეყანას და ამის მერე ის აღარ პასუხობს არც ერთ ლოცვაზე. მე ბოდიშს გიხდით, რომ ასეთი შემზარავი სურათი დაგიხატეთ, მაგრამ ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ღმერთი აბსოლუტური სამართლიანობაა და მისი დუმილი მისი განაჩენია. არავის ძალუძს გამოსთხოვოს ან გამოსძალოს ღმერთს ის, რაც არ დაუმსახურებია. როგორც ბიბლია ამბობს: "ნუ ეცდებით გამოსძალოთ ღმერთს გადაწყვეტილების შეცვლა, რადგან ის არც ადამიანივითაა, რომელსაც შეიძლება დაემუქრო, და არც ბავშვივით, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინო" (ივდითი 8, 16). თუ ღმერთი გვსჯის, მხოლოდ დამსახურებულად და თუ ის არ გვესაუბრება, ნიშნავს, უღირსნი ვართ. ვიდრე ვცოდავთ, მას აინუნშიც არ ვაგდებთ, ხოლო როცა უკვე გვსჯის, მერე ვუწყრებით, რატომ არ ისმენს ჩვენს ხვეწნა-მუდარას.

***
ზემოთ ვთქვი აგრეთვე, ღმერთის იმიტომ არ გვესმის, რომ ჩვენ თავად ვშორდებით მას. ეს რომ აგიხსნათ, გავიხსენოთ ბიბლიური უძღები შვილის ამბავი: ერთ კაცს ჰყავდა ორი ძე, ერთ-ერთმა ერთ მშვენიერ დღეს მოსთხოვა მამას თავისი წილი ქონება და შინიდან წავიდა ბედის საძებნელად, მაგრამ ქალაქში თავისი ქონება სწრაფად მიფანტ-მოფანტა და შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, მეღორედ დაიწყო მუშაობა. ისრაელის ხალხში მეღორეობა ყველაზე სამარცხვინოდ ითვლებოდა, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მეტიც, რადგან დიდი შიმშილობა იყო, იძულებული გახდა, ღორების სალაფავი ეჭამა. ასე შორს, დამეთანხმებით, თავისი მამის ხმის გაგონების საშუალება არ ჰქონდა, და აი, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მან სიმწრით დაიწყოს ტირილი და წუწუნი: "სად არის მამაჩემი, რატომ არ მშველის, როგორ უშვებს, რომ მე ასეთ დღეში ვარ?" აი, ასევე არიან დღევანდელი ადამიანებიც: სანამ ცოდავენ, არ ახსოვთ ღმერთი, გულგრილად უარყოფენ მას, მაგრამ როცა გაუჭირდებათ, მაშინვე გაახსენდებათ ის და დაიწყებენ წუწუნს: "როგორ უშვებს ამას ღმერთი?" უძღები შვილის ამბავი, საბედნიეროდ, კეთილად მთავრდება - უძღები შვილი ხვდება თავის შეცდომას, აღიარებს დანაშაულს, მოინანიებს და უბრუნდება მამას, ხოლო ადამიანთა უმრავლესობის რეალური ცხოვრება, სამწუხაროდ, ასე არ არის, ადამიანები სულ უფრო შორდებიან ღმერთს, სულ უფრო უბედურდებიან და სულ უფრო მცირე ხდება მათი ღმერთთან საუბრის შანსი.

მიუხედავად ამისა, ჩემო ბიჭებო, მინდა დაგამშვიდოთ და დაგაიმედოთ, ღმერთი მზად არის ყოველ ადამიანთან სასაუბროდ, ის ძალიან მოწადინებულია ამას, რადგან უსაზღვროდ უყვარს ყოველი მათგანი. ოღონდ ადამიანმა მთელი გულით მოისურვოს და ღმერთი მის გულში დაიკავებს ბინას. ის გამუდმებით უკაკუნებს ჩვენს კარებზე, მხოლოდ ჩვენ უნდა შემოვუშვათ ის გულებში და მაშინ ღმერთი, სულიწმინდის მეშვეობით, გაგვანათლებს და ჩვენ მივიღებთ მისგან საჩუქრად რწმენის უნარს, რწმენის გრძნობას. ზემოთ ვწერდი, ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს-მეთქი, ეს ასეა ოფიციალურად მიღებული, მაგრამ მთლად ზუსტი არ არის, ადამიანს გააჩნია მეექვსე გრძნობაც - ეს არის რწმენის გრძნობა, მაგრამ ის ცოდვისა და უღმერთობის გამო დაჩლუნგებულია, ასევე სხვა გრძნობებიც შეიძლება უმოქმედობის გამო დაჩლუნგდეს და თავისი ფუნქცია ვერ შეასრულოს: მაგალითად, თუ ადამიანი დიდხანს სიბნელეში იმყოფება, გარკვეული ხანი უჭირს სინათლეზე ნივთთა სწორად აღქმა, ასევე მოხდა მეექვე გრძნობასთან დაკავშირებით.Aადამის პირველმა ცოდვამ და შემდგომმა ადამიანთა ცოდვებმა დააჩლუნგეს რწმენის გრძნობის უნარი, თორემ რწმენა ისეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, როგორიც ხედვა ან სმენა. დღესდღეობით კი მხოლოდ უფალს შეუძლია თავისი ნებით აღგვიდგინოს ეს გრძნობა, თუ ხედავს, რომ ადამიანსაც აქვს ამის სურვილი. ამიტომაც ამბობენ, რწმენა ღვთის საჩუქარიაო და ასეთ საჩუქარს იღებენ ბედნიერი ადამიანები. მათ ამის შემდეგ აქვთ ღვთის ხედვის და შეგრძნების უნარი და მათ ესაუბრება ღმერთი. ეს არ არის ზღაპარი, ეს ჭეშმარიტებაა, თქვენ უნდა მენდოთ, მე არაფერს ვაჭარბებ. ღმერთი იკავებს ბინას ასეთი ადამიანის გულში და მათი ურთიერთობა ისევე რეალურია, როგორც მამა-შვილისა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". ჩემო შვილებო, მე ცოდვილმა და უღირსმა, მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ ვთქვა, ეს სიტყვები აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.

***
უწყვეტად ესაუბრება ღმერთი ადამიანებს თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. იოანეს სახარება ასეთი სიტყვებით იწყება: "პირველითგან იყო სიტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი" (იოან. 1.1). დიახ, იესო ქრისტე არის ღვთის სიტყვა, ადამიანებთან გამოგზავნილი. მისი სახით ჩვენთან, ადამიანებთან მოდის ღმერთის მთელი უსასრულო სიყვარული, იესო არის ადამიანად ქცეული სიტყვა ღმრთისა, თავად ღმერთი და სიყვარული, იესო ქრისტემ, "მხოლოდშობილმა ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქვა" ღმერთის არსი, მისით ვიცით და ვიცნობთ ჩვენ, ქრისტიანები, ჩვენს ღმერთს. მე არ ვიცი, რა სინდისით ამბობს ადამიანი, რომელიც სახარებას წაიკითხავს: "რატომ დუმს ღმერთი?" ნუთუ ამაზე დამაჯერებელი და ბრწყინვალე სიტყვა სჭირდება ადამიანს? არა, ჩემო შვილებო, არაფერი დაუჯეროთ მათ, ვინც ამბობს, - ღმერთი დუმსო. არა, ის არ არის ჩუმად.

იესო ქრისტე, რაც ნიშნავს სიყვარულს, მოწყალებას, შეწყლებას! იესო გვეძახის ჩვენ და აი, აქ არის ყოველი ადამიანისთვის გადამწყვეტი მომენტი - ის ან მიიღებს ამ სიტყვას, ან უარყოფს. ეს ნებაყოფლობითია. ღმერთი ამის თავისუფლებას გვაძლევს, რადგან უნდა, ვინმეს ძალდატანებით კი არ შეაყვაროს თავი, არამედ თავისუფალი ნებით. იმედი მაქვს, თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ ცხოვრებაში და უფლის სიყვარულით იცხოვრებთ. მე ყოველდღე ვევედრები ღმერთს, რომ თქვენც აგიმოქმედოს სულიწმინდის ძალით მეექვსე გრძნობა, რომ თქვენმა თავისუფალმა ნებამ უფლის მხარე აირჩიოს, მერწმუნეთ, ამაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის არ არსებობს. ღმერთმა გაგანათოთ.

***
დაბოლოს, გპასუხებთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო კითხვაზე: ღმერთო, თუ ყველგან ხარ, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან?

დიახ, ღმერთი ყველგან არის! თქვენთან არის! ყველასთან არის! და ადამიანს შეუძლია მას ყველგან ემსახუროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა ჩემშია: გამოგიტყდებით, ჩემო შვილებო, მე უღმერთო და ცოდვილი ცხოვრებით ვიცხოვრე. ბევრჯერ გადავლახე ის ზღვარი, ზემოთ რომ ვახსენე და დავკარგე ღვთის მადლი. ასეთი ადამიანი უკომპასო გემს ჰგავს, უმიზნოდ დაცურავს ცხოვრების ოკეანეში და მხოლოდ ზიანი მოაქვს თავისთვის და გარშემო მყოფთათვის. მოხსნილი მადლი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ერთი ლოცვით არ ბრუნდება, საჭიროა მსხვერპლი და ადამიანმა უნდა გაიღოს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნია. მეც დამინდო მოწყალე ღმერთმა და მომცა მონანიებისა და მსხვერპლის გაღების დრო და შანსი, ამიტომ შევწირე მსხვერპლად ჩემი პირადი თავისუფლება და ნება, ჩემი თქვენთან ყოფნის სიხარული იმ იმედით, რომ გულმოწყალე უფალი მომიტევებს და შემიწყალებს და თავის მადლს გადმოაფრქვევს თქვენზე - ჩემს შვილებზე, ამიტომ არის აუცილებელი ამჟამად ჩვენი განშორება. იმედი მაქვს, თუ ახლა არა, ოდესმე გამიგებთ, შვილებო, გჯეროდეთ! ჩემი გული თქვენდამი სიყვარულით არის სავსე. მე თქვენთან ვარ ყოველ წამს და წუთს, არასოდეს მავიწყდებით.

უფალი იესო ქრისტე იყოს თქვენი მფარველი, მიენდეთ მას და ის გაჩუქებთ ბედნიერ ცხოვრებას.

ღმერთმა დაგლოცოთ!

თქვენთვის მლოცველი და თქვენი მოყვარე თქვენი მამა
ათონი, საბერძნეთი, 2002 წელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat