ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ბუდიზმი
ბუდიზმი ერთ-ერთი უძველესია სამ მსოფლიო რელიგიას შორის. ის მეტწილად სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული, კერძოდ: ჩინეთში, ინდოეთში, ნეპალში, მონღოლეთში, იაპონიაში, ტაილანდში, შრი-ლანკაში და ა.შ. ბუდიზმის ისტორია დაახლოებით 2500 წლის წინ დაიწყო. ამ მიმართულებამ საუკუნეების მანძილზე მთელ რიგ სწავლებათა და ფილოსოფიურ მიმართულებათა კომპლექსი მოიცვა. მათ ფორმირებას საფუძვლად ყოველთვის პირველი, საწყისი გადმოცემა ედო. ბუდიზმის რელიგიურ სივრცეში დღეისათვის მრავალი აზიური თუ ადგილობრივი ხალხის ტრადიციული წარმოდგენებია გაერთიანებული.

სიდჰარტჰა გაუტამა ბუდა
არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენელი გაუტამა (ძ.წ. 563-483) დაიბადა ქვეყანაში, რომელსაც დღეს ნეპალს უწოდებენ, მისი მშობლები, როგორც ჩანს, კშატრიების კასტას მიეკუთვნებოდნენ და პატარა ქვეყნის მმართველები იყვნენ.

მომავალმა ბუდამ მიატოვა ოჯახი, ქონება და დაიწყო ასკეტური ცხოვრება. ის ეძებდა პასუხს კითხვაზე: საიდან გაჩნდა ქვეყანაზე უბედურება? ჭეშმარიტების ძიების გზაზე ოთხმა სანახაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. პირველი სამი უბედურებას უკავშირდებოდა: დაუძლურებული მოხუცი, დასნეულებული ადამიანი და დაკრძალვის პროცესი. მეოთხე სანახაობა მას გამოსავლის პოვნაში დაეხმარა და იხსნა იმ თავზარდაცემისგან, რომელიც პირველი სამის გამო დაეუფლა: მან ნახა მშვიდი, გაწონასწორებული ასკეტი, რომელსაც მწუხარება ასკეტიზმის მეშვეობით ჰქონდა დაძლეული.

მრავალწლიანი ასკეტური ცხოვრების შედეგად, გაუტამა მიხვდა, რომ ასკეტიზმიც არ აძლევს ადამიანს ცხოვრების მთავარ კითხვებზე ამომწურავ პასუხს. ხანგრძლივი განჭვრეტის შემდეგ გაუტამა გასხივოსნდა. მან დაასკვნა, რომ უბედურების მიზეზი სურვილი უნდა ყოფილიყო. თუ ადამიანს აღარ აქვს არაფრის მიმართ ლტოლვა, სურვილი, ნდომა, ის ხდება გასხივოსნებული - სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა ბუდა.

ბუდიზმში უთანხმოებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ბუდას რაობის საკითხია. ვინ არის ბუდა: ღმერთი თუ ადამიანი. გაუტამას სიკვდილის შემდეგ მისი 500 მოწაფე შეიკრიბა და შეადგინეს მათი მასწავლებლის ცხოვრების აღწერის წიგნი. მოწაფეების რწმენით, გასხივოსნება მიიღწეოდა ცოდნითა და ბუდას სწავლებების აღსრულებით. მხოლოდ ერთი მოწაფე არ დაეთანხმა დანარჩენების მოსაზრებას. ის და მისი მიმდევრები თვლიან, რომ გასხივოსნება ბუდას ღვთაებრივი ბუნების არსში წვდომით მიიღწევა.

სწავლება
გაუტამამ მოწაფეთათვის სისტემაში მოიყვანა თავისი სწავლება, რომლის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს "ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება":

• ცხოვრებაში არსებობს ტანჯვა

• ტანჯვის მიზეზია სურვილი, ნება

• ტანჯვა ქრება, როდესაც აღმოიფხვრება სურვილი

• გასხივოსნება მიიღწევა რვა საფეხურის გავლის შედეგად.

რვა საფეხური - ეს არის რვა თანმიმდევრული ეტაპისაგან შემდგარი სისტემა. ის გულისხმობს შემდეგ სავალდებულო ქმედებებს: სწორად გაგება, სწორი განზრახვა, სწორი სიტყვა, სწორი საქციელი, სწორად ცხოვრება, სწორი ძალისხმევა, სწორი ურთიერთობა და სწორი კონცენტრირება. ეს ეტაპები ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში. ნირვანა კეთილგონიერად ცხოვრებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავების შედეგია. ნირვანა - არის ყოფიერებისგან თავის დაღწევა, ის ათავისუფლებს ადამიანს ტკივილისაგან, ადამიანს უქრება სურვილის ცეცხლი. ნირვანის მიღწევა - ბუდისტის უმთავრესი მიზანია. ნირვანა ასევე არის იმ სანსარას წრიდან თავის დაღწევის საშუალება, რომელიც დაუსრულებლად გარდაქმნის ადამიანს.

ბუდა არასოდეს უარყოფდა ღმერთებს, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ მისი თანამედროვენი და არ კრძალავდა მათ მიმართ ლოცვას, მაგრამ ის განმარტავდა, რომ ყოველივე ამაოებაა და მხოლოდ დროებით შვებას იძლევა. რწმენას არ მიყავხარ მიზნამდე. საბოლოო მიზანი გასხივოსნება, ნირვანაა. ღმერთებისადმი ბუდას ასეთი დამოკიდებულება უკავშირდება მის თანამედროვე პოლითეისტურ გარემოს, რომელთა შორისაც არიან ტრადიციული ინდუისტური ღმერთები, თავად ბუდა და მისი რამდენიმე მიმდევარი.

ბუდიზმის იდეალი - ასკეტური ცხოვრება
იმისათვის, რომ მიაღწიო ნირვანას, აუცილებელია მრავალი სიცოცხლის განმავლობაში ასკეტურად ცხოვრება. ამ მოძღვრების გასახორციელებლად უმოკლეს გზად მონასტერში მოღვაწეობა ითვლება. აზიაში საკმაოდ ბევრი მონასტერია და მათში ათასობით სასულიერო პირია დასახლებული. მონასტრის გარემო მშვიდი და მარტივია, ხელს უწყობს ბერების მედიტირებას. მედიტაცია გონების კონცენტრაციის კონკრეტული მეთოდია, რომელსაც აქაური და იქაური სამყაროს გამიჯვნამდე მივყავართ. მედიტაციის საბოლოო მიზანი გასხივოსნებაა.

ბუდიზმის მთავარი წმინდა ტექსტია ტრიპიტაკა ("სამი კალათი"), რომელიც მოიცავს ბუდიზმის სწავლებას, მის სისტემატიზებულ კომენტარებს და სასულიერო პირების ცხოვრების წეს-კანონებს. საუკუნეების მანძილზე შეიქმნა სხვა, ადგილობრივ ტრადიციებთან დაკავშირებული სასულიერო წიგნებიც.

ბუდიზმის ძირითადი მიმართულებები
ბუდიზმის მთლიანობა მეორე საუკუნის შემდეგ დაირღვა და მისი სხვა რელიგიურ ტრადიციებთან შერევის შედეგად წარმოიქმნა სამი, განსხვავებული მიმართულება. თჰერავადუ ("უხუცესთა სწავლება") ან ჰინაიანუ (მცირე ეტლი), რომელიც შეესაბამება საწყის ფორმას და მაჰაიანუ ("დიდი ეტლი"), რომელიც მის გვიანდელ, შეცვლილ ფორმას წარმოადგენს. ჩინეთსა და იაპონიაში უპირატესად გავრცელდა მაჰაიანა, მაგალითად ძენ-ბუდიზმის (ან ჩიან-ბუდიზმის) სახით, ტიბეტში - ლამაიზმი, ხოლო მონღოლეთში ჰანაიანისა და მაჰაიანის ელემენტების სინთეზის შედეგად მიღებული მიმართულება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში უპირატესობა ჰინაიანს ენიჭება. მათ შორის განსხვავება მოკლედ შესაძლებელია ასე ჩამოყალიბდეს: პირველ შემთხვევაში ბუდისტი ნირვანაში შესვლით არხატას, ანუ "ღირსეულის" სახით პიროვნულ, სხვაგვარად, თვითგამოხსნას აღწევს. მეორე შემთხვევაში შექმნილია ბოდჰისატვათა (გასხივოსნების მოსურნე არსებები) პანთეონი, რომელთა ალტრუისტული თავგანწირვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მოყვასის მსახურებისა და მათთვის სწორი - გადარჩენის გეზის მითითებისათვის ნებაყოფლობით აცხადებენ უარს საკუთარ ნირვანაზე.

ღვთისმსახურება
აზიელი ხალხის უმრავლესობამ, რომლებმაც მიიღეს ეს რელიგია, ბუდაში დაინახეს და აღიარეს ზებუნებრივი არსება. მის პატივსაცემად შექმნილია სხვადასხვა ღვთისმსახურების ფორმა, დღესასწაულები, სიწმინდეები, ტაძრები, ცალკეული ადგილები.

ბუდიზმის რელიგიური ცხოვრების ცენტრი, როგორც წესი, არის მონასტერი, სადაც თავს იყრიან მორწმუნე ბუდისტები. თაყვანისცემის საგნად გვევლინება ბუდას კბილი, ბუდას მოწაფეთა ან სხვა წმინდანთა ნაწილები, წმინდა ხე, რომელთანაც ბუდა გასხივოსნდა და ბუდას ქანდაკებები. წმინდა ნაწილები ინახება სპეციალურ სათავსებში, რომლებსაც სტუპები ეწოდება. ღვთისმსახურება მოიცავს ბუდას მიმართ ლოცვას, გარკვეულ რიტუალებს, ძირითადი მოვალეობების ზუსტად შესრულებას და ყვავილების, სანთლების და ბუდას ქანდაკებისთვის სარიტუალო საკვების შეწირვას. ერთ-ერთი ლოცვა არის "სამმაგი თავშესაფრის" ლოცვა:

• ვისწრაფვი ბუდისკენ

• ვისწრაფვი დჰარმასკენ (სწავლება)

• ვისწრაფვი სანგჰისაკენ (მონაზვნების საზოგადოება ან ბუდას მორწმუნეთა ერთობა)

 

ქადაგების მოსმენაც კეთილისმყოფელ საქმედ ითვლება. მიიჩნევა, რომ ეს მომავალში მოიტანს გარკვეულ სასიკეთო შედეგს. თითოეული ბუდისტისათვის უმთავრეს საქმედ მაინც მედიტაცია - საკუთარ თავში ჩაღრმავება რჩება, რისი მიღწევაც გარკვეული ტექნიკის გამოყენებით არის შესაძლებელი. ბუდას თაყვანისცემა ხდება ასევე ისეთ დღესასწაულებში, როგორიცაა ბუდას დაბადების დღე, მისი გასხივოსნების დღე და ა.შ.

ბუდიზმი დღეს
დღეისათვის მსოფლიოში 400 მილიონამდე მორწმუნე ბუდისტია. ხოლო სასულიერო პირების რაოდენობა ერთ მილიონს აღწევს. ბუდიზმში პიროვნების ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ჭვრეტასთან შერწყმულია სარწმუნეობრივი და ზნეობრივი პრინციპები. იმ პირობებში, როდესაც დასავლეთ სამყარო უფრო და უფრო სცილდება ქრისტიანულ რელიგიურ და ზნეობრივ ფასეულობებს, თანამედროვე ბუდიზმის ბევრი ლიდერი ცდილობს სულიერად დეზორიენტირებულ საზოგადოებას, როგორც ალტერნატივა, თავისი რწმენა შესთავაზოს. ბუდიზმის ფსიქოლოგია და ფილოსოფია გახდა თანამედროვე ნეოწარმართული მიმართულებების შემადგენელი კომპონენტი. ის ცდილობს მიიპყროს ტექნოლოგიური პროგრესისაგან დაღლილი ადამიანის ყურადღება. აქ, ამ ახალი ტიპის სწავლებებში, იესო ქრისტეში პირად ხსნას უპირისპირდება ნირვანის თეორია, სადაც ადამიანი კარგავს სულიერ ინდივიდუალობას და ერწყმის აბსოლუტურ სიცარიელეს, ანუ "არაფერს".

დასავლურ ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს ბუდისტური მონასტრების მშენებლობა. ისინი მისიონერულ საქმიანობას ეწევიან და ძირითადად ქალაქური ტიპის დასახლებებში ესწრაფვიან თავისი მიმდევრების რაოდენობის გაზრდას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat